სინოლოგია/汉学/Sinology

სინოლოგია/汉学/Sinology პირველი ქართულენოვანი საგანმანათლე?

9.18 - მომენტი როდესაც ჩინეთი ჩერდება თუ 18 სექტემბერს ჩინეთის რომელიმე დიდ ქალაქში მოხვდებით დიდი ალბათობით დილით სირენ...
18/09/2026

9.18 - მომენტი როდესაც ჩინეთი ჩერდება

თუ 18 სექტემბერს ჩინეთის რომელიმე დიდ ქალაქში მოხვდებით დიდი ალბათობით დილით სირენის გაბმული ხმა გაგაღვიძებთ, რომელიც მთელ ქალაქში გაისმის. დამშვიდდით, მესამე მსოფლიო ომი არ დაწყებულა, პირიქით, ჩინეთი უკვე ათწლეულების წინ დასრულებულ ომს იხსენებს.
1931 წლის 18 სექტემბერს იაპონურმა არმიამ დაიწყო შეტევა ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთზე, ე.წ. მანჯურიაზე. ეს გახდა 14 წლიანი წლიანი ომის დაწყების მომენტი, რომელიც მხოლოდ 1945 წელს იაპონიის სრული კაპიტულაციით დასრულდა.
მართალია ჩინეთმა ომში გაიმარჯვა, მაგრამ ეს გამარჯვება ძალიან მძიმედ დაუჯდა. სხვადასხვა მონაცემებით დაიღუპა 12-დან 35 მილიონამდე ჩინელი ჯარისკაცი და არასამხედრო პირი. მსხვერპლთა მსგავსი მაღალი რაოდენობა იაპონელების სასტიკი პოლიტიკის შედეგი იყო. მაგალითად:
სწორედ ამ პერიოდში მოქმედებდა იაპონელების მიერ მანჯურიაში ჩამოყალიბებული ე.წ. „რაზმი 731“, რომელიც ადამიანებზე სამეცნიერო ექსპერიმენტებს ატარებდა და ჩინელ ტყვეებს ადამიანების მაგივრად მორებად მოიხსენიებდნენ.
1937 წლის ბოლოს ნანკინის სასაკლაოდ წოდებული მოვლენის ფარგლებში, როდესაც იაპონურმა არმიამ ქალაქი ნანკინი დაიკავა, 6 კვირის განმავლობაში 200 000-ზე მეტი ჩინელი დახოცეს.
იაპონიის მიერ ჩადენილმა ამ და არაერთმა სხვა დანაშაულმა კაცობრიობის წინააღმდეგ ღრმა კვალი დატოვა ჩინელი ხალხის ცნობიერებაში. 勿忘国耻,牢记历史 „გვახსოვდეს ჩვენი ქვეყნის ისტორია და ეროვნული დამცირება“- ჩინეთში ფართოდ გავრცელებული ეს ფრაზა ჩინელ ხალხში ღრმად დამკვიდრებულ სენტიმენტს გამოხატავს წარსულისადმი, რომლის ერთ-ერთი გამოვლინებაა სწორედ ყოველი წლის 18 სექტემბერს ჩინეთის დიდ ქალაქებში დილის 10 ან 12 საათზე რამდენიმე წუთის განმავლობაში განგაშის სირენების ჩართვა. თუ ამ დროს ქუჩაში გახვალთ, დაინახავთ გაჩერებულ მანქანებს, ფეხით მოსიარულეებს, პოლიციელებსაც კი- ყველა ერთად თავჩაღუნული დგას, თითქოს საერთო ცნობიერებამ ყველაში ერთად გაიღვიძა.

გიზიარებთ ახალ პუბლიკაციებს
15/09/2026

გიზიარებთ ახალ პუბლიკაციებს

ჩინეთის კვლევების კავკასიური ასოციაციის (CACS) მკვლევრები აგრძელებენ გლობალური და რეგიონული პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე მუშაობას. ამჯერად გვსურს მკითხველს ინფორმაცია მივაწოდოთ ასოციაციის წევრების ორი ახალი სამეცნიერო პუბლიკაციის შესახებ.

პირველი კვლევა, რომლის ავტორებიც შალვა ჩიხლაძე და ირაკლი იოსელიანი არიან, გამოქვეყნდა ჟურნალში GIU Interdisciplinary Scientific Journal. სტატიაში „ტრადიციის ინერცია მოდერნიზაციის ეპოქაში: სინოცენტრიზმის გავლენა ჩინეთის საგარეო პოლიტიკაზე: დენ სიაოპინიდან სი ძინფინგამდე“ ავტორები აანალიზებენ ჩინეთის, როგორც „ცივილიზაცია-სახელმწიფოს“, ისტორიულ თვითაღქმას. კვლევის მთავარი სიახლე სინოცენტრიზმის ოპერაციონალიზაციაა სამი ანალიტიკური განზომილებით (ეპისტემური, ნორმატიული და ინსტიტუციური), რაც საშუალებას იძლევა შეფასდეს, თუ როგორ გარდაიქმნა ჩინეთის საგარეო-პოლიტიკური დოქტრინები თავშეკავებიდან ალტერნატიული საერთაშორისო წესრიგის ელემენტების ჩამოყალიბებამდე.
იხილეთ ბმული:
https://www.academia.edu/175531538/The_Inertia_of_Tradition_in_the_Era_of_Modernization_The_Influence_of_Sinocentrism_on_Chinese_Foreign_Policy_From_Deng_Xiaoping_to_Xi_Jinping

მეორე ნაშრომი ეკუთვნის შოთა მგელაძეს, სათაურით „The U-Turn of Georgian Foreign Policy: A Three-Layered Analysis“, რომელიც დასაბეჭდად მიიღო საერთაშორისო რეცენზირებადმა ჟურნალმა International Quarterly of Geopolitics (სტატია საჯაროდ მომავალი წლიდან გახდება ხელმისაწვდომი). ავტორი საქართველოს საგარეო-პოლიტიკური ტრაექტორიის ცვლილებებს სტრუქტურულ, რეგიონულ და ელიტურ დონეებზე აანალიზებს. კვლევის სიახლეს წარმოადგენს იმის გააზრება, თუ როგორ შექმნა საერთაშორისო და შიდა ფაქტორების ერთობლიობამ საქართველოს საგარეო პოლიტიკის ფორმაციის საფუძველი და თუ რა მიმართულებით ვითარდება ის.
ბმული:
https://journal.iag.ir/article_252794.html?lang=e

ჩინეთის კვლევების კავკასიური ასოციაცია მომავალშიც აქტიურად გაუზიარებს მკითხველს ორგანიზაციის მკვლევართა სამეცნიერო სიახლეებსა და ანალიტიკურ მასალებს.

🍃 როგორ დაუკავშირა ჩინურმა ჩაიმ ორი შორეული კულტურა ერთმანეთს?XIX საუკუნის მიწურულს, 1893 წელს, აჭარაში შორეული ჩინეთიდა...
07/09/2026

🍃 როგორ დაუკავშირა ჩინურმა ჩაიმ ორი შორეული კულტურა ერთმანეთს?

XIX საუკუნის მიწურულს, 1893 წელს, აჭარაში შორეული ჩინეთიდან 23 წლის ახალგაზრდა ჩაის ოსტატი-ლიუ ძუნჭოუ (刘峻周) ჩამოვიდა. მაშინ ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ იგი საქართველოში 30 წელზე მეტხანს დარჩებოდა და ქართული ჩაის ისტორიის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ იქცეოდა.

1890-იან წლებში, მეწარმე კონსტანტინე პოპოვის მოწვევით, ლიუმ ჩინელი ოსტატები, ჩაის თესლი და ნერგები საქართველოში ჩამოიტანა. მათი ამბიციური მიზანი შავი ზღვის სანაპიროზე ჩინური ჩაის კულტურის გაშენება იყო, რაც გამოვიდა კიდეც!

✨ მთავარი მიღწევები და ისტორიული ფაქტები:

„ლიუ ჩაი“ (刘茶): ჩაქვში გაშენებულ პლანტაციებზე ლიუ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ნერგების შერჩევასა და დამუშავების ტექნოლოგიას. ჩინურ წყაროებში ამ ხარისხიან პროდუქტს სწორედ „ლიუ ჩაის“ სახელით მოიხსენიებენ.

მსოფლიო აღიარება: 1900 წელს, პარიზის მსოფლიო გამოფენაზე, ჩაქვში წარმოებულმა ჩაიმ ოქროს მედალი მოიპოვა!

სახელმწიფო ჯილდო: ჩაის კულტურის განვითარებისთვის ლიუ ძუნჭოუ წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

🍵 კულტურული ხიდი და ოჯახური ისტორია

ლიუ ძუნჭოუ მხოლოდ ტექნოლოგიით არ შემოფარგლულა, ის დაუახლოვდა ადგილობრივ მოსახლეობას, შეიძინა მიწა და ჩაისა თუ მანდარინის პლანტაციები გააშენა. მისი ოჯახი ქართულ-ჩინური ტრადიციების სიმბოლოდ იქცა: ინარჩუნებდნენ ჩინურ ჩვეულებებს და ამავდროულად ქართულ დღესასწაულებსაც აღნიშნავდნენ.

1926 წელს ლიუ ჩინეთში დაბრუნდა, თუმცა მისი ოჯახის კავშირი საქართველოსთან გაგრძელდა. მისი ვაჟი ნონა თუშმალიშვილზე დაქორწინდა, ხოლო შვილიშვილი, ლიუ კუანგვენი, მოგვიანებით საქართველოში დაბრუნდა და ქართული სინოლოგიის დამფუძნებელი გახდა.

ლიუ ძუნჭოუს ისტორია არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია ერთ მცენარეს, ცოდნასა და ადამიანურ ურთიერთობებს ორი შორეული კულტურის მჭიდროდ დაკავშირება.

#ქართულიჩაი #ჩინეთი #ისტორია #ჩაისისტორია #ლიუძუნჭოუ #აჭარა #კულტურა #სინოლოგია

ჭენგ ხე - ოკეანეების ჩინელი ადმირალი და მისი გრანდიოზული ექსპედიციებიწარმოიდგინეთ XV საუკუნის დასაწყისი: ოკეანის უსასრულ...
03/09/2026

ჭენგ ხე - ოკეანეების ჩინელი ადმირალი და მისი გრანდიოზული ექსპედიციები

წარმოიდგინეთ XV საუკუნის დასაწყისი: ოკეანის უსასრულო სივრცეში მიცურავს ასობით გრანდიოზული ხომალდისგან შემმდგარი არმადა, რომლის სათავეშიც მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი საზღვაო ადმირალი ჭენგ ხე (1371–1433) დგას. ევროპულ „დიდ გეოგრაფიულ აღმოჩენებამდე“ ათწლეულებით ადრე, მინგის დინასტიის ჩინეთი ფლობდა იმ დროისთვის უპრეცედენტო საზღვაო ძალასა და ტექნოლოგიას. ჭენგ ხეს „განძის გემები “ (Baochuan) 100 მეტრზე მეტი სიგრძის ხის გიგანტები გახლდათ, რომლებიც თავისი მასშტაბითა და ინჟინერიით შორს უსწრებდნენ ეპოქას.

1405-იდან 1433 წლამდე იმპერატორ იონგლეს დავალებით ჭენგ ხემ სულ 7 გრანდიოზული საზღვაო ექსპედიცია განახორციელა. მისი მარშრუტები მოიცავდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას, ინდოეთის სუბკონტინენტს, სპარსეთის ყურეს, არაბეთის ნახევარკუნძულსა და აღმოსავლეთ აფრიკის სანაპიროებს (დღევანდელი სომალი და კენია).

დასავლელი ზღვაოსნებისგან განსხვავებით, ჩინური ფლოტის მთავარი მიზანი ტერიტორიების დაპყრობა, კოლონიზაცია ან ადგილობრივთა დამონება არ ყოფილა. ეს იყო მეტწილად მშვიდობიანი დიპლომატიური, სავაჭრო და კულტურული მისია, რომლის ამოცანასაც საზღვაო გზების უსაფრთხოება და ჩინეთის იმპერიის სიდიადის დემონსტრირება წარმოადგენდა.

(გამონაკლისი გახლდათ მხოლოდ შრი-ლანკის ტერიტორიაზე სამოქალაოქ ომში ჩართვა)

ჭენგ ხეს ექსპედიციების ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ეპიზოდი სწორედ აფრიკულ მოგზაურობას უკავშირდება. ქალაქ მალინდიდან ჩინელმა ადმირალმა საიმპერატორო კარზე უჩვეულო საჩუქარი -ჟირაფი ჩაიყვანა. ჩინელებმა ეს ეგზოტიკური ცხოველი მითოლოგიურ კეთილშობილ არსებას, „ცილინს“ შეადარეს, რომელიც მშვიდობისა და კეთილდღეობის სიმბოლოდ ითვლებოდა. ჟირაფის გამოჩენამ დედაქალაქში ნამდვილი ფურორი გამოიწვია და იგი იმპერატორის მმართველობის ღვთაებრივ წყალობად იქნა აღქმული.
ეს ისტორიული მოვლენები ზუსტად არის ასახული ეპოქის პირველწყაროებში. ოფიციალური საიმპერატორო ქრონიკების (Ming Shilu) გარდა, უმნიშვნელოვანეს ცნობებს გვწვდის ექსპედიციის მონაწილეთა ჩანაწერები. მათ შორის გამორჩეულია თარჯიმან მა ხუანის წიგნი „ოკეანის ნაპირების ალმიანი ხედი“ (Yingyai Shenglan), სადაც დეტალურად არის აღწერილი იმ დროის აზიისა და აფრიკის ხალხთა ყოფა-ცხოვრება და გეოგრაფია. გარდა ამისა, თავად ჭენგ ხეს მიერ ჩინეთის სანაპიროებზე აღმართული ქვის სტელები დღემდე ინახავს ცნობებს ამ უნიკალური საზღვაო ეპოპეის შესახებ.

27/08/2026

ძვირფასო, გამომწერებო

გთხოვთ დაგვეხმაროთ გავრცელებაში და ველოდებით თქვენგან რეკომენდაციებს!

26/04/2026

ძვირფასო აბიტურიენტებო, გიზიარებთ საინტერესო ინფორმაციას ახალი პროგრამის შესახებ!

26/02/2026

▪️ნამუშევრები მიიღება - 5 მარტამდე ▪️გთხოვთ, დარეგისტრირებულმა აპლიკანტებმა ესე გამოგზავნოთ ელ-ფოსტაზე: [email protected]

კედელი -როგორც ფენომენი ადამიანთა ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობი ნახელავია. იერიქონიდან ბაბილონამდე, ადრიანეს ლეგენდარული კე...
21/02/2026

კედელი -როგორც ფენომენი ადამიანთა ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობი ნახელავია. იერიქონიდან ბაბილონამდე, ადრიანეს ლეგენდარული კედლიდან გობის უდაბნომდე...

ყველა ეპოქასა და ცივილიზაციაში ადამიანი კედლებს აშენებდა, ხშირად მაშინაც, როცა ის ვერ ასრულებდა თავის ძირითად ფუნქციას. ჩინეთის დიდი კედელი ამ ფენომენის ყველაზე გრანდიოზული გამოხატულებაა. sinology.ge გამოქვეყნებული სტატია სწორედ ამ ფართო, ფილოსოფიური კონტექსტიდან განიხილავს ჩინეთის დიდ კედელს .
დევიდ ჰიუმის ფსიქოლოგიური ანალიზიდან, სუნ ძისა და მო ძის ფილოსოფიური ტრადიციიდან ვიდრე თანამედროვე ჩინეთის „ციფრულ კედლამდე". ეს არის სტატია, რომელიც კედელს გაგაცნობს სრულიად ახალი პერსპექტივიდან. 🧱🌏

იხილეთ ბმული:
https://sinologia.ge/chinethis-didi-kedeli/

ჩინეთის დიდი კედელი ერთ-ერთი იმ მონუმენტურ ნაგებობათაგანია, რომელიც მითების ბურუსით ყველაზე მეტადაა მოცული. უა.....

მშვენიერი სიახლე!საქართველოში სინოლოგიის კიდევ ერთი საბაკალავრო პროგრამა (ამჯერად ინგლისურ ენაზე) იქნება ხელმისაწვდომი
19/02/2026

მშვენიერი სიახლე!

საქართველოში სინოლოგიის კიდევ ერთი საბაკალავრო პროგრამა (ამჯერად ინგლისურ ენაზე) იქნება ხელმისაწვდომი

📣სიამაყით გაცნობებთ, რომ GIU-ს #სინოლოგიის ინგლისურენოვანი პროგრამა #აკრედიტებულია!

ეს ნიშნავს:
✔️საერთაშორისო სტანდარტებს
✔️თანამედროვე სასწავლო პროგრამას
✔️და მეტ შესაძლებლობას სტუდენტებისთვის

თუ გაინტერესებთ ჩინური ენა და კულტურა - ეს პროგრამა თქვენთვისაა!

#ჯიუ #სინოლოგია

https://www.youtube.com/watch?v=OcgwuME8CUwგიზიარებთ პოდკასტს "როგორ და რატომ", სადაც სინოლოგი შალვა ჩიხლაძე ერეკლე შუბი...
05/02/2026

https://www.youtube.com/watch?v=OcgwuME8CUw
გიზიარებთ პოდკასტს "როგორ და რატომ", სადაც სინოლოგი შალვა ჩიხლაძე ერეკლე შუბითიძესთან ერთად აღწერს იმ გზასა და პერიპეტიებს რაც ჩინეთმა გაიარა ბოლო ორასი წლის განმავლობაში, მათ შორის:
ოპიუმის ომებსა და ჩაგვრის საუკუნეს, თაიფინგის აჯანყებას, მანჯურიული დინასტიის ლეგიტიმაციის კრიზისს, ჩინეთის რესპუბლიკის გამოწვევებს, ურთიერთობებს სტალინს-ჩან კაიშისა და მაოს შორის, სახალხო რესპუბლიკის დაარსებას, გეგმიურ ეკონომიკაზე გადასვლასა და თანდმევ გარემობებს.
პოდკასტში ასევე საუბარია ჩინეთ-ამერიკის დაახლოებაზე, გახსნილობის რეფორმასა და გლობალურ პროცესებში ეტაპობრივ ინტეგრაციაზე.
ბოლო ნაწილი ეხება თანამედროვე საკითხებს მათ შორის სისტემურ კონკურენციას, უსაფრთხოების საკითხებს და ა.შ

როგორ და რატომ Ep 42 - ჩინეთის გზა გლობალურ ძალამდე. სტუმარი პოლიტიკის მეცნიერების სპეციალისტი და სინოლოგი შალვა ჩი....

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სინოლოგია/汉学/Sinology posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category