08/04/2026
რამდენიმე წელია, აქტიურად ვარ ჩართული სწავლების პროცესში. ამ დროის მანძილზე ბევრი კონკურსი და ოლიმპიადა მინახავს, როგორც წესი, რეკომენდაციებს იშვითად ვუწევ ხოლმე ასეთ ღონისძიებებს, მაგრამ ახლა ერთ საინტერესო კონკურსს წავაწყდი და მსურს, თქვენც გაგიზიაროთ.
საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური ატარებს კონკურსს "იმედი ხვალის 2026", რომელშიც მონაწილეობა სრულიად უფასოა.
მონაწილეები იყოფიან ორ ასაკობრივ ჯგუფებად:
„უმცროსი ასაკი“ – III-IV კლასები.
„უფროსი ასაკი“ – V-VI კლასები;
მნიშვნელოვანი თემა, რის გამოც ამ კონკურსს გიზიარებთ, არის ის, რომ, როგორც უკვე ვახსენე, ამ კონკურსში მონაწილეობა სრულიად უფასოა, გამარჯვებულებს კი გადაეცემათ ისეთი პრიზები, როგორებიცაა - ლეპტოპები, პლანშეტები, სასწავლო ვაუჩერები და ა.შ. 🎁
და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, (როგორც კონკურის ორგანიზატორები ამბობენ) ამ კონკურსის ჩატარების მთავარი მიზანი არის მათემატიკურ-ლოგიკური აზროვნებით გამოირჩეული მოსწავლეების მოძიება და მათი ტექნოლოგიური სფეროთი დაინტერესება.
ეს ყველაფერი ლამაზად ჟღერდა, მაგრამ მაინც გადავწყვიტე, მომეძიებინა ინფორმაცია "იმედი ხვალის" კონკურსში მონაწილეების მიღწევების შესახებ და საკმაოდ საინტერესო რამეს წავაწყდი.
ამ სასწავლებელს აქვს ერთერთი მიმართულება სახელად - "ტალანტების ფაბრიკა" , რომელშიც, ძირითადად, თავმოყრილია კატეგორია იმ მოსწავლეებისა, რომლებიც სწავლასთან ერთად მონაწილეობას იღებენ ინფორმატიკის შიდა, თუ საერთაშორისო ოლიმპიადებზე და საქართველოს ინფორმატიკის ნაკრების 4 წევრიდან 3, როგორც წესი, ამ სასწავლებელშია გაზრდილი( ხან ოთხივე ).
ამ ინფორმაციების ძებნისას წავაწყდი მათ ბლოგს:
https://www.mziuri.ge/blog/archives/1825
რომლის გაცნობის მერეც კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ღირდა ეს კონკურსი თქვენთვის გამეზიარებინა.
ერთადერთი, რაც არ მომეწონა არის ის , რომ კონკურსი მხოლოდ დასწრებულ ფორმატში, თბილისში ტარდება და რეგიონებს ამ ეტაპზე ვერ ფარავს. ( მაგრამ ორგანიზატორები პირობას დებენ, რომ სამომავლოდ ამ თემაზეც იზრუნებენ )
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა რეგისტრაცია:
👉🏻 https://imedi.mziuri.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ორგანიზატორებს:
📞 597 05 97 63; 599 50 93 56.
📩 [email protected]
📩 [email protected]