სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური

სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

⚽🔥 ტურნირი მინი ფეხბურთში! 🔥⚽გიყვარს ფეხბურთი? ⚽გინდა, მეგობრებთან ერთად უნივერსიტეტის სახელით იასპარეზო და გამარჯვებისთ...
01/10/2026

⚽🔥 ტურნირი მინი ფეხბურთში! 🔥⚽

გიყვარს ფეხბურთი? ⚽
გინდა, მეგობრებთან ერთად უნივერსიტეტის სახელით იასპარეზო და გამარჯვებისთვის იბრძოლო? 🏆

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური, სტუდენტურ თვითმმართველობასთან ერთად, მინი ფეხბურთის ტურნირს გეგმავს! 🎉⚽

🤝 შეკრიბე გუნდი და მოემზადე ახალი საფეხბურთო გამოწვევისთვის!

⚽ გუნდი უნდა შედგებოდეს მინიმუმ 6 სტუდენტისგან.

📅 განაცხადების მიღება:
2 ოქტომბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით

📍 სად უნდა წარმოადგინო განაცხადი:
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი
🏢 სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური 201-ე ოთახი
🕚 11:00-დან 16:00 საათამდე

🔥 შეკარი გუნდი, აჩვენე შენი შესაძლებლობები და იბრძოლე უნივერსიტეტის მინი ფეხბურთის ნაკრებში მოხვედრისთვის! 🏆⚽

გელოდებით! ⚽🏆

💃🏻🔥 „მირონი“ ახალ წევრებს ელოდება!🔥🕺🏻სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ცეკვების ანსამბლი „მირონი“აცხადებს ახალ წე...
25/09/2026

💃🏻🔥 „მირონი“ ახალ წევრებს ელოდება!🔥🕺🏻

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ცეკვების ანსამბლი „მირონი“აცხადებს ახალ წევრთა მიღებას! 🇬🇪❤

თუ გიყვარს ქართული ცეკვა, სცენა და გინდა გახდე ჩვენი გუნდის ნაწილი — გელოდებით!

📅 ხუთშაბათი, 1 ოქტომბერს
⏰ 15:00 საათი
📍 II კორპუსი | სააქტო დარბაზი | VIII სართული

მოიტანე შენი ენერგია, მონდომება და ქართული ცეკვის სიყვარული — დანარჩენს ერთად შევქმნით. ❤🔥

შემოგვიერთდი „მირონში“! ✨

#მირონი #სოხუმისსახელმწიფოუნივერსიტეტი #ცეკვა #ანსამბლი

23/09/2026

🏀 კალათბურთის გუნდის ახალი სეზონი იწყება!🏀

გიყვარს კალათბურთი? გინდა უნივერსიტეტის სახელით ითამაშო, ივარჯიშო და გუნდთან ერთად ახალი გამოწვევები მიიღო? 🔥

📢 ვიწყებთ უნივერსიტეტის კალათბურთის გუნდისთვის სტუდენტების შერჩევას!

ვეძებთ მოტივირებულ სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ:
🏀 კალათბურთის გამოცდილება
💪 მოტივაცია და პასუხისმგებლობის გრძნობა
🤝 გუნდური მუშაობის სურვილი
🔥 გამარჯვების სურვილი

თუ ფიქრობ, რომ გუნდის წევრობა შეგიძლია — შემოგვიერთდი!

📍 რეგისტრაციისთვის მობრძანდით 201-ე კაბინეტში,ანა პოლიტკოვსკაიას 61 .
🕰️ 11:00 საათიდანდან 16:00 საათის ჩათვლით
📆რეგისტრაცია გაგრძელდება 23 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით

📩 ასევე, მონაწილეობის მსურველებს შეგიძლიათ მოგვწეროთ პირად შეტყობინებაში.

შენი უნივერსიტეტი. შენი გუნდი. შენი თამაში. 🏀🔥

#კალათბურთი #უნივერსიტეტისგუნდი

25/08/2026

📢 სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსზე და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლებაპოვებული აბიტურიენტების რეგისტრაცია გაგრძელდება 2026 წლის 1 სექტემბრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით.

📑 უნივერსიტეტში 2026–2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხვის მიზნით აბიტურიენტებმა რეგისტრაციისთვის უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

✅ პირადობის მოწმობის ასლი;
✅ წვევამდელის მოწმობის ასლი – ვაჟებისთვის, 2 ცალი;
✅ საშუალო განათლების დამადასტურებელი მოწმობა – ატესტატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
✅ 3 ფოტოსურათი (3\4) ელექტრონულ ვერსიასთან ერთად;
✅ დაბადების მოწმობა – არასრულწლოვანი აბიტურიენტებისთვის.

📅 რეგისტრაციის ვადა: 1-9 სექტემბერი 2026 წელი;

🕚 დოკუმენტების მიღების დრო: 11:00–16:00 საათი, შაბათ-კვირის გარდა;

📍 მისამართი: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის კორპუსი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №61.

⚠️ უნივერსიტეტი აბიტურიენტებს შეახსენებს, რომ დადგენილ ვადაში ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაში აბიტურიენტი დაკარგავს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებულ სწავლის უფლებას.

📌 აბიტურიენტებს ვთხოვთ, რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია წარმოადგინონ სრულად და განსაზღვრულ ვადებში.

25/08/2026

🎉 ძვირფასო პირველკურსელებო, გილოცავთ სტუდენტის სტატუსის მოპოვებას და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში თქვენი ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას!

გისურვებთ, სტუდენტობის წლები იყოს საინტერესო გამოცდილებით, ახალი ცოდნით, მნიშვნელოვანი შესაძლებლობებითა და წარმატებებით სავსე. 💙

📢 26 აგვისტოს, 19:00 საათზე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველკურსელებისთვის გამართავს ონლაინ საორიენტაციო შეხვედრას.

შეხვედრაზე მიიღებთ თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას სასწავლო პროცესთან და სტუდენტურ ცხოვრებასთან დაკავშრებით.

💻 შეხვედრა გაიმართება Zoom-ის პლატფორმის საშუალებით.

🔗შემოგვიერთდით მითითებულ ბმულზე: https://zoom.us/launch/jc/96195493437

Meeting ID: 961 9549 3437
Passcode: sokhumi

🎓 14 ივლისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გრანდიოზული საღამო გაიმართა Kus Tba Beach Club-ში🪩საღამო ...
25/07/2026

🎓 14 ივლისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გრანდიოზული საღამო გაიმართა Kus Tba Beach Club-ში🪩

საღამო საზეიმოდ გაიხსნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ქალბატონ თეა ჯუღელის მისასალმებელი სიტყვით, რის შემდეგაც დადგა ყველაზე ემოციური მომენტი – კურსდამთავრებულებმა ერთად აყარეს ქუდები და ცაში ასობით ჰელიუმის ბუშტი გაუშვეს, რაც ახალი ცხოვრების ეტაპის სიმბოლოდ იქცა✨

საღამოს განსაკუთრებული ელფერი შესძინა გრანდიოზულად გაჭრილმა სადღესასწაულო ტორტმა, რომელიც ფეიერვერკის შთამბეჭდავი სანახაობის ფონზე წარადგინეს.🌟🎆

ღონისძიების მუსიკალურ გაფორმებასა და დაუვიწყარი განწყობის შექმნაზე იზრუნეს ბენდმა 1/4-მა და ლინდა ადამიანმა, ხოლო საღამო ენერგიულად გააგრძელა დიჯეიმ, რომელმაც კურსდამთავრებულებს დაუვიწყარი ემოციებით სავსე დასასრული აჩუქა🪩

კურსდამთავრებულთა საღამო ორგანიზებული იყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ💗

ვულოცავთ 2026 წლის კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტის წარმატებით დასრულებას და ვუსურვებთ წარმატებით, ახალი შესაძლებლობებითა და შთამბეჭდავი მიღწევებით სავსე მომავალს! 💙🎓

https://drive.google.com/drive/folders/1VmwNO6xQPxFgqnpa_HwcF0kZUlVRGBM7?usp=drive_link

https://we.tl/t-DhaLQqo0kON3z0XF

10/07/2026
05/07/2026

🎓 ყურადღება, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებო!
📅 6 ივლისიდან დაიწყება მანტიების გაცემა შესაბამის დეკანატებში.
გთხოვთ, დამამთავრებელი კურსის ყველა სტუდენტს, მობრძანდეთ და გაიტანოთ თქვენი მანტია.
📌 აუცილებლად თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რადგან მანტია გაიცემა მხოლოდ მისი წარდგენის შემთხვევაში🎓✨

30/06/2026

✨ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი კურსდამთავრებულებს იწვევს გამოსაშვებ საღამოზე.

💙 ერთად აღვნიშნოთ სტუდენტური ცხოვრების დასრულება და ახალი გზის დასაწყისი.

📅 14 ივლისი 2026
🕖 19:00 საათი
📍 Kus Tba Beach Club

🎤 Live Band 1/4
🎧 DJ გიორგი თოდაძე
🎧 DJ Oka Jay

Address

Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00

Telephone

+995322541461

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური:

Shortcuts

Share