27/04/2026
📍ჩვენმა სკოლამ ამჯერადაც უმასპინძლა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ “ინკლუზიური განათლების რეგიონულ სასწავლო ტურს”,
რომლის მიზანია გააზიაროს წარმატებული ინკლუზიური განათლების პრაქტიკა.
💡ტურის ფარგლებში რეგიონებიდან მოვლენილმა სპეციალურმა მასწავლებლებლებმა ჩვენი სკოლის სპეციალური მასწავლებლის- თამთა გიგაურის სუპერვიზიით გაიარეს გადამზადება.
📍ისინი ადგილზე გაეცნენ როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ინფორმაციას.
📚ჩვენს მასწავლებლებს:
ნუნუ კაკულიას, ნატალია ყურმაშვილსა და ნონა ღარიბაშვილს
დაესწრნენ ქართულის, მათემატიკისა და ინგლისურის გაკვეთილებზე
და ნახეს, თუ როგორ შეიძლება გაკვეთილში თანაბრად ჩავრთოთ ყველა მოსწავლე - მათი ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით.
📜აღნიშნულისთვის ჩვენს პედაგოგებს განათლების მინისტრისა და მასწავლებლის სახლის ხელმძრვანელის სახელით გადაეცათ მადლობის სიგელები-ინკლუზოური განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
🔗ჩვენი სკოლისთვის ინკლუზიური განათლება პრიორიტეტია.