02/04/2026
დღეს დამთავრდა 94-ე სკოლის კითხვის მოყვარულთა კლუბის მიერ ინიცირებული თამაშის “წიგნიერთა ჭიდილის” ორდღიანი მარათონი.. წიგნიერთა ჭიდილი უკვე სკოლის ტრადიციაა, 2014 წლიდან იმართება და ბევრ მოსწავლეს წიგნისადმი ინტერესი და სიყვარული გაუღვივა.. წელს თამაში მიეძღვნა საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღეს…
თამაში ინტერესით და ხალისიანად მიმდინარეობდა: იყო საინტერესო კითხვები, გუნდების ლამაზი ლოგოების ჩვენება, შემოქმედებითი აქტივობა: ცეკვები, სიმღერები და მქუხარე ტაში.. ასევე საუკეთესო მაყურებლები: კლასელები, მშობლები, მასწავლებლები…
ამ თამაშში წაგებული გუნდი არ არსებობს, ყველამ მოიგო, ვინც კი ერთი წიგნი მაინც წაიკითხა📚
თუმცა ადგილები ასე გადანაწილდა :
პირველი ადგილი - 5/4 კლასი, გუნდი”გონიერი მკითხველები; 7/7 კლასი, გუნდი “ლოგოსი” და 8/3 კლასი, გუნდი”ბნელტევრი”… მეორე ადგილი- 5/2 კლასი, გუნდი “სიტყვის მებრძოლები”; 7/5 კლასი, გუნდი “სხივები” და 8/5 კლასი, გუნდი”ერთობა”.. მესამე ადგილი- 5/3 კლასი, გუნდი “ინტელექტუალები”, 6/1 კლასი, გუნდი “ჭკვიანი თაობა” და 6/3 კლასი, გუნდი “ვარსკვლავები”; 9/5 კლასი, გუნდი “ ფანტასტიკური ხუთეული”;
გამარჯვებული გუნდები სამახსოვრო წიგნებით და მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ.. ყველა მონაწილემ კი მადლობის სიგელი, წამყვანის და ჟიურის სიმპატიები და ტაში დაიმსახურა.. მადლობა სკოლის დირექციას, ჟიურის, ასისტენტებს და ყველას! ყველას! ყველას! 💖🎓📚