მრავალფეროვნების სახეები • Images of Diversity

მრავალფეროვნების სახეები • Images of Diversity

Share

მულტიმედია პლატფორმა საქართველოს რელიგიურ, ეთნიკურ და კულტურულ მრავალფეროვნებაზე Images of Diversity is the project of Tolerance and Diversity Institute (TDI).

For English, please, scroll down

"მრავალფეროვნების სახეები" არის ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) პროექტი.

ჩვენი მულტიმედია პლატფორმის მიზანია, მოგითხროთ საქართველოს რელიგიურ და ეთნიკურ მრავალფეროვნებაზე, გაგაცნოთ საინტერესო ადამიანები და გამოგზაუროთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.

საქართველოში, საუკუნეების განმავლობაში, სხვადასხვა რელიგიისა და ეთნოსის წარმომადგენლები მკვიდრობ

Photos 14/04/2024

📖 იაკობ გოგებაშვილის „დედა-ენის“ 1912 წლის გამოცემის ყდაზე დატანილი წარწერა „ყველა სარწმუნოების ქართველთათვის“ ტოლერანტობისა და თანასწორობის ერთ-ერთი მაგალითია.

🖌ამ კედლის მხატვრობის ინსპირაცია სწორედ ეს გარეკანი იყო.

„თანასწორუფლებიანობის პრინციპი განამტკიცებს ჰუმანურ დამოკიდებულებას სხვადასხვა ტომის ელემენტებს შორის, ბადებს ურთიერთნდობას და სიყვარულს“ - წერდა იაკობ გოგებაშვილი.

🖌This wall painting was inspired by Jakob Gogebashvili’s “Deda Ena”, Georgian alphabet book with small stories, verses and descriptions. "For Georgians of All Faiths" was written on the cover of the book.

by Gagosh

ადგილი: ქ. ბათუმი, ზ. გამსახურდიას 14/ მ. კოსტავას 7
Location: 14 Gamsakhurdia str. / 7 Kostava str., Batumi

11/04/2024

GEO/ENG

🏔️❄️ 🏠 მედპუნქტი, რომელიც ხუთი წლის წინ აშენდა, და არასდროს გახსნილა; მიტოვებული ბიბლიოთეკის შენობა, რომელიც ადგილობრივებმა ახალგაზრდულ ცენტრად აქციეს; მკაცრი ზამთარი, დახურული ბაღები და ენთუზიასტი ახალგაზრდები, რომლებიც ქართულს სწავლობენ.

🎬„მრავალფეროვნების სახეების” ეს ეპიზოდი ჯავახეთის ორ სოფელს: ალათუმანსა და ფარავანს გვაცნობს. ამბის გმირები, ერთი მხრივ, რეგიონის სისტემურ პრობლემებზე გვიყვებიან, მეორე მხრივ კი ყოველდღიურობის წუხილსა თუ სიხარულს გვიზიარებენ

🔹 რეჟისორი: მარიამ სამუშია
🔹 კამერა: ნინა ხუციშვილი, მარიამ სამუშია
🔹 მუსიკა: მარიამ აბრამიშვილი
🔹 თარჯიმანი: რიმა მარანგოზიანი

📽️This video of Images of Diversity introduces us two villages of Javakheti region, Alatumani and Pharavani. Story protagonists reflect on systemic problems of the region, as well as their daily concerns and joy.

🇬🇪🇳🇴🇺🇳 ვიდეო მომზადებულია ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი - TDI-ს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ნორვეგიის მხარდაჭერით, ინიციატივის „ლიდერობა, თანასწორობა, ადვოკატირება და დემოკრატია“ (LEAD) ფარგლებში.

🇬🇪🇳🇴🇺🇳 The video was produced by TDI with the support from the UNDP Georgia and Norwegian Embassy in Tbilisi under the initiative: “LEAD: Leadership, Equality, Advocacy, Democracy.”

10/04/2024

თანამოქალაქე მუსლიმებს ვულოცავთ რამადანის დღესასწაულს.

ამ ვიდეოთი კიდევ ერთხელ გვინდა გავიხსენოთ ქართველი მუსლიმების წვლილი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში, საქართველოში ისლამისა და ქრისტიანობის თანაარსებობის, ინტეგრაციის გამოცდილება.

Photos from მრავალფეროვნების სახეები • Images of Diversity's post 23/03/2024

🍃 ყოველი წლის მარტის თვე ქართველი აზერბაიჯანელებისთვის სიხარულის, გართობის და სიყვარულის თვეა, რადგან ნოვრუზ ბაირამი დგება.
ამ დღესასწაულის ფესვებს უძველეს დროში გადავყავართ. იგი გადმოცემით, მოციქულ ზარატუსტრას დროინდელია. ძველად დღესასწაული ერთი თვე გრძელდებოდა და სხვადასხვა რიტუალებს მოიცავდა.

💧🔥🌪🪨 სიტყვა „ნოვრუზი“ სპარსულ ენაზე „ახალ დღეს“ ნიშნავს, რაც გაზაფხულის მოსვლასთან ასოცირდება. მისთვის მზადება ოთხი კვირით ადრე იწყება და ბუნების ოთხივე ელემენტს მოიცავს - წყალი, ცეცხლი, ქარი და მიწა.
გაზაფხულის პირველ კვირას ყინული დნება, მომდევნო კვირა ცეცხლთან ასოცირდება და ყველა ოჯახი ეზოში კოცონს ანთებს, მესამე კვირა ქართანაა კავშირში და აუცილებლად უნდა გაკეთდეს ფლავი, რომელსაც ინახავენ, რადგან არის ასეთი რწმენა, რომ კაცი სახელად ხიდირ ნაბი, ყველა ოჯახს ჩამოუვლის და ფლავზე თავისი ცხენის კვალს ტოვებს. მარტის თვის ბოლო კვირა კი მიწას უკავშირდება და მოსახლეობა სასაფლაოზე გადის, ასევე იწყებენ მიწის დამუშავებას.

🍭 21 მარტი განსაკუთრებული დღეა. ამ დღეს ეწყობა სუფრები, ინთება კოცონი და ხალხი დილამდე ჟრიამულობს. ეს დღე განსაკუთრებით სასიხარულოა ბავშვებისთვის - ჩუმად იპარებიან მეზობლის ეზოებში და ტოვებენ თავიანთ ქუდებს. საერთო საცხოვრებლებში კი კარზე აკაკუნებენ, გარბიან და შორიდან უთვალთვალებენ, როგორ ტოვებს მასპინძელი მათ ქუდებში ტკბილეულსა და სასუსნავს.

🥧არც წლევანდელი წელი ყოფილა გამონაკლისი მარნეულის მაცხოვრებლებისთვის. სოფელ პატარა ბეგლარის ცენტრში მოსახლეობამ დიდი კოცონი დაანთო და ნოვრუზ ბაირამის შემოსვლა ერთად აღნიშნა. სახლებში დაბრუნებულებმა კი დაგვახვედრეს სუფრა, გაწყობილი ქადებით, ბაქლავითა და სხვა ტრადიციული სასუსნავებითა და კერძებით.

ავტორი: ავთანდილ ხორავა

🇬🇪🇳🇴🇺🇳 ფოტო-ისტორია შექმნილია TDI-ს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ნორვეგიის მხარდაჭერით, ინიციატივის „ლიდერობა, თანასწორობა, ადვოკატირება და დემოკრატია“ (LEAD) ფარგლებში

🇬🇪🇳🇴🇺🇳 This photo-story has been produced by the ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი - TDI with the support of the UNDP Georgia and Norwegian Embassy in Tbilisi under the initiative: LEAD „Leadership, Equality, Advocacy, Democracy”.

21/03/2024

☘️21 მარტს საქართველოში ნოვრუზ ბაირამი აღინიშნება.

🔷"ნოვრუზი" – სპარსული სიტყვაა. მისი ერთი ნაწილი "ნოვ"- ახალს, ხოლო მეორე - "რუზ" დღეს ნიშნავს. ნოვრუზ ბაირამი გაზაფხულის შემოსვლის, ზოგიერთ ქვეყანაში კი ახალი წლის დღესასაწაულია.

🔷 საქართველოში ნოვრუზს ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანელი მოქალაქეები აღნიშნავენ.

🔷 2010 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ნოვრუზი საერთაშორისო დღედ აღიარა. ამავე წლიდან, ნოვრუზი საქართველოში საერთო სახალხო დღესასწაულად არის გამოცხადებული.

☘️ Happy Nowruz dear friends!

🔷 Nowruz is celebrated worldwide by various ethno-linguistic groups. In Georgia, mostly ethnic Azerbaijani Georgian citizens celebrate this day. However, a festive mood is shared by many despite ethnic or religious belonging

☘️21 მარტს საქართველოში ნოვრუზ ბაირამი აღინიშნება.

🔷"ნოვრუზი" – სპარსული სიტყვაა. მისი ერთი ნაწილი "ნოვ"- ახალს, ხოლო მეორე - "რუზ" დღეს ნიშნავს. ნოვრუზ ბაირამი გაზაფხულის შემოსვლის, ზოგიერთ ქვეყანაში კი ახალი წლის დღესასაწაულია.

🔷 საქართველოში ნოვრუზს ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანელი მოქალაქეები აღნიშნავენ.

🔷 2010 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ნოვრუზი საერთაშორისო დღედ აღიარა. ამავე წლიდან, ნოვრუზი საქართველოში საერთო სახალხო დღესასწაულად არის გამოცხადებული.

🍀Novruz bayramınız mübarək!

☘️ Happy Nowruz dear friends!

🔷 Nowruz is celebrated worldwide by various ethno-linguistic groups. In Georgia, mostly ethnic Azerbaijani Georgian citizens celebrate this day. However, a festive mood is shared by many despite ethnic or religious belonging

Photos from ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი - TDI's post 15/11/2023

🔷 14 ნოემბერს TDI-მ გამართა ღონისძიება, რომელიც ეძღვნებოდა ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს და ასევე, TDI-ის 10 წლის იუბილეს.

🎤 ღონისძიებაზე მიმოვიხილეთ რელიგიისა და რწმენის თავისუფლების მდგომარეობა, რელიგიურ-ეთნიკური უმცირესობებისა და მიგრანტთა უფლებები საქართველოში - ძირითად ტენდენციები, საჭიროებები და გამოწვევები.

🎬 ვაჩვენეთ საერთაშორისო პარტნიორების, დიპლომატებისა და რელიგიური გაერთიანებების ლიდერების მოკლე ვიდეო მიმართვები რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვის, თანასწორობის, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის მნიშვნელობის შესახებ, მათ შორის საქართველოს ევროინტეგრაციის კონტექსტში.

🔻 TDI-ის დაარსების 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით მოკლედ მიმოვიხილეთ ჩვენი საქმიანობის ძირითადი შედეგები და მიღწევები.

👥 ღონისძიებას დაესწრნენ ელჩები, დიპლომატები, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, მათ შორის, რელიგიური და ეთნიკური სათემო ორგანიზაციების, აკადემიის წარმომადგენლები.

🇬🇪🇳🇴🇺🇳 ღონისძიება გაიმართა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ნორვეგიის მხარდაჭერით, ინიციატივის „ლიდერობა, თანასწორობა, ადვოკატირება და დემოკრატია“ (LEAD) ფარგლებში.

📸UNPD/ნინო ზედგინიძე

🔷 On November 14, TDI organized an event dedicated to the International Day for Tolerance, as well as the TDI's 10-year anniversary.

🎤At the event we reviewed the main trends, needs and challenges regarding freedom of religion or belief, the rights of religious-ethnic minorities and migrants in Georgia.

🎬TDI presented a series of concise video messages where the diplomats, international partners, and leaders from the religious communities articulated the significance and value of the fundamental right of freedom of religion or belief, tolerance, diversity and inclusion.

🔻 We also reviewed TDI’s 10-year work and achievements.
The event was attended by Ambassadors, diplomats, representatives of international and local organizations, including religious and ethnic community organizations and academia.

🇬🇪🇳🇴🇺🇳 The event was conducted with the support from the UNDP Georgia and Norwegian Embassy in Tbilisi, under the initiative: “LEAD: Leadership, Equality, Advocacy, Democracy.”

📸 UNDP/Nino Zedginidze

15/11/2023

🇪🇺 📢 ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიმართვა ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

🇪🇺 📢 Message from Pawel Herczynski, Ambassador of the European Union to Georgia on the International Day for Tolerance

European Union in Georgia ✨

15/11/2023

🔷 ბათუმის “თავისუფლების მეჩეთის” იმამის, თამაზ მგელაძის მიმართვა ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.

🔷 Message from Tamaz Mgeladze, Imam of Batumi Freedom Mosque on the International Day for Tolerance.

🇬🇪🇳🇴🇺🇳 ვიდეორგოლი შექმნილია TDI-ს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ნორვეგიის მხარდაჭერით, ინიციატივის „ლიდერობა, თანასწორობა, ადვოკატირება და დემოკრატია“ (LEAD) ფარგლებში.

🇬🇪🇳🇴🇺🇳 This video has been produced by the ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი - TDI with the support of the UNDP Georgia and Norwegian Embassy in Tbilisi under the initiative: LEAD „Leadership, Equality, Advocacy, Democracy”.

14/11/2023

🇳🇱 ნიდერლანდების სამეფოს ელჩის, მელინე არაკელიანის მიმართვა ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.

🇳🇱 Message from Meline Arakelian, Ambassador of the Kingdom of the Netherlands to Georgia on the International Day for Tolerance

Embassy of the Netherlands in Georgia ✨

📸 ვიდეო მოამზადა TDI-მ.

31/10/2023

📜კათოლიკეებს საქართველოს ისტორიასა და კულტურაში განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი, თუმცა მათი მემკვიდრეობა და ღვაწლი ნაკლებად არის დაფასებული.

🎬ეს ვიდეო კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსის ვიკარის, მამა გაბრიელე ბრაგანტინის შესახებ გვიყვება, რომელიც 30 წელია საქართველოში ცხოვრობს.

📜Catholics have significant contribution to Georgia's history and rich tapestry of Georgian culture, however their heritage often is not sufficiently valued.

🎬This video tells the story of Father Gabriele Bragantini, episcopal vicar of Catholic Church in Georgia. He has been living here for almost 30 years.

🔹რეჟისორი: თამარ მშვენიერაძე
🔹ოპერატორი: ანა დავითაშვილი
🔹მონტაჟი: გიორგი დეკანოიძე

🔹Authoir: Tamara Mshvenieradze
🔹Camera: Ana Davitashvili
🔹Editor: Giorgi Dekanoidze

🇬🇪🇳🇴🇺🇳 ვიდეორგოლი შექმნილია ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი - TDIს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ნორვეგიის მხარდაჭერით, ინიციატივის „ლიდერობა, თანასწორობა, ადვოკატირება და დემოკრატია“ (LEAD) ფარგლებში.

🇬🇪🇳🇴🇺🇳 This video has been produced by the Tolerance and Diversity Institute with the support of the UNDP Georgia and Norwegian Embassy in Tbilisi under the initiative: LEAD „Leadership, Equality, Advocacy, Democracy”.

Photos from მრავალფეროვნების სახეები • Images of Diversity's post 10/10/2023

Geo/Eng

🎨🎤🎬 9 ოქტომბერს TDI-მ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტთან თანაორგანიზებით გამართა გამოფენა, ვიდეოჩვენება და დისკუსია სტუდენტებისთვის.

👥ღონისძიებაზე ვაჩვენეთ TDI-ს მიერ შექმნილი დოკუმენტური ვიდეოები რელიგიურ, ეთნიკურ, კულტურულ მრავალფეროვნებაზე და გავმართეთ დისკუსია ახალგაზრდებთან. ასევე, გამოფენილი იყო ნამუშევრები, რომელიც განსხვავებულ მედიუმებს, ფერწერულ, გრაფიკულ და ფოტო ნამუშევრებს აერთიანებს. მათი ავტორები საქართველოს სხვადასხვა რელიგიური და ეთნიკური თემის წარმომადგენელი ქალები არიან.

🇺🇳🇳🇴 ღონისძიება გაიმართა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ნორვეგიის მხარდაჭერით, ინიციატივის „ლიდერობა, თანასწორობა, ადვოკატირება და დემოკრატია“ (LEAD) ფარგლებში.

🎨🎤🎬 On October 9, TDI in coordination with the Students Carrier Development, Culture and Sports department at Batumi S***a Rustaveli State University held an exhibition, screening of Images of Diversity videos and a discussion.

🇺🇳🇳🇴 The event was organized with the support from UNDP Georgia and Norwegian Embassy in Tbilisi, under the initiative: “LEAD: Leadership, Equality, Advocacy, Democracy.”

📸UNDP/Irakli Dzneladze

Want your school to be the top-listed School/college in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


ღამბაშიძის 4, ბინა #5
Tbilisi
0179