თბილისის N11 საჯარო სკოლა

თბილისის N11 საჯარო სკოლა სკოლის გვერდის ადმინისტრირებას ახორციელებს სკოლის საინფორმაციო მენეჯერი, სკოლის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით.

26/08/2026

ძვირფასო კურსდამთავრებულებო!

სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი მთელი გულით გილოცავთ ცხოვრების ახალ, მნიშვნელოვან ეტაპზე გადაბიჯებას — სტუდენტობას!

გვეამაყება თითოეული თქვენგანი. გვჯერა, რომ ის ცოდნა და ღირებულებები, რომლებიც სკოლაში შეიძინეთ, საიმედო გზამკვლევი იქნება თქვენს პროფესიულ თუ პირად წარმატებაში.

გისურვებთ ნაყოფიერ სტუდენტობას, მწვერვალების დაპყრობასა და ყველა დასახული მიზნის მიღწევას!

19/08/2026

პირველკლასელთა მშობლების საყურადღებოდ!

პირველკლასელთა ფორმების რეალიზაცია მოხდება 4 სექტემბერს, ქალაქ თბილისის N 138 საჯარო სკოლაში ( ზღვისუბანი, თემქა, კვ. 10ბ) 11:00 სთ. დან 19:00 სთ.მდე
თან იქონიეთ:
1. ბავშვის დაბადების დამადასტურებელი (იდენტიფიცირების) დოკუმენტი.
❗️ადგილზე შეგიძლიათ მიიყვანოთ ბავშვი, აუცილებლად თან იქონიეთ ბავშვის დაბადების მოწმობა.

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სასკოლო ფორმა უსასყიდლოდ გადაეცემა საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის იმ მოსწავლეებს, რომლებიც

✅ 1. რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65 001 ქულაზე ნაკლებია.

✅ 2. იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვაში, მათ შორის, ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში, განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში ან განთავსებულნი არიან თბილისის ბავშვთა სახლში.

✅3. სასკოლო ფორმას ასევე მიიღებენ ის მოსწავლეები, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და ჩარიცხულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში.

ძვირფასო მშობლებო, გთხოვთ, მაქსიმალურად დაიცვათ დადგენილი განრიგი!

ნებისმიერი გაუგებრობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ პირადად!💕

2. სოც. დაუცველი სტატუსის მქონე მოსწავლის ბაზაში გადამოწმება ადგილზე მოხდება, დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა არ იქნება საჭირო.

ფორმის შეძენისას გადახდა მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით განხორციელდება. შესაძლებელი იქნება საბანკო ბარათით გადახდა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში ასევე მიმართეთ სკოლის ადმინისტრაციას.

ვულოცავ ჩვენი სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეს, ნიკოლოზ მიღიჯანაშვილს  თურქეთში გამართულ ევროპის თასზე გამართულ შეჯიბრზე ძი...
13/07/2026

ვულოცავ ჩვენი სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეს, ნიკოლოზ მიღიჯანაშვილს თურქეთში გამართულ ევროპის თასზე გამართულ შეჯიბრზე ძიუდოში ვერცხლის მედლის მოპოვებას. ვულოცავთ მის გულშემატკივრებს ამ დიდ წარმატებას. ვუსურვებთ ნიკოლოზს კარიერულ წინსვლას, ჯანმრთელობას და მომავალშიც არაერთხელ აეჟღერებინოს საქართველოს ჰიმნი საერთაშორისო ტურნირებზე.

ძვირფასო აბიტურიენტებო❤️დღეს იწყება თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. ეროვნულ გამოცდებზე მიდიხართ ა...
02/07/2026

ძვირფასო აბიტურიენტებო❤️
დღეს იწყება თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. ეროვნულ გამოცდებზე მიდიხართ არა მხოლოდ ცოდნით, არამედ იმ შრომით, მონდომებითა და გამოცდილებით, რომელიც წლების განმავლობაში დააგროვეთ.
გისურვებთ სიმშვიდეს, თავდაჯერებას და საკუთარი შესაძლებლობების რწმენას.
გახსოვდეთ, გამოცდა მხოლოდ ერთი ნაბიჯია თქვენს დიდ გზაზე. თქვენი ღირებულება არ განისაზღვრება მხოლოდ ქულებით – ის განისაზღვრება თქვენი ადამიანობით, მიზანდასახულობითა და შეუპოვრობით❤️
გისურვებთ წარმატებას, მაღალ შედეგებს, გამართლებას და იმ ოცნებების ახდენას, რომელთა მისაღწევადაც ამდენი იშრომეთ.
ჩვენ გვჯერა თქვენი და ვამაყობთ თითოეული თქვენგანით❤️🙏
წარმატებებს გისურვებთ ეროვნულ გამოცდებზე და ბედნიერ მომავალს❤️

2026 წლის 28 ივნისს, თბილისის N11 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების  პედაგოგმა, ხათუნა ხუგაშვილმა, მომხსენებლის სტატუსით ...
30/06/2026

2026 წლის 28 ივნისს, თბილისის N11 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგმა, ხათუნა ხუგაშვილმა, მომხსენებლის სტატუსით მიიღო მონაწილეობა ,,ასოციაცია-ბიოს“ მიერ ორგანიზებულ ეროვნულ კონფერენციაში: „სასწავლო წლის შეჯამება: მეთოდები, შედეგები და გამოცდილება“.

კონფერენციაზე ქალბატონმა ხათუნამ კოლეგებს გაუზიარა საკუთარი მრავალფეროვანი პედაგოგიური გამოცდილება და წარადგინა ინოვაციური, შემაჯამებელი ინტეგრირებული პროექტი — „მე მიყვარს საქართველო“.

პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა: სასწავლო მასალის ინტეგრირება, მოსწავლეთა ფუნქციური და შემოქმედებითი უნარების განვითარება, ეროვნული თვითშეგნების ამაღლება და თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოცდილებად ქცევა ინტერაქციული მიდგომებით.

მოხსენებამ კონფერენციაზე კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ პროექტებზე დაფუძნებული სწავლება საუკეთესო გზაა მომავალი თაობის აღსაზრდელად და გასავითარებლად.

28 ივნისს, ჩვენი სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელმა, ნინო ჯიხვაძემ მომხსენებლის სტატუსით მიიღო მონაწილეობა ასოციაცია „ბ...
29/06/2026

28 ივნისს, ჩვენი სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელმა, ნინო ჯიხვაძემ მომხსენებლის სტატუსით მიიღო მონაწილეობა ასოციაცია „ბიოს“ მიერ ორგანიზებულ ეროვნულ კონფერენციაში: „სასწავლო წლის შეჯამება: მეთოდები, შედეგები და გამოცდილება“.

ნინომ აუდიტორიას წარუდგინა მოხსენება თემაზე: „ეფექტური სასწავლო აქტივობები და მეთოდები“. ნაშრომმა დიდი ინტერესი გამოიწვია და დამსახურებულად დასახელდა კონფერენციის 5 საუკეთესო მოხსენებას შორის! წარმატებები ჩვენს ახალგაზრდა მასწავლებელს!

23.06.2026 მწერალთა სახლში სსიპ ქალაქ თბილისის N11 საჯარო სკოლის ღირებულებითი კლუბის დასკვნითი ღონისძიება — „ღმერთი, სამ...
23/06/2026

23.06.2026 მწერალთა სახლში სსიპ ქალაქ თბილისის N11 საჯარო სკოლის ღირებულებითი კლუბის დასკვნითი ღონისძიება — „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ ჩატარდა. ❤️
დიდი მადლობა კლუბის თითოეულ წევრს და ხელმძღვანელს, ქართული ე/ლ მასწავლებელს ირმა რობაქიძეს გაწეული შრომისა და ასეთი საინტერესო, მნიშვნელოვანი დღის ორგანიზებისთვის, სკოლის დირექციასა და მშობლებს მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის,
https://www.facebook.com/share/v/1GMEprBS19/

Address

Tsotne Dadiani Street
Tbilisi
0180

Telephone

+995577376191

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თბილისის N11 საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to თბილისის N11 საჯარო სკოლა:

Shortcuts

Share

Category