სკოლა ოლიმპი • School Olimp

სკოლა ოლიმპი • School Olimp სკოლა „ოლიმპი"

„ოლიმპი“- მრავალწლიანი, სტაბილური გამოცდილების მქონე სკოლაა, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პედაგოგებით და საუკეთესო განათლების მიღებასთან ერთად, ჯანსაღი ცხოვრების სტილს აჩვევს ახალგაზრდებს.
სკოლის მიზანია ეროვნული ფასეულობებისა და ღირებულებების, აკადემიური სტანდარტებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამამკვიდრებელი, სოციალურად აქტიური, მრავალმხრივ განვითარებული მოქალაქის ჩამოყალიბება და მათი ჰოლისტური განვითარებისათვის ხელშემწყობი სერვისებისა და გარემოს უზრუნველყოფა.
სკოლა გთავაზობთ:
· უსაფრთხო და დაცულ ინფრასტრუქტურას 9:00 -17:00 საათამდე
· ტოლერანტულ და პატივისცემით გამსჭვალულ გარემოს
· სწავლების თანამედროვე მიდგომებსა და პროგრამებს
· აკადემიური, სპორტული და გასართობი აქტივობების მრავალფეროვნებას
· მცირერიცხოვან ჯგუფებს
· დაბალანსებულ სასკოლო კვებას
· ღია და დახურულ სივრცეებს ექსტრაკურიკულური აქტივობებისთვის
· თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ საინფორმაციო ტექნოლოგიების ოთახს
· შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილ ლაბორატორიას
· გასვლითი და კულტურული აქტივობების პროგრამას
· ტრანსპორტის სერვისს
· საშაბათო და საზაფხულო სკოლებს
· მოსამზადებელ განყოფილებას სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის

„ოლიმპი“ - სახლი, რომელშიც ცხოვრობ.

🔔2026-2027 აკადემიურ წელს სკოლა "ოლიმპი" სასწავლო პროცესს დაიწყებს 15 სექტემბერს 📚🎓✨🎉ძვირფასო მოსწავლეებო, მოუთმენლად ვე...
11/09/2026

🔔2026-2027 აკადემიურ წელს სკოლა "ოლიმპი" სასწავლო პროცესს დაიწყებს 15 სექტემბერს 📚🎓✨

🎉ძვირფასო მოსწავლეებო, მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას📖✏️🎒🚀💙

🔔We are pleased to inform you that the 2026–2027 academic year at Olympi School will officially commence on September 15 📚🎓✨
🎉We look forward to welcoming all of you to a new year of learning, growth and achievement 📖✏️🎒🚀💙

04/09/2026

✅სკოლა „ოლიმპში“ საკალათბურთო კლუბი „ოვერტაიმი“ ახალ წევრებს იღებს!

🏀 სპორტი, მეგობრობა და განვითარება — ერთ სივრცეში!

ჩვენი სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა ეძლევათ, ითამაშონ კალათბურთი, განივითარონ სპორტული უნარები და გაიუმჯობესონ გუნდური მუშაობა, დისციპლინა და თავდაჯერებულობა. 🏀💪

თუ თქვენს შვილს უყვარს კალათბურთი ან სურს, შეისწავლოს ეს სპორტი, ეს შესაძლებლობა სწორედ მისთვისაა!

📍 საკალათბურთო კლუბი „ოვერტაიმი“
📩 დამატებითი ინფორმაციისთვის: 557 112 230

სპორტული კლუბი „ქართველა“ სკოლა „ოლიმპიში“ იწყებს ფრენბურთის ვარჯიშებს. თუ გიყვარს სპორტი, აქტიური ცხოვრება და გუნდური თ...
04/09/2026

სპორტული კლუბი „ქართველა“ სკოლა „ოლიმპიში“ იწყებს ფრენბურთის ვარჯიშებს.

თუ გიყვარს სპორტი, აქტიური ცხოვრება და გუნდური თამაში - ეს შესაძლებლობა შენთვისაა.

ვარჯიშები ჩატარდება სკოლა „ოლიმპის“ სპორტულ დარბაზში „ქართველას“ პროფესიონალი მწვრთნელების ხელმძღვანელობით.

ვარჯიშებზე ბავშვები შეძლებენ:
•ისწავლონ და გაიუმჯობესონ ფრენბურთის ტექნიკა
•განავითარონ ფიზიკური შესაძლებლობები
•შეიძინონ გუნდური მუშაობის უნარები
•მიიღონ გამოცდილება და გადადგან პირველი ნაბიჯი პროფესიონალური სპორტისკენ.

დაარეგისტრირდით ბმულზე:
https://form.jotform.com/262434617152454
ან დაგვიკავშირდით: 598 083 908

ერთი მოგზაურობა — უამრავი ახალი აღმოჩენა! 🌍✨პრაღის საზაფხულო სკოლის ფარგლებში ჩვენი მოსწავლეების ევროპული თავგადასავალი ...
18/08/2026

ერთი მოგზაურობა — უამრავი ახალი აღმოჩენა! 🌍✨
პრაღის საზაფხულო სკოლის ფარგლებში ჩვენი მოსწავლეების ევროპული თავგადასავალი გრძელდება.

ამჯერად მათ კიდევ ერთი საინტერესო ქალაქი მოინახულეს. ბრატისლავა, სადაც ისტორიული გარემო, ევროპული კულტურა და ახალი შთაბეჭდილებები ერთ დაუვიწყარ დღედ გაერთიანდა 🇸🇰✨

ქალაქის ქუჩებში სეირნობისას მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ ბრატისლავის ისტორიულ მემკვიდრეობას, აღმოეჩინათ მისი გამორჩეული ღირსშესანიშნაობები და კიდევ უფრო ახლოს შეხებოდნენ ცენტრალური ევროპის კულტურას 🏰✨

ასეთი ვიზიტები მოსწავლეებისთვის მხოლოდ მოგზაურობა არ არის — ეს არის სწავლა გამოცდილებით, ახალი კულტურების აღმოჩენა, თვალსაწიერის გაფართოება და სამყაროს უკეთ შეცნობა.

სწორედ ასეთი დღეები ქმნის იმ მოგონებებსა და გამოცდილებას, რომლებიც სასკოლო წლების შემდეგაც დიდხანს რჩება 💫

For English scroll down👇

One Journey — New Discoveries! 🌍✨
Our students’ European adventure continues as part of the Prague Summer School!

This time, they had the opportunity to visit another fascinating European city — Bratislava, where history, European culture, and new experiences came together to create a truly unforgettable day 🇸🇰✨

As they explored the streets of Bratislava, our students had the opportunity to discover the city’s rich historical heritage, admire its remarkable landmarks, and gain a deeper understanding of Central European culture 🏰✨

For our students, experiences like this are about much more than travel — they are about learning through experience, discovering new cultures, broadening horizons, and gaining a deeper understanding of the world around them.

It is precisely these kinds of days that create memories and experiences that remain with students long after their school years are over 💫

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენი მოსწავლეები ამჟამად ევროპის ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქ პრაღაში იმყოფებიან და ყოველდღიურა...
10/08/2026

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენი მოსწავლეები ამჟამად ევროპის ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქ პრაღაში იმყოფებიან და ყოველდღიურად იძენენ ახალ გამოცდილებას ✨

მათ აქვთ შესაძლებლობა:
🗣️ განივითარონ ინგლისური ენის პრაქტიკული უნარები;
🤝 გაიცნონ თანატოლები სხვადასხვა ქვეყნიდან;
🏛️ უკეთ შეისწავლონ ჩეხეთის კულტურა და ისტორია;
🌱 გაიფართოონ თვალსაწიერი და შეიძინონ ცოდნა, რომელიც მათ მომავალ წარმატებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ პრაღის საზაფხულო სკოლა უკვე მეორე წელია „ოლიმპის“ საერთაშორისო საგანმანათლებლო ტრადიციის ნაწილია 💙

ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს საინტერესო, ნაყოფიერ და დაუვიწყარ დღეებს!

გვჯერა, რომ ყოველი ახალი გამოცდილება მათ კიდევ უფრო თავდაჯერებულ, დამოუკიდებელ და წარმატებულ ადამიანებად აყალიბებს ❤️

სკოლა „ოლიმპი“ — ვქმნით შესაძლებლობებს, რომლებიც საზღვრებს სცდება 🌍 💡🚀

For English scroll down 👇

We are delighted to share that our students are currently in Prague, one of Europe’s most beautiful cities, where they are gaining new experiences every day ✨

During their stay, they have the opportunity to:

🗣️ enhance their practical English language skills;

🤝 meet and connect with peers from different countries;

🏛️ explore the rich culture and history of the Czech Republic;

🌱 broaden their horizons and gain knowledge that will play an important role in their future success.

We are especially proud that, for the second consecutive year, the Prague Summer School has become an integral part of Olympi School’s international educational tradition💙

We wish our students an inspiring, productive, and unforgettable experience!

We believe that every new experience helps them grow into more confident, independent, and successful individuals ❤️

Olympi — Creating opportunities beyond borders. 🌍💡🚀

♟️🏆 სკოლა „ოლიმპში“ ჭადრაკის ტურნირის „ოლიმპის თასი – 2026“ გამარჯვებულების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.💙 ტურ...
03/07/2026

♟️🏆 სკოლა „ოლიმპში“ ჭადრაკის ტურნირის „ოლიმპის თასი – 2026“ გამარჯვებულების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.
💙 ტურნირმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ ჭადრაკი მხოლოდ თამაში არ არის. ის ავითარებს სტრატეგიულ აზროვნებას, ლოგიკას, პასუხისმგებლობის გრძნობასა და მიზანდასახულობას.

👏 ვულოცავთ ყველა გამარჯვებულსა და პრიზიორს დამსახურებულ წარმატებას! განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს აქტიურობის, ღირსეული ასპარეზობისა და სპორტული სულისკვეთებისთვის.

🌟 გვჯერა, რომ თითოეული პარტია, მიღებული გამოცდილება და მიღწეული შედეგი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ახალი მიზნების, წარმატებებისა და გამარჯვებებისკენ.

For English scroll down👇

♟️🏆 School Olympi hosted the awards ceremony for the winners of the "Olympi Cup 2026" Chess Tournament.

💙 The tournament demonstrated that chess is far more than just a game. It fosters strategic thinking, logical reasoning, a strong sense of responsibility, and determination.

👏 Congratulations to all the winners and prize recipients on their well-deserved achievements! We also extend our sincere appreciation to every participant for their enthusiasm, fair play, dedication and exemplary sportsmanship.

🌟 We believe that every match played, every lesson learned and every achievement earned marks another important step toward new goals, greater accomplishments and future victories.

🤝 გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი • Grigol Robakidze University-ის დავის ადრეული და ეფექტური გადაწყვეტის მედიაციის ცენტრთა...
02/07/2026

🤝 გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი • Grigol Robakidze University-ის დავის ადრეული და ეფექტური გადაწყვეტის მედიაციის ცენტრთან თანამშრომლობის ფარგლებში, სკოლა „ოლიმპის" საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის გაიმართა ტრენინგი სახელწოდებით „შესავალი მედიაციაში“.
💡 ტრენინგის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის მედიაციის არსის, კონფლიქტების მშვიდობიანი მართვისა და ეფექტური კომუნიკაციის მნიშვნელობის გაცნობა. მონაწილეებმა მიიღეს როგორც თეორიული ცოდნა, ისე პრაქტიკული გამოცდილება, რაც მათ დაეხმარება თანამშრომლობის, აქტიური მოსმენის, კრიტიკული აზროვნებისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარების განვითარებაში.
🌱 სკოლა „ოლიმპი“ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ისეთი საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას, რომლებიც მოსწავლეებს არა მხოლოდ აკადემიური ცოდნის გაღრმავებაში, არამედ ლიდერული, სოციალური და ცხოვრებისეული კომპეტენციების განვითარებაშიც უწყობს ხელს.
🙏 მადლობას ვუხდით გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის დავის ადრეული და ეფექტური გადაწყვეტის მედიაციის ცენტრს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, პროფესიონალიზმისა და ჩვენი მოსწავლეებისთვის საინტერესო, პრაქტიკული და შინაარსიანი ტრენინგის ჩატარებისთვის.
✨ გვჯერა, რომ მსგავსი თანამშრომლობები ხელს უწყობს ახალგაზრდებში დიალოგის, ურთიერთპატივისცემისა და მშვიდობიანი კომუნიკაციის კულტურის დამკვიდრებას.

For English scroll down 👇

🤝 As part of the collaboration with the Mediation Center for Early and Effective Dispute Resolution at გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი • Grigol Robakidze University, School Olympi hosted a training session entitled "Introduction to Mediation" for lower and upper secondary school students.

💡 The training introduced students to the fundamental principles of mediation, highlighting the value of peaceful conflict resolution, constructive dialogue and effective communication. Through a combination of interactive discussions and practical activities, participants gained valuable knowledge and strengthened essential competencies, including collaboration, active listening, critical thinking, problem-solving and informed decision-making.

🌱 We are committed to creating meaningful learning experiences that extend beyond the classroom. By integrating initiatives like this into the educational journey, we empower our students to become responsible, empathetic and confident individuals equipped with the skills needed to thrive in an ever-changing world.

🙏 We extend our sincere appreciation to the Mediation Center for Early and Effective Dispute Resolution at Grigol Robakidze University for their professionalism, dedication and invaluable partnership in delivering an inspiring, engaging and impactful learning experience for our students.

✨ We believe that collaborations of this kind cultivate a culture of dialogue, mutual respect and peaceful conflict resolution, while preparing young people to become active, responsible and compassionate members of society.

თემურ უგულავა იყო ადამიანი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი სკოლის დაარსებასა და განვითარებაში. მისი ხედვა, ...
22/06/2026

თემურ უგულავა იყო ადამიანი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი სკოლის დაარსებასა და განვითარებაში. მისი ხედვა, ენერგია და საქმიანობა ჩვენი ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია.

სკოლა “ოლიმპის” სახელით ვუსამძიმრებთ მის ოჯახსა და ყველა ახლობელს ამ მძიმე დანაკარგს.
პატივს მივაგებთ მის ხსოვნას და მადლიერებით ვიხსენებთ მის ღვაწლს.

🎾🏆 სიხარულით გიზიარებთ ჩვენი სკოლის მოსწავლის, გეგი გამეზარდაშვილის სპორტულ მიღწევებს! 🏆🎾საქართველოსა და აჭარის ჩოგბურთი...
08/06/2026

🎾🏆 სიხარულით გიზიარებთ ჩვენი სკოლის მოსწავლის, გეგი გამეზარდაშვილის სპორტულ მიღწევებს! 🏆🎾

საქართველოსა და აჭარის ჩოგბურთის ფედერაციების ეგიდით გამართულ ახალგაზრდულ საჩოგბურთო ტურნირზე — „აჭარის ღია პირველობაზე“, გეგი გამეზარდაშვილმა 14 წლამდე ვაჟთა შორის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 🥇🎉
წარმატებული სვლა გეგიმ მალევე გააგრძელა და „თელავის ღია პირველობაზე“ 14 წლამდე ვაჟთა შორის მან კვლავ დამაჯერებლად იასპარეზა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. 🏅👏
ვულოცავთ გეგის ამ მნიშვნელოვან წარმატებებს, ვუსურვებთ კიდევ ბევრ გამარჯვებასა და ახალ სპორტულ მწვერვალებს! 🌟🎾💪

🎾🏆 We are delighted to share the sporting achievements of our student, Gegi Gamezardashvili! 🏆🎾
At the youth tennis tournament “Adjara Open Championship”, held under the auspices of the Georgian Tennis Federation and the Adjara Tennis Federation, Gegi won the champion’s title in the Boys’ Under-14 category.🥇🎉
Gegi soon continued his successful run at the “Telavi Open Championship”, where he once again delivered an outstanding performance and became the winner of the tournament in the Boys’ Under-14 category. 🏅👏
We congratulate Gegi on these remarkable achievements and wish him many more victories, success and new sporting heights in the future! 🌟🎾💪

🏆სასიხარულო სიახლე ჩვენი სკოლისთვის! 26 მაისისადმი მიძღვნილ საჭადრაკო ტურნირში, რომელიც გაიმართა „ნანა ძაგნიძის საჭადრაკ...
01/06/2026

🏆სასიხარულო სიახლე ჩვენი სკოლისთვის!
26 მაისისადმი მიძღვნილ საჭადრაკო ტურნირში, რომელიც გაიმართა „ნანა ძაგნიძის საჭადრაკო სკოლაში“, ჩვენი სკოლის IV კლასის მოსწავლემ, ანდრია ცხომელიძემ, წარმატებით იასპარეზა და II ადგილი მოიპოვა! 🏆🥈

ანდრიამ გამოავლინა გამორჩეული აზროვნება, მიზანდასახულობა და მაღალი სპორტული უნარები, რითაც ჩვენი სკოლა კიდევ ერთხელ ასახელა.

ვულოცავთ ანდრიას ამ მნიშვნელოვან წარმატებას და მადლობას ვუხდით მის დამრიგებელს, ქალბატონ ნანა მოსეშვილს, მხარდაჭერისა და მოტივაციისთვის.

ვუსურვებთ მომავალშიც მრავალ გამარჯვებასა და წარმატებას! 🌟

🏆We are delighted to share that our talented student Andria Tskhomelidze, from Class IV, achieved an outstanding result at the Chess Tournament dedicated to Georgia’s Independence Day (May 26), held at the Nana Dzagnidze Chess School.

Demonstrating exceptional strategic thinking, determination and remarkable chess skills, Andria proudly secured 2nd Place amongst the tournament participants. 🏆🥈

His achievement is a testament to his hard work, perseverance and passion for the game, bringing great pride and honor to our school.

We warmly congratulate Andria on this significant accomplishment and extend our sincere gratitude to his homeroom teacher, Mrs. Nana Moseshvili, for her continuous encouragement, support and dedication.

We wish Andria many more victories, inspiring achievements and continued success in all his future endeavors! 🌟♟️👏

Address

ა. პოლიტკოვსკაიას (ყოფილი ჯიქიას) ქუჩა #3
Tbilisi
0186

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00

Telephone

0322 53 79 47

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სკოლა ოლიმპი • School Olimp posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to სკოლა ოლიმპი • School Olimp:

Shortcuts

Share

Category