CIU მედიცინის ფაკულტეტი

CIU მედიცინის ფაკულტეტი კავკაციის საერთაშორისო უნივერსიტეტ?

ინტენსიურ კურსებზე რეგისტრირებული სტუდენტების საყურადღებოდ! 📌ამ ეტაპზე დანიშნული ინტენსიური კურსების ცხრილი ასახულია ქვე...
23/07/2026

ინტენსიურ კურსებზე რეგისტრირებული სტუდენტების საყურადღებოდ!
📌ამ ეტაპზე დანიშნული ინტენსიური კურსების ცხრილი ასახულია ქვემოთ მოცემულ ბმულზე.
📌ყველა საგნის სტუდენტებთან და ლექტორებთან დეკანატის მიერ დაგზავნილია საინფორმაციო წერილები კორპორატიულ ელ.ფოსტებზე!
ცხრილი იხილეთ ბმულზე:

20/07/2026

📢 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სტუდენტთა შიდა მობილობის შესახებ განცხადებების მიღება განხორციელდება 3 აგვისტოდან 27 აგვისტოს ჩათვლით ელექტრონული განცხადებების საშუალებით.

📋 შედეგების შესახებ ბრძანება გამოქვეყნდება 8 სექტემბრამდე.

🔗 დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს - https://shorturl.at/1AWQk

22/06/2026

📣📣📣სტუდენტთა საყურადღებოდ!
შეგახსენებთ, რომ ზაფხულის ინტენსიური კურსების განხორციელების ვადებია 16.07.2026 – 08.08.2026
📌ინტენსიური კურსების დანიშვნისთვის აუცილებელია განცხადების დაწერა.
📌ინტენსიურზე განცხადებების მიღება შესაძლებელია 23 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით.
📌განცხადების დაწერისას გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
1. საგნის დასახელება უნდა იყოს სრული , ზუსტად ისე როგორც ეს მოცემულია სასწავლო პროგრამაში, გონში . წინააღმდეგ შემთხევაში განცხადება არ განიხილება!
2. სტუდენტს უფლება აქვს ინტენსიური სწავლების პერიოდში გაიაროს არაუმეტეს 7 კრედიტისა.
3. კურსის აღება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი აკმაყოფილებს პროგრამით გათვალისწინებულ საგნის წინაპირობებს.
4. ინტენსიური კურსის გავლა შესაძლებელია მხოლოდ აქტიური სტატუსით. სტატუსშეჩერებულმა სტუდენტებმა უნდა დაწერონ 2 განცხადება, სტატუსის აღდგენის და ინტენსიური კურსის შესახებ.
📌კურსების დანიშვნა დამოკიდებულია მსურველი სტუდენტების განაცხადების რაოდენობაზე.
📌დანიშნული კურსების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება ამავე გვერდზე, განცხადებების მიღების დასრულების შემდეგ.
📌განცხადება იწერება გონში არსებული განცხადებების ველიდან.
📌P.S. ინტენსიური კურსი არის ნებაყოფლობითი და ფასიანი ( 1 კრედიტი=65 ლარი).

გისურვებთ წარმატებებს! 📝

17/06/2026

სტუდენტთა საყურადღებოდ!

გატყობინებთ, რომ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, ერთმანეთს დამთხვეული საგნებისთვის საგამოცდო დღედ განისაზღვრა 4 ივლისი, დილის 10:00 საათი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დამთხვევაში მოიაზრება არა ერთსა და იმავე დღეს, არამედ მხოლოდ ერთსა და იმავე დროს ჩანიშნული გამოცდები.

გისურვებთ წარმატებებს!

09/06/2026

📣📣სტუდენტთა საყურადღებოდ!

შეგახსენებთ, რომ ორშაბათიდან, 15.06.2026-დან იწყება ფინალური გამოცდები.
📣 ბრძანებით გათვალისწინებული გამოცდების ვადებისთვის ყველა სტუდენტს განურჩევლად სემესტრისა და სპეციალობისა განულებული უნდა ჰქონდეს სემესტრული დავალიანება. გთხოვთ, გადაამოწმოთ გონში თქვენი დავალიანება. სწავლის სემესტრული გადასახადის დავალიანების მქონე სტუდენტი ფინალურ გამოცდაზე არ დაიშვება.
📣გაითვალისწინეთ, გამოცდის დღეს დაფარული დავალიანების შემთხვევაში სტუდენტი ვერ დაიშვება გამოცდაზე.
📣შეგახსენებთ, გამოცდის თარიღამდე 48 სამუშაო საათით ადრე უნდა იყოს დავალიანება დაფარული და ქულები ასახული გონში, რათა სტუდენტმა შეუფერხებლად შეძლოს გამოცდაზე გასვლა.
📣ასევე, საგამოცდო წესის თანახმად, სტუდენტს ეკრძალება ეკრანის გადიდება 110%-ზე მეტით. წინააღმდეგ შემთხვევაში, სტუდენტი მოიხსნება გამოცდიდან!
📣თუ სტუდენტს დაემთხვევა საგნები ერთსა და იმავე დროს და არა უბრალოდ იგივე დღეს, დამატებითი სესია მედიცინისა და სტომატოლოგიის პროგრამისთვის ჩანიშნულია 4 ივლისს - 14:00 სთ-ზე.
📣გამოცდაზე აუცილებელია სტუდენტმა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის დედანი. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოცდას ან მის გადაბარებას ვერ დაესწრება.

გისურვებთ წარმატებებს!

02/06/2026

ძვირფასო სტუდენტებო,

გაცნობებთ, რომ ფინალურ გამოცდაზე დასაშვებად აუცილებელია სტუდენტმა სრულად დაფაროს სემესტრული საფასური ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში, ასევე თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი ორიგინალი დოკუმენტი.

გამოცდაზე დაიშვებიან მხოლოდ ის სტუდენტები, რომლებიც წარმოადგენენ ერთ-ერთ შემდეგ დოკუმენტს:

* საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა / ბინადრობის მოწმობა (უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის);
* პასპორტი;
* მართვის მოწმობა;

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დოკუმენტის ფოტო, ასლი, სკანირებული ვერსია ან სხვა ელექტრონული ფორმატი არ მიიღება. გამოცდაზე დაშვება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ორიგინალი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში.

სტუდენტი, რომელიც ვერ წარმოადგენს აღნიშნულ დოკუმენტს, გამოცდაზე არ დაიშვება, ასევე არ ექნება ამ მიზეზით გაცდენილი ფინალური გამოცდის აღდგენის უფლება.

გთხოვთ, წინასწარ დარწმუნდეთ, რომ გამოცდის დღეს თან გაქვთ შესაბამისი დოკუმენტი.

გისურვებთ წარმატებებს!

02/04/2026

ძვირფასო სტუდენტებო,

გაცნობებთ, რომ 14 აპრილიდან იწყება გაზაფხულის სემესტრის შუალედური გამოცდები.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

1. გამოცდაზე დაშვებისთვის აუცილებელია, რომ გამოცდის თარიღამდე არაუგვიანეს 48 სამუშაო საათისა, სემესტრული დავალიანების არანაკლებ 2/3 იყოს დაფარული და ასახული გონის პლატფორმაში.

2. იდენტიფიკაციისთვის სავალდებულოა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა (პირადობის მოწმობა, პასპორტი ან მართვის მოწმობა). აღნიშნული დოკუმენტის გარეშე სტუდენტი გამოცდაზე არ დაიშვება. დაუშვებელია მისი ქსეროასლის გამოყენება. საგამოცდო ცენტრი არ უზრუნველყოფს აღნიშნული დოკუმენტის დაბეჭდვას ადგილზე.

3. გამოცდაზე დაგვიანება დასაშვებია მაქსიმუმ 10 წუთი. აღნიშნული რეგულაცია გაკონტროლდება საგამოცდო ცენტრისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ;

4. საგამოცდო პროცესი მიმდინარეობს მუდმივი ვიდეომონიტორინგის ქვეშ. საგამოცდო წესების დარღვევა გამოიწვევს გამოცდის გაუქმებას;

5. გამოცდის გაცდენის შემთხვევაში, სტუდენტის მხრიდან განცხადების დაწერა გონის პლატფორმაში სავალდებულოა, საპატიო მიზეზის მითითებითა და შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით. დადებითი რეზოლუციის მიღების შემდეგ შესაძლებელი ხდება დამატებით გამოცდაზე დასწრება, რომელიც ჩატარდება სემესტრის მე-14 კვირაში.

იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტს ერთ დღეს ემთხვევა ორი ან მეტი გამოცდა, მას შეუძლია აირჩიოს ერთ-ერთი საგანი და გამოცდა ჩააბაროს დანიშნულ თარიღში, ხოლო მეორე გამოცდა ჩაუტარდება დამატებით, შემდეგი გრაფიკის მიხედვით — 28 აპრილს:

• ბიზნესის ფაკულტეტი – 10:00
• სამართლის ფაკულტეტი – 12:00
• მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტი – 15:00
• სოციალური მეცნიერებებისა და მეღვინეობის ფაკულტეტი – 17:00

მნიშვნელოვანი შენიშვნა

თუ სტუდენტს ემთხვევა მუდლში დანიშნული გამოცდა და განსხვავებული ფორმატის (ლექტორთან) გამოცდა, პრიორიტეტი ენიჭება ლექტორთან ჩანიშნულ გამოცდას, ხოლო მუდლის გამოცდა გადავა 28 აპრილს, ზემოთ მითითებული გრაფიკის მიხედვით.

გისურვებთ წარმატებებს!

👉 English version: https://tinyurl.com/5n8rr33f📣  კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას მოკლევადიან, პროფ...
26/03/2026

👉 English version: https://tinyurl.com/5n8rr33f
📣 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას მოკლევადიან, პროფესიული მომზადების პროგრამაზე: „გერიატრიული ასისტენტი“ (ხანდაზმულთა მოვლა);
🔗 პროგრამაზე სწავლა სრულად დაფინანსებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ;
🔗 ხანგრძლივობა: 2 თვე (8 კვირა; კვირაში 3 დღე; 144 საათი);
🔗 სასწავლო პროცესი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს.
🔻 პროგრამაზე სწავლის წინაპირობა:
☑️ თბილისში რეგისტრაცია;
☑️ საშუალო განათლება;
☑️ მინიმალური ასაკი - 18 წელი.
🔺 პროგრამის კურსდამთავრებულებზე გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული ორენოვანი სერტიფიკატი დანართით.
📝 კურსის შესახებ სრული ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: https://shorturl.at/JbBGx
📝 კურსზე რეგისტრაცია შესაძლებელია 1 აპრილის ჩათვლით ბმულზე: https://shorturl.at/KDVhF
🔻 პროგრამაზე ჩარიცხვის ეტაპები:
☑️ ონლაინ რეგისტრაცია;
☑️ დოკუმენტაციის გადარჩევა;
☑️ გასაუბრება;
🔺 სწავლის დაწყების თარიღი: 1 მაისი, 2026.
🔗 მისამართი: ქ. თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ჩარგლის ქ, 73. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მთავარი კორპუსი.
🔗 დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის წარმომადგენლებს: ტელ: 598158880; 599970277.

👉 English version: https://tinyurl.com/5n8rr33f

📣 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას მოკლევადიან, პროფესიული მომზადების პროგრამაზე: „გერიატრიული ასისტენტი“ (ხანდაზმულთა მოვლა);

🔗 პროგრამაზე სწავლა სრულად დაფინანსებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ;

🔗 ხანგრძლივობა: 2 თვე (8 კვირა; კვირაში 3 დღე; 144 საათი);

🔗 სასწავლო პროცესი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს.

🔻 პროგრამაზე სწავლის წინაპირობა:

☑️ თბილისში რეგისტრაცია;
☑️ საშუალო განათლება;
☑️ მინიმალური ასაკი - 18 წელი.

🔺 პროგრამის კურსდამთავრებულებზე გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული ორენოვანი სერტიფიკატი დანართით.

📝 კურსის შესახებ სრული ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: https://shorturl.at/JbBGx

📝 კურსზე რეგისტრაცია შესაძლებელია 1 აპრილის ჩათვლით ბმულზე: https://shorturl.at/KDVhF

🔻 პროგრამაზე ჩარიცხვის ეტაპები:

☑️ ონლაინ რეგისტრაცია;
☑️ დოკუმენტაციის გადარჩევა;
☑️ გასაუბრება;

🔺 სწავლის დაწყების თარიღი: 1 მაისი, 2026.

🔗 მისამართი: ქ. თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ჩარგლის ქ, 73. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მთავარი კორპუსი.

🔗 დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის წარმომადგენლებს: ტელ: 598158880; 599970277.

📅  26 მარტი / 14:00 / აუდიტორია 305კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, „საზოგადოებრივი პროკურატურის“ პროექტის ფარგლებშ...
26/03/2026

📅 26 მარტი / 14:00 / აუდიტორია 305
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, „საზოგადოებრივი პროკურატურის“ პროექტის ფარგლებში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა თემაზე - „ანტინარკოტიკული კამპანია“.
🎤 შეხვედრას გაუძღვებიან:
▪️ გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორი ლუკა გამყრელიძე
▪️ გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილე დავით ხვედელიძე
📢 ღონისძიება მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას ნარკოტიკებთან დაკავშირებული საფრთხეებისა და მათი პრევენციის მნიშვნელობის შესახებ.

👉 English version: https://tinyurl.com/h44zna44

📅 26 მარტი / 14:00 / აუდიტორია 305

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, „საზოგადოებრივი პროკურატურის“ პროექტის ფარგლებში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა თემაზე - „ანტინარკოტიკული კამპანია“.

🎤 შეხვედრას გაუძღვებიან:
▪️ გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორი ლუკა გამყრელიძე
▪️ გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილე დავით ხვედელიძე

📢 ღონისძიება მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას ნარკოტიკებთან დაკავშირებული საფრთხეებისა და მათი პრევენციის მნიშვნელობის შესახებ.

Address

Chargali Str. 73
Tbilisi
0141

Alerts

Be the first to know and let us send you an email when CIU მედიცინის ფაკულტეტი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to CIU მედიცინის ფაკულტეტი:

Shortcuts

Share

Category