02/10/2026
📣✨ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრისა და გლდანის რაიონის გამგეობის ჩართულობით, სსიპ ქალაქ თბილისის N160 საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილ პედაგოგთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
მასწავლებლებს ჯილდო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა, გლდანის რაიონის გამგებელმა ბესიკ კალაძემ, პარლამენტის დელეგატმა ვლადიმერ ბოჟაძემ და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა გადასცეს.
ბესიკ კალაძემ პედაგოგებს მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში გაწეული მნიშვნელოვანი შრომისთვის, ახალგაზრდების განათლებასა და მათ ცხოვრებაში შეტანილი წვლილისთვის.
✨🎶🎤ღონისძიების ფარგლებში, სსიპ ქალაქ თბილისის N160 საჯარო სკოლამ მრავალფეროვანი პროგრამა წარადგინა, რის შემდეგაც რაიონის ყველა საჯარო სკოლის თითო რჩეულ პედაგოგს განსაკუთრებული წვლილისა და მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობისთვის სიგელები და სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ.