ბიზნესის მართვის ფაკულტეტმა დაიწყო სოციალური პროექტი „ბიზნესის ანბანი“
ბიზნესის მართვის ფაკულტეტმა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დაიწყო პროექტი „ბიზნესის ანბანი“, რომელიც მიმართულია დაეხმაროს საზოგადოებას, თავიდან აიცილოს არასწორად დაგეგმილი ბიზნეს წამოწყებების შედეგად მიღებული ზიანი.
პროექტი გამიზნულია კერძო და სახელმწიფო სკოლის მოსწავლეებისათვის, რომლებიც მიღებული ცოდნის შედეგად საზოგადოებას გააცნობენ არასწორად დაგეგმილი ბიზნეს წამოწყების სავალალო შედეგებს. მიუხედავად მათი მომავალი კარიერული არჩევანისა, უნივერსიტეტს მიაჩნია, რომ ახალგაზრდობა სათანადოდ უნდა იყოს მომზადებული მომავალში მართებული ბიზნეს გადაწყვეტილებების მისაღებად. სწორედ ამისთვის არის გამიზნული ეს პროექტი.
პროექტის ინიციატორები გახლავთ ბიზნესის მართვის ფაკულტეტის მენეჯმენტის პროგრამის კოორდინატორი პროფესორი გიორგი ბაღათურია, დეკანის მრჩეველი დოქტორი თეონა მაისურაძე და ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტები: ეკატერინე ნაცვლიშვილი, ქრისტინე ბერეკაშვილი, ანი მახარაშვილი, მარიტა ქოჩუა, თათია ალფენიძე, დეა ბაღიშვილი, მარიამ სარალიძე, ანა ბოიკო და ოლგა ბოიკო.
პროექტი მრავალჯერადია და ფაკულტეტი იმედოვნებს, რომ სამომავლოდ უფრო ფართო მასშტაბებს მოიცავს. Faculty of Business Management Started CSR Project Basics of Business
In the name of educating our society about consequences of poorly planned business startups, Faculty of Business Management started a project of Basics of Business. The project is aimed at both public and private high school student as a target group who will help our society raise the awareness of trivial results of debt financing business startup. The participants of the project are the students regardless their career choice and especially the ones who do not plan to study business. The initiators of this project are professor Giorgi Baghaturia, Management Program Coordinator, Teona Maisuradze, PhD, Dean’s Advisor and successful students of Faculty of Business Management: Ekaterine Natsvlishvili, Kristine Berekashvili, Ani Makharashvili, Marita Kochua, Tatia Alpenidze, Dea Baghishvili, Mariam Saralidze, Ana Boiko and Olga Boiko. Faculty of Business Management plan to enlarge the scope of the project in the future.