06/11/2022
4 ნოემბერს, სკოლა “გენიოსში” ჩატარდა რესპუბლიკა “გენიოსის” საპრეზიდენტო არჩევნები.
რესპუბლიკა “გენიოსის” საპრეზიდენტო არჩევნების მიზანია თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნა,მოზარდის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, მოსწავლეთა ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, მოსწავლის მიერ ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელშეწყობა.
გიზიარებთ საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ საარჩევნი ოქმებს, რესპიბლიკა “გენიოსის” საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ.