ისტორია - საინტერესო ფაქტები

ისტორია - საინტერესო ფაქტები

Share

History - Interesting facts .

მოგესალმებით ისტორია - საინტერესო ფაქტები! გვერდი დაფუძნებულია 2015წლის 25 იანვარს. მისი მიზანია შეძლებისდაგვარად დაეხმაროს განათლების მიღების მსურველ, ნებისმიერი ასაკის მქონე ადამიანს. დღევანდელ საქართველოში, "ჩვენდა საუბედუროდ", განათლების დონის "დაცემის" გამო, ჩვენ გადავწყვიტეთ ვაჩვენოთ ყველას, რომ შესაძლებელია ქართულ ინტერნეტ-სივრცეშიც არსებობდეს ისეთი გვერდი, სადაც უამრავი, უცნობი და საინტერე

18/12/2025
17/12/2025

ოპტიკური ილუზია

17/12/2025

იცოდით თუ არა, რომ…
1. 🧠 ადამიანის ტვინი ზოგჯერ უფრო აქტიურია ძილის დროს, ვიდრე სიფხიზლეში.
2. ❤️ გული სიცოცხლის განმავლობაში დაახლოებით 3 მილიარდჯერ ცემს.
3. 👀 ადამიანს შეუძლია დაახლოებით 10 მილიონი ფერის გარჩევა.
4. 🦷 კბილები სხეულის ერთადერთი ნაწილია, რომელიც საკუთარ თავს ვერ აღადგენს.
5. 🌍 დედამიწა საათში დაახლოებით 107 000 კმ სიჩქარით მოძრაობს მზის გარშემო.
6. 🐙 რვაფეხას აქვს სამი გული და ცისფერი სისხლი.
7. 🧬 ადამიანის სხეულში ბაქტერიების რაოდენობა უჯრედების რაოდენობაზე მეტია.
8. ⏳ დრო უფრო ნელა გადის სიმაღლეზე მყოფი ადამიანებისთვის (ფარდობითობის ეფექტი).
9. 👅 ენა ადამიანის ყველაზე ძლიერი კუნთებიდან ერთ-ერთია ზომასთან შედარებით.
10. 😴 ადამიანს სიცოცხლის დაახლოებით 1/3 ძილში აქვს გატარებული.

30/11/2025

ლეგენდარული ლიდერების უკანასკნელი სიტყვები

25/11/2025

აინშტაინს ისრაელის პრეზიდენტობა შესთავაზეს

ნობელიანტ ფიზიკოსს, ალბერტ აინშტაინს, რომელიც სამეცნიერო და ფართო საზოგადოებაში ფარდობითობის თეორიით გახდა ცნობილი, ისრაელის პირველმა პრეზიდენტმა, ხაიმ ვაიცმანმა, 1952 წელს ცოცხლებს შორის "უდიადესი ებრაელი" უწოდა.

რამდენიმე თვის შემდეგ, როცა ვაიცმანი დაიღუპა, არავისდა გასაკვირად, საელჩომ აინშტაინს ისრაელის პრეზიდენტობა შესთავაზა.

თუმცა, ფიზიკის თავმდაბალმა გენიოსმა თავაზიანი უარით უპასუხა შეთავაზებას, განაცხადა, რომ თანამდებობისთვის არაკვალიფიცირებული, ძალიან მოხუცი (73 წლის) და სხვა საპატიო უნარების არმქონე იყო.

25/11/2025

ერთი კაცი ორი ატომური ბომბის აფეთქებას გადაურჩა

ცუტომუ იამაგუჩი ჰიროსიმაში იმყოფებოდა, როცა მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე ქალაქში ატომური ბომბი ჩამოვარდა. უიღბლო კაცი მშობლიურ ნაგასაკიში მეორე ატომური ბომბის ჩამოგდებამდე რამდენი საათით ადრე დაბრუნდა.

იამაგუჩი სასწაულებრივად გადაურჩა ორივე აფეთქებას და 93 წლამდე იცოცხლა.

25/11/2025

დოღი ერთხელ მკვდარმა მხედარმა მოიგო

ჟოკეიმ, სახელად ფრენკ ჰეიზმა 1923 წელს, ნიუ-იორკის ერთ-ერთ პარკში გამართული დოღი მოიგო.

შეჯიბრის დაწყებიდან მალევე ჰეიზი გულის შეტევით დაიღუპა, თუმცა, მისი სხეული უნაგირზე ფინიშის ხაზამდე მაინც დარჩა, რის გამოც მხედრის უკანასკნელი წარმატება ამ დოღის გამარჯვებით აღინიშნა.

24/11/2025

კევინის კივილი ფილმში ,,მარტო სახლში"

24/11/2025

ყველა დროის ყველაზე მდიდარი ადამიანი მე-13 საუკუნეში ცხოვრობდა

მანსა მუსა (1280-1377) აფრიკის დასავლეთით მდებარე, ოქროთი მდიდარი მალის იმპერიის მმართველი იყო, რომელიც, ისტორიკოსების შეფასებით, დღევანდელი $400 მილიარდის ეკვივალენტს ფლობდა. ქონების ნაწილს ის ქველმოქმედებასაც ახმარდა — კაიროში სტუმრობისას ეგვიპტისათვის გაღებული ოქრო ქვეყნის ეკონომიკას დიდად წაადგა.

თვალსაჩინოებისთვის, უნდა აღინიშნოს, რომ მუსა დღეის მდგომარეობით უმდიდრეს ადამიანზე, Amazon-ის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსზე ორჯერ მდიდარი იყო.

24/11/2025

.

24/11/2025

რომის პაპმა მრევლს ერთხელ შავი კატების დახოცვისკენ მოუწოდა

ნავარაუდევია, რომ კატები ევროპაში რომაელებმა შემოიყვანეს ეგვიპტიდან და მას შემდეგ კონტინენტის ბინადრებთან ერთად მშვიდად თანაცხოვრობენ.

თუმცა, ყველაფერი შეიცვალა 1230-იან წლებში, როცა რომის კათოლიკე ეკლესიის მაშინდელმა პაპმა, გრეგორი IX-მ ახალი ბულა, სახელად Vox in Rama ("ხმა რამაში") გამოსცა.

ედიქტმა კატები ეშმაკის იარაღად გამოაცხადა და მრევლს მოუწოდა, ევროპაში ცხოველები გაეჟლიტათ. პაპის ბრძანებით დახოცვას ყველაზე მეტი შავი კატა შეეწირა, რადგან ისინი სატანურ სიმბოლოებად აღიქმებოდნენ.

Want your school to be the top-listed School/college in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Address


Tbilisi