ღვინის სკოლა "კაბისტონი" Wine School Kabistoni

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ღვინის სკოლა "კაბისტონი" Wine School Kabistoni

ღვინის სკოლა "კაბისტონი"   Wine School  Kabistoni ღვინის სკოლა „კაბისტონი“, გთავაზობთ სხვადასხვა სახის ღვინის შემსწავლელ კურსებს.

ღვინის სკოლა „კაბისტონი“, აცხადებს მიღებას ღვინის შემსწავლელ 3 თვიან კურსზე ‼️🔴სწავლება დაიწყება 2026 წლის 15 სექტემბერს...
03/08/2026

ღვინის სკოლა „კაბისტონი“, აცხადებს მიღებას ღვინის შემსწავლელ 3 თვიან კურსზე ‼️
🔴სწავლება დაიწყება 2026 წლის 15 სექტემბერს‼️
🔴ლექცია/სემინარები ჩატარდება კვირაში ორჯერ როგორც ონლაინ ( მხოლოდ თეორიული ნაწილი) , ასევე პირისპირ სამშაბათს და ხუთშაბათს, დამატებით 5 ლექცია ჩატარდება შაბათს, სხვა და სხვა მარნებში.
🕖 სამშაბათი-ხუთშაბათი ლექციები ჩატარდება 19:00 - 21:00-სთ-მდე.
მისამართი: ვაჟა შაველას გამზ. # 18
📌წარჩინებულ კურს დამთავრებულებს გადაეცემათ სერთიფიკატები.
🔴კურსის მსვლელობისას თქვენ შეისწავლით:
📍ღვინის კულტურას და ისტორიას;
📍მევენახეობის ისტორიას და გეოგრაფიას.
📍ვენახის მოვლა და ფორმირება.
📍ვენახის მავნებლები და მათთან ბრძოლის საშუალებებს;
📍ბიო-ორგანულ მევენახეობას;
📍ბიო-ორგანულ მეღვინეობას;
📍ქვევრის მოვლა, რეცხვა და ჰიგიენას;
📍ქვევრის ღვინისა წარმოების ტექნოლოგიას;
📍კლასიკური მეღვინეობის ზოგადი ტექნოლოგიას;
📍მცირე და საშუალო მარნების პირობებში, ხილისა და ყურძნის ბრენდის ( ჭაჭის ) წარმოებას;
📍მცირე და მსხვილი მარნების თანამედროვე, ტექნიკური
აღჭურვილობას;
📍 ღვინის დაყენებისა და ხარისხის კონტროლისათვის
საჭირო ანალიზებს;
📍 მარნის ჰიგიენა და სურსათის უვნებლობა;
📍 HACCP- და მისი მნიშვნელობა .
📍 ვაზისა და ღვინის კანონს,
📍 ღვინის სრთიფიცირების ეტაპები, როგორც შიდა ასევე
საექსპორტო ბაზრებზე.
📍ღვინის მარკეტინგს და საერთაშორისო ბაზრებს;
📍ღვინის დეგუსტაციის საფუძვლებს;
📍ღვინის შეფასებას;
📍ღვინის დაავადებებს;
📍 თეთრი, წითელი და ვარდისფერი ღვინის არომატებს;
📍 თეთრი, წითელი და ვარდისფერი ღვინის,
დეგუსტაციას რეგიონების მიხედვით;
📍ცქრიალა და შუშხუნა ღვინის დეგუსტაცია;
🔴კურსის მსვლელობისას დააგემოვნებთ 60-მდე დასახელების სხვადასხვა ტიპის ღვინოს, რომელიც შერჩეული იქნება რეგიონების, ტიპისა და ჯიშის მიხედვით.
💲 კურსის სრული ღირებულებაა 1600 ლარი. ( გადახდა სამ ეტაპად)
🔴რეგისტრაციის მსურველებმა მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ:
Tel: +995 599 178 735 / +995 599 503 968
WhatsApp: 599 17 87 35
Viber: +995 599178 8735
E-mail: [email protected]
www.kabistoni.ge

🍷სერიიდან  რას წერენ ჩვენზე...დიდი სიხარულით გიზიარებთ ჩვენი კურსდამთავრებულის, Maria Voo-ს შთაბეჭდილებას Kabistoni W**e...
22/06/2026

🍷სერიიდან რას წერენ ჩვენზე...

დიდი სიხარულით გიზიარებთ ჩვენი კურსდამთავრებულის, Maria Voo-ს შთაბეჭდილებას Kabistoni W**e School-ში სწავლის შესახებ.

მარია სპეციალურად იტალიიდან, მილანიდან ჩამოვიდა ჩვენს სკოლაში, რათა უფრო ღრმად გაცნობოდა ქართულ ღვინოს, ქვევრის მეღვინეობის ტრადიციებსა და ღვინის კულტურას. ჩვენთვის დიდი პატივი იყო, შეგვექმნა მის ინტერესებსა და მიზნებზე სრულად მორგებული სასწავლო პროგრამა.

კურსი დაიგეგმა ინდივიდუალური გრაფიკით და მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს — დეგუსტაციებს, მარნის პრაქტიკას და ქართული ღვინის სამყაროს სიღრმისეულ გაცნობას.

როგორც თავად მარია წერს:

"კურსი მთლიანად ჩემს ინტერესებზე იყო მორგებული. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ქეთის სწავლების სტილმა — გულწრფელმა, გააზრებულმა და ქართული ღვინის კულტურისადმი ნამდვილი სიყვარულით სავსემ. კურსის დასრულების შემდეგ ქართული ქვევრის მეღვინეობის მიმართ გაცილებით დიდი პატივისცემა და ინსპირაცია წამოვიღე."

მადლობა, მარია, ამ თბილი სიტყვებისთვის და ნდობისთვის. ❤️

ჩვენ გვჯერა, რომ ღვინის განათლება ყველაზე საინტერესო მაშინ არის, როდესაც ის კონკრეტული ადამიანის ინტერესებს, გამოცდილებასა და მიზნებს ერგება.

Kabistoni W**e School — ადგილი, სადაც ქართული ღვინის ისტორია, ტრადიცია და თანამედროვე ცოდნა ერთ სივრცეში ხვდება. 🍷✨

🍇🍷

🍷✨ დიდი სიხარულით გვინდა გაგიზიაროთ, რომ გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ ღვინის გამოცემაში, *Meininger's Weinwelt*...
13/06/2026

🍷✨ დიდი სიხარულით გვინდა გაგიზიაროთ, რომ გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ ღვინის გამოცემაში, *Meininger's Weinwelt*-ში, გამოქვეყნდა ვრცელი სტატია იმერეთის ღვინისა და რეგიონის შესახებ.

ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ სტატიაში საუბარია ქეთი ჯურხაძეზე Keti Jurkhadze და „კაბისტონის ღვინის სკოლაზე“ იმ საქმიანობაზე, რომელიც წლებია ემსახურება ქართული და განსაკუთრებით იმერული ღვინის პოპულარიზაციას.

გულითად მადლობას ვუხდით სტატიის ავტორს, Thomas Brandlიმერეთის, მისი ღვინის, ადამიანებისა და კულტურის ასეთი საინტერესო და ღირსეული წარმოჩენისთვის საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე.

მადლობა ყველას, ვინც ამ გზაზე ჩვენს გვერდით დგას. ეს წარმატება ჩვენია! ❤️🍷
🧿🧿🧿


**e
**e

სიამაყით ვაცხადებთ, რომ ჩვენი სკოლის დამფუძნებელმა და დირექტორმა წარმატებით დაასრულა Visionest Institute-ის პროგრამა Exp...
22/04/2026

სიამაყით ვაცხადებთ, რომ ჩვენი სკოლის დამფუძნებელმა და დირექტორმა წარმატებით დაასრულა Visionest Institute-ის პროგრამა Export Consultants Mastery (360 აკადემიური საათი).

აღნიშნული მიღწევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უწყვეტ პროფესიულ განვითარებას, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასა და განათლების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე ორიენტაციას.

პროგრამამ მოიცვა ექსპორტის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, რომლის მიღებაც შესაძლებელი გახდა მაღალი დონის მენტორებისა და საერთაშორისო ექსპერტების ხელმძღვანელობით.

განსაკუთრებით საამაყოა, რომ მიღებული სერტიფიკატი აღიარებულია ევროკავშირის მიერ.

ვულოცავთ ამ მნიშვნელოვან წარმატებას!

სერიიდან - რას წერენ ჩვენზე 🍷🍷Giorgi Qoridze ჩვენი სკოლის კურს დამთავრებული და ამჟამად  ღვინის კომპანია  ენოლოგიაში ღვინ...
22/03/2026

სერიიდან - რას წერენ ჩვენზე 🍷🍷
Giorgi Qoridze ჩვენი სკოლის კურს დამთავრებული და ამჟამად ღვინის კომპანია ენოლოგიაში ღვინის ლაბორატორიას ხელმძღვანელობს.
დღეს გიორგი უკვე მე-5 წელია, ჩვენი სკოლის ლექტორია და წარმატებით უძღვება საკუთარ წარმოებასაც.

გვეამაყბა ჩვენი თითოეული მსმენელი..
მადლობა მათ ნდობისთვის და ერთგულებისთვის.

ზოგჯერ სიტყვებიც კი რთულად მოიძებნება იმ ემოციის გადმოსაცემად, რასაც ასეთი აღიარება გვაძლევს.მიღებული მადლობის წერილი კი...
05/03/2026

ზოგჯერ სიტყვებიც კი რთულად მოიძებნება იმ ემოციის გადმოსაცემად, რასაც ასეთი აღიარება გვაძლევს.
მიღებული მადლობის წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ პროფესიონალიზმსა და გამოცდილებას, რომელსაც ჩვენი სკოლის დამფუძნებელი, ქეთევან ჯურხაძე, წლების განმავლობაში ღირსეულად წარმოადგენს ღვინის საერთაშორისო სივრცეში. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ჩვენი გუნდის ცოდნა და შეფასება მონაწილეობს მსოფლიოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღვინის კონკურსის პროცესში.
მადლობა Mundus Vini-ს გუნდს ნდობისა და თანამშრომლობისთვის. ასეთი აღიარება ჩვენი სკოლისთვის, მისი გუნდისთვის და კურსდამთავრებულებისთვის დიდი მოტივაციაა მომავალშიც ღვინის კულტურის განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის. 🍷

შედეგების სანახავდ მიყევით ბმულს: https://www.meininger.de/en/tastings/mundus-vini/ergebnisse/mundus-vini-spring-tasting-2026


#ღვინო
#განათლება


**eChallenge

გვინდა სიამაყით გაცნობოთ, რომ ღვინის სკოლის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ქეთი ჯურხაძე მიწვეულია 38-ე MUNDUS VINI Spring ...
25/02/2026

გვინდა სიამაყით გაცნობოთ, რომ ღვინის სკოლის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ქეთი ჯურხაძე მიწვეულია 38-ე MUNDUS VINI Spring Tasting 2026-ზე ჟიურის პრეზიდენტის როლში.

Mundus Vini წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ საერთაშორისო ღვინის კონკურსს, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან წარმოდგენილი ათასობით ღვინო ფასდება საერთაშორისო ექსპერტების მიერ.

ჟიურის პრეზიდენტის სტატუსი ნიშნავს პროფესიული გამოცდილების, ავტორიტეტისა და ნდობის მაღალ შეფასებას.

ჩვენთვის ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ცოდნა, განათლება და მაღალი პროფესიული სტანდარტი წარმატების მთავარი საფუძველია.

#ღვინო
#განათლება

https://www.facebook.com/share/p/1HEzS85hz1/?mibextid=wwXIfr
20/02/2026

https://www.facebook.com/share/p/1HEzS85hz1/?mibextid=wwXIfr

Decanter-თან თანამშრომლობის ფარგლებში Aramex Georgia გიწვევთ საინფორმაციო შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება 20 თებერვალს, 17:30-ზე.

შეხვედრა დაეთმობა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღვინის კონკურსს - Decanter.

შეხვედრაზე განხილული იქნება:
* მონაწილეობის პროცედურები
* ნიმუშების გაგზავნის პროცესი
* ლოჯისტიკური დეტალები

მოწვეული სპიკერი: დეკანტერის მარკეტინგის მენეჯერი. დამსწრეებს ექნებათ შესაძლებლობა დასვან კითხვები და მიიღონ დეტალური ინფორმაცია ოფიციალური წარმომადგენლისგან.

🎁 შეხვედრის ბოლოს გაიმართება გათამაშება — გამარჯვებულს კი Aramex Georgia დაუფინანსებს ღვინის ტრანსპორტირების ხარჯს კონკურსზე.

დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია: https://forms.gle/pFGK3NZAwnQFDmQi6

როცა ღვინო, განათლება და საერთაშორისო შესაძლებლობები ერთ სივრცეში იკვეთება 🍷✈️ღვინის სკოლა კაბისონი-W**e School Kabiston...
05/02/2026

როცა ღვინო, განათლება და საერთაშორისო შესაძლებლობები ერთ სივრცეში იკვეთება 🍷✈️

ღვინის სკოლა კაბისონი-W**e School Kabistoni-სთვის დიდი პატივი იყო Aramex Aramex Georgia-ს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მონაწილეობა, სადაც საუბარი შეეხო ქართულ ღვინოს, მის ექსპორტს, ლოჯისტიკას და იმ გზებს, როგორ გავხადოთ ჩვენი პროდუქტი კიდევ უფრო ხელმისაწვდომი მსოფლიოსთვის.

ჩვენი სკოლის დამფუძნებელმა, ქეთი ჯურხაძემ, მონაწილეებს გაუზიარა საკუთარი მრავალწლიანი გამოცდილება ღვინის სფეროში და ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ცოდნა, პროფესიული განვითარება და საერთაშორისო სივრცეში აქტიური ჩართულობა.

განსაკუთრებით აღინიშნა საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობის მნიშვნელობა — რადგან სწორედ ასეთი პლატფორმები აძლევს ქართულ ღვინოს აღიარებას, სანდოობას და ახალ ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობას. საუბარი შეეხო ისეთ პრესტიჟულ კონკურსებს, როგორიცაა Mundus Vini, Concours Mondial de Bruxelles, W**e Trophy, Decanter International W**e & Spirit Competition - IWSC და სხვა.

ვამაყობთ, რომ W**e School Kabistoni ამ პროცესის ნაწილია — ვზრდით პროფესიონალებს, რომლებიც ქართულ ღვინოს მსოფლიოს რუკაზე ღირსეულად წარმოაჩენენ 🌍

მადლობა Aramex Georgia-ს მოწვევისა და თანამშრომლობისთვის 🤝

ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ჩვენი სკოლის დამფუძნებელი, ქეთევან ჯურხაძე, მონაწილეობას იღებს Aramex  Aramex Georgia-ს მიერ ...
26/01/2026

ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ჩვენი სკოლის დამფუძნებელი, ქეთევან ჯურხაძე, მონაწილეობას იღებს Aramex Aramex Georgia-ს მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო შეხვედრაში, როგორც სპიკერი, და ისაუბრებს ღვინის საერთაშორისო კონკურსების სტრატეგიულ მნიშვნელობაზე.

საერთაშორისო კონკურსებში სწორად შერჩეული მონაწილეობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბრენდის პოზიციონირებაში, სანდოობის ზრდასა და ახალი ბაზრების ათვისებაში.

მოხარული ვართ, რომ ამ პლატფორმაზე ის საკუთარ პროფესიულ გამოცდილებას გაუზიარებს ქართველ მეღვინეებს.

https://www.facebook.com/share/p/1AZwNr14FH/?mibextid=wwXIfr

🍷 Aramex Georgia გიწვევთ ქართველ მეღვინეებს სპეციალურ საინფორმაციო შეხვედრაზე!

შეხვედრა ეძღვნება 🍇 ღვინის საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობის პროცესს - როგორ შეარჩიოთ კონკურსები, როგორ გააგზავნოთ ნიმუშები და როგორ შეამციროთ ლოჯისტიკური ხარჯები.

🌍 Aramex Georgia არის Decanter-ის ოფიციალური ლოჯისტიკური პარტნიორი და თანამშრომლობს ისეთ კონკურსებთან, როგორიცაა MUNDUS VINI, IWSC, CWC, SAKURA და სხვა.

🎤 სპეციალური სტუმარი:
🍷 ღვინის საერთაშორისო ექსპერტი და „კაბისტონის“ დამფუძნებელი — ქეთი ჯურხაძე, რომელიც საკუთარ გამოცდილებას გაგიზიარებთ საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

✨ ღონისძიების დამსწრეებს ისარგებლებენ სპეციალური ტარიფებით
📅 29 იანვარი | 17:30
📍 ქ. დედოფლის 59 — Aramex Georgia-ს სათაო ოფისი
📌 ადგილები შეზღუდულია
👉 გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია:
https://forms.gle/gv4U5WdZktKzHH4U7

Address

18 Vazha Pshavela Avenue
Tbilisi
0162

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ღვინის სკოლა "კაბისტონი" Wine School Kabistoni posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to ღვინის სკოლა "კაბისტონი" Wine School Kabistoni:

Shortcuts

Share

Category