თბილისის პირველი სამედიცინო სასწავლებელი ერთ-ერთი პირველი კოლეჯია, რომელიც 1918 წელს საზოგადო მოღვაწეების ძალისხმევითა და საზოგადოების მხარდაჭერით დაარსდა. მას შემდეგ მუდმივ განვითარებას გადის და თანამედროვე სტანდარტებთან ყოველთვის თანხვედრაშია.
ქვეყნის განვითარების თანამედროვე ეტაპზე, პროფესიული განათლების სისტემის რეფორმირების სტრატეგიის შესაბამისად და ახალი საგანმანათლებლო სტანდარტების შესატყვისად, ჩვენთან შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამები გათვლილია მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მოსამზადებლად, ჯანდაცვის სფეროს შრომის ბაზარზე დასაქმებისათვის საჭირო და აუცილებელი ცოდნის მისაღებად. სწავლებას ახორციელებენ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები და პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებული ადმინისტრაციული პერსონალი. კოლეჯში სასწავლო გარემო უზრუნველყოფილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და რესურსით.
კოლეჯის მიზანია პროფესიულმა სტუდენტებმა მიიღონ ხარისხიანი განათლება და გამოიმუშავონ აუცილებელი თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რაც მათი წარმატების და Სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების გაწევის საწინდარია. ამასთან ერთად, მიიღონ არა მხოლოდ პროფესიული ცოდნა, არამედ ის ღირებულებები, რაც ერთი საუკუნის მანძილზე თაობიდან თაობას გადაეცემოდა.
1918 წლიდან 100 წელზე მეტი გავიდა, ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ამდენი წლის მანძილზე თბილისის პირველ სამედიცინო სასწავლებელს არც ერთხელ დაუკარგავს აქტუალობა და ის ხედვა, რომ უზრუნველყოს სამართლიანი, ჰუმანური, თანასწორი, კონკურენტუნარიანი, სტუდენტზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემო, სადაც ყველას აქვს არჩევანის, ხარისხიანი პროფესიული განათლების მიღების და თვითგამოხატვის თავისუფლება.