23/08/2026
სპორტი თუ განათლება? როგორ დავაპრიორიტეტოთ სწორად? ⚽📚
ხშირად მოსწავლეს უჭირს კონკრეტული საგანი-მათემატიკა, ქართული, ინგლისური (არ აქვს მნიშვნელობა) თუმცა კვირაში 3-ჯერ სპორტზე სიარულისა და ეკრანდამოკიდებულების გამო დამატებით მეცადინეობას ვეღარ ასწრებს.
წინასწარ მინდა აღვნიშნო, რომ არ ვიწყებთ კამათს თემაზე „უნდა სჭირდებოდეს თუ არა კერძო სკოლის მოსწავლეს რეპეტიტორი“. რა თქმა უნდა, როდესაც ბავშვი ბუნებრივად ყოჩაღია და მასალას ადვილად ითვისებს, სკოლის რესურსი სრულიად საკმარისია.
მაგრამ რეალობა ასეთია:
💰უნარს ფულით ვერ იყიდი! ძვირადღირებული სკოლა იძლევა საუკეთესო გარემოსა და ბაზას, მაგრამ ის ვერ ჩაანაცვლებს ინდივიდუალურ აზროვნებასა და სწავლის ტემპს.
👥ზოგჯერ მოსწავლეს სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა, რაც 20+ მოსწავლიან კლასში ფიზიკურად შეუძლებელია.
⌛️დროის დეფიციტი: როდესაც ბავშვს უჭირს, მაგრამ მთელ ენერგიას სპორტს უთმობს, აკადემიური ჩამორჩენა კიდევ უფრო ღრმავდება.
სპორტი ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესია, თუმცა როცა საქმე ბავშვის აკადემიურ საჭიროებებს ეხება, პრიორიტეტების სწორად დასახვა გადამწყვეტია.
💬 თქვენი აზრით: უნდა დაუთმოს თუ არა მოსწავლემ სპორტის დრო იმ საგნების გაძლიერებას, სადაც დამატებითი დახმარება სჭირდება? დაწერეთ კომენტარებში!