ფაბლაბი არის გლობალური ქსელი, რომელიც შესაძლებლობას იძლევა განახორციელოთ ახალი იდეები, თქვენი ნებისმიერი გამოგონება, აქციოთ რეალობად. ფაბლაბით სარგებლობა შეუძლია ყველას, განურჩევლად ასაკისა. თქვენს იდეებსა და გეგმებში თავისუფალი ხართ, თუმცა ვალდებულება გეკისრებათ დაიცვათ შემდეგი პრინციპები:
ხელმისაწვდომობა
ფაბ ლაბი თქვენს ხელთაა, რათა შექმნათ ნებისმიერი ინოვაცია. ამისათვის ფაბ ლაბის მაღალკვალიფიციური პერსონალი მზადაა დახმაფრება გაგიწიონ და გიხელმძღვანელონ. თუმცა, თქვენ უნდა გამოიჩინოთ ენთუზიაზმი, რომ დამოუკიდებლად ისწავლოთ ბევრი რამ, მაგ: როგორ დაამზადოთ ინვენტარი ფაბ ლაბში და ასევე უნდა გაუზიაროთ ლაბორატორია სხვა მომხმარებლებს.
პასუხისმგებლობა
თქვენი მოვალეობაა, პასუხი აგოთ უსაფრთხოებაზე. აუცილებელია იმის ცოდნა, თუ როგორ იმუშავოთ ისე, რომ არ დააზიანოთ სხვა ადამიანი, საკუთარი თავი ან დანადგარები. პასუხს აგებთ სისუფთავეზე. ლაბოატორია უნდა დატოვოთ სუფთა მდგომარეობაში.
პროცედურები
რეგულარულად უნდა წეროთ ანგარიშები, იარაღების რაოდენობასთან დაკავშირებით იქნება ეს, თუ რაიმე სხვა შემთხვევა.
განათლება
ფაბ ლაბის ტრენინგი ემსახურება ცოდნის შეძენას პროექტების კეთებაში და ასევე ერთმენთისთვის მირებული ცოდნის გაზიარებას. თუ არ ხარ კომერციული მომხმარებელი, მაშინ უნდა გაუზიარო შენი იდეები და ფაბ ლაბ გამოცდილება სხვებს. შენ მიერ განხორციელებული პროექტი, უნდა ატვირთო ჩვენი პროექტის ფორუმზე.
კონფიდენციალურობა
ფაბ ლაბში მიმდინარე პროცესები, მხოლოდ ინდივიდუალური მომხმარებლის ფარგლებში უნდა დარჩეს. თუმცა ინელექტუალური საკუტრება შეიძლება დაიცვათ თქვენი ინტერესების მიხედვით.
საქმიანობა
კომერციული აქტივობები სასურველია, რომ დარჩეს ფაბ ლაბში. თუმცა ის არ უნდა მოვიდეს კონფლიქტში ღია ხელმისაწვდომობასთან, რადგან მათ შესაძლოა სარგებელი მოუტანონ თავად გამომგონებელს და ლაბორატორიას.