28/09/2026
ქართული ენციკლოპედიის ირაკლი აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია წარმოგიდგენთ ენციკლოპედია „საქართველოს“ ელექტრონულ ვერსიას. ამჟამად ვებგვერდზე განთავსებულია აღნიშნული გამოცემის 5 ტომის მასალები.
ენციკლოპედია „საქართველო" მკითხველს აწვდის მრავალფეროვან ინფორმაციას საქართველოსა და ქართველებზე, ყველა მნიშვნელოვან ფაქტსა თუ მოღვაწეზე, ასევე, - იმ უცხოელებსა და მსოფლიო-ისტორიულ მოვლენებზე, რომელთაც ღრმა კვალი დატოვეს ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში.
ენციკლოპედია „საქართველოს" დასაყრდენია უახლესი ინფორმაცია და მონაცემები, კერძოდ, პირველი ქართული უნივერსალური ენციკლოპედიის თორმეტტომეული და რედაქციის მიერ მომზადებული სხვა საენციკლოპედიო გამოცემები.
ენციკლოპედიის რედაქცია მუშაობს სტატიების განახლებაზე და სიამოვნებით მიიღებს თქვენს შენიშვნებსა და წინადადებებს.