სსიპ ქალაქ თბილისის N69 საჯარო სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სსიპ ქალაქ თბილისის N69 საჯარო სკოლა

სსიპ ქალაქ თბილისის N69 საჯარო სკოლა N69 საჯარო სკოლის ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენების სრულად ასახვა

19/08/2026

პირველკლასელთა მშობლების საყურადღებოდ!

📚ჩვენი სკოლის პირველკლასელთათვის, სასკოლო ფორმების შეძენა შესაძლებელია სსიპ ქალაქ თბილისის N79 საჯარო სკოლის შენობაში არსებულ სარეალიზაციო პუნქტში - 11:00 საათიდან 19:00 საათამდე პერიოდში (მისამართი: გლდანი, პირველი მ/რ; ანგია ბოჭორიშვილის ქუჩა №35; რესტორან "ალილოს" მიმდებარედ).

შეძენა განხორციელდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით - შესაძლებელი იქნება საბანკო ბარათით გადახდა.

🗓️ჩვენი სკოლისთვის, ფორმების შესაძენად განრიგით განსაზღვრულია 9 სექტემბერი.

☀️ადგილზე უნდა მიიყვანოთ ბავშვი, რათა შეარჩიოთ შესაბამისი ზომა;
აუცილებლად თან იქონიეთ ბავშვის დაბადების მოწმობა (ან სხვა მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტი).

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სასკოლო ფორმა უსასყიდლოდ გადაეცემა საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის იმ მოსწავლეებს, რომლებიც
✅ 1. რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65 001 ქულაზე ნაკლებია.
✅ 2. იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვაში, მათ შორის, ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში, განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში ან განთავსებულნი არიან თბილისის ბავშვთა სახლში.
✅3. სასკოლო ფორმას ასევე მიიღებენ ის მოსწავლეები, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და ჩარიცხულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში.

გთხოვთ, მაქსიმალურად დაიცვათ დადგენილი განრიგი და შესაძენად მიბრძანდეთ 9 სექტემბერს.

15 ივნისს მე- 6 დ კლასის მოსწავლეებმა სააქტო დარბაზში წარადგინეს ძმები გრიმების ზღაპრისა და უოლტ დისნეის მულტიპლიკაციური...
25/06/2026

15 ივნისს მე- 6 დ კლასის მოსწავლეებმა სააქტო დარბაზში წარადგინეს ძმები გრიმების ზღაპრისა და უოლტ დისნეის მულტიპლიკაციური ფილმის " ფიფქია და შვიდი ჯუჯა"-ს მიხედვით დაწერილი სპექტაკლი " Белоснежка и семь гномов"( პედაგოგი მზია ყოინაშვილი). ეს ზღაპარი თვითონ მოსწავლეების მიერ იქნა არჩეული. კლასის უმრავლესობა რომ ყოფილიყო დაკავებული, სცენარი შევცვალეთ და გვყავდა რვა ჯუჯა, ორი ფიფქია და ბევრი წამყვანი. პატარა მსახიობებმა კარგად გაართვეს თავი როლს და ბრწყინვალედ წარდგნენ მაყურებელთა წინაშე. მაყურებელმაც სათანადოდ შეაფასა მათი გამოსვლა და არ დაუშურებია აპლოდისმენტები. მსგავსი ღონისძიებები ამაღლებს სწავლის მოტივაციას, იწვევს დიდ სასიხარულო ემოციებს სცენაზე გამოსვლისას, ასევე ავითარებს მოსწავლეთა შემოქმედებით უნარებს.

2026 წლის 9 ივნისს, სსიპ ქალაქ თბილისის №69 საჯარო სკოლის XI-3 კლასის მოსწავლეებისთვის უნივერსიტეტში საინტერესო დღე მოეწ...
16/06/2026

2026 წლის 9 ივნისს, სსიპ ქალაქ თბილისის №69 საჯარო სკოლის XI-3 კლასის მოსწავლეებისთვის უნივერსიტეტში საინტერესო დღე მოეწყო. მათთვის ჩატარდა ფიზიკისა და ბიოლოგიის ინტეგრირებული საგანმანათლებლო ტური კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში.
ვიზიტის მთავარ მიზანს თეორიული ცოდნის პრაქტიკულ, თანამედროვე სივრცეში დანახვა და მეცნიერული კვლევების პროცესში უშუალო ჩართვა წარმოადგენდა.
ტური საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანი აღმოჩნდა. XI კლასელებმა კამპუსის რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ლოკაცია მოინახულეს:
თანამედროვე ლაბორატორიები: მოსწავლეებმა დაათვალიერეს ქიმიისა და ფიზიკის სამუშაო სივრცეები, სადაც რეალური სამეცნიერო ექსპერიმენტები ტარდება. მათ მიეცათ შესაძლებლობა, ახლოს გაცნობოდნენ იმ აპარატურასა და კვლევით მეთოდებს, რომლებსაც მეცნიერები ყოველდღიურად იყენებენ.
საბუნებისმეტყველო მუზეუმი: სივრცე, სადაც ბიოლოგიური ევოლუცია და ბუნების კანონზომიერებები თვალსაჩინო ექსპონატების სახით არის წარმოდგენილი, რაც იდეალურად დაუკავშირდა მათ სასკოლო მასალას.
საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა: მოსწავლეები გაეცნენ უნივერსიტეტის უმდიდრეს მატერიალურ და ელექტრონულ რესურსებს.
ვინაიდან მოსწავლეები მეთერთმეტეკლასელები არიან და მათთვის პროფესიული ორიენტაციის პერიოდი აქტიურ ფაზაშია, ვიზიტმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მათი მოტივაციის ამაღლებაში და გაუღვივა ინტერესი უმაღლესი განათლების ამ მიმართულებით გაგრძელებისკენ.
საგანმანათლებლო ვიზიტის შემდეგ მოსწავლეები სკოლაში დაბრუნდნენ ახალი იდეებით და მომავლის დიდი გეგმებით.

🎨✅️ მეათე კლასებში ხელოვნების გაკვეთილზე (პროექტული სწავლების ფარგლებში) განვახორციელეთ პროექტი სახელწოდებით" ა დ ა მ ი ...
11/06/2026

🎨✅️ მეათე კლასებში ხელოვნების გაკვეთილზე (პროექტული სწავლების ფარგლებში) განვახორციელეთ პროექტი სახელწოდებით
" ა დ ა მ ი ა ნ ე ბ ი ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო დ ა ნ " 💗🇬🇪
❗️❗️❗️ "ადამიანები საქართველოდან" წარსულში და თანამედროვე ცხოვრებიდან.
📌 ადამიანები, რომლებმაც საქართველოს ისტორია შექმნეს, საზოდაგო მოღვაწეები, მწერლები, პოეტები მხატვრები თუ მუსიკოსები, ისინი ვინც ბავშვებმა ჩვენი ქვეყნის ცხოვრების მნიშვნელოვან ფიგურებად მიიჩნიეს, მათი ბიოგრაფიის და შემოქმედების მნიშვნელოვანი და ხშირად უცნობი დეტალები გავაცანით ერთმანეთს...
📌პროექტის ფარგლებში განსაკუთრებით საინტერესო იყო დებატები, მსჯელობა და ერთმანეთისთვის აზრთა გაზიარება "ჩვენი გმირების" შესახებ🇬🇪💗

69_ე საჯარო სკოლის  XI_გ კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ნუცუბიძემ, იტალიის ქალაქ კატანძაროში გამართულ უშუს  მე-17 საერთაშორისო ...
11/06/2026

69_ე საჯარო სკოლის XI_გ კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ნუცუბიძემ, იტალიის ქალაქ კატანძაროში გამართულ უშუს მე-17 საერთაშორისო ტურნირზე,მოიპოვა 2 ოქროს მედალი.

8 ივნისს 9-3 კლასის მოსწავლეები დამრიგებელ ნუნუ ბაიდოშვილთან და მასწავლებელ მზია ყოინაშვილთან ერთად საგანმანათლებო პროგრ...
11/06/2026

8 ივნისს 9-3 კლასის მოსწავლეები დამრიგებელ ნუნუ ბაიდოშვილთან და მასწავლებელ მზია ყოინაშვილთან ერთად საგანმანათლებო პროგრამის ფარგლებში ეწვივნენ რეზო გაბრიაძის- (მსოფლიოში ცნობილი კინორეჟისორი, მხატვარი და მოქანდაკე, უამრავი პრემიის მფლობელი) თეატრის ტერიტორიაზე მიმდებარე საათის კოშკს, რომელიც მისივე დაარსებულია. მათ დაათვალიერეს კოშკზე არსებული რეზო გაბრიაძის ნამუშევრები- ნახატები; ნახეს მსოფლიოში ყველაზე პატარა საათი, რომელიც მოთავსებულია ამ კოშკზე. დაესწრნენ მინი - წარმოდგენას “ცხოვრების ციკლი“ და კოშკის ყველაზე მთავარი საათის - რეზო გაბრიაძის მიერვე გამოძერწილი ანგელოზის საათის 12-ჯერ ჩამოკვრას. ამ წარმოდგენამ დიდი აღფთოვანება გამოიწვია იქ მყოფი ხალხისა.
ჩვენმა მოსწავლეებმა აგრეთვე მოილოცეს და მოინახულეს ანჩისხატისა და სიონის ტაძრები, საქართველოს ყოფილი პატრიარქის ილია II- ის საფლავი, და მეგობრობის ხიდის გავლით ეწვივნენ ბოტანიკურ ბაღს. ყველაფრი, რაც ნამდვილად დასამახსოვრებელი და ბევრის მიმცემი იქნება მათთვის, მიმდინარეობდა მეგობრულ, ხალისიან და საინტერესო გარემოში.

29 მაისს, 5-1 კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი რუსულ ენასა და ბუნებისმეტყველებაში. ინტეგრირებული გაკვეთილის თემა ი...
01/06/2026

29 მაისს, 5-1 კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი რუსულ ენასა და ბუნებისმეტყველებაში. ინტეგრირებული გაკვეთილის თემა იყო „ვიტამინები და მათი მნიშვნელობა“. გაკვეთილის მიზანს წარმოადგენდა, მოსწავლეებს მიეღოთ ცოდნა ვიტამინების შესახებ, გაეგოთ, რა როლს ასრულებს ვიტამინები ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის, ასევე განევითარებინათ რუსულ ენაზე ინფორმაციის წაკითხვის, გაგების, ლექსიკური მარაგის გამდიდრებისა და კომუნიკაციის უნარები. მოცემული გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ ვიტამინების ძირითად ჯგუფებს, მათ წყაროებსა და ორგანიზმზე გავლენას, პარალელურად კი რუსულ ენაზე წარმოადგინეს შესაბამისი პრეზენტაციები. მათ შეისწავლეს სხვადასხვა ვიტამინის დანიშნულება, დაადგინეს, რომელი საკვები პროდუქტებია მათი ძირითადი წყარო და იმსჯელეს ვიტამინების დეფიციტის შედეგებზე. მოსწავლეებმა წარმოთქვეს საკუთარი მოსაზრებები ჯანსაღი კვების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სწრაფი კვების პროდუქტების განხილვას. გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა შეაჯამეს მიღებული ცოდნა და გააკეთეს დასკვნა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნებაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ვიტამინებით მდიდარ და დაბალანსებულ კვებას. გაკვეთილმა ხელი შეუწყო როგორც ბიოლოგიური ცოდნის გაღრმავებას, ისე რუსულ ენაზე კომუნიკაციური უნარების განვითარებას.
პედაგოგები: ნატა კასრელიშვილი და ნინო მანიჟაშვილი

🌍 გეოგრაფიის გაკვეთილზე მოსწავლეებმა უყურეს დოკუმენტურ ფილმს: “დეივიდ ატენბორო, ცხოვრება ჩვენს პლანეტაზე”, ფილმის ყურები...
27/05/2026

🌍 გეოგრაფიის გაკვეთილზე მოსწავლეებმა უყურეს დოკუმენტურ ფილმს: “დეივიდ ატენბორო, ცხოვრება ჩვენს პლანეტაზე”, ფილმის ყურების პროცესში მოსწავლეებმა ჩაინიშნეს მთავარი საკითხები, ხოლო შემდეგ გაიმართა საინტერესო და მრავალმხრივი დისკუსია.
დისკუსიის ძირითადი თემები იყო:
🔹 ადამიანის გავლენა ბუნებაზე — როგორ შეცვალა კაცობრიობამ გარემო ბოლო ათწლეულებში და რა შედეგები მოიტანა ტყეების გაჩეხვამ, დაბინძურებამ და რესურსების გადაჭარბებულმა გამოყენებამ.
🔹 კლიმატის ცვლილება — მოსწავლეებმა ისაუბრეს გლობალურ დათბობაზე, მყინვარების დნობასა და იმ საფრთხეებზე, რომლებიც ეკოსისტემებსა და ადამიანების ცხოვრებას ემუქრება.
🔹 ბიომრავალფეროვნების შემცირება — განხილული იყო, რატომ არის მნიშვნელოვანი ცხოველებისა და მცენარეების მრავალფეროვნების დაცვა და რა შეიძლება მოხდეს მათი გაქრობის შემთხვევაში.
🔹 პასუხისმგებლობა მომავალი თაობების წინაშე — მოსწავლეებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს გარემოს დაცვაში მონაწილეობის მიღება ყოველდღიური ქმედებებით.
🔹 მდგრადი განვითარება და ეკოლოგიური ცნობიერება — დისკუსიისას გაჩნდა იდეები ენერგიის დაზოგვაზე, ნარჩენების შემცირებასა და ბუნებრივი რესურსების გონივრულ გამოყენებაზე.
📚 აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისა და თანამშრომლობითი მსჯელობის უნარების განვითარებას. ფილმმა კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი პლანეტის დაცვა და თითოეული ადამიანის როლი ამ პროცესში.
მასწავლებელი : სოფო ხაჩიძე

2026 წლის კალათბურთის აკადემიაში გაიმართა სენაკის, ზუგდიდის, ბათუმის და თბილისის აკადემიებს შორის შეჯიბრი. ტურნირში წარმ...
27/05/2026

2026 წლის კალათბურთის აკადემიაში გაიმართა სენაკის, ზუგდიდის, ბათუმის და თბილისის აკადემიებს შორის შეჯიბრი. ტურნირში წარმატებით იასპარეზა ჩვენი სკოლის მე-2კლასის მოსწავლემ ლილე ბეგიაშვილმა, რომელმაც მოიპოვა "დამოუკიდებლობის თასი 2026"
ვულოცავთ ლილეს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას და ვუსურვებთ კიდევ ბევრ წარმატებას სპორტულ ცხივრებაში !

1/1 კლასში ჩატარდა იაკობ გოგებაშვილის დედაენისადმი მიძღვნილი ღონისძიება.ბავშვებმა საოცარი სიტყვებით შეამკეს „დედაენა“, შ...
25/05/2026

1/1 კლასში ჩატარდა იაკობ გოგებაშვილის დედაენისადმი მიძღვნილი ღონისძიება.ბავშვებმა საოცარი სიტყვებით შეამკეს „დედაენა“, შეასრულეს სიმღერები „დედაენაზე“ და წარმოადგინეს გოგებაშვილის მოთხრობების ინსცენირებები.ავტორს კი აღუთქვეს, რომ მუდამ ერთგულნი იქნებიან მშობლიური ენის მიმართ.

Address

თბილისი გლდანის VII მკ. რ-ნი
Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სსიპ ქალაქ თბილისის N69 საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to სსიპ ქალაქ თბილისის N69 საჯარო სკოლა:

Shortcuts

Share