საგანმანათლებლო ცენტრი "English Express"

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საგანმანათლებლო ცენტრი "English Express"

საგანმანათლებლო ცენტრი "English Express" 💫 ინგლისელი, ამერიკელი და ქართველი პედაგოგები
💫 სწავლების თანამედროვე მეთოდები
💫 მეგობრული, სასიამოვნო და საინტერესო გარემო ინგლისური ენის შესწავლისათვის
(2)

21-ე საუკუნის გამოწვევებმა ინგლისური ენის ცოდნა ძალიან აქტუალური და საჭირო გახადა. „E-L-C“ გთავაზობთ შესაძლებლობას, თქვენმა პატარამ შეისწავლოს ინგლისური სპეციალურად მათთვის შექმნილი პროგრამით და მეთოდებით: აუდიო/ვიდეო გაკვეთილებით, ინგლისურ ენოვანი ანიმაცური ფილმებით და თანამედროვე გასართობი აქტივობებით. ყოველივე ამით, ბავშვები დაეუფლებიან კითხვის, საუბრის, სმენის უნარ-ჩვევებს, გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს და გამოთქმებს.
რაც მთავარია, ამ მეთოდებით სწავლის პროცესი ხდება მათთვის საინტერესო, სახალისო და სასიამოვნო. .

📍რას ნიშნავს A1, A2, B1, B2, C1, C2 🇬🇧❓ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული კითხვაა:„რამდენი დონე უნდა გაიაროს ბავშვმა ერთ წე...
24/09/2026

📍რას ნიშნავს A1, A2, B1, B2, C1, C2 🇬🇧
❓ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული კითხვაა:
„რამდენი დონე უნდა გაიაროს ბავშვმა ერთ წელიწადში?“
ან „თუ 6 წელია ინგლისურს სწავლობს, B2-ზე რატომ არ არის?“
✅ ამ კითხვებზე პასუხისთვის ჯერ ერთი რამ უნდა გავარკვიოთ:
ინგლისურში „პირველი დონე“, „მეორე დონე“, „მესამე დონე“ არ არსებობს.
ინგლისური ენის ცოდნა საერთაშორისო CEFR სისტემით განისაზღვრება და ძირითადი დონეებია:
🔹 A1
🔹 A2
🔹 B1
🔹 B2
🔹 C1
🔹 C2
მაგრამ აქ ყველაზე საინტერესო ნაწილი იწყება. 👇
ერთი დონე ერთ სასწავლო წელს არ ნიშნავს. ❌
მაგალითად, A1 და B1 უბრალოდ ერთი სიტყვა ან ერთი „ეტაპი“ არ არის.
თითოეული დონე საკმაოდ დიდი მოცულობის ცოდნასა და უნარებს მოიცავს და სასწავლო პროცესში ხშირად იყოფა ქვედონეებად:
A1.1 → A1.2 → A1.3 → A2.1 → A2.2 → A2.3 და ა.შ.
ანუ ბავშვს შეიძლება ჯერ ჰქონდეს A1-ის დასაწყისი, შემდეგ A1-ის შემდეგ ქვედონეზე, შემდეგ უფრო მაღალ ეტაპზე და ასე თანმიმდევრულად.
ამიტომ:
❌ 1 წელი სწავლა ≠ A1
❌ 2 წელი სწავლა ≠ A2
❌ 4 წელი სწავლა ≠ B2

‼ ენის დონე სწავლის წლების კალენდრით არ იზომება.
ჩვენი მიზანია, ბავშვმა რეალურად იცოდეს ინგლისური.
✨ შეძლოს მოსმენა.
✨ შეძლოს საუბარი.
✨ შეძლოს კითხვა.
✨ შეძლოს წერა.
✨ შეძლოს საკუთარი აზრის გამოხატვა.
✨ და რაც მთავარია — გამოიყენოს ინგლისური რეალურ ცხოვრებაში. ❤️

✅ და კიდევ ერთი რამ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:
ენის სწავლა პროცესი არის. ❤️
ენა არ არის საგანი, რომელსაც ერთხელ „ჩააბარებ“ და შემდეგ დასრულებულია.
ბავშვი ეტაპობრივად აგროვებს სიტყვებს, გრამატიკულ სტრუქტურებს, მოსმენის გამოცდილებას, საუბრის უნარს, კითხვისა და წერის შესაძლებლობებს — და ამ ყველაფრის განვითარებას დრო სჭირდება.

🎓 კიდევ ერთი აღიარება და კიდევ ერთი წარმატება ჩვენი მოსწავლის! სწორედ ასეთი შედეგებით აგრძელებენ ჩვენი მოსწავლეები წარმა...
22/09/2026

🎓 კიდევ ერთი აღიარება და კიდევ ერთი წარმატება ჩვენი მოსწავლის! სწორედ ასეთი შედეგებით აგრძელებენ ჩვენი მოსწავლეები წარმატების გზას უკვე უნივერსიტეტში. ✨

მარიამ დუჩიძე წელს ჩვენი აბიტურიენტი იყო და ეროვნული გამოცდები უმაღლესი შედეგით ჩააბარა. ❤️
უნივერსიტეტში კი მისი ინგლისურის ცოდნა B2 დონის სერტიფიკატით დაადასტურეს და ინგლისურის ლექციები მოუხსნეს.

წარმატებები, მარიამ! გვეამაყები! ❤️

✨ ზოგჯერ ერთი მშობლის რამდენიმე სიტყვა იმაზე მეტს ამბობს, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია საკუთარ თავზე ვთქვათ. ❤️ ასეთი სიტყვები ჩ...
21/09/2026

✨ ზოგჯერ ერთი მშობლის რამდენიმე სიტყვა იმაზე მეტს ამბობს, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია საკუთარ თავზე ვთქვათ. ❤️ ასეთი სიტყვები ჩვენთვის ყველაზე დიდი მოტივაციაა ❤️ English Express — სადაც სწავლა მხოლოდ გაკვეთილი არ არის. ეს არის გზა, რომელსაც ბავშვთან ერთად გავდივართ. 🌟

19/09/2026

✨ერთად დავათვალიეროთ მისკოვის გამზირის ახალი სივრცე და აღმოვაჩინოთ, როგორი გარემო დაგხვდებათ იქ ♥️

05/09/2026

📢 მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ძვირფასო მშობლებო, დღეს, ჩვენი ცენტრის საკონტაქტო ნომერი დროებით გათიშულია. ამჟამად ვმუშაობთ ახალი სასწავლო წლის ჯგუფების საბოლოო ფორმირებასა და მოსწავლეების დონეების მიხედვით გადანაწილებაზე, ამიტომ დღეს სატელეფონო კომუნიკაციას ვერ შევძლებთ.
📞 ორშაბათიდან, 7 სექტემბრიდან, საკონტაქტო ნომერი კვლავ აქტიური იქნება და შესაძლებელი იქნება როგორც თქვენი შეკითხვების მიღება, ასევე ახალი ნაკადის მოსწავლეების დონის შესაფასებელ ტესტზე ჩაწერა — წინასწარი შეთანხმების საფუძველზე.
📍ცენტრის გვერდზე ასევე გადაზიარებულია ფასების და პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია.
გმადლობთ გაგებისთვის და მოთმინებისთვის @გამომწერები ❤️

🚀სფიქინგის პროგრამა _  მოსკოვის გამზირის ფილიალში 🗣️ინგლისურის ცოდნა ერთია, ინგლისურად თავისუფლად საუბარი — სულ სხვა. რა...
02/09/2026

🚀სფიქინგის პროგრამა _ მოსკოვის გამზირის ფილიალში
🗣️ინგლისურის ცოდნა ერთია, ინგლისურად თავისუფლად საუბარი — სულ სხვა. რადგან მომავალში უპირატესობას მხოლოდ ინგლისურის ცოდნა კი არა, მისი გამოყენების უნარი ქმნის.
📚 სწორედ ამიტომ შევქმენით English Express-ის “Speaking Program” — სფიქინგის პროგრამა, რომელიც ბავშვებს ეხმარება ცოდნა თავისუფალ კომუნიკაციად აქციონ.
🇬🇧 მხოლოდ ამერიკელი და ბრიტანელი პედაგოგები
აქ ბავშვები ინგლისურს არა მხოლოდ სწავლობენ — ინგლისურად ფიქრობენ, უსმენენ და საუბრობენ. თავიდანვე ერთვებიან რეალურ, ცოცხალ კომუნიკაციაში, სადაც ინგლისური სასწავლო საგანი კი არა, საუბრის ენა ხდება.

✨ პროგრამის მთავარი მიზანია:
✔ თავისუფლად და თავდაჯერებით საუბარი
✔ მოსმენისა და მეტყველების უნარების განვითარება
✔ რეალური კომუნიკაცია და ცოცხალი ენის პრაქტიკა
✔ მცირე ჯგუფები — მხოლოდ 7 მოსწავლე, რათა თითოეულ ბავშვს საუბრის საკმარისი დრო ჰქონდეს.
📅 კვირაში მხოლოდ 1 დღე
💳 საფასური — 85 ლარი თვეში
💬 ნაკლები დაზეპირება. მეტი საუბარი. მეტი თავდაჯერება.
რადგან ენის ცოდნა მხოლოდ მაშინ არის ნამდვილი ცოდნა, როცა ბავშვს შეუძლია თავისუფლად ისაუბროს.
📩 ადგილები შეზღუდულია — რეგისტრაცია 10 აგვისტოს დაიწყება
☎ 579040846
📍მისამართი: მოსკოვის გამზირი 38.
#ნეითივსფიქერი
#ამერიკელიპედაგოგი
#ინგლისელიპედაგოგი
#ინგლისური
#ისაუბრეინგლისურად
#მოსკოვისგამზირი

26/08/2026

🇺🇸 გაიცანით ჩვენი ახალი ამერიკელი პედაგოგი Tyree Nicole Madlock

English Express-ში გვჯერა, რომ ინგლისური მხოლოდ სახელმძღვანელოდან სწავლა არ არის — ენა უნდა მოისმინო, ისაუბრო და რეალურ კომუნიკაციაში გამოიყენო. ❤️

სწორედ ამიტომ, ჩვენი მოსწავლეებისთვის კიდევ ერთი საინტერესო შესაძლებლობა გვაქვს — ცოცხალი ინგლისური ამერიკელ და ბრიტანელ პედაგოგთან. 🇺🇸

🎯 ბუნებრივი საუბარი
🎯 სწორი გამოთქმის მოსმენა
🎯 რეალურ კომუნიკაციაში ჩართვა
🎯 მეტი პრაქტიკა და მეტი თავდაჯერება

გაიცანით ჩვენი ახალი პედაგოგი და დაელოდეთ კიდევ ბევრ საინტერესო გაკვეთილსა და აქტივობას მასთან ერთად. ✨

English Express — ინგლისური, რომელიც ცხოვრებაში გამოგადგება. ❤️

#ინგლისური
#ინგლისურისსწავლა
#ამერიკელიპედაგოგი
#ინგლისურიამერიკელპედაგოგთან
#ინგლისურისკურსები
#საუბარითავდაჯერებაპრაქტიკა

23/08/2026

🚀 ახალი ფილიალი მოსკოვის გამზირის 38- ში 🎉
✅ 11-წლიანი გამოცდილებისა და წარმატებული ისტორიის მქონე საგანმანათლებლო ცენტრი "English Express" უკვე თქვენს უბანში 💙.

თუ გაინტერესებთ:
✔️ ინგლისური ენის თანამედროვე სწავლება ბავშვებისთვის და მოზარდებისა;
✔️ სასარგებლო რჩევები ენების ეფექტურად შესწავლის შესახებ;
✔️ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამები, ბანაკები და პროექტები;
✔️ ჩვენი ცენტრის სიახლეები, ღონისძიებები და საინტერესო შესაძლებლობები —შემოგვიერთდით ჩვენს ღია ჯგუფში.
☎️ 579040846
#მოსკოვისგამზირი #განათლება #ინგლისური #ვარკეთილი #თბილისი #ენებისცენტრი

📍English Express-ის ხარისხის მართვის სისტემა — ეს არის ხარისხიანი სწავლების გარანტია ცენტრის თოთოეულ პედაგოგთან. იმისთვი...
20/08/2026

📍English Express-ის ხარისხის მართვის სისტემა — ეს არის ხარისხიანი სწავლების გარანტია ცენტრის თოთოეულ პედაგოგთან. იმისთვის, რომ მაღალი ხარისხის სწავლება თითოეულ გაკვეთილზე იყოს უზრუნველყოფილი

✅ჩვენ კარგად გვესმის, რომ მასწავლებლის ცვლილება ზოგჯერ ბავშვებისთვის ემოციურად რთული შეიძლება იყოს. თუმცა, გვინდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ იცოდეთ:

✅თანამედროვე საერთაშორისო საგანმანათლებლო პრაქტიკის საფუძველზე ჩვენ შევიმუშავეთ ხარისხის მართვის ერთიანი სისტემა, რომლის მიზანია, თითოეულ მოსწავლეს თითოეულ გაკვეთილზე შევთავაზოთ მაღალი ხარისხის, სტრუქტურირებული და შედეგზე ორიენტირებული სწავლება.

🎯ეს სისტემა მოიცავს სწავლების მეთოდოლოგიას, გაკვეთილის სტანდარტებს, პედაგოგთა სპეციალურ გადამზადებასა და პროფესიულ განვითარებას, მუდმივ მხარდაჭერასა და უკუკავშირს, ასევე მოსწავლეებთან ურთიერთობის მკაფიო სტანდარტებს.

🎯ჩვენი მიზანია, ბავშვმა იგრძნოს არა მხოლოდ კარგი ურთიერთობა პედაგოგთან, არამედ სტაბილური, მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო გარემო — მიუხედავად იმისა, რომელი ჩვენი პროფესიონალი უძღვება მის გაკვეთილს.

📍ამიტომ, როდესაც ჩვენს ცენტრში პედაგოგი იცვლება, არ იცვლება ის ხარისხის სტანდარტი, რომელსაც ჩვენი ცენტრი უზრუნველყოფს.
❣️ჩვენ გვინდა, მშობელს ჰქონდეს მშვიდად ყოფნის საფუძველი:
✅თქვენი შვილის შედეგი არ არის დამოკიდებული მხოლოდ ერთ მასწავლებელზე. ის არის English Express-ის საგანმანათლებლო სისტემის ნაწილი. ❤️
✅და სწორედ ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება @გამომწერები

Address

Shandor Petepi Street
Tbilisi
0190

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00
Saturday 09:00 - 17:00

Telephone

+995555547700

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საგანმანათლებლო ცენტრი "English Express" posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to საგანმანათლებლო ცენტრი "English Express":

Shortcuts

Share

Category