Aron - არონი

Aron - არონი არონი - პირველი ქართული ალტერნატიული კომუნიკაციის აპლიკაცია არავერბალური ბავშვებისთვის 🧡 https://aron.ge/ka

29/09/2026

თუ თქვენი პატარა ვერ მეტყველებს, ეს ვიდეო არ გამოტოვოთ 🥰

„არონთან“ ერთად ყოველი ბავშვის ხმა ისმის, ამიტომაც მოგვწერეთ და გამოგიგზავნით გადმოსაწერ ბმულს თქვენი მოწყობილობებისთვის! ❤️

💬 „არ ფიქრობთ, რომ მსგავსი აპლიკაციები ბავშვებში ეკრანდამოკიდებულებას გამოიწვევს?“ Aron.geწარმოგიდგენთ ერთ-ერთ კითხვას, ...
24/09/2026

💬 „არ ფიქრობთ, რომ მსგავსი აპლიკაციები ბავშვებში ეკრანდამოკიდებულებას გამოიწვევს?“ Aron.ge

წარმოგიდგენთ ერთ-ერთ კითხვას, რომელიც მშობლისგან მივიღეთ ❤

მოდით, ვუპასუხოთ ამ კითხვას და გავმიჯნოთ ორი რამ: პასიური და აქტიური გამოყენება 👀

📱 რა არის პასიური გამოყენება?

მულტფილმების ყურება პასიური პროცესია. ამ დროს ბავშვი ინფორმაციას მხოლოდ იღებს, რაც ხშირად მას საკუთარ სამყაროში კეტავს და გარე სამყაროს წყვეტს.

🗣️ რატომ არის „არონი“ სხვაგვარი გამოცდილება?

„არონი“ კომუნიკაციის ინსტრუმენტია და არა გასართობი სათამაშო. მისი გამოყენება მიმართულია აქტიური ქმედებისკენ: ბავშვი იღებს მოწყობილობას, აჭერს ღილაკს, გამოხატავს სურვილს და იღებს რეალურ შედეგს ფიზიკურ სამყაროში (მაგალითად, დედა აწვდის წყალს ან სათამაშოს). „არონი“ ბავშვს კი არ კეტავს ეკრანში, არამედ უბიძგებს გარშემომყოფებთან ინტერაქციისკენ 🥰

ჩვენი აპლიკაციის მიზანია ბავშვებს შეეძლოთ თავიანთი ფიქრებისა და სურვილების გახმოვანება და მეტყველების უნარების განვითარება 🙏

„არონთან“ ერთად ყოველი ბავშვის ხმა ისმის, ამიტომაც გადადით ბმულზე Aron.ge და რამდენიმე ღილაკზე დაჭერით გადმოწერეთ „არონი“ თქვენს მოწყობილობებზე ❤

თუ ბავშვი ვერ მეტყველებს, ჩვენ დაგეხმარებით 🥰 Aron.ge„არონი“ პირველი ქართულენოვანი აპლიკაციაა, რომელიც სრულად ცვლის მეტყ...
22/09/2026

თუ ბავშვი ვერ მეტყველებს, ჩვენ დაგეხმარებით 🥰 Aron.ge

„არონი“ პირველი ქართულენოვანი აპლიკაციაა, რომელიც სრულად ცვლის მეტყველების შეფერხების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახის წევრების ყოველდღიურობას! ❤

აპლიკაციაში ბავშვი სიტყვებითა და მარტივი ილუსტრაციების არჩევით აწყობს წინადადებას, „არონი“ კი მას გამართული ქართულით ახმოვანებს 💬

👦 ბავშვებისთვის მცირდება სტრესი და ისინი მარტივად გამოხატავენ სურვილებსა და საჭიროებებს;

❤ მშობლებისთვის ყოველდღიურობა მარტივდება, აპლიკაცია ხდება საუკეთესო ხიდი მშობელსა და შვილს შორის;

👩‍🏫 სპეციალისტებისთვის კი არის თანამედროვე, ქართულ ენასა და გრამატიკაზე მორგებული ინსტრუმენტი, რომელიც თერაპიის ეფექტს სახლის პირობებშიც აძლიერებს.

„არონთან“ ერთად ყოველი ბავშვის ხმა ისმის, ამიტომაც გადადით ბმულზე Aron.ge და რამდენიმე ღილაკზე დაჭერით გადმოწერეთ „არონი“ თქვენს მოწყობილობებზე ❤

🌅 არონთან ერთად დილა მშვიდად და სტრესის გარეშე იწყება! Aron.geგაგვიხარდა, როდესაც ერთ-ერთი მშობლისგან ასეთი წერილი მივიღ...
19/09/2026

🌅 არონთან ერთად დილა მშვიდად და სტრესის გარეშე იწყება! Aron.ge

გაგვიხარდა, როდესაც ერთ-ერთი მშობლისგან ასეთი წერილი მივიღეთ 🥰

ჩვენი მიზანიც ხომ ბავშვებისა და მათი ოჯახების კეთილდღეობაზე ზრუნვაა 💡

გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილება აპლიკაციით სარგებლობისას. მსგავსი უკუკავშირი თქვენგან ჩვენი გუნდის მოტივაციის წყაროა! 🙏

„არონთან“ ერთად ყოველი ბავშვის ხმა ისმის, ამიტომაც გადადით ბმულზე Aron.ge და რამდენიმე ღილაკზე დაჭერით გადმოწერეთ „არონი“ თქვენს მოწყობილობებზე ❤

📱 როგორ დავამატოთ პერსონალური სიტყვები? Aron.geსტანდარტული სიმბოლოები მნიშვნელოვანია, მაგრამ ბავშვისთვის კომუნიკაციის და...
17/09/2026

📱 როგორ დავამატოთ პერსონალური სიტყვები? Aron.ge

სტანდარტული სიმბოლოები მნიშვნელოვანია, მაგრამ ბავშვისთვის კომუნიკაციის დასაწყებად ყველაზე დიდი მოტივაცია მისი საყვარელი ნივთები და სიტყვებია 🥰

ჩვენს აპლიკაციაში შეგიძლიათ დაამატოთ პერსონალური სიტყვები და ბავშვი მათ გამოყენებას შეძლებს როგორც ცალკე, ისე წინადადებაში 👶

ამიტომაც გადაუღეთ ფოტოები ბავშვის საყვარელ სათამაშოს, პერსონალურ ჭიქას ან სხვა ნივთს და რამდენიმე ღილაკზე დაჭერით გახადეთ „არონი“ უფრო მეტად პერსონალური და ეფექტური 📱

თქვენ რის დამატებას აპირებთ პირველ რიგში? გაგვიზიარეთ კომენტარებში! 👇

„არონთან“ ერთად ყოველი ბავშვის ხმა ისმის, ამიტომაც გადადით ბმულზე Aron.ge და რამდენიმე ღილაკზე დაჭერით გადმოწერეთ „არონი“ თქვენს მოწყობილობებზე ❤

15/09/2026

თუ შენი პატარა ვერ მეტყველებს, ამ ვიდეოს აუცილებლად უყურე 🥰

„არონთან“ ერთად ყოველი ბავშვის ხმა ისმის, ამიტომაც გადადით ბმულზე Aron.ge და რამდენიმე ღილაკზე დაჭერით გადმოწერეთ „არონი“ თქვენს მოწყობილობებზე ❤

სტატია არონისა და ჩვენი მისიის შესახებ 🥰მადლობა Reputation.ge ! 🤝
15/09/2026

სტატია არონისა და ჩვენი მისიის შესახებ 🥰

მადლობა Reputation.ge ! 🤝

როგორ ცვლის ინოვაციური ქართული აპლიკაცია Aron ათასობით ოჯახის ყოველდღიურობას

ზოგჯერ ტანტრუმი უბრალოდ გამოუხატავი ფრუსტრაციაა 🛑  Aron.geწარმოიდგინეთ, რომ გწყურიათ, რაღაც გტკივათ ან გადაღლილი ხართ, მ...
12/09/2026

ზოგჯერ ტანტრუმი უბრალოდ გამოუხატავი ფრუსტრაციაა 🛑 Aron.ge

წარმოიდგინეთ, რომ გწყურიათ, რაღაც გტკივათ ან გადაღლილი ხართ, მაგრამ ამის თქმა არ შეგიძლიათ. მსგავსი ფრუსტრაცია ბავშვებში მარტივად გადაიზრდება ტანტრუმში. თუ ბავშვი ვერ საუბრობს, ქცევა ხდება მათი კომუნიკაციის საშუალება 👶

„არონი“ არის კომუნიკაციის აპლიკაცია, რომელიც კომუნიკაციის სირთულის მქონე ბავშვებს აძლევს შესაძლებლობას გამოხატონ საკუთარი სურვილები, საჭიროებები და ემოციები 🥰

„არონთან“ ერთად ყოველი ბავშვის ხმა ისმის, ამიტომაც გადადით ბმულზე Aron.ge და რამდენიმე ღილაკზე დაჭერით გადმოწერეთ „არონი“ თქვენს მოწყობილობებზე ❤

🗣️ შეაფერხებს თუ არა AAC აპლიკაცია ჩემი შვილის მეტყველებას? Aron.geეს მშობლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შიშია: „თუ კომუნიკ...
10/09/2026

🗣️ შეაფერხებს თუ არა AAC აპლიკაცია ჩემი შვილის მეტყველებას? Aron.ge

ეს მშობლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შიშია: „თუ კომუნიკაციისთვის ბავშვი მობილურს გამოიყენებს - დაეზარება და საუბარს აღარც ეცდება.“

სინამდვილეში, საპირისპირო ხდება 🥰

ალტერნატიული კომუნიკაციის (AAC) აპლიკაციები, როგორიცაა „არონი“ პირიქით ახალისებს ბგერებისა და სიტყვების გამოთქმას 📱

🔹მცირდება სტრესი: როდესაც ბავშვი ვერ ხსნის რა უნდა, ის იმედგაცრუებულია. აპლიკაცია ხსნის ამ შფოთვას, რაც ბავშვს უბიძგებს, უფრო თამამად სცადოს მეტყველება;

🔹ძლიერდება მეტყველების უნარი: ღილაკზე ყოველი დაჭერისას ბავშვი ისმენს სწორ გამოთქმას. ეს მუდმივი აუდიო-ვიზუალური კავშირი მეტყველების განვითარებას ეხმარება;

🔹ბავშვი სწავლობს კომუნიკაციის ძალას - ბავშვი ხვდება, რომ სიტყვებს მნიშვნელობა აქვს და მათი საშუალებით სურვილების მიღწევა მარტივად შეუძლია;

„არონთან“ ერთად ყოველი ბავშვის ხმა ისმის, ამიტომაც გადადით ბმულზე Aron.ge და რამდენიმე ღილაკზე დაჭერით გადმოწერეთ „არონი“ თქვენს მოწყობილობებზე ❤

🎒 ახალი სასწავლო წელი იწყება! Aron.geახალ გარემოში ადაპტაცია ბავშვებისთვის სტრესული შეიძლება იყოს, განსაკუთრებით მაშინ, ...
08/09/2026

🎒 ახალი სასწავლო წელი იწყება! Aron.ge

ახალ გარემოში ადაპტაცია ბავშვებისთვის სტრესული შეიძლება იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათ კომუნიკაციის სირთულეები აქვთ 👀

ჩვენი ქართულენოვანი ალტერნატიული კომუნიკაციის აპლიკაცია თქვენი შვილის საიმედო ციფრული მეგზური იქნება📱

„არონის“ მეშვეობით ბავშვები მარტივად შეძლებენ მასწავლებლებთან და ახალ კლასელებთან პირველი კონტაქტის დამყარებასა და დამეგობრებას, ასევე აზრებისა და საჭიროებების გამოხატვას 🥰

სასარგებლო ფრაზები:

🔹 „გამარჯობა, მე ვარ [სახელი] და ამ აპლიკაციით გესაუბრები.“

🔹 „სასიამოვნოა შენი გაცნობა.“

🔹„შესვენება მჭირდება"

🔹„წყალი მინდა" და ა.შ.

„არონთან“ერთად ყოველი ბავშვის ხმა ისმის, ამიტომაც გადადით ბმულზე Aron.ge და რამდენიმე ღილაკზე დაჭერით გადმოწერეთ „არონი“ თქვენს მოწყობილობებზე ❤

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Aron - არონი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share