01/06/2026
🔊✨ ღია კარის დღის ფარგლებში აბიტურიენტებს გავაცანით ის საერთაშორისო შესაძლებლობები, რომლებიც საბაუნის სტუდენტებს უცხოურ ბაზარზრე უხსნის გზას.
✈გაცვლითი პროგრამები, პარტნიორი უნივერსიტეტები და ევროპაში სწავლის მრავალფეროვანი შესაძლებლობები.
💙ჩვენმა სტუდენტებმა აბიტურიენტებს პირადად გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება, ისაუბრეს როგორია სწავლა უცხოეთის უნივერსიტეტებში, ახალი კულტურების გაცნობა, საერთაშორისო მეგობრების შეძენა და იმ უნარების განვითარება, რომლებიც მომავალ კარიერაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
საბაუნიში საერთაშორისო გამოცდილება სტუდენტური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, შესაძლებლობა, რომელიც განათლებას ახალ პერსპექტივას სძენს.💙
#საბაუნი #ღიაკარისდღე #საერთაშორისოგამოცდილება