სსიპ - ქალაქ თბილისის N150 საჯარო სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სსიპ - ქალაქ თბილისის N150 საჯარო სკოლა

სსიპ - ქალაქ თბილისის N150 საჯარო სკოლა თბილისის საუკეთესო საჯარო სკოლა თბილისის საუკეთესო საჯარო სკოლა, რომელმაც საზოგადოების საუკეთესო წევრები აღზარდა.

25/09/2026

📣ანსამბლი შუშპარი/Ensemble Shushpari-ში რეგისტრაცია დაიწყო !

🔹 ჩვენს სკოლაში არსებულ ქართული ცეკვის ანსამბლ „შუშპარში“ მიმდინარეობს 6-დან 15 წლამდე ასაკის მოსწავლეების მიღება.

✨ თუ გსურთ ქართული ცეკვის შესწავლა, სცენური უნარების განვითარება და შემოქმედებით სამყაროში მოგზაურობა, არ გამოტოვოთ ეს შესაძლებლობა!

📩 დეტალური ინფორმაციისთვის მიწერეთ ანსამბლის Facebook გვერდს ან დაუკავშირდით ნომრებზე:

📞 599 04 45 06
📞 598 60 46 30

📢ჩვენი სკოლის მოსწავლე ალექსანდრე მიქაძე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2025 წლის  მოსწავლეთა გა...
24/09/2026

📢ჩვენი სკოლის მოსწავლე ალექსანდრე მიქაძე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2025 წლის მოსწავლეთა გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის - „ლეონარდო და ვინჩის“ პირველი ადგილის მფლობელია.

🔹როგორც ტექნიკურმა თანადამფუძნებელმა, მან შექმნა „ვეფხისტყაოსნისადმი“ მიძღვნილი საგანმანათლებლო ვებპლატფორმა (2025), რომელზეც მომხმარებლებს საშუალება აქვთ გაეცნონ ნაწარმოების ტექსტს, შესაბამის ვიზუალურ მასალას და ინტერაქტიური ტესტების მეშვეობით შეამოწმონ საკუთარი ცოდნა.

🏆ალექსანდრე მიქაძე - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2025 წლის მოსწავლეთა გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის - „ლეონარდო და ვინჩის“ პირველი ადგილის მფლობელი.
⌨️ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესისა“ და კომპიუტერული სკოლა „მზიურის“ მოსწავლე. იგი არის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ვებბილდერის - Tasky.work-ის (2026) თანადამფუძნებელი და ტექნოლოგიური ლიდერი, რომელიც განსაზღვრავს პროდუქტის სტრატეგიულ ხედვას და უზრუნველყოფს მის სრულ პროგრამულ რეალიზაციას. აღნიშნული პლატფორმა ბიზნესკომპანიებს საშუალებას აძლევს, AI ტექნოლოგიების გამოყენებით, დამოუკიდებლად შექმნან საკუთარი ვებგვერდები.
🔊როგორც ტექნიკურმა თანადამფუძნებელმა, მან შექმნა „ვეფხისტყაოსნისადმი“ მიძღვნილი საგანმანათლებლო ვებპლატფორმა (2025), რომელზეც მომხმარებლებს საშუალება აქვთ გაეცნონ ნაწარმოების ტექსტს, შესაბამის ვიზუალურ მასალას და ინტერაქტიური ტესტების მეშვეობით შეამოწმონ საკუთარი ცოდნა.
🔹ალექსანდრე მიქაძეს წარმატებით აქვს დასრულებული საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) პრე-აქსელერაციის პროგრამა ქვემო ქართლში (2026). გარდა ამისა, იგი არის Startup Büro-ს მიერ ორგანიზებული ტექნოლოგიური კონკურსის - Gamejam Georgia Cup 2026-ის მონაწილე.

🎭 გიწვევთ 25 სექტემბერს, 17:00 საათზე, სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრში სპექტაკლზე ,,მეტასტაზი” 🇬🇪27 სექტემბერს 33 წ...
23/09/2026

🎭 გიწვევთ 25 სექტემბერს, 17:00 საათზე, სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრში სპექტაკლზე ,,მეტასტაზი”

🇬🇪27 სექტემბერს 33 წელი სრულდება სოხუმის დაცემიდან — დღიდან, რომელმაც საქართველოს უახლეს ისტორიაში უდიდესი ტკივილი დატოვა და არაერთი ადამიანის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.

რაც გვტკივა, არ უნდა დავივიწყოთ.
ხოლო რაც არ უნდა დავივიწყოთ — მასზე საუბარი ყოველთვის უნდა შეგვეძლოს.

„მეტასტაზი“ სწორედ ამ მეხსიერების, ტკივილისა და სათქმელის სცენაზე გაცოცხლების მცდელობაა.

📍 გელოდებით 25 სექტემბერს,
სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში (მისამართი: დ. უზნაძის ქუჩა N68)

🎟️ დასწრება თავისუფალია

„ᲛᲔᲢᲐᲡᲢᲐᲖᲘ“

25 სექტემბერი | 17:00
სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი
დ. უზნაძის 68
დასწრება თავისუფალია

27 სექტემბერს 33 წელი სრულდება სოხუმის დაცემიდან... დღიდან, რომელმაც საქართველოს ისტორიაში უდიდესი ტკივილი დატოვა და უამრავი ადამიანის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა...

რაც გვტკივა, ის არ უნდა დავივიწყოთ და რაც არ უნდა დავივიწყოთ, იმაზე საუბარი ყოველთვის უნდა შეგვეძლოს!

გელოდებით!

23/09/2026

ჩვენი სკოლის განვითარება და მოსწავლეებისთვის უკეთესი გარემოს შექმნა იმ საქმეებს შორისაა, რომელთა განხორციელებაც განსაკუთრებით გვეამაყება.

🔹დღეს ჩვენს სკოლაში სტუმრად მყოფ წარმომადგენლებთან ერთად კიდევ ერთხელ გავიარეთ ის საჭიროებები და შესაძლებლობები, რომლებიც სკოლაში სასწავლო და სასკოლო გარემოს გაუმჯობესებას უკავშირდება

📢ჩვენს სკოლაში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც განათლების სამინისტროს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის, პარლამენტი...
23/09/2026

📢ჩვენს სკოლაში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც განათლების სამინისტროს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის, პარლამენტისა და ძველი თბილისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ

🔹შეხვედრაზე ვისაუბრეთ ჩვენი სკოლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, კეთილმოწყობისა და მოსწავლეებისთვის კიდევ უფრო უსაფრთხო, კომფორტული და თანამედროვე სასწავლო გარემოს შექმნის შესაძლებლობებზე

🔹ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, სკოლა იყოს სივრცე, სადაც თითოეული მოსწავლე თავს უსაფრთხოდ და კომფორტულად გრძნობდეს. ასევე, ჰქონდეთ შესაძლებლობა განვითარდნენ, ისწავლონ და საკუთარი შესაძლებლობები სრულად გამოავლინონ

🤝მადლობა მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის!

15/09/2026

🎙️ ჩვენს სკოლაში 15 სექტემბრიდან ახალი შემოქმედებითი სივრცე — „Muse Lab“ იწყებს ფუნქციონირებას!

🔹 მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, პროფესიონალებთან ერთად შეისწავლონ ვოკალი, ბალეტი და სასცენო მეტყველება.

🔹 დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა : https://shorturl.at/S1Xr2

📩 დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ,,Muse Lab”-ს

🎊 დღეს 2026-2027 სასწავლო წელი დაიწყო !✨წარმატებულ, ნაყოფიერ, ემოციებითა და სიხარულით სავსე წელს ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლ...
15/09/2026

🎊 დღეს 2026-2027 სასწავლო წელი დაიწყო !

✨წარმატებულ, ნაყოფიერ, ემოციებითა და სიხარულით სავსე წელს ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს, სკოლის ადმინისტრაციას და სრულიად სასკოლო საზოგადოებას !

📢ახალი, 2026-2027 სასწავლო წლიდან სკოლაში I-VI კლასის მოსწავლეებისათვის სასკოლო ფორმა შემოდის, რომლის ტარებაც სავალდებულ...
10/09/2026

📢ახალი, 2026-2027 სასწავლო წლიდან სკოლაში I-VI კლასის მოსწავლეებისათვის სასკოლო ფორმა შემოდის, რომლის ტარებაც სავალდებულოა.

🔎2026 წლის 15 სექტემბრიდან ეს მოთხოვნა სავალდებულო იქნება მხოლოდ პირველკლასელთათვის, ხოლო დანარჩენი კლასები (II-VI) სასკოლო ფორმის ტარებაზე ეტაპობრივად გადავლენ.

🔹შეგახსენებთ, რომ პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა ონლაინ 14 სექტემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი, სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ პლატფორმაზე: formebi.emis.ge

📢გიზიარებთ 2026-2027 სასწავლო წლის სიახლეებს: 💻ახალი, 2026-2027 სასწავლო წლიდან, სასკოლო დროს (09:00-დან 18:00 საათამდე)...
10/09/2026

📢გიზიარებთ 2026-2027 სასწავლო წლის სიახლეებს:

💻ახალი, 2026-2027 სასწავლო წლიდან, სასკოლო დროს (09:00-დან 18:00 საათამდე) იკრძალება ისეთი ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება, როგორებიცაა: მობილური ტელეფონი/სმარტფონი, „ჭკვიანი“ საათები, პლანშეტური და პორტატიული კომპიუტერები.

🔹აღნიშნული მოწყობილობები სასწავლო პროცესის განმავლობაში უნდა ინახებოდეს სპეციალურ სათავსოში. მათი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში: საგანმანათლებლო მიზნებისთვის ან გადაუდებელი აუცილებლობისას.

⏰ 15 სექტემბერს ახალ სასწავლო წელს ვიწყებთ და ტრადიციულად, ვემზადებით თქვენთან შესახვედრად! ✨🔹 ახალი სასწავლო წლის დაწყე...
10/09/2026

⏰ 15 სექტემბერს ახალ სასწავლო წელს ვიწყებთ და ტრადიციულად, ვემზადებით თქვენთან შესახვედრად! ✨

🔹 ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ჩვენს სკოლაში პირველი გაერთიანებული შეხვედრა გაიმართა, სადაც ვისაუბრეთ 2026-2027 სასწავლო წლის მიზნებზე, სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე.

✨ გვიხარია, რომ ახალი სასწავლო წლისთვის ბევრი საინტერესო სიახლე და ინიციატივა გვაქვს დაგეგმილი, რომლებსაც ეტაპობრივად გაგიზიარებთ

Address

ორდე დგებუაძის №8
Tbilisi
0112

Opening Hours

Monday 08:00 - 19:00
Tuesday 08:00 - 19:00
Wednesday 08:00 - 19:00
Thursday 08:00 - 19:00
Friday 08:00 - 19:00

Telephone

295 14 84

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სსიპ - ქალაქ თბილისის N150 საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to სსიპ - ქალაქ თბილისის N150 საჯარო სკოლა:

Shortcuts

Share

Category