სკოლა-ლიცეუმი "მწიგნობართუხუცესი" "Mtsignobartukhutsesi" official

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სკოლა-ლიცეუმი "მწიგნობართუხუცესი" "Mtsignobartukhutsesi" official

სკოლა-ლიცეუმი "მწიგნობართუხუცესი" "Mtsignobartukhutsesi" official Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from სკოლა-ლიცეუმი "მწიგნობართუხუცესი" "Mtsignobartukhutsesi" official, High School, თბილისი, ლეო კვაჭაძის #12, Tbilisi.

30/09/2026

ჩვენო ძვირფასო პედაგოგებო, საყვარელო მოსწავლეებო, მშობლებო და სასკოლო საზოგადოებავ!
სკოლა-ლიცეუმ „მწიგნობართუხუცესის“ დირექცია უდიდესი სიყვარულითა და მადლიერებით გილოცავთ ჩვენი სკოლის მფარველისა და სულიერი წინამძღვრის, წმინდა გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის ხსენების დღეს!
არსებობს თარიღები, რომლებიც უბრალოდ კალენდარული დღეები როდია, ისინი ჩვენი იდენტობის, ჩვენი საერთო ოჯახის შეკავშირებისა და უდიდესი სიამაყის წყაროა. ჩვენი სკოლისთვის ეს დღე სწორედ ასეთია. უდიდესი პატივი, მოკრძალება და, ამავდროულად, უზარმაზარი პასუხისმგებლობაა, როდესაც შენი საგანმანათლებლო სივრცე ატარებს იმ ადამიანის სახელს, რომელიც საქართველოს ისტორიაში სიბრძნის, სახელმწიფოებრივი აზროვნების, ერთგულებისა და განათლების უპირველეს სიმბოლოდ იქცა. გიორგი ჭყონდიდელი იყო ის დიდი მწიგნობართუხუცესი, რომელმაც ეპოქა შექმნა, რომელმაც დაგვანახა, რომ ქვეყნის სიძლიერე და ძლევამოსილება სწორედ ცოდნაზე, განათლებასა და სულიერებაზე დგას.

ჩვენო ძვირფასო, მასწავლებლებო!
თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად, უდიდესი ამაგითა და სიყვარულით აგრძელებთ ამ დიდებულ მისიას. თქვენს ხელში იზრდება ქვეყნის მომავალი. მადლობა იმ მოთმინებისთვის, იმ სითბოსთვის და იმ დაუღალავი შრომისთვის, რომელსაც თითოეულ მოსწავლეში დებთ. თქვენ არა მხოლოდ საგანს ასწავლით, არამედ აყალიბებთ მოქალაქეებს, ზრდით ღირსეულ ადამიანებს. გისურვებთ, რომ ეს უდიდესი სახელი მუდამ იყოს თქვენი შთაგონების, ამოუწურავი ენერგიისა და პროფესიული სიამაყის წყარო.

ჩვენო საყვარელო და საამაყო მოსწავლეებო!
თქვენ ხართ „მწიგნობართუხუცესის“ გული და სული! ყოველთვის გახსოვდეთ, რაოდენ დიდებული სახელის მქონე სკოლის კედლებში იღებთ განათლებას. დაე, გიორგი ჭყონდიდელის ცხოვრება და მოღვაწეობა იყოს თქვენთვის გზამკვლევი ვარსკვლავი. არასოდეს შეგეშინდეთ სიძნელეების, გიყვარდეთ წიგნი, ცოდნა და მუდამ გქონდეთ იმის ამბიცია, რომ თქვენი სიტყვა თქვათ ამ ქვეყნის ისტორიაში. ჩვენ გვჯერა თითოეული თქვენგანის, გვჯერა თქვენი ნიჭის, თქვენი კეთილი გულებისა და დიდი მომავლის!
ეს დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ჩვენ ერთი დიდი, ერთიანი და ძლიერი ოჯახი ვართ. ერთად, სიყვარულითა და ერთგულებით, ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ დასახულ მიზნებს და კიდევ ბევრჯერ ვასახელებთ ჩვენს სკოლას.
კიდევ ერთხელ, უდიდესი სიყვარულით გილოცავთ ამ დიდებულ დღეს!

Send a message to learn more

მშობელთა საყურადღებოდ!სკოლა-ლიცეუმი "მწიგნობართუხუცესი" 2026-2027 სასწავლო წელი სახელმძღვანელოები
04/09/2026

მშობელთა საყურადღებოდ!
სკოლა-ლიცეუმი "მწიგნობართუხუცესი"
2026-2027 სასწავლო წელი
სახელმძღვანელოები

წიგნის მაღაზია „ლიბრაში“, ვაჟა-ფშაველას 30-ბ (ტელ: 2 945 200),

სკოლა-ლიცეუმ "მწიგნობართუხუცესის" მოსწავლეთა განსაკუთრებული წარმატება! 🏆2025-2026 სასწავლო წელს ჩვენს სკოლაში ფუნქციონირ...
27/07/2026

სკოლა-ლიცეუმ "მწიგნობართუხუცესის" მოსწავლეთა განსაკუთრებული წარმატება! 🏆
2025-2026 სასწავლო წელს ჩვენს სკოლაში ფუნქციონირებდა ინგლისური ენის კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდებისთვის მოსამზადებელი წრე ( ხელმძღვანელი ნინო კიკაჩეიშვილი), სადაც მეხუთე და მეექვსე კლასის მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით ემზადებოდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ Cambridge English KET გამოცდა ინგლისური ენის ცოდნის A2 დონეს ადასტურებს, ჩვენი მეხუთე და მეექვსე კლასის ოთხივე მოსწავლემ გამოცდაზე განსაკუთრებით მაღალი შედეგები აჩვენა და ავტომატურად B1 დონეზე გადავიდა, რაც მათი ასაკისა და სასწავლო საფეხურის გათვალისწინებით, ნამდვილად შთამბეჭდავი მიღწევაა! 👏🏆
ავთანდილ მჭედლიძე
მართა ჯანყარაშვილი
ნატალი კიკაბიძე
ანასტასია ნიკოლეიშვილი
🏆გულითადად ვულოცავთ მათ ამ მნიშვნელოვან წარმატებას! 🏆

სასწავლო წლის დასასრულს სკოლის დიდ დარბაზში ნამდვილი შემოქმედებითი ზეიმი ეწყობა. ეს ჩვენი სკოლის ტრადიციაა, პატარები ინტ...
01/07/2026

სასწავლო წლის დასასრულს სკოლის დიდ დარბაზში ნამდვილი შემოქმედებითი ზეიმი ეწყობა. ეს ჩვენი სკოლის ტრადიციაა, პატარები ინტელექტუალურ ცოდნასთან ერთად შემოქმედებით უნარებსაც ავლენენ და არაჩვეულებრივ სპექტაკლებს გვთავაზობენ.
განსაკუთრებულ ინტერესს მეოთხე კლასის მსახიობები და მათ მიერ განსახიერებული როლები იწვევს. უკვე სასცენო ხელოვნებაში გაწაფული პატარები ისეთი დრამატიზმით აცოცხლებენ პერსონაჟებს, რომ მათ ნახვას მართლაც არაფერი სჯობს!
ამჯერად სცენა ქართული კინოს ცნობილ ეპიზოდებს დაეთმო. ლუარსაბმა და დარეჯანმა ვერ გაარკვიეს, თევზების მეფე თართია თუ ორაგული, ფუფალას ისევ ყველაზე ლამაზი ეგონა თავი, ბურნუთას სიყვარულმა იქ მყოფებს შეახსენა, რომ სიყვარული ყველას უნდა და ბედის საძებნელად საფრანგეთში გადახვეწილმა ემიგრანტმა კი - ხის სიმაღლე რომ ფესვებიდან იზომება და ქართველის სამშობლო საქართველოა!
მხურვალე აპლოდისმენტი არ დაჰკლებია ჩვენს პატარა მსახიობებს.

დაწყებითი კლასების უკვე ტრადიციად ქცეული წლის შემაჯამებელი სპექტაკლი მესამე კლასის მოსწავლეებმა ნოდარ დუმბაძის შემოქმედე...
01/07/2026

დაწყებითი კლასების უკვე ტრადიციად ქცეული წლის შემაჯამებელი სპექტაკლი მესამე კლასის მოსწავლეებმა ნოდარ დუმბაძის შემოქმედებასა და მოღვაწეობას მიუძღვნეს. პატარებმა დიდი მონდომებით გააცოცხლეს სცენაზე ნაწყვეტები ნაწარმოებებიდან: ,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, ,,მე ვხედავ მზეს“, ,,ჰელადოსი“, ,,ნუ გააღვიძებ“. გაიხსენეს მწერლის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ფაქტები, შვილების მოგონებები. ბედნიერი მაყურებელი მზიანი გულის მწერლის შემოქმედებას აზიარეს და თავად დიდი ოვაცია და სიყვარული დაიმსახურეს.

ტრადიციულად, ჩვენს სკოლაში საწავლო წლის მიწურულს განსაკუთრებული  მღელვარება სუფევს - პატარები დიდი ზეიმისთვის ემზადებიან...
01/07/2026

ტრადიციულად, ჩვენს სკოლაში საწავლო წლის მიწურულს განსაკუთრებული მღელვარება სუფევს - პატარები დიდი ზეიმისთვის ემზადებიან. მათ სკოლის სცენაზე უნდა წარმოადგინონ შემაჯამებელი სპექტაკლი საყვარელი პერსონაჟების მონაწილეობით. მეორე კლასის მოსწავლეებმა დიდი არტისტიზმი გამოავლინეს და სცენაზე გათამაშეს ამონარიდები საბავშვო მოთხრობებიდან. ვის არ ნახავდით აქ: ბებიას და ზურიკელას, პატარა უფლისწულს, კარლსონსა და პინოქიოს, მძინარე მზეთუნახავს, პეპი გრძელი წინდას, ემილისა და ტომ სოიერს. პატარებმა დიდი მონდომებით გააცოცხლეს ნაწყვეტები საყვარელი წიგნებიდან, სცენაზე ნამდვილი მსახიობებივით ითამაშეს და მაყურებელს დიდი სიამოვნება მიანიჭეს. მათი სასცენო დებიუტი ნამდვილად შედგა.

დედაენის გაცილება ჩვენი სკოლის პირველკლასელთა ტრადიციაა. წელსაც ჩვენმა პატარებმა მონდომება არ დააკლეს, არც სიყვარული დაი...
01/07/2026

დედაენის გაცილება ჩვენი სკოლის პირველკლასელთა ტრადიციაა. წელსაც ჩვენმა პატარებმა მონდომება არ დააკლეს, არც სიყვარული დაიშურეს და უამრავი თბილი სიტყვა, ლექსი და სიმღერა მიუძღვნეს პირველ წიგნს. გააცოცხლეს იაკობ გოგებაშვილის ბავშვობის მოგონებები, გაითამაშეს სცენები მოთხრობებიდან, უმღერეს ანბანს და დედის იავნანით ნაზიარებ ენას. დედაენის ფურცლებიდან ამოკითხული ცოდნით ფრთაშესხმულნი გამოემშვიდობნენ სიბრძნის პირველ წიგნსა და პირველ კლასს.

14 ივნისს  ქ.თბილისის არტ ჰოლის კულტურის ცენტრმა ,,ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის" მიერ ორგანიზებული საერთაშორისო...
15/06/2026

14 ივნისს ქ.თბილისის არტ ჰოლის კულტურის ცენტრმა ,,ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის" მიერ ორგანიზებული საერთაშორისო საბავშვო და ახალგაზრდული ფოლკლორული ფესტივალის ,,მომავალი ჩვენია"დახურვას უმასპინძლა.
ღონისძიებაში მონაწილეობდა სკოლა-ლიცეუმ ,,მწიგნობართუხუცესის " ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ჭყონდიდელი" . ჩვენმა მოსწავლეებმა წარადგინეს ოთხი ქორეოგრაფიული ნომერი და დაჯილდოვდნენ ლაურიატის წოდებით, თასით, დიპლომითა და მედლით.

5 ივნისს, გარემოს დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დაცული ტერიტორიების სააგენტოს ეკოსაგა...
11/06/2026

5 ივნისს, გარემოს დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დაცული ტერიტორიების სააგენტოს ეკოსაგანმანათლებლო პროექტის “ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება.
ჩვენი სკოლიდან წარსდგა
მე-11 კლასის მოსწავლე
სოფიო ადამაშვილი
პედაგოგი: თამარ ელისაშვილი

Address

თბილისი, ლეო კვაჭაძის #12
Tbilisi
0186

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00

Telephone

2135135

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სკოლა-ლიცეუმი "მწიგნობართუხუცესი" "Mtsignobartukhutsesi" official posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to სკოლა-ლიცეუმი "მწიგნობართუხუცესი" "Mtsignobartukhutsesi" official:

Shortcuts

Share

Category