პირველადი დახმარების ცენტრი • First Aid Center

პირველადი დახმარების ცენტრი • First Aid Center

Share

ჩვენ გასწავლით სიცოცხლის გადარჩენას!

პირველადი დახმარების ტრენინგები ყველა პროფესიის ადამიანისთვის 💙

პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ტრენინგები ნებისმიერი პროფესიის მსმენელთათვის, წარმატებით გავლისას გაიცემა სერთიფიკატი

14/05/2026

⚡️ ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორის (ე.წ. „შოკის“) მნიშვნელობა კრიტიკულ სიტუაციებში იმდენად დიდია, რომ მისი ხელმისაწვდომობა სასურველია არამხოლოდ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში, არამედ კომერციული ავიახაზების თვითმფრინავებისთვისაც.

👉🏼 შეგახსენებთ, რომ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ნებისმიერ დაწესებულებას — სხვადასხვა ტიპის კომპანიას, კლინიკას, სკოლასა თუ ოფისს — ჩვენ უკვე ვთავაზობთ ამ მოწყობილობას ქართულ ენაზე.

🌍 დეტალური ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ ვებგვერდზე: www.defibrillator.ge

✈️ რატომ არის დეფიბრილატორი მნიშვნელოვანი ავიახაზებისთვის?

👉🏼 მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრინავში კრიტიკული შემთხვევების სიხშირე შედარებით დაბალია, სიცოცხლის გადარჩენა პირდაპირ არის დაკავშირებული დეფიბრილატორის დროულ გამოყენებასთან.
👉🏼 ლიტერატურის მიმოხილვით აღმოჩნდა, რომ თვითმფრინავში განვითარებული უბედური შემთხვევების დროს, დეფიბრილატორის გამოყენების გარეშე გადარჩენის ალბათობა საშუალოდ მხოლოდ 6%-ს შეადგენს, ხოლო მისი დაუყოვნებელი გამოყენების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 21%-დან 70%-მდე იზრდება.

ℹ️ გადაუდებელი დახმარება და დეფიბრილატორის გამოყენება უნდა მოხდეს სასწრაფო დახმარების მოსვლამდე, ეს ერთადერთია, რაც გადარჩენის შანსს ორჯერ ან სამჯერ ზრდის.

📩 დეფიბრილატორით დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშრდით: [email protected]

📞 574806060

27/02/2026

✔️ პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგი სტომატოლოგებისთვის (12 უპგ ქულა) ჩაინიშნა 7 და 8 მარტს, 16:00 საათზე.

👉 ტრენინგის გავლით 12 უპგ ქულის დაგროვება შეუძლიათ შემდეგ სპეციალობაში ლიცენზირებულ ექიმებს:

▪️ ყბა-სახის ქირურგია
▪️ ქირურგიული სტომატოლოგია
▪️ თერაპიული სტომატოლოგია
▪️ ორთოდონტია
▪️ ორთოპედიული სტომატოლოგია

🔗 დეტალები და სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/mb8DigKDagSnuHDg8

✉️ კორპორატიული თანამშრომლობისთვის მოგვწერეთ: [email protected]

📩 შეკითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ პირადი შეტყობინება.

17/02/2026

🛌 კარგი ძილი და გაღვიძების რუტინის მოწესრიგება დაგეხმარება დილაობით მარტივად გამოფხიზლებაში.

👨‍⚕️ გაეცანი რჩევებს, როგორ დაიწყო დღე სწორად.

▶ მიეცი საკუთარ თავს დრო: დაუთმე ძილს იმდენი დრო, რამდენიც იცი, რომ გჭირდება. ზრდასრულების უმეტესობას ძილისთვის დღე-ღამეში 7-9 საათი სჭირდება.
▶ შეხსენება: როცა გადაწყვეტ, როდის დაიძინო, დააყენე ავტომატური შეტყობინება, რომელიც შეგახსენებს, რომ დროა დასაწოლად მზადება დაიწყო.
▶ მოაწესრიგე ძილის გრაფიკი: შენი სხეული და გონება საუკეთესოდ მაშინ მუშაობს, როცა ერთსა და იმავე დროს იღვიძებ. აირჩიე გაღვიძების დრო, რომელიც შენი ცხოვრების წესს ერგება და ეცადე, ეს გრაფიკი რეგულარულად დაიცვა.
▶ შეწყვიტე მაღვიძარას გადაწევა: snooze ღილაკის გამოყენება და პატარა შუალედებით ორჯერ ან სამჯერ გაღვიძება კიდევ უფრო წაგართმევს ენერგიას.
▶ გაიღვიძე ბუნებრივ განათებაში: თუ ამის საშუალება გაქვს, ეცადე, ბუნებრივ განათებაში გაიღვიძო. ხოლო თუ არ გაქვს, გაღვიძებისას აანთე შუქი. ეს დაგეხმარება, რომ უფრო ბუნებრივად და სწრაფად გამოფხიზლდე.
▶ კარგი ძილი და მოძრაობა განუყრელია: სხეულის მოძრაობა დაგეხმარება, უკეთ გამოფხიზლდე დილით და უკეთ გეძინოს ღამით.
▶ მოიკრიბე ენერგია: შეარჩიე ჯანსაღი საუზმე, რომელიც, ამასთანავე, გემრიელიც არის და ენერგიასაც შეგმატებს. დროის დაზოგვის მიზნით, შეგიძლია ის წინა საღამოს მოამზადო.
▶ დაუთმე დრო საკუთარ თავს: 10 წუთის განმავლობაში შენს მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა დაგეხმარება სტრესისა და შფოთვის მართვაში. შეგიძლია სცადო მსუბუქი მედიტაცია, იოგა ან გაწელვები.
▶ და დაიწყე დღე: ზოგ ადამიანს ურჩევნია, რომ პირველ რიგში რთულ დავალებებზე კონცენტრირდეს, ზოგი მათგანი კი უპირატესობას მარტივი დავალებების დასრულებას ანიჭებს. შეარჩიე შენთვის საუკეთესო განაწილება და ეცადე, მიჰყვე გეგმას.

ჯანმრთელობას გისურვებთ ❣️

www.firstaidcenter.ge / www.defibrillator.ge

#ექიმიმარშანია

12/02/2026

🤸‍♀️ ჯანსაღი წონა დაგეხმარება, უკეთ იგრძნო თავი და შეინარჩუნო ჯანმრთელობა.

🥗 თუ რამდენიმე კილოგრამის დაკლებას გეგმავ, გაეცანი პოსტს და გაიგე, რას ნიშნავს კალორიული დეფიციტი და როგორ დაიკლო უსაფრთხოდ.

ℹ️ კალორიული დეფიციტი ნიშნავს იმაზე მეტი კალორიის დახარჯვას, ვიდრე სხვადასხვა საკვებით იღებ. ეს სხეულს აიძულებს, რომ ენერგიის მისაღებად ცხიმის წვა დაიწყოს.
ℹ️ ჯანსაღი კლებისთვის, სასურველია, დღიურ ნორმაზე მაქსიმუმ 500 კალორიით ნაკლები მიიღო. ამ მეთოდით, კვირის განმავლობაში საშუალოდ 0.5 კილოგრამის დაკლებაა შესაძლებელი.

🍳 ამ გზით წონის დასაკლებად, პირველ რიგში, განსაზღვრე, რამდენი კალორია გჭირდება დღის განმავლობაში (ამაში ონლაინ კალკულატორი, ან სხვადასხვა აპლიკაცია დაგეხმარება). შემდგომ კი, შეგიძლია აირჩიო:
👉 ნაკლები კალორიის მიღება;
👉 იგივე რაოდენობის კალორიის მიღება, მაგრამ ფიზიკური აქტივობის გაზრდა, რათა მეტი კალორია დაწვა.
👉 კალორიების შემცირება და ფიზიკური აქტივობის გაზრდა.

⚠️ გაითვალისწინე, რომ ზედმეტად ცოტა რაოდენობის კალორიის მიღება არ არის კლების ჯანსაღი მეთოდი.

ჯანმრთელობას გისურვებთ ❣️

www.firstaidcenter.ge / www.defibrillator.ge

#ექიმიმარშანია

02/02/2026

🦠 ნოროვირუსი აზიანებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს და იწვევს ღებინებასა და დიარეას.

👉 მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის მიმდინარეობა ხშირად საკმაოდ უსიამოვნოა, როგორც წესი, ის საშუალოდ ორ დღეში თავისთავად გაივლის.

👉 უმეტეს შემთხვევაში, მკურნალობა შესაძლებელია სახლში — ყველაზე მნიშვნელოვანია ორგანიზმის დასვენება და დიდი რაოდენობით სითხის მიღება.

❣️ ჯანმთელობას გისურვებთ.
#ექიმიმარშანია

www.firstaidcenter.ge | www.defibrillator.ge

23/01/2026

🫀 ქოლესტერინი ყველას გვაქვს და ის აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. თუმცა, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ არსებობს „კარგი“ და „ცუდი“ ქოლესტერინი.

🔹 მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები (HDL) - „კარგი“ ქოლესტერინი , რომელიც იცავს სისხლძარღვებს.

🔹 დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები (LDL) - „ცუდი“ ქოლესტერინი, რომელიც შეიძლება დაგროვდეს სისხლძარღვებში და გამოიწვიოს ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნა, რაც ზრდის გულის შეტევისა და ინსულტის რისკს.

👉🏼 ქოლესტერინი ორგანიზმში ბუნებრივად წარმოიქმნება, ღვიძლი თავად გამოიმუშავებს მას საჭირო რაოდენობით. დამატებითი ქოლესტერინი კი ორგანიზმში ხვდება ცხოველური წარმოშობის საკვების მეშვეობით, როგორიცაა ხორცი, ფრინველის ხორცი და სრულცხიმიანი რძის პროდუქტები.

ℹ️ მაღალ ქოლესტერინს ხშირად არ აქვს სიმპტომები, ამიტომ მისი გეგმური კონტროლი მნიშვნელოვანია.

🔹 ქოლესტერინის დონის გასაგებად საკმარისია სისხლის მარტივი გამოკვლევა - ლიპიდური სპექტრი.

✔️ კვლევის შედეგად მიღებული მაჩვენებლების სწორად შეფასებისთვის აუცილებელია კონსულტაცია შესაბამის სპეციალისტთან.

ჯანმრთელობას გისურვებთ ❣️

www.firstaidcenter.ge / www.defibrillator.ge

#ექიმიმარშანია

17/01/2026

⚡️ პანიკური შეტევები შეიძლება იყოს ინტენსიური, შემაშფოთებელი და ხშირად მოულოდნელი.

👉🏼 პანიკური შეტევის სიმპტომები:

▪️ ჩხვლეტა ან დაბუჟება ხელებსა და თითებში
▪️ სიკვდილის მოახლოების ძლიერი შიში
▪️ მკერდის დაჭიმულობა და ტკივილი
▪️ სუნთქვის გაძნელება
▪️ აჩქარებული გულისცემა
▪️ ხმაური ყურებში
▪️ ოფლიანობა და შეციების შეგრძნება
▪️ თავბრუსხვევის ან გულისრევის შეგრძნება
▪️ კონტროლის დაკარგვის შეგრძნება
▪️ სისუსტის შეგრძნება

ℹ️ მნიშვნელოვანია, იცოდე, რომ ეს დროებითი მდგომარეობაა და სწორი მეთოდებით მისი მართვა შესაძლებელია.

ჯანმრთელობას გისურვებთ ❣️

www.firstaidcenter.ge / www.defibrillator.ge

#ექიმიმარშანია

15/01/2026

🫀 აშშ-ში, სამუშაო სივრცეში, ყოველწლიურად საშუალოდ 10 000 ადამიანს უჩერდება გული.
⚡️ მიუხედავად ამისა, თანამშრომლების 51%-მა საკუთარ სამუშაო სივრცეში დეფიბრილატორის მდებარეობა არ იცის. საქართველოში კი საჯარო თავშეყრის ადგილების აბსოლუტურ უმრავლესობაში დეფიბრილატორი საერთოდ არ არის.
👉🏼 გულის გაჩერების 10 შემთხვევიდან 9 შემთხვევაში, ადამიანის გადარჩენა შესაძლებელია, თუ პირველივე წუთში გამოვიყენებთ ავტომატურ გარეგან დეფიბრილატორს.
ℹ️ დეფიბრილატორის გამოყენება შეუძლია ნებისმიერი პროფესიის ადამიანს.
▪️ დეფიბრილატორის ოფისში ქონა ეფექტური გზაა კომპანიის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის პრაქტიკულად გამოვლენისთვის.
🇬🇪 ქართულენოვანი ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.defibrillator.ge

12/01/2026

🚭 მოწევაზე უარის თქმა ერთ-ერთი საუკეთესო რამ არის, რაც შეგიძლია შენი ჯანმრთელობისთვის გააკეთო.

👉🏼 ჩამოთვალე მიზეზები, რატომ გინდა მოწევაზე უარის თქმა.
▪️ ეს შეიძლება იყოს - ჯანმრთელობაზე ზრუნვა, თანხის დაზოგვა, სუნთქვის გაუმჯობესება და ა.შ.

👉🏼 უთხარი ახლობლებს, რომ უარი თქვი სიგარეტზე
▪️ აცნობე მეგობრებსა და ოჯახის წევრებს შენი გადაწყვეტილების შესახებ და აუხსენი, როგორ შეუძლიათ დახმარება და მხარდაჭერა.

👉🏼 თვალყური ადევნე პროგრესს
▪️ ჩამოტვირთე აპლიკაცია, რომელიც სხვადასხვა გზით დაგეხმარება სიგარეტზე უარის თქმის პროცესის მართვაში.

👉🏼 იცოდე, რა გიბიძგებს მოწევისკენ
▪️ თუ გიჩნდება სიგარეტის მოწევის სურვილი, სცადე ჩამოწერო ის მიზეზები, რაც ამ სურვილს განაპირობებს და დაფიქრდი, როგორ შეიძლება მათი თავიდან არიდება.

👉🏼 დღის განმავლობაში დაკავდი ფიზიკური აქტივობით
▪️ ფიზიკური აქტივობა სიგარეტზე უარის თქმის პროცესში ერთ-ერთი შესანიშნავი დამხმარეა – ის ამცირებს მოწევის სურვილს და ამასთანავე, ეხმარება სხეულს გაძლიერებაში.

ჯანმრთელობას გისურვებთ ❣️

www.firstaidcenter.ge / www.defibrillator.ge

#ექიმიმარშანია

წყარო: NHS

26/12/2025

ℹ️ გასულ წელს სკრინინგის შედეგად 18,942 ქალს აღმოაჩნდა ძუძუს კიბო.

👉🏼 რეგულარული სკრინინგი საშუალებას იძლევა დაავადება აღმოაჩინონ მანამ, სანამ რაიმე სიმპტომს შეამჩნევ.

🎀 საქართველოში მოქმედებს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 40-დან 70 წლამდე ქალებს შეუძლიათ ძუძუს სკრინინგი (მამოგრაფია) ჩაიტარონ უფასოდ.

📍 სერვისი ხელმისაწვდომია თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, გორის, თელავისა და სხვა ქალაქების სკრინინგ ცენტრებსა და კლინიკებში.

ℹ️ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის მეშვეობით.

ჯანმრთელობას გისურვებთ ❣️

www.firstaidcenter.ge / www.defibrillator.ge

#ექიმიმარშანია

წყარო: NHS

Want your school to be the top-listed School/college in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


Tbilisi