სსიპ ქალაქ თბილისის #147 საჯარო სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სსიპ ქალაქ თბილისის #147 საჯარო სკოლა

სსიპ ქალაქ თბილისის #147 საჯარო სკოლა ტელ: (032) 2 52 01 23

09/08/2026
07/08/2026

„ჩვენ ყოველთვის ვეცნობით საზოგადოების აზრს. ამ მიზნით, ოთხი თვის წინ დავიწყე პროექტი - მინისტრის შეხვედრა მშობლებთან - 26 მუნიციპალიტეტში ვიყავი ჩასული, სადაც ჯამში 10 ათასზე მეტ მშობელს შევხვდი. ამ შეხვედრებზე ერთ მშობელსაც არ უთქვამს რა ცუდია, რომ ფორმა შემოგაქვთო. პირიქით, მიესალმებიან ამ მოცემულობას.

ამის მიუხედავად, საზოგადოებაში არიან ადამიანები, თუმცა ეს არის ძალიან მცირე კონტინგენტი, რომლებიც, ჩემთვის სრულიად გაუგებარი მიზეზის გამო, ამბობენ, რომ ისინი ბავშვს ფორმას არ ჩააცმევენ. ვფიქრობ, რომ ამას შეიძლება მიზანმიმართული კამპანიის ხასიათი ჰქონდეს.

როდესაც სასკოლო ფორმებზე საუბრისას მშობელი ამბობს: „მე არ ჩავაცმევ და აი, ვნახავ, ერთი, ბავშვს როგორ არ შეუშვებენ სკოლაში“ - აქ მნიშვნელოვანი ფაქტორი რა არის? პირველ რიგში, ის, რომ მშობელი ცალსახად მანიპულირებს ბავშვით. შეგახსენებთ, საუბარი გვაქვს დაწყებით კლასებზე და ბავშვი ჯერ კიდევ კარგად ვერ ათვითცნობიერებს რაზეა საუბარი და რა თქმა უნდა, აქ მშობლის ავტორიტეტი მოქმედებს.

აქვე შევახსენებ მშობლებს, რომ ბავშვი სკოლაში შეყვანასთან ერთად ისინი ხელს აწერენ და ეთანხმებიან შინაგანაწესს, რომელიც სკოლის ფარგლებშია დადგენილი. შინაგანაწესით, რა თქმა უნდა, განისაზღვრება, რომ ფორმის ტარება არის სავალდებულო. აქამდეც მოქმედებდა წესი, რომლითაც ეს ნებაყოფლობითი ხასიათის იყო, თუმცა ახალი სასწავლო წლიდან ფორმის ტარება დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის სავალდებულოა და ეს იქნება საერთო ყველა საჯარო სკოლისთვის.

იმ შემთხვევაში, თუ მშობელი მაინც გააპროტესტებს და არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება განსაზღვრული, როგორც აღმზრდელობითი, ისე კონკრეტული მექანიზმები, რაც შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში შეიძლება ამოქმედდეს.

ყველა მშობელმა უნდა გაითავისოს გარკვეული პასუხისმგებლობა, რომელიც, პირველ რიგში, საკუთარ შვილთან აქვს და შემდეგ სრულიად საზოგადოებასთან.

ყველა ნაბიჯი, რაც იდგმება მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, არის მიმართული ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მომავალი თაობების განვითარებაზე მაქსიმალურად ვიყოთ ორიენტირებულნი”, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.

05/08/2026

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სასკოლო ფორმა უსასყიდლოდ გადაეცემა საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის იმ მოსწავლეებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65 001 ქულაზე ნაკლებია.

უსასყიდლოდ სასკოლო ფორმით ასევე უზრუნველყოფილნი იქნებიან მოსწავლეები, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვაში, მათ შორის, ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში, განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში ან განთავსებულნი არიან თბილისის ბავშვთა სახლში.

სასკოლო ფორმას ასევე მიიღებენ ის მოსწავლეები, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და ჩარიცხულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში,“ - აღნიშნულის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, უსასყიდლოდ გადასაცემი სასკოლო ფორმის ნაკრები ბიჭებისთვის შედგება ერთი პიჯაკისა და ორი შარვლისგან, ხოლო გოგონებისთვის – ერთი პიჯაკის, ერთი შარვლისა და ერთი ქვედაკაბისგან.

გივი მიქანაძემ სასკოლო ფორმების რეალიზაციის საკითხზეც ისაუბრა. მისი თქმით, პირველი სექტემბრიდან დაიწყება ფორმების გაყიდვა როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ გაყიდვის რეჟიმში და უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში საზოგადოება დეტალურად იქნება ინფორმირებული აღნიშნულთან დაკავშირებით.

03/07/2026
26/06/2026


#ბადმინტონი

ბადმინტონში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2026-ის ჩემპიონი ვაჟთა შორის თბილისის N147 საჯარო სკოლის გუნდი გახდა.🔥

მ ხ ა რ დ ა მ ჭ ე რ ე ბ ი:

საქართველოს სპორტის სამინისტრო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი/Georgian National Olympic Committee

#მეტროპოლი

lelo.ge

საქართველოს ჩემპიონები ბადმინტონში ჩვენი სკოლიდან👏👏❤️
26/06/2026

საქართველოს ჩემპიონები ბადმინტონში ჩვენი სკოლიდან👏👏❤️

23/06/2026

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო სრული ზოგადი განათლების (მე-12 კლასი) დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის გასაცემად განცხადებების მიღება 22 ივნისიდან დაიწყო.

22/06/2026

❗ვიზიტორთა საყურადღებოდ❗

ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობის გამო სსიპ ქალაქ თბილისის N147 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია დროებით ფუნქციონირებს სსიპ ქალაქ თბილისის N140 საჯარო სკოლის შენობაში.

📌 მისამართი: ქ.თბილისი დიღმის მასივი V კვარტალი

18/06/2026

🔈2026 წლის გამოსაცდელებისთვის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა 22 ივნისიდან იქნება შესაძლებელი

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდის, მასწავლებლის გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეები საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 22 ივნისიდან შეძლებენ.

საგამოცდო ბარათზე მითითებული იქნება საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი და გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაცდელებს შეახსენებს, რომ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად საგამოცდო ბარათის წარდგენა გამოცდებზე დაშვების აუცილებელი პირობაა. ცენტრი ასევე მოუწოდებს თითოეულ მონაწილეს, ყურადღებით გაეცნოს ბარათზე მითითებულ ინფორმაციას და გაითვალისწინოს, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აღარ დაიშვება.

საგამოცდო ბარათის ამობეჭდვის დეტალური ინსტრუქცია და დამატებითი ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე — www.naec.ge, 22 ივნისს გამოქვეყნდება.

15/06/2026

✅2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია.

🗓️ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

2026 წლის გამოცდების დეტალური განრიგი:

✔️ქართული ენა და ლიტერატურა
2 ივლისი (პირველი და მეორე სესია);
3 ივლისი (პირველი და მეორე სესია);

✔️ოსური ენა
2 ივლისი (პირველი სესია);

✔️უცხოური ენა
6 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;
7 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;
8 ივლისი (პირველი სესია) - რუსული ენა;
8 ივლისი (პირველი სესია) - გერმანული ენა;
8 ივლისი (პირველი სესია) - ფრანგული ენა;

✔️მათემატიკა
10 ივლისი (პირველი და მეორე სესია);

✔️ისტორია
13 ივლისი (პირველი და მეორე სესია);
14 ივლისი (პირველი სესია);

✔️ქიმია
14 ივლისი (მეორე სესია);

✔️სამოქალაქო განათლება
15 ივლისი (პირველი სესია);

✔️ბიოლოგია
16 ივლისი (პირველი სესია);

✔️ზოგადი უნარები (სომხურ ენაზე)
17 ივლისი (პირველი სესია);

✔️ზოგადი უნარები (აზერბაიჯანულ ენაზე)
17 ივლისი (პირველი სესია);

✔️სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
17 ივლისი (პირველი სესია);

✔️გეოგრაფია
20 ივლისი (მეორე
სესია);

✔️ლიტერატურა
21 ივლისი (პირველი სესია);

✔️ფიზიკა
22 ივლისი (პირველი სესია).

მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან.

17 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატები საერთო სამაგისტრო გამოცდას 23 და 24 ივლისს ჩააბარებენ.

გამოცდის თარიღი, გამოცდაზე გამოცხადების დრო და საგამოცდო ცენტრის მისამართი მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდიდან შეძლებენ გამოსაცდელები საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან ბარათების ამობეჭდვას, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

📍2026 წელს საგამოცდო ცენტრები გაიხსნება თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.

🌐დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://naec.ge/ #/ge/post/3610

Address

დიღმის მასივი, III კვარტალი
Tbilisi
0159

Telephone

2 52 01 23

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სსიპ ქალაქ თბილისის #147 საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category