ა.ა.იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი Railway Transport College

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ა.ა.იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი Railway Transport College

ა.ა.იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი Railway Transport College სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი პროფე?

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის მისია

კოლეჯის მისიაა ადგილობრივი და საერთაშორისო შრომის ბაზრის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიკაციების, ეროვნული და საერთაშორისო ღირებულებების მატარებელი, კონკურენტუნარიანი პროფესიული განათლების მქონე კვალიფიციური კადრებით საზოგადოებისა და სახელმწიფოს მოთხოვნების დაკმაყოფილება სარკინიგზო ინდუსტრიაში და მათი საგანმანათლებლო მიზნების მიღწევისა და წარმატებული დასაქმებისათვის წინაპირობების შექმნა, რომელიც მიმართულია მთელი სიცოცხლის განმავლობაში პირის პროფესიული, სოციალური და პიროვნული განვითარებისკენ;

კოლეჯის ხედვა

კოლეჯის ხედვაა, სარკინიგზო ინდუსტრიაში იყოს ლიდერი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება როგორც ქვეყანაში, ისე კავკასიის რეგიონში კურსდამთავრებულთა დასაქმების მაღალი მაჩვენებლებით, სასწავლო-სამეწარმეო მჭიდრო და მრავალფეროვანი პარტნიორობით, პროფესიონალ თანამშრომელთა გუნდითა და დაფინანსების დივერსიფიცირებული წყაროებით.


კოლეჯის ღირებულებებია:

• გუნდური მუშაობა;
• გამჭვირვალობა;
• პროგრესულობა და ინოვაციების მხარდაჭერა;
• ადამიანის უფლებათა დაცვა;
• ინტერნაციონალიზაცია.

🚂📚 ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში ა.წ. 29 ოქტომბერს გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ...
30/10/2025

🚂📚 ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში ა.წ. 29 ოქტომბერს გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენდა კოლეჯის საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებისა და განვითარების პერსპექტივების განხილვა.

📚განხილვაში მონაწილეობა მიიღეს სს „საქართველოს რკინიგზის" ადამიანური რესურსების (HR) დეპარტამენტის წარმომადგენლებმა: სს საქართველოს რკინიგზის ადამიანური რესურსების (HR) დეპარტამენტის უფროსმა ნათია ქირიამ, მოადგილემ ხათუნა კალატოზიშვილმა და ამავე დეპარტამენტის სპეციალისტმა - მაია ახვლედიანმა.

🚉როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სს საქართველოს რკინიგზა კოლეჯის დამფუძნებელი კომპანიაა და წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული წარმოებისა და საგანმანათლებლო დაწესებულების მჭიდრო კოლაბორაციით უზრუნველყოფს სარკინიგზო ინდუსტრიისთვის ხარისხიანი სპეციალისტების მომზადებას.

🚉 ამასთან, სს საქართველოს რკინიგზა მუდმივად ზრუნავს სარკინიგზო ინდუსტრიის პროფესიული განათლების პროცესის განვითარებაზე, აქტიურადაა ჩართული საგანმანათლებლო პროცესებში და ხელს უწყობს კურსდამთავრებულთა დასაქმებასა და მათ კარიერულ მხარდაჭერას.

🚂📖ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი გილოცავთ მასწავლებლის ეროვნულ დღეს!👩‍🏫👨‍🏫
27/10/2025

🚂📖ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი გილოცავთ მასწავლებლის ეროვნულ დღეს!👩‍🏫👨‍🏫

📚ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში მოკლევადიანი მომზადების  პროგრამებზე „ელექტრო შემდუღებელი“, "გეოდეზიური სამუშაოებ...
27/10/2025

📚ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში მოკლევადიანი მომზადების პროგრამებზე „ელექტრო შემდუღებელი“, "გეოდეზიური სამუშაოების შესრულება" და "ტვირთების გადაზიდვის კონტროლის სპეციალისტი" რეგისტრირებული აპლიკანტებისთვის შესარჩევი გასაუბრება 20 ოქტომბრიდან 23 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართა.

📖აღნიშნული პროგრამები ხორციელდება ქ. თბილისის მერიის მუნიციპალური პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი“ ფარგლებში;

➡️ პროგრამას სრულად აფინანსებს ქ. თბილისის მერია;

☑️ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი წარმატებას უსურვებს ყველა შერჩეულ აპლიკანტს.

📚ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯისა და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ურთიერთთანამშრომ...
22/10/2025

📚ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯისა და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმისა და ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტოს დაფინანსებით, N16 პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელდა მოკლევადიანი პროფესიული მომზადების პროგრამა “ტვირთების გადაზიდვის კონტროლის სპეციალისტი”.

🧑‍🏫👩‍🏫აღნიშნული პროგრამა
წარმატებით დაასრულა 9 მსჯავრდებულმა, რომლებსაც გადაეცათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული ორენოვანი სერტიფიკატები.​​​​​​​​​​​​​​​​

🚊ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი წარმატებას უსურვებს მათ!

17/10/2025

ვაკანტურია: მატარებლის შემდგენელი 👉მატარებლის შემდგენელის ფუნქცია - მოვალეობები (სამუშაო რეჟიმი - ცვლიანი) ✅ სა.....

10/10/2025
სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი ყველა რკინიგზელს ულოცავს პროფესიულ დღეს და უსურვებს წარმატებებს! #იყორკინიგზელისაამაყოა
10/10/2025

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი ყველა რკინიგზელს ულოცავს პროფესიულ დღეს და უსურვებს წარმატებებს!

#იყორკინიგზელისაამაყოა

09/10/2025

📻🚊8 ოქტომბერს, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „პროფესიული განათლების ნავიგატორი“ თაი სიბოშვილთან ერთად, სტუმრად იმყოფებოდა ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის ზრდასრულთა განათლების კოორდინატორი მარიამ სვანიძე.

🔘📚 გადაცემაში ისაუბრეს კოლეჯში მოკლევადიანი პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამებისა და მიმდინარე რეგისტრაციის, მიღების პროცედურების შესახებ, პროფესიული მსმენელებისთვის არსებულ შესაძლებლობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.

🔗ვრცლად იხილეთ ⬇️

📣 მიმდინარეობს რეგისტრაცია მოკლევადიან გადამზადების პროგრამაზე⏩️ "ლიფტების ტექნიკური მომსახურება და რემონტი". 🔴პროგრამა ...
09/10/2025

📣 მიმდინარეობს რეგისტრაცია მოკლევადიან გადამზადების პროგრამაზე⏩️ "ლიფტების ტექნიკური მომსახურება და რემონტი".

🔴პროგრამა სრულად ფინანსდება ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ.

⏳რეგისტრაცია გაგრძელდება 16 ოქტომბრის ჩათვლით;

📚სწავლა იწყება: 20 ოქტომბერს;

👨‍💻👩‍💻 რეგისტრაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულს : vet.emis.ge

📣 (ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში დაიწყო რეგისტრაცია მოკლევადიან გადამზადების პროგრამაზე "ლიფტების ტექნიკური მომსახურება და რემონტი". 📣

🔴პროგრამა სრულად ფინანსდება ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ.

⏳რეგისტრაცია გაგრძელდება: 2 ოქტომბრიდან- 16 ოქტომბრის ჩათვლით;

📚სწავლა იწყება: 20 ოქტომბერს;

👨‍💻👩‍💻 რეგისტრაცია განხორციელდება შემდეგ ბმულზე: vet.emis.ge

📖პროფესიული გადამზადების პროგრამა შემუშავებულია შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად და უზრუნველყოფს ლიფტების ტექნიკურ და სამრეწველო ექსპლუატაციას და აღნიშნული მიმართულებით საჭირო უნარებისა და კომპეტენციების გაუმჯობესებას, რაც საჭიროა კვალიფიციური ლიფტების ტექნიკოსისთვის/ელ.მექანიკოსისთვის.

🟥პროფესიული გადამზადების პროგრამის ხანგრძლოვობა შეადგენს 12 კვირას, კვირაში 16 საათიანი დატვირთვით.

🟥პროგრამის სრული მოცულობა შეადგენს 192 საათს. სწავლება ხორციელდება პარტნიორ ორგანიზაციასტან - შპს "ლიფტების მართვის და მონიტორინგის ცენტთან" თანამშრომლობით.

📌პროგრამის ხანგრძლივობა: 12 კვირა.

📣დაშვების წინაპირობა:
⬜ ლიფტების ტექნიკოსად/ელექტრიკოსად მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება.

📣📌📚პროფესიულ გადამზადების პროგრამაზე სწავლა ფინანსდება სრულად პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ, აქედან გამომდინარე ყველა მსურველს ეძლევა შესაძლებლობა ისწავლოს უფასოდ!

📚აღნიშნული პროგრამის ფარგლებში თქვენ შეისწავლით:
➡️ ლიფტების უსაფრთხოების კომპონენტების გამართვა;
➡️ ლიფტების მუშა რეჟიმში ჩართვა;
➡️ ლიფტების ტექნიკური მომსახურება;
➡️ ლიფტების დიაგნოსტიკა, შეკეთება, დემონტაჟი-მონტაჟი;
➡️ შრომის,სახანძრო, ელექტროუსაფრთხოების საკითხების გაანალიზება.

📇 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

☎️ 551 224 225;

📬 [email protected];

🌐 rtc.edu.ge;

📍 თემქის დასახლება, XI მკ.რ. III კვ, Tbilisi, Georgia, 0191.

ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში მიმდინარეობს 2025 წლის მიღებისათვის დაგეგმილი მოტივაციური გასაუბრებები დუალურ, კოო...
08/10/2025

ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში მიმდინარეობს 2025 წლის მიღებისათვის დაგეგმილი მოტივაციური გასაუბრებები დუალურ, კოოპერაციულ და ინტეგრირებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებულ აპლიკანტებთან.

ახალი კანონმდებლობის ცვლილებების მიხედვით, მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობის მოსაპოვებლად აუცილებელია სააგენტოს მიერ აკრედიტებულ სასწავლო დაწესებულებაში პროფესიული განათლების მიღება.
აქედან გამომდინარე, სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი მჭიდროდ თანამშრომლობს სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოსთან, რომლის ფარგლებშიც სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო აქტიურად ჩაერთო გრძელვადიანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „ლოკომოტივის მართვა" მოტივაციური გასაუბრების პროცესში.

აღსანიშნავია, სს „საქართველოს რკინიგზის" და სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს აქტიური ჩართულობა სარკინიგზო ინდუსტრიის პროფესიული განათლების პროცესის განვითარებასა და საგანმანათლებლო პროცესებში.

ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი წარმატებას უსურვებს ყველა აპლიკანტს!

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა პროფესიული საგანმ...
07/10/2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა.

შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე პროცესები, დაგეგმილი პროექტები და ყურადღება გამახვილდა შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებზე:
• პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2025 წლის საშემოდგომო მიღების შედეგები;
• კოლეჯების 2026 წლის პროგრამული ბიუჯეტი - ფინანსური საჭიროებები, პრიორიტეტული მიმართულებები და სხვა;
• კოლეჯების გაფართოება – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელის განვითარება - ახალი პროფესიული პროგრამების დამატება, სტუდენტთა ადგილების დამატება;
• ინფრასტრუქტურული საჭიროებები, სახელოსნოების, ლაბორატორიების მოწყობა და ა.შ.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდომა პერიოდულად გაიმართება და თითოეულ შეხვედრაზე, წევრებს შესაძლებლობა ექნებათ ეტაპობრივად განიხილონ ყველა ის ინიციატივა, რომელიც პროფესიული განათლების სისტემის გაძლიერებას, სტუდენტების შესაძლებლობების გაფართოებას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში ემსახურება.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, კახეთის რეგიონში კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში გივი მიქანაძემ, მოადგილეებთან და კოლეჯების დირექტორებთან ერთად, პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე პროცესები და დაგეგმილი პროექტები განიხილა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორებიცაა: პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2025 წლის საშემოდგომო მიღების შედეგები; კოლეჯების 2026 წლის პროგრამული ბიუჯეტი - ფინანსური საჭიროებები, პრიორიტეტული მიმართულებები და სხვა; კოლეჯების გაფართოება – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელის განვითარება - ახალი პროფესიული პროგრამების დამატება, სტუდენტთა ადგილების დამატება; ინფრასტრუქტურული საჭიროებები, სახელოსნოების, ლაბორატორიების მოწყობა და ა.შ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო თემებზე მინისტრისგან მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია.

მინისტრის გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდომა პერმანენტულად გაიმართება და თითოეულ შეხვედრაზე, წევრები ეტაპობრივად განიხილავენ ყველა იმ ინიციატივას, რომელიც პროფესიული განათლების სისტემის გაძლიერებას, სტუდენტების შესაძლებლობების გაფართოებას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ემსახურება.

სხდომის დასრულების შემდეგ გივი მიქანაძემ და მოადგილეებმა, სტუდენტებთან ერთად, კოლეჯის ტერიტორიაზე გამართულ რთველში მიიღეს მონაწილეობა.

Address

თემქის დასახლება, XI მკ. რ. III კვ
Tbilisi
0191

Opening Hours

Monday 09:30 - 18:30
Tuesday 09:30 - 18:30
Wednesday 09:30 - 18:30
Thursday 09:30 - 18:30
Friday 09:30 - 18:30
Saturday 09:30 - 18:30

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ა.ა.იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი Railway Transport College posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to ა.ა.იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი Railway Transport College:

Shortcuts

Share

Category