23/09/2026
გამოჰყავით დღეში სულ 5 წუთი და თქვენს შვილებს ასწავლეთ:
✅ასწავლეთ მადლობის თქმა და ზოგადად მადლიერების გამოხატვა, რათა დააფასონ გარშემომყოფების ამაგი.
✅აუხსენით, რომ შეცდომის აღიარება სისუსტე არ არის, ის ძლიერი ხასიათის ნიშანია.
✅ასწავლეთ, რომ როდესაც სხვები ლაპარაკობენ, არ გააწყვეტინონ და ყურადღებით უსმინონ.
✅ასწავლეთ, რომ თავად უნდა დაალაგონ სათამაშოები ან მოაწესრიგონ საკუთარი სასკოლო ჩანთა.
✅ჩაუნერგეთ ჭამამდე და გარეთ სეირნობის შემდეგ ხელების გულდასმით დაბანის ჩვევა.
✅დაეხმარეთ გააცნობიერონ, რას გრძნობენ: „ახლა გაბრაზებული ვარ“, „ახლა მოწყენილი ვარ“.
✅ასწავლეთ სათამაშოს ან ტკბილეულის დათმობა/გაზიარება და გაგება, რომ ეს პოზიტივის მომტანია.
✅აუხსენით, რომ სხვის ნივთს ნებართვის გარეშე არ უნდა შეეხონ და "არა" ნიშნავს არას.
✅ასწავლეთ თქმა "არ მინდა" და "ეს არ მომწონს", როცა ვინმე უსიამოვნოდ ექცევათ.
✅ასწავლეთ, რომ მცენარეებსა და ცხოველებს გაფრთხილება და მოვლა სჭირდებათ.
✅აუხსენით, რომ თამაშში წაგება ტრაგედია არ არის, ხოლო სხვას გამარჯვება უნდა მიულოცონ.
✅ხშირად გაამეორებინეთ მშობლის ტელეფონის ნომერი, მისამართი, ან ქუჩაზე გადასვლის წესები.
✅წაახალისეთ, რომ ყოველდღე ვინმეს კომპლიმენტი უთხრან ან დაეხმარონ.
✅მიეცით საშუალება თავად აირჩიონ ტანსაცმელი ან წიგნი, რათა ისწავლონ გადაწყვეტილების მიღება.
✅წაახალისეთ მათი ცნობისმოყვარეობა: აუხსენით, რომ უხერხული ან სულელური შეკითხვა არ არსებობს, არსებობს სულელური პასუხები
✅ასწავლეთ, რომ ყველაფერი მყისიერად არ ხდება და რიგის დაცვა აუცილებელია.
✅აუხსენით, რომ სიმართლის თქმა ყოველთვის სჯობს, მაშინაც კი, როცა შეცდომა დაუშვეს.
✅შეახსენეთ, რომ ისინი უნიკალურები, საყვარლები და მნიშვნელოვანნი არიან ზუსტად ისეთები, როგორიც არიან.
✅ჩაუნერგეთ სხეულზე ზრუნვის ჩვევა: ყოველდღიური გაჭიმვები, ვარჯიში ან აქტიური მოძრაობა ჯანმრთელობისა და ენერგიის საწინდარია.
✅ასწავლეთ განსხვავება სასარგებლო და ნაკლებად სასარგებლო საკვებს შორის, რათა პატარაობიდანვე ისწავლონ საკუთარ ორგანიზმზე ზრუნვა.
✅გამოყავით გარკვეული დრო საერთო კითხვისთვის ან ილუსტრაციების განხილვისთვის, რაც განვითარების, ფანტაზიისა და ცოდნის გაღრმავების საუკეთესო გზაა.
✅აუხსენით, რომ დასახული მიზნის მისაღწევად მცირე, მაგრამ ყოველდღიური ძლისხმევაა საჭირო.
✅გაუღვივეთ ინტერესი ახალი ადგილების, კულტურებისა და გარემოს აღმოჩენის მიმართ, რაც თვალსაწიერს გაუფართოებთ.
✅მარტივი მაგალითებით ასწავლეთ, რომ რესურსებს გაფრთხილება სჭირდება და ყოველთვის ყველაფრის ყიდვა აუცილებელი არ არის.
✅ასწავლეთ ეკრანთან გატარებული დროის ლიმიტირება და აუხსენით, რომ რეალური სამყარო ბევრად საინტერესოა.
✅სანამ მათ ნაცვლად იმოქმედებთ, ჰკითხეთ: „შენი აზრით, როგორ შეგვიძლია ამის გამოსწორება?“, რათა ისწავლონ გამოსავლის ძიება.
✅აუხსენით, რომ მარცხი არ არის დასასრული; ეს არის გამოცდილება, რომელიც უფრო ჭკვიანსა და ძლიერს გვხდის.
✅ასწავლეთ ოჯახის წევრების მხარდაჭერა და ერთად გატარებული დროის დაფასება.
ფსიქოლოგი გიორგი ჩოგოვაძე - Psychologist Giorgi Chogovadze