სსიპ ქალაქ თბილისის N32 საჯარო სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სსიპ ქალაქ თბილისის N32 საჯარო სკოლა

სსიპ ქალაქ თბილისის N32 საჯარო სკოლა დირექტორი - ნინო ხუციძე-კაშია სსიპ ბესარიონ კივილაძისა და ალექსანდრე თანდაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის №32 საჯარო სკოლა

17/09/2026

🔔 პირველი ნაბიჯები ცოდნის დიდ სამყაროში!

📚 პატარებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს დიდ ოჯახში! წინ გელით უამრავი აღმოჩენა, ახალი მეგობრები, საინტერესო თავგადასავლები და ცოდნით სავსე დღეები.
✨გისურვებთ წარმატებულ, ნაყოფიერ და სიხარულით სავსე სასწავლო წელს!

#პირველკლასელები #სწავლისდაწყება #ახალიასპარეზი

🔔 გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! 🗓️15 სექტემბერი ყოველთვის ახალი შესაძლებლობების, აღმოჩენებისა და დიდი მიზნების ...
15/09/2026

🔔 გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

🗓️15 სექტემბერი ყოველთვის ახალი შესაძლებლობების, აღმოჩენებისა და დიდი მიზნების დასაწყისია.

🎒განსაკუთრებით ვულოცავთ ჩვენს პატარა პირველკლასელებს, რომლებიც დღეს პირველად გადააბიჯებენ სკოლის ზღურბლს — წინ საინტერესო და თავგადასავლებით სავსე გზა გელით!

🏫 ჩვენი სკოლის გუნდი მზადაა, შეიქმნას საუკეთესო გარემო თითოეული მოსწავლის განვითარებისთვის, ცოდნის გაღრმავებისა და პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენისთვის.

📚გისურვებთ პროდუქტიულ, მშვიდობიან, სიხარულითა და დიდი მიღწევებით სავსე სასწავლო წელს!

🏫 პირველკლასელთა მშობლებთან შეხვედრასსიპ-ბესარიონ კივილაძისა და ალექსანდრე თანდაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის №32 საჯა...
13/09/2026

🏫 პირველკლასელთა მშობლებთან შეხვედრა

სსიპ-ბესარიონ კივილაძისა და ალექსანდრე თანდაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის №32 საჯარო სკოლის დირექტორი, ქალბატონი ნინო ხუციძე-კაშია პირველკლასელთა მშობლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მშობლებს მიეწოდათ ინფორმაცია ახალი სასწავლო წლისთვის დაგეგმილი მნიშვნელოვანი სიახლეებისა და სასწავლო პროცესის ორგანიზების საკითხების შესახებ.

🤝 შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში, თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების გარემოში წარიმართა.

🙏 მადლობას ვუხდით მშობლებს აქტიური ჩართულობისა და თანამშრომლობისთვის!

💙📖 ვუსურვებთ ჩვენს პირველკლასელებს წარმატებულ, საინტერესო და ბედნიერ სასკოლო თავგადასავალს!

#32საჯაროსკოლა #პირველკლასელები #ახალისასწავლოწელი #სკოლა #თანამშრომლობა

📣 საკლასო ოთახებში ყურადღების მაქსიმალური კონცენტრაციისთვის, სკოლაში დამონტაჟდა მობილური ტელეფონების შესანახი სპეციალური...
27/08/2026

📣 საკლასო ოთახებში ყურადღების მაქსიმალური კონცენტრაციისთვის, სკოლაში დამონტაჟდა მობილური ტელეფონების შესანახი სპეციალური ყუთები.

📵 გამორთული ეკრანები ნიშნავს მეტ ჩართულობას, უკეთეს აკადემიურ შედეგებსა და უფრო აქტიურ პირისპირ კომუნიკაციას თანატოლებთან.

27/08/2026

🌿 ბუნება ყოველთვის გვაოცებს!

🐿️ ჩვენს სკოლის ეზოში გადაღებულმა ამ პატარა, საყვარელმა ბინადარმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რამდენად მნიშვნელოვანია ბუნებასთან ჰარმონიული თანაცხოვრება.

✅გავუფრთხილდეთ გარემოს, დავიცვათ ბუნება და დავაფასოთ მისი თითოეული პატარა საოცრება!

#ბუნება #გარემოსდაცვა

🙏 მადლობა გლდანი-ნაძალადევის რაიონის  საგანმანათლებლო რესურსცენტრი და პროექტის ორგანიზატორებს მხარდაჭერისთვის, ზრუნვისა ...
26/08/2026

🙏 მადლობა გლდანი-ნაძალადევის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრი და პროექტის ორგანიზატორებს მხარდაჭერისთვის, ზრუნვისა და მოსწავლეებისთვის საინტერესო, შემეცნებითი და მნიშვნელოვანი გამოცდილების შექმნისთვის.

🌟 გვჯერა, რომ მიღებული ცოდნა და გამოცდილება ჩვენს მოსწავლეებს დაეხმარება, გახდნენ უფრო კრიტიკული, პასუხისმგებლიანი და ინფორმირებული მედიის მომხმარებლები.

ℹ️ გაეცანით ინფორმაციას პირველკლასელთა ფორმების შესახებ.
24/08/2026

ℹ️ გაეცანით ინფორმაციას პირველკლასელთა ფორმების შესახებ.

19/08/2026

📣 პირველკლასელთა მშობლების საყურადღებოდ!

პირველკლასელთა ფორმების რეალიზაცია მოხდება 6 სექტემბერს, ქალაქ თბილისის N138 საჯარო სკოლაში 11:00 საათისან - 19:00 საათამდე.
📍მისამართი: დასახლება ზღვის უბანი,
ლევან ჭოჭუას ქუჩა N36.

მშობლებმა თან უნდა იქონიოთ:
✅ ბავშვის დაბადების დამადასტურებელი (იდენტიფიცირების) დოკუმენტი.
✅ სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე მოსწავლის ბაზაში გადამოწმება ადგილზე მოხდება, დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა არ იქნება საჭირო.

💰გაითვალისწინეთ, რომ ფორმის შეძენისას გადახდა მხოლოდ საბანკო ბარათით (უნაღდო ანგარიშსწორებით) განხორციელდება.

🗓️ ფორმების შეძენა აღნიშნულ მისამართზე
14 სექტემბრამდე იქნება შესაძლებელი.
თუმცა N32 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის განრიგით გათვალისწინებულია 6 სექტემბერი.

09/08/2026

ℹ️ ინფორმაცია სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით.

უდიდესი ტკივილი და მწუხარება შემოაწვა ჩვენი სკოლის დიდ ოჯახს...💔 მაკა მელქაძე არ ყოფილა მხოლოდ ბიოლოგიის მასწავლებელი, ი...
17/07/2026

უდიდესი ტკივილი და მწუხარება შემოაწვა ჩვენი სკოლის დიდ ოჯახს...
💔 მაკა მელქაძე არ ყოფილა მხოლოდ ბიოლოგიის მასწავლებელი, ის იყო ადამიანი, რომელიც თავად ასხივებდა სიცოცხლეს, სიკეთესა და უსაზღვრო სიყვარულს. მისი თბილი ღიმილი, მშვიდი ხმა და თითოეული ბავშვისადმი მეგობრული დამოკიდებულება სკოლის დერეფნებსა თუ საკლასო ოთახებში განსაკუთრებულ აურას ქმნიდა.
🕊️ სკოლის კოლექტივი გულწრფელ სამძიმარსა და თანაგრძნობას უცხადებს ოჯახს, ახლობლებს, მის საყვარელ მოსწავლეებსა და სრულიად სასკოლო საზოგადოებას.

Address

აპოლონ ჯინჭარაძის N11 ( ყოფილის ჩარგლის ქ. N24)
Tbilisi
0180

Opening Hours

Monday 08:00 - 19:00
Tuesday 08:00 - 19:00
Wednesday 08:00 - 19:00
Thursday 08:00 - 19:00
Friday 08:00 - 19:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სსიპ ქალაქ თბილისის N32 საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to სსიპ ქალაქ თბილისის N32 საჯარო სკოლა:

Shortcuts

Share