სკოლა "გერგეტი"

სკოლა "გერგეტი" მათთვის ვისაც სწავლა უნდა

კერძო სკოლა "გეტი" შეიქმნა 2007 წელს. პედკოლექტივი დაკომპლექტებულია სერტიფიცირებული პერსონალით. სასწავლო პროცესი აპოლიტიზირებულია. მაქსიმალურად დაცულია მოსწავლეთა უსაფრთხოება.

სკოლა გერგეტთან არსებული ტანვარჯიშის აკადემია ხვალიდან, 17 სექტემბრიდან იწყებს მუშაობას. მსურველებმა რეგისტრაციისთვის მი...
16/09/2026

სკოლა გერგეტთან არსებული ტანვარჯიშის აკადემია ხვალიდან, 17 სექტემბრიდან იწყებს მუშაობას. მსურველებმა რეგისტრაციისთვის მიმართეთ დამრიგებლებს.

ხვალ, 15 სექტემბერს, სკოლა გერგეტის პედაგოგიური კოლექტივი დიდი სიყვარულით და მონატრებით  ელოდება მოსწავლეებს — მათ, ვინც...
14/09/2026

ხვალ, 15 სექტემბერს, სკოლა გერგეტის პედაგოგიური კოლექტივი დიდი სიყვარულით და მონატრებით ელოდება მოსწავლეებს — მათ, ვინც ყოველდღიურად ქმნის ჩვენი სკოლის ისტორიას, წარმატებასა და მომავალს. დაე, 2026-2027 სასწავლო წელი იყოს
ახალი მიზნების, ცოდნის შეძენის , მეგობრობის, გამარჯვებებისა და უამრავი ლამაზი მოგონების დასაწყისი!

25/08/2026

სკოლა გერგეტის კურსდამათავრებულებო, საყვარელო გოგო-ბიჭებო, აწ უკვე სტუდენტებო, გილოცავთ სასურველ უნივერსიტეტებში ჩარიცხვას. დღეს თქვენი წარმატებით უზომოდ ბედნიერები და ამაყები ვართ..
ამ მიღწევის უკან დგას თქვენი შრომა, მონდომება, ბევრი ნერვიულობა, იმედი, მიზანი და რაც მთავარია — საკუთარი თავის რწმენა.
წინ გელოდებათ საინტერესო ცხოვრება, ლამაზი სტუდენტობის წლები და უამრავი ახალი გამოწვევა...
იყავით მუდმივად სწავლის, განვითარების და ძიების პროცესში. ნუ შეგეშინდებათ გამოწვევების, დაისახეთ მაღალი მიზნები, იოცნებეთ, იშრომეთ და ნაბიჯ-ნაბიჯ იარეთ წინ..... არასოდეს დაკარგოთ ღირსება ❤
ვამაყობთ თქვენით და მთელი გულით გისურვებთ, რომ თქვენი მომავალი იმაზე უფრო ლამაზი და წარმატებული იყოს, ვიდრე დღეს წარმოგიდგენიათ! ❤️
გვიყვარხართ, გვეიმედებით❤

1. ანასტასია ჭოლაძე - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი - საერთაშორისო ურთიერთობები (ინგლისურენოვანი)
2. მარიამ ცხოიძე - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი - მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები
3. თეკლა ლუხუმაიძე - თბილისის სამედიცინო აკადემია - დიპლომირებული მედიკოსი (ინგლისურენოვანი)
4. ნინო კალანდაძე - კავკასიის უნივერსიტეტი - პიარი და კომუნიკაცია
5. რომა კობაიძე - თსსუ - დიპლომირებული მედიკოსი
6. ცოტნე მუზაშვილი - საქართველოს უნივერსიტეტი - ბიოსამედიცინო ინჟინერია (ამერიკული პროგრამა)
7. თორნიკე მუზაშვილი - თსუ - ფიზიკა
8. ნიკოლოზ მიკუჩაძე - თავისუფალი უნივერსიტეტი - ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერია
9. ანდრია კუპატაძე - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი - პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერია - დრონის ტექნოლოგიები
10. მერაბ თაბაგარი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - საინჟინრო უსაფრთხოება და საგანგებო სიტუაციების მართვა
11. მარიამ პაპუაშვილი - აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი - არქიტექტურა
12. დავით მუკბანიანი - ჯიპა - ბიზნეს ადმინისტრირება
13. თენგო რაზმაძე - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი - ციფრული მარკეტინგი
14. ანასტასია იობიძე - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი - ფსიქოლოგია ციფრულ სამყაროში
15. ნიკოლოზ მოდებაძე - თსუ - სამართალი
16. გიორგი ყაველაშვილი - Mohamed bin Zayes University of AI - სრული დაფინანსება
17. სალომე ჩაჩანიძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - არქიტეტურა
18. გიორგი დევნოზაშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - მექანიკა-ინჟინერია
19. ანა ჯიშიაშვილი - საქართველოს უნივერსიტეტი - სტრატეგიული კომუნიკაცია
20. მარიამ გავარდაშვილი - კავკასიის უნივერსიტეტი - სამართალი
21. ანასტასია ციციშვილი - კავკასიის უნივერსიტეტი - ჟურნალისტიკა
22. საბა სვიმონიშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - კომპიუტერული ტექნოლოგიები
23. ნიკოლოზ მაისურაძე - სეუ - ჟურნალისტიკა
24. ლუკა ბურჯალიანი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - ლოჯისტიკა
25. ალექსანდრე ჩხაიძე - თსუ - გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია
26. თამარ ლონდარიძე - ახალი უმაღლესი სასწავლებელი - ფსიქოლოგია
27. იოანე კოტრიკაძე - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი - სტომატოლოგია
28. დავით ხანოიანი - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი - კომპიუტერული ტექნოლოგიები
29. ნიკოლოზ გურგენიძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - კომპიუტერული მეცნიერება
30. ლუკა მირზიაშვილი - თსუ - სამართალი
31. ვანიკო ხაჩიძე - თსუ - ბიზნეს ადმინისტრირება
32. მარიამ აზნარაშვილი - საქართველოს უნივერსიტეტი - სტრატეგიული კომუნიკაცია
33. ანა ყიფიანი - ახალი უმაღლესი სასწავლებელი - ფსიქოლოგია

15/07/2026

📌 საქართველოს წარმატებული ადამიანებისა და ორგანიზაციების დაჯილდოების პრესტიჟული პროექტი „პერსონა“ საზოგადოებას კიდევ ერთ გამორჩეულ საგანმანათლებლო დაწესებულებას წარმოუდგენს. ნომინაციაში „ათწლეულის პერსონა განათლებაში“ წარდგენილია მრავალპროფილიანი კერძო სკოლა „გერგეტი“ (შპს „გეტი“) და მისი დამფუძნებელი, ქალბატონი ლიკა ქოიავა-კობაიძე.
🔶 ეს აღიარება მრავალწლიანი, მიზანმიმართული და თავდაუზოგავი საქმიანობის შედეგია. უკვე მეოთხედ საუკუნეზე მეტია, სკოლა „გერგეტი“ მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას, უსაფრთხო გარემოსა და თანამედროვე სწავლების პრინციპებზე დაფუძნებულ საგანმანათლებლო სივრცეს სთავაზობს.
სკოლის წარმატების მთავარი საზომი მისი აღზრდილი თაობებია. „გერგეტის“ კურსდამთავრებულებს შორის მრავლად არიან ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები, ეროვნული გამოცდების წარმატებული მონაწილეები, სახელმწიფო გრანტების მფლობელები, ასევე სხვადასხვა საგნობრივი ოლიმპიადისა და შემოქმედებითი კონკურსის გამარჯვებულები. სწორედ ეს შედეგები ადასტურებს, რომ სკოლაში მიღებული ცოდნა და ღირებულებები ახალგაზრდების მომავალ წარმატებას მყარ საფუძველს უქმნის.
სასწავლო პროცესს პროფესიონალი პედაგოგების გუნდი ხელმძღვანელობს, რომლებიც თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების აღმოჩენასა და განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი. სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა როგორც აკადემიურ მიღწევებს, ისე მოსწავლეთა პიროვნულ, შემოქმედებით და ინტელექტუალურ განვითარებას.
„გერგეტი“ მხოლოდ სასწავლო დაწესებულება არ არის — ეს არის სივრცე, სადაც ბავშვები ცოდნასთან ერთად პასუხისმგებლობას, გუნდურ მუშაობას და საზოგადოებრივი ღირებულებების პატივისცემას სწავლობენ. სასწავლო პროგრამას ავსებს მრავალფეროვანი კლუბები, შემოქმედებითი და სპორტული აქტივობები, ინტეგრირებული პროექტები, თემატური კვირეულები და სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიება, რომლებიც მოსწავლეებს პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს.
სკოლა ასევე ზრუნავს მოსწავლეთა ყოველდღიურ კომფორტსა და კეთილდღეობაზე. გახანგრძლივებული სასწავლო დღე, ორჯერადი კვება და მრავალფეროვანი წრეები — მათ შორის ჭადრაკი, ხატვა, ქართული ცეკვა და სიმღერა — ქმნის გარემოს, სადაც თითოეულ ბავშვს საკუთარი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენის საშუალება ეძლევა.
პროექტ „პერსონას“ მიერ „ათწლეულის პერსონა განათლებაში“ ნომინაციაზე მრავალპროფილიანი კერძო სკოლა „გერგეტისა“ და მისი დამფუძნებლის, ლიკა ქოიავა-კობაიძის წარდგენა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მათ მნიშვნელოვან წვლილს ქართული განათლების განვითარებაში. ეს არის აღიარება იმ ღირებულებების, პროფესიონალიზმისა და მაღალი პასუხისმგებლობის, რომლებიც წლების განმავლობაში სკოლის წარმატების საფუძველს წარმოადგენს.

სკოლა გერგეტში სიახლე გელით, სექტემბრიდან სკოლაში ფუნქციონირებას იწყებს მხატვრული ტანვარჯიშის წრე ❤️ Ani Mukbaniani
30/06/2026

სკოლა გერგეტში სიახლე გელით, სექტემბრიდან სკოლაში ფუნქციონირებას იწყებს მხატვრული ტანვარჯიშის წრე ❤️
Ani Mukbaniani

კომპანია Shine Energy-ს წარმომადგენლობა შპს სკოლა გეტიში.პრეზენტაციის თემატიკა: “მდგრადი მომავალი: გარემო, ტრანსპორტი და...
23/06/2026

კომპანია Shine Energy-ს წარმომადგენლობა შპს სკოლა გეტიში.
პრეზენტაციის თემატიკა: “მდგრადი მომავალი: გარემო, ტრანსპორტი და ენერგია”, რომელიც ჩატარდა Shine Energy Sustainability-სა და Tegeta Green Planet-ის კოლაბორაციით, ერთობლივი გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში.
განხილული იყო ისეთ მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა:
* გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა
* ცირკულარული ეკონომიკის მნიშვნელობა
* საავტომობილო ნარჩენების გადამუშავება
* ⁠ტრანსპორტისა და გარემოს ურთიერთკავშირი
* წიაღისეული და განახლებადი ენერგიის წყაროები
* მდგრადი ენერგეტიკული არჩევანის მნიშვნელობა
* კარიერული შესაძლებლობები გარემოსა და ენერგეტიკის სფერო

პრეზენტაცია ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. მოსწავლეებს დაურიგდათ სერთიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები.

14/06/2026

შპს სკოლა გეტის მე-8 კლასის მოსწავლეების მიერ მომზადებული პროექტი "ექიმის საათი" .
მეორე ნაწილი

13/06/2026

შპს სკოლა გეტის მე-8 კლასის მოსწავლეების მიერ მომზადებული პროექტი "ექიმის საათი" .

ნაწილი პირველი-სატესტო რეჟიმი.

Address

ა. წერეთლის 112
Tbilisi

Opening Hours

Monday 09:30 - 18:00
Tuesday 09:30 - 18:00
Wednesday 09:30 - 18:00
Thursday 09:30 - 18:00
Friday 09:30 - 18:00

Telephone

+995592003311

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სკოლა "გერგეტი" posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to სკოლა "გერგეტი":

Shortcuts

Share

Category