ანდღულაძის ვოკალური ფონდი • Andghuladze Vocal Foundation

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ანდღულაძის ვოკალური ფონდი • Andghuladze Vocal Foundation

ანდღულაძის ვოკალური ფონდი • Andghuladze Vocal Foundation ანდღულაძის ვოკალური ფონდი

“ჩვენი ფონდი ვალდებულად თვლის თავს, პედაგოგებსაც და მშობლებსაც მოგიწოდოთ, მიგითითოთ, გირჩიოთ, რომ ნუ გამოიყენებთ უხეშად ...
28/09/2026

“ჩვენი ფონდი ვალდებულად თვლის თავს, პედაგოგებსაც და მშობლებსაც მოგიწოდოთ, მიგითითოთ, გირჩიოთ, რომ ნუ გამოიყენებთ უხეშად ნიჭიერი ბავშვების მონაცემებს და უნარებს, პუბერტატის ასაკში ვაცალოთ ორგანიზმს განვითარება და ჩამოყალიბება, ნუ გამოვაჭენებთ საჯაროდ ბავშვების ამ დროებით უძლურებას, მითუმეტეს სცენაზე ნუ გავაგდებთ მათ...”
ამ გადასახედიდან დავამატებთ, რომ პუბერტატის ასაკში საერთოდაც ჯობია თავი შეიკავოს სიმღერისგან მოზარდმა და რამე ინსტრუმენტს დაეუფლოს.
გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებულ მომავალს.

შეიძლება ზოგმა იფიქროს, რომ ახლა ამის დრო არაა, მაგრამ ჩვენი აზრით, შვილებზე ზრუნვა დროის მიღმაა, ხოლო კულტურული წინსვლა, ჩერჩილისა არ იყოს, ის საკითხია, რისთვისაც იბრძოდნენ და იბრძოლებენ მოწინავე და მოაზროვნე ადამიანები. ზუსტად ერთი წლის წინ გამოვაქვეყნეთ ეს ტექსტი და როგორც ჩანს, ყოველ წელს უნდა ვიმეოროთ, რომ როგორმე მივაწვდინოთ ხმა შვილების ჯანმრთელობასა და მომავალზე მზრუნველ მშობლებს, რომ არ შევიდნენ შეცდომაში და არ აყვნენ რეკლამას და ფულს გამოკიდებულ ვაიპედაგოგებს და სტუდიებს.
“პუბერტატის ასაკი, გარდატეხის ასაკი, მუტაციის პერიოდი - რა სახელიც არ უნდა დავარქვათ, პრობლემა ერთია - ადამიანის ზრდისა და განვითარების პროცესში დგება პერიოდი, ასაკი, დაახლოებით 11-15 წელი (ზოგჯერ უფრო ხანგრძლივიც და ზოგჯერ პირიქით), როდესაც ფიზიოლოგიურად იცვლება და ყალიბდება ხორხი, სახმო იოგები, ჯირკვლები, ხრტილები და ა.შ. სახმო იოგები ზომას იცვლის, განსაკუთრებით ბიჭებში და ამ დროს, სწორედ ამ ფიზიოლოგიური განვითარებისა და ცვლილებების პერიოდში სახმო იოგების უხეში და ძალისმიერი გამოყენება, ანუ სიმღერა-ყვირილი აბსოლუტურად დაუშვებელია.
ნოდარ ანდღულაძემ გასული საუკუნის 70-იან წლებში, სწორედ ამ პრობლემის მოგვარების მიზნით ჩამოაყალიბა კონსერვატორიასთან არსებული ბავშვთა ხმების დაცვის სკოლა - ექსპერიმენტული სკოლა, რომლის მიზანიც იყო ნიჭიერი ბავშვების ხმები პუბერტატულ ასაკამდე მისულიყო შესაბამისად მომზადებული, რომ შემდგომ ეს ზემოაღნიშნული პერიოდი გაევლოთ შედარებით უმტკივნეულოდ და შედეგად ზრდასრულ ასაკში მიგვეღო ჯანმრთელი და შენახული ხმა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მაესტროს ჩანაფიქრმა გაამართლა და ახლა არ ჩამოვთვლი საქვეყნოდ ცნობილ გვარებს მაგალითისთვის. შემდგომში სხვადასხვა მიზეზების გამო ექსპერიმენტული სკოლის მემკვიდრედ გამოცხადდა ამჟამინდელი ე.მიქელაძის სახელობის თბილისის სამუსიკო სასწავლებელი, რომელმაც აიღო ვალდებულება გააგრძელოს ნოდარ ანდღულაძის მიერ დაწყებული საქმე. აქვე აუცილებლად უნდა ითქვას, რომ თვით ანზორ ერქომაიშვილიც კი ხშირად მიდიოდა ნოდარ ანდღულაძესთან კონსულტაციაზე სწორედ მუტაციის პერიოდის მშვიდი და უმტკივნეულო გადალახვისთვის ბიჭუნათა ანსამბლ “მართვეს” ბიჭებისთვის და ორივე ეს ბუმბერაზი ადამიანი აუცილებლად ითვალისწინებდა იმ დროისთვის საუკეთესო ფონიატრების აზრს და გადაწყვეტილებას.
ამ სტატუსის დაწერის მთავარი მიზეზია, სწორედ მუტაციის პერიოდში ბავშვების, განსაკუთრებით ბიჭების ხმების უხეში ექსპლუატაცია პედაგოგებისა და მშობლების მხრიდან. ერთნი თავისი კარიერისთვის იყენებენ მათ, მეორენი - პოპულარულობისა და ფულისთვის.
ჩვენი ფონდი ვალდებულად თვლის თავს, პედაგოგებსაც და მშობლებსაც მოგიწოდოთ, მიგითითოთ, გირჩიოთ, რომ ნუ გამოიყენებთ უხეშად ნიჭიერი ბავშვების მონაცემებს და უნარებს, პუბერტატის ასაკში ვაცალოთ ორგანიზმს განვითარება და ჩამოყალიბება, ნუ გამოვაჭენებთ საჯაროდ ბავშვების ამ დროებით უძლურებას, მითუმეტეს სცენაზე ნუ გავაგდებთ მათ, რადგან ამ ასაკში ისედაც სტრესშია ორგანიზმი, კიდევ სიმღერას ვაიძულებთ მას, ანუ დამატებით სტრესში ვაგდებთ და თან კიდევ სცენაზე და საჯაროდ გაგვყავს.
ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ საგანგაშოა ის მდგომარეობა, რასაც დღესდღეობით ტელევიზიებით, თუ საკონცერტო სცენებზე, კონკურსებსა და ფესტივალებზე ვხედავთ და ვისმენთ.”

4 ოქტომბერი, კვირა 12:00 - კ ო ნ კ ი ა🎭 თოჯინური მუსიკალური სპექტაკლი ჯოაკინო როსინის  „კონკიას“ მიხედვითრეჟისორი და მხა...
21/09/2026

4 ოქტომბერი, კვირა 12:00 - კ ო ნ კ ი ა🎭
თოჯინური მუსიკალური სპექტაკლი ჯოაკინო როსინის „კონკიას“ მიხედვით

რეჟისორი და მხატვარი - ვახტანგ ქორიძე
მუსიკალური გაფორმება - გური ზაქარეიშვილი
ტექნიკური რეჟისორი - ანა ბეჟაშვილი

მონაწილეობენ: თამთა ბაქრაძე, თათია ბაქრაძე, თეა კიწმარიშვილი, გიორგი ღონღაძე, მაია მალხაზიშვილი, დავით ბერიძე, ნათია შეშაბერიძე, ირინე კუკულაძე, ნინო ნატროშვილი, რატი ნავაძე, რამონა მიქელაძე-არჯევანიძე

ონლაინ ბილეთების შეძენა ⬇️
https://biletebi.ge/theatres/konkia-3623
☎️ 592 005 744

მუსიკა ძალიან დიდ როლს თამაშობს ადამიანის ცნობიერების ფორმირებაში.   სპექტაკლი ,,კონკია“ როსინის ოპერის მიხე....

გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას. გისურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ წელს. მოზარდ მაყურებელთა თეატრი შესაძლებელს ხდის სააბო...
17/09/2026

გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას. გისურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ წელს.
მოზარდ მაყურებელთა თეატრი შესაძლებელს ხდის სააბონემენტო სპექტაკლების არჩევისას სიაში მივუთითოთ “სევილიელი დალაქი”.

ხოლო 10 ოქტომბერს, შაბათს 13 საათზე გელით “სევილიელი დალაქის” წარმოდგენაზე. ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მცირე სცენა, აღმაშენებლის 99/1. ბილეთები იყიდება თეატრის სალაროში და

https://tkt.ge/show/7320/sevilieli-dalaqi

https://biletebi.ge/youth-theatre-georgia/sevilieli-dalaqi

ენა: ქართული ხანგრძლივობა: 45 წუთი ავტორი: ჯოაკინო როსინი რეჟისორი: ბესო კუპრეიშვილი მხატვარი: ვახტანგ ქორიძე რეჟი...

ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში ოგიუსტ როდენი მიმართავდა ახალგაზრდა ხელოვანებს თავისი “ანდერძით” და წერდა: “მიიღეთ ...
13/09/2026

ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში ოგიუსტ როდენი მიმართავდა ახალგაზრდა ხელოვანებს თავისი “ანდერძით” და წერდა: “მიიღეთ სამართლიანი კრიტიკა. თქვენ მას იოლად ამოიცნობთ. სამართლიანია კრიტიკა, რომელიც თქვენს ეჭვებს ემთხვევა.”
მაგრამ სამწუხაროა, რომ დღეს საქართველოში არ არსებობს კრიტიკა საერთოდ, არადა რამდენი მომღერლის გადარჩენა შეიძლებოდა. იძულებულები ვართ, მხოლოდ ძველი გენიოსების ციტირებით შემოვიფარგლოთ.

ვაზიარებთ ამ ვიდეოს პერიოდულად და ვიმედოვნებთ, რომ ხშირად მოუსმენენ მომღერლები, გაითვალისწინებენ მაესტროს რჩევებს, თუნდა...
12/09/2026

ვაზიარებთ ამ ვიდეოს პერიოდულად და ვიმედოვნებთ, რომ ხშირად მოუსმენენ მომღერლები, გაითვალისწინებენ მაესტროს რჩევებს, თუნდაც იმიტომ, რომ უფრო და უფრო გაიუმჯობესონ ვოკალი.

საუბარი და სავარჯიშოები ხმის დაცვა-გაჯანსაღებასთან დაკავშირებით 06.09.09

27/08/2026

საბავშვო თოჯინების ოპერის თეატრი "მცირე პწკალა"; The Children's Puppet Opera Theatre "Mtsire Ptskala".

24/08/2026

საბავშვო თოჯინების ოპერის თეატრი "მცირე პწკალა"; The Children's Puppet Opera Theatre "Mtsire Ptskala"

90-იანების ბოლო წლები ის დროა, როდესაც დიდ საქმეებს დიდი ადამიანები და მათი ადამიანობა წყვეტდა. ანზორ ერქომაიშვილის მიერ...
01/08/2026

90-იანების ბოლო წლები ის დროა, როდესაც დიდ საქმეებს დიდი ადამიანები და მათი ადამიანობა წყვეტდა.
ანზორ ერქომაიშვილის მიერ ინგლისში მოძიებული ვანო სარაჯიშვილის უნიკალური ჩანაწერები, ნოდარ ანდღულაძისა და ჩვენი ფონდის მიერ რუდუნებით დამუშავებული და გურამ ქაშაკაშვილის მეურვეობით გამოცემული, ის ერთ-ერთი პირველი საქმეა, რომელიც ამ დიდმა ადამიანებმა ერთად განახორციელეს და მას შემდეგ, კიდევ ბევრ კეთილ და სამშობლოსთვის საჭირო საქმეს შეასხეს ფრთა.
გურამ ქაშაკაშვილი იმ იშვიათ მამულიშვილთა რიცხვს მიეკუთვნება, ვინც სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცევა ხოლმე. მარადიული ხსოვნა მის სახელს.

13/07/2026

საბავშვო თოჯინების ოპერის თეატრი "მცირე პწკალა"; The Children's Puppet Opera Theatre "Mtsire Ptskala".

09/07/2026

საბავშვო თოჯინების ოპერის თეატრი "მცირე პწკალა"; The Children's Puppet Opera Theatre "Mtsire Ptskala".

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ანდღულაძის ვოკალური ფონდი • Andghuladze Vocal Foundation posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share