სენტ-ეგზიუპერის სკოლა Ecole Saint-Exupéry

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სენტ-ეგზიუპერის სკოლა Ecole Saint-Exupéry

სენტ-ეგზიუპერის სკოლა  Ecole Saint-Exupéry 2011 წელს ჩვენი სკოლა შევიდა რობერ შუმანის ევროპული სასწავლებლის შემადგენლობაში

25/09/2026

26 სექტემბერი — ენების ევროპული დღეა! 🇪🇺

სენტ-ეგზიუპერის სკოლის მოსწავლეებმა ეს დღე მრავალფეროვანი, საინტერესო და სახალისო აქტივობებით აღნიშნეს.
გიზიარებთ მე-11 ა კლასის მოსწავლეების სახალისო ვიდეოს ენისგასატეხებზე.
მოსწავლეებმა გაიხსენეს ბავშვობაში ნასწავლი ენის გასატეხები, აღმოაჩინეს და დაამატეს სხვა ენებიდან, და კიდევ ერთხელ დაგვანახეს, თუ რამდენად საინტერესო და სახალისო შეიძლება იყოს ენის სწავლა.
🇪🇺 ენა — ადამიანებს შორის გადებული ხიდია❤️
#ენებისევროპულიდღე #სენტეგზიუპერისსკოლა
🎉 გილოცავთ ენების ევროპულ დღეს!

25/09/2026

✨ „ენები გვაერთიანებს!“✨

ენების ევროპული დღის აღსანიშნავად,
5ბ კლასის მოსწავლეებმა, მონაწილეობა მიიღეს კონკურსში:
🌍 ✨ „ენები გვაერთიანებს“✨ 🌍

მოსწავლეებმა ნახატების საშუალებით გადმოსცეს საკუთარი ხედვა ენების ძალისა და მნიშვნელობის შესახებ.

🇨🇵🇬🇪სასიამოვნო შეხვედრა სენტ-ეგზიუპერის სკოლაში22 სექტემბერს სენტ-ეგზიუპერის სკოლას, ადმინისტრაციის,  პედაგოგებისა და ფრ...
23/09/2026

🇨🇵🇬🇪სასიამოვნო შეხვედრა სენტ-ეგზიუპერის სკოლაში

22 სექტემბერს სენტ-ეგზიუპერის სკოლას, ადმინისტრაციის, პედაგოგებისა და ფრანგული ენის შემსწავლელი მოსწავლეების გაცნობის მიზნით ესტუმრნენ ფრანგული ინსტიტუტის ახალი დირექტორი, ქალბატონი სალომე გეორგიევი, კავკასიის ფრანგული სკოლის ახალი დირექტორი, ქალბატონი მაგალი აქტას-ვალიე და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ატაშე ლინგვისტიკის და საგანმანათლებლო თანამშრომლობის დარგში ქალბატონი ქეთევან ქურციკიძე.

🔸️სტუმრები დაესწრნენ სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილი ესეების კრებულის წარდგენას, რომელიც მიეძღვნა ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის "პატარა პრინცის" საფრანგეთში პირველი გამოცემიდან 80 წლის იუბლეს.

🔸️ეს შეხვედრა იყო ლამაზი შესაძლებლობა გაგვეზიარებინა სტუმრებისთვის ჩვენი მოსწავლეების შემოქმედებითობა და ენთუზიაზმი.

🔸️სტუმრებმა მიულოცეს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება და მათ მომავალშიც მრავალი საინტერესო და წარმატებული პროექტის განხორციელება უსურვეს.

🇬🇪🇨🇵Le 22 septembre, l’école Saint-Exupéry a eu le plaisir d’accueillir, pour une première visite de découverte de l’établissement, Mme Salomé Georgiev, nouvelle directrice de l’Institut français de Géorgie, Mme Magali Aktas-Vallier, nouvelle proviseure de l’École française du Caucase, ainsi que Mme Ketevan Kurtsikidze, attachée de coopération linguistique et éducative de l' Institut Français de Géorgie.

🔸️Les invitées ont assisté à la présentation d’un recueil d’essais réalisés par les élèves de l’école à l’occasion du 80ᵉ anniversaire de la première publication du "Petit Prince" d'Antoine de Saint-Exupéry en France.

🔸️Les invités ont également félicité les élèves et les enseignants à l'occasion de la rentrée scolaire et leur ont souhaité beaucoup de succès dans la réalisation de nouveaux projets educatifs enrichissants.

21/09/2026

გელოდებით ხვალ! ❤️

15/09/2026

🎉კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს სკოლაში!
დღეიდან თქვენ სენტ-ექსის დიდი ოჯახის წევრები ხართ და ამაყად ატარებთ სენტექსელების სახელს.
გილოცავთ სასკოლო ცხოვრების დაწყებას — ახალი, საინტერესო მოგზაურობის პირველ დღეს!
აქ თქვენ ისწავლით, იოცნებებთ, შექმნით და საკუთარ შესაძლებლობებს უკეთ გაიცნობთ.
გისურვებთ წარმატებულ, ხალისიან, ბედნიერ, საინტერესო და აღმოჩენებით სავსე სასწავლო წელს!🩷

Send a message to learn more

🔔ახალი სასწავლო წლის დაწყება სენტ-ეგზიუპერის სახელობის სკოლაში განსაკუთრებული ემოციებითა და ჯადოსნური განწყობით აღვნიშნე...
15/09/2026

🔔ახალი სასწავლო წლის დაწყება სენტ-ეგზიუპერის სახელობის სკოლაში განსაკუთრებული ემოციებითა და ჯადოსნური განწყობით აღვნიშნეთ.

🌏წელს ჩვენი სკოლის ყველაზე პატარა წევრები, პირველკლასელები, პატარა უფლისწულის სამყაროში ვამოგზაურეთ!✨

🫅🏼🦊პირველკლასელებს სკოლის ეზოში პატარა უფლისწული და მელია დახვდნენ და მათი პირველი ნაბიჯები ცოდნის პლანეტისკენ სწორედ მათთან ერთად დაიწყო. ბავშვებმა სიმბოლურ საჩუქრებთან ერთად მიიღეს ჩვენი სკოლის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ წინ მათ დიდი, საინტერესო და თავგადასავლებით სავსე მოგზაურობა ელოდებათ.⭐

🔔პირველკლასელთა საზეიმო მიღების შემდეგ კი დავრეკეთ პირველი ზარი!

✨კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ჩვენო პატარა მოგზაურებო!❤️

✨გისურვებთ, რომ თქვენი სასკოლო გზა იყოს ცოდნით, აღმოჩენებით, სიყვარულითა და უამრავი ბედნიერი მოგონებით სავსე!❤️

30/08/2026

არაჩვეულებრივი თავგადასავალი
Une aventure magnifique avec "Génération LabelFrancÉducation"

🔸️2026 წლის 18 ივლისიდან 1 აგვისტომდე სენტ-ეგზიუპერის სკოლის ორმა მოსწავლემ — ლუკა კილოსანიძე-მენაბდემ და ელისაბედ ზარქუამ — მონაწილეობა მიიღეს პროგრამაში „Génération LabelFrancÉducation“.

🔸️პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაეუმჯობესებინათ ფრანგული ენის ცოდნა, გაცნობოდნენ სხვადასხვა ქვეყნის თანატოლებს და მონაწილეობა მიეღოთ მრავალფეროვან კულტურულ, საგანმანათლებლო და სპორტულ აქტივობებში.

🔸️15 დღის განმავლობაში ისინი ცხოვრობდნენ მასპინძელ ფრანგულ ოჯახებში, ეცნობოდნენ ფრანგულ კულტურასა და ცხოვრების წესს და დაუვიწყარ გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებს აგროვებდნენ.

🔸️პროგრამა „Génération LabelFrancÉducation“ მიზნად ისახავს ფრანგული ენის შემსწავლელი მოსწავლეების საერთაშორისო ქსელის შექმნას. ყოველწლიურად პროგრამაში ერთიანდებიან 16-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეები, რომლებიც LabelFrancÉducation-ის სტატუსის მქონე სკოლებში სწავლობენ.

🔸️2026 წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შერჩეულმა 44 მოსწავლემ მონაწილეობა მიიღო ამ განსაკუთრებულ გამოცდილებაში.

🔸️პროგრამის მონაწილეებისთვის მოგზაურობა განსაკუთრებით მრავალფეროვანი აღმოჩნდა. მათ დაუვიწყარი დღეები გაატარეს ვიშიში, თერმული წყლებით განთქმულ ქალაქში, ეწვივნენ პარიზს, ხოლო შატო დე მიუროლის (Château de Murol) მონახულებისას შუა საუკუნეების სამყაროში იმოგზაურეს. პროგრამის ფარგლებში მათ ასევე მოინახულეს კლერმონ-ფერანი (Clermont-Ferrand).

🔸️პროგრამა განხორციელდა LabelFrancÉducation-ის ქსელში აკრედიტებული სკოლებისთვის სპეციალური შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის Institut Français de Géorgie და უცხოეთში ფრანგული განათლების სააგენტოს (AEFE) მხარდაჭერით, სასწავლო ცენტრ CAVILAM – Alliance française de Vichy-სთან პარტნიორობით.

🔸️ პროგრამის "Génération LabelFrancÉducation“ მთავარი მიზანია ფრანგული ენის პოპულარიზაცია, ფრანგულენოვანგანათლების განვითარება და სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეებს შორის კულტურული და საგანმანათლებლო კავშირების გაძლიერება.

🔸️ჩვენ განსაკუთრებით ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეებით, რომლებმაც სენტ-ეგზიუპერის სკოლა ამ საერთაშორისო პროგრამაში ღირსეულად და ენთუზიაზმით წარმოადგინეს.

🔸️Du 18 juillet au 1er août 2026, deux élèves de l’École Saint-Exupéry, Luka Kilosanidze-Menabde et Elisabed Zarqua, ont eu le plaisir de participer au programme « Génération LabelFrancÉducation ».

🔸️Tout au long du programme, les élèves ont eu l’occasion de perfectionner leur français, de rencontrer des jeunes venus de différents pays et de participer à de nombreuses activités culturelles, éducatives et sportives. Pendant quinze jours, ils ont été accueillis au sein de familles françaises, découvrant ainsi la culture et le mode de vie français et vivant une expérience riche en découvertes et en rencontres.

🔸️Le programme « Génération LabelFrancÉducation » a pour objectif de créer et de développer un réseau international de jeunes apprenant le français. Chaque année, il réunit des élèves âgés de 16 à 18 ans, scolarisés dans des établissements labellisés LabelFrancÉducation.

🔸️En 2026, 44 élèves venus de différents pays du monde ont été sélectionnés pour vivre cette expérience exceptionnelle. Pendant quinze jours, ils ont été accueillis au sein de familles françaises, ce qui leur a permis de découvrir la culture et le mode de vie français au quotidien.

🔸️Le séjour a été rythmé par de nombreuses découvertes. Les participants ont vécu des moments inoubliables à Vichy, ville réputée pour ses sources thermales, et ont également découvert Paris. Au Château de Murol, ils ont remonté le temps à la découverte de l’univers médiéval. Le programme leur a également permis d’explorer Clermont-Ferrand.

🔸️Cette expérience a été proposée dans le cadre d’une offre spéciale destinée aux établissements scolaires membres du réseau LabelFrancÉducation, avec le soutien de l’Institut français de Géorgie et de l’Agence pour l’enseignement français à l’étranger (AEFE), en partenariat avec CAVILAM – Alliance française de Vichy.

🔸️Le programme « Génération LabelFrancÉducation » a pour ambition de promouvoir la langue française, de contribuer au développement de l’éducation francophone et de renforcer les liens culturels et éducatifs entre les jeunes de différents pays.

🔸️Nous sommes particulièrement fiers de nos deux élèves, qui ont représenté l’École Saint-Exupéry avec enthousiasme et dignité au sein de ce programme international.

29/08/2026

📖პროფესიული გადამზადება საფრანგეთში — ახალი გამოცდილება და შესაძლებლობები
📖Formation professionnelle en France : une expérience enrichissante et de nouvelles perspectives

🔹6-დან 17 ივლისამდე სენტ-ეგზიუპერის სკოლის პედაგოგებმა — ხათუნა გურაშვილმა (ფრანგული ენა) და გზავიე ალეგრმა (ისტორია-გეოგრაფია ფრანგულ ენაზე) — გაიარეს პროფესიული გადამზადების კურსი საფრანგეთის განათლებისა და სწავლების უმაღლესი კვლევების ინსტიტუტში — IHE2F, შასნეი-დუ-პუატუში (Chasseneuil-du-Poitou).

🔹სტაჟირება განხორციელდა "LabelFrancÉducation" ქსელში აკრედიტებული სკოლებისთვის სპეციალური შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის Institut Français de Géorgie და უცხოეთში ფრანგული განათლების სააგენტოს (AEFE) მხარდაჭერით.

🔹️სენტ-ეგზიუპერის სკოლა საქართველოს ერთადერთი სკოლაა, რომელიც LabelFrancÉducation-ის ქსელშია გაწევრიანებული.

🔹LabelFrancÉducation 2012 წელს შეიქმნა ბილინგვური განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

🔹️2019 წლიდან საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტრო (MEAE) ხელს უწყობს სტატუსის "LabelFrancÉducation" მქონე სკოლების განვითარებას და მათთვის სპეციალური შეთავაზებების დაფინანსებას.

🔹პროგრამა მოიცავს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერას, თანამედროვე პედაგოგიური რესურსების შეთავაზებასა და ბილინგვურ სკოლებში ისტორიის, გეოგრაფიის, ბიოლოგიის, მათემატიკის და სხვა არაენობრივი საგნების ფრანგულ ენაზე სწავლებისთვის სპეციალურად ადაპტირებული რესურსების შექმნას.

🔹პროფესიული გადამზადება მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა როგორც პედაგოგთა პროფესიული განვითარებისთვის, ისე ბილინგვური განათლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის.

🔹საფრანგეთში მიღებული ახალი გამოცდილება, კოლეგებთან პროფესიული ურთიერთობა და გამოცდილების გაზიარება ჩვენს პედაგოგებს აძლევს შესაძლებლობას, სასწავლო პროცესში დანერგონ ახალი მიდგომები და იდეები და კიდევ უფრო განავითარონ ფრანგულენოვანი ბილინგვური განათლება სენტ-ეგზიუპერის სკოლაში.

🔹განვითარება, გამოცდილების გაზიარება და ახალი იდეები — ხარისხიანი ბილინგვური განათლებისთვის!

🔹Du 6 au 17 juillet, les enseignants de l’École Saint-Exupéry, Khatuna Gurashvili, professeure de français, et Xavier Allegre, professeur d’histoire-géographie en français, ont participé à une formation professionnelle en France, à l’Institut des hautes études de l’éducation et de la formation (IHE2F), à Chasseneuil-du-Poitou.
Cette formation a été organisée dans le cadre d’une offre spéciale destinée aux établissements scolaires membres du réseau LabelFrancÉducation, avec le soutien de l’Institut français de Géorgie et de l’Agence pour l’enseignement français à l’étranger (AEFE).

🔹L’École Saint-Exupéry est le seul établissement scolaire de Géorgie à être membre du réseau LabelFrancÉducation.

🔹Créé en 2012, le LabelFrancÉducation a pour objectif de soutenir et de promouvoir le développement de l’enseignement bilingue.

🔹Depuis 2019, le Ministère de l’Europe et des Affaires étrangères (MEAE) accompagne le développement des établissements labellisés LabelFrancÉducation et finance des offres spécifiques à leur intention. Ce dispositif comprend notamment le soutien à la formation professionnelle des enseignants ainsi que la mise à disposition de ressources pédagogiques adaptées à l’enseignement en français de disciplines non linguistiques telles que l’histoire, la géographie, les mathématiques, la biologie et d’autres matières dans les établissements bilingues.

🔹Cette formation professionnelle constitue une précieuse opportunité de développement des compétences des enseignants et contribue à l’amélioration de la qualité de l’enseignement bilingue.

🔹Elle permet également de rencontrer des collègues, de partager des expériences et des pratiques pédagogiques, et de faire émerger de nouvelles idées susceptibles d’enrichir les pratiques en classe.

🔹Développer les compétences, partager les expériences et faire naître de nouvelles idées pour une éducation bilingue de qualité !

🎉ყველა სენტ-ექსელი უკვე სტუდენტია! 👩🏻‍🎓გვინდა დიდი სიხარულით გაცნობოთ, რომ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები სწავლას გააგრ...
28/08/2026

🎉ყველა სენტ-ექსელი უკვე სტუდენტია! 👩🏻‍🎓

გვინდა დიდი სიხარულით გაცნობოთ, რომ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები სწავლას გააგრძელებენ საქართველოსა და საფრანგეთის წამყვან უნივერსიტეტებში🎓

გულითადად ვულოცავთ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას და ვუსურვებთ უდიდეს წარმატებებს მშობლიურ და საერთაშორისო ასპარეზზე! ✨

გვახსოვდეს, რომ ,,ჩვენ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ" ♥️

Address

ფალიაშვილის 42
Tbilisi
0179

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995 32 2 23 37 12

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სენტ-ეგზიუპერის სკოლა Ecole Saint-Exupéry posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to სენტ-ეგზიუპერის სკოლა Ecole Saint-Exupéry:

Shortcuts

Share

Category