ჩივთქილისის საჯარო სკოლა ։ Չիֆթքիլիսայի հանրային դպրոց

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ჩივთქილისის საჯარო სკოლა ։ Չիֆթքիլիսայի հանրային դպրոց

ჩივთქილისის საჯარო სკოლა ։ Չիֆթքիլիսայի հանրային դպրոց школа

🌟 ჩივთქილისის სკოლის მიერ ორგანიზებული შემეცნებითი და გასართობი ექსკურსია თბილისში - 19.06.2026🌟🚌✨ მე-5, მე-6 და მე-7 კლ...
20/06/2026

🌟 ჩივთქილისის სკოლის მიერ ორგანიზებული შემეცნებითი და გასართობი ექსკურსია თბილისში - 19.06.2026🌟

🚌✨ მე-5, მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეებმა დაუვიწყარი და შთამბეჭდავი დღე გაატარეს დედაქალაქში.
📍 ექსკურსიის ფარგლებში მოვინახულეთ: 🏛️ ეთნოგრაფიული მუზეუმი — სადაც გიდის დახმარებით გავეცანით საქართველოს სხვადასხვა კუთხის ისტორიასა და კულტურულ მემკვიდრეობას; 💻 Tbilisi Digital Space — თანამედროვე ციფრული მუზეუმი, რომელმაც მოსწავლეებს ინოვაციური ტექნოლოგიების სამყაროში ამოგზაურა; 🏠 ჰოვანეს თუმანიანის სახლი სოლოლაკში — დიდი მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი მუზეუმი; 🕊️ ხოჯივანქის პანთეონი — ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის ადგილი; 🎡 მთაწმინდის პარკი — დღის ყველაზე მხიარული და გასართობი ნაწილი.

📚🎓 ექსკურსია იყო შემეცნებითად მდიდარი, საინტერესო და ემოციებით სავსე. მოსწავლეებმა მიიღეს ახალი ცოდნა, გაიღრმავეს ისტორიულ-კულტურული ცნობიერება და სასიამოვნო დრო გაატარეს თანატოლებთან ერთად.

❤️ მადლობა ყველა მონაწილეს საინტერესო და დაუვიწყარი დღისათვის!

#ჩივთქილისისსკოლა #ექსკურსია #თბილისი #განათლება #შემეცნებითიექსკურსია #ՀովհաննեսԹումանյան #ხოჯივანქი #მთაწმინდა #სკოლისცხოვრება 📸✨

✅️ჩვენი მოსწავლეების შედეგები🏓🥉არტურ პეტროსიან (2010+)🥉 ნინა ხაჩატურიან (2012-2013)
05/06/2026

✅️ჩვენი მოსწავლეების შედეგები🏓
🥉არტურ პეტროსიან (2010+)
🥉 ნინა ხაჩატურიან (2012-2013)

📖ანბანის გაცილება🔔2026
25/05/2026

📖ანბანის გაცილება🔔2026

🔔ბოლო ზარი🔔2026
25/05/2026

🔔ბოლო ზარი🔔2026

13/05/2026
📢თავისუფლების თამაშები - 2026🇬🇪✅️ ჩივთქილისის მაგიდის ჩოგბურთის ვაჟთა წყვილმა გუნდური მეორე ადგილი მოიპოვა, რაც მათი პირ...
06/05/2026

📢თავისუფლების თამაშები - 2026🇬🇪

✅️ ჩივთქილისის მაგიდის ჩოგბურთის ვაჟთა წყვილმა გუნდური მეორე ადგილი მოიპოვა, რაც მათი პირველი გამოსვლა იყო ამ თამაშებზე🏓🥈

✅️ვულოცავთ ბიჭებს ღირსეულ შედეგს და ვუსურვებთ მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებს! 🏓

✅️ჩივთქილისის საჯარო სკოლა ამაყად გვიზიარებს სასიხარულო სიახლეს — „თავისუფლების თამაშები 2026“-ის მაგიდის ჩოგბურთში ჩვენ...
06/05/2026

✅️ჩივთქილისის საჯარო სკოლა ამაყად გვიზიარებს სასიხარულო სიახლეს — „თავისუფლების თამაშები 2026“-ის მაგიდის ჩოგბურთში ჩვენს სკოლის გოგონათა გუნდმა საპრიზო ადგილი მოიპოვა 🇬🇪🏓🥉

✅️ეს წარმატება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის გოგონების პირველი ასეთი მიღწევა სპორტში მუნიციპალიტეტის დონეზე. მათ დაამტკიცეს, რომ შრომა, მონდომება და გუნდური სული შედეგებს იძლევა.

✅️ვულოცავთ ჩვენს გოგონებს და ვუსურვებთ მომავალშიც ბევრ გამარჯვებას!

🕯24 აპრილი სომეხთა გენოციდის ხსოვნის დღეა — დღე, რომელიც გვახსენებს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ და მტკივნეულ პერი...
24/04/2026

🕯24 აპრილი სომეხთა გენოციდის ხსოვნის დღეა — დღე, რომელიც გვახსენებს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ და მტკივნეულ პერიოდს. ამ დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნას და კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს ადამიანის სიცოცხლისა და ღირსების მნიშვნელობას.

🕯ჩივთქილისის ეკლესიაში გაიმართა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება. მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ერთად ავანთეთ სანთლები, რაც სიმბოლოა იმ ნათელი ხსოვნისა, რომელიც არასდროს უნდა ჩაქრეს. ღონისძიება გახსნა სკოლის დირექტორმა, რომელმაც ისაუბრა ისტორიის ცოდნის, მშვიდობისა და თანადგომის აუცილებლობაზე.

🕯მოსწავლეებმა წარადგინეს თემატური პლაკატები, რომლებიც ასახავდა იმ პერიოდის ტკივილსა და ადამიანურ ტრაგედიას. შესრულდა სიმღერები და წაიკითხეს ლექსები, რომლებმაც კიდევ უფრო გაამძაფრა ამ დღის მნიშვნელობა და ემოციური დატვირთვა.

🕯ეს დღე გვასწავლის, რომ უნდა გვახსოვდეს წარსული, რათა შევძლოთ უკეთესი მომავლის აშენება. ხსოვნა გვაერთიანებს, გვაძლიერებს და გვახსენებს, რომ მშვიდობა, სიყვარული და ადამიანობა უმნიშვნელოვანესია.

🕯ჩვენ ვიხსენებთ და არ ვივიწყებთ🇦🇲🇬🇪

📢  გეოგრაფიის სასკოლო ვიქტორინა🗺✅️ 2026 წ. 21 მარტს ჩივთქილისის საჯარო სკოლაში  ჩატარდა სასკოლო გეოგრაფიის  ვიქტორინა მრ...
23/03/2026

📢 გეოგრაფიის სასკოლო ვიქტორინა🗺

✅️ 2026 წ. 21 მარტს ჩივთქილისის საჯარო სკოლაში ჩატარდა სასკოლო გეოგრაფიის ვიქტორინა მრავალფეროვანი და საინტერესო ფორმატით🗺

✅️ვიქტორინაში მონაწილეობდნენ VII-XII კლასის 20 მოსწავლე, როგორც გუნდურ, ასევე ინდივიდუალურ შეჯიბრებაში🗺

✅️გუნდური შეჯიბრების შედეგები🗺

🥇"ბერმუდის სამკუთხედი" - 3.5 ქულა (ანაჰიტ პოგოსიანის გუნდი)

🧭 "გეომასტერები" - 3 ქულა ( მერი კაზარიანის გუნდი)

🧭 "სამყარო ჩვენს რუკაზე" - 3 ქულა (ჰრანტ პოგოსიანის გუნდი)

🧭 "ამუნდსენის მემკვიდრები" - 3 ქულა ( ვარდუი აკოპიანის გუნდი)

✅️ინდივიდუალური შეჯიბრების გამარჯვებულები🗺

🥇ვარდუი აკოპიან (XII კლასი)
🥈ჰრანტ პოგოსიან (XII კლასი)
🥉 მერი კაზარიან (XII კლასი)🗺

✅️გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სიგელებით🗺

✅️ვულოცავთ გეოგრაფიის მოყვარულ ყველა მოსწავლეს და მადლობას ვუხდით ვიქტორინაში აქტიური და მომზადებული ჩართულობისთვის 🗺

📢  "ჩივთქილისის თასი 2026"  🏓✅️ 2026 წ. 15 მარტს ჩივთქილისის საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში გაიმართა  მაგიდის ჩოგბურთის ...
15/03/2026

📢 "ჩივთქილისის თასი 2026" 🏓

✅️ 2026 წ. 15 მარტს ჩივთქილისის საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში გაიმართა მაგიდის ჩოგბურთის ღია ტურნირი ასაკის გარეშე🏓

✅️ტურნირი, როგორც ასეთი ტარდება ყოველწლიურად, ამჯერად უკვე რიგით მესამეა, რაც სავსე იყო აღსანიშნავი თამაშებითა და ქამბექებით🏓

✅️შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღეს სოფ. ჩივთქილისის, ხაჩკოვის, კაბურის, საბეჭისი და ქ. წალკის საუკეთესო მოთამაშეებმა ( სულ 40 მონაწილე) 🏓

✅️გამარჯვებულები და საპრიზო ადგილები:🏓

🥇არტურ პეტროსიან (ჩივთქილისა)🏆(2X)
🥈ლუკა ნასყანი (ქ. წალკა)
🥉 მარლენ სოღომონიანი (ხაჩკოვი)

✅️ვულოცავთ პრიზიორებს და მადლობას ვუხდით მონაწილეებს, ორგანიზატორებსა და სტუმრებს საინტერესო ტურნირისთვის🏓

Address

Tbilisi

Opening Hours

Monday 08:00 - 19:00
Tuesday 08:00 - 19:00
Wednesday 08:00 - 19:00
Thursday 08:00 - 19:00
Friday 08:00 - 19:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ჩივთქილისის საჯარო სკოლა ։ Չիֆթքիլիսայի հանրային դպրոց posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category