ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამა / MA In Addiction Studies

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამა / MA In Addiction Studies

ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამა / MA In Addiction Studies სამაგისტრო პროგრამა ადიქტოლოგია ეს არის მულტიდისციპლინური მეცნიერება რომელიც შეისწავლის დამოკიდებულების (ადიქციის) ბიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ ასპექტებს

ადიქციის კვლევების სამაგისტრო საფეხურზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია წარმოებს შემდეგ ბმულზე https://argus.iliauni.edu...
23/08/2021

ადიქციის კვლევების სამაგისტრო საფეხურზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია წარმოებს შემდეგ ბმულზე https://argus.iliauni.edu.ge/ka/registration/masters 27 აგვისტოს 18:00 საათის ჩათვლით.
ამ პროგრამაზე სწავლის მსურვებს საერთო სამაგისტრო გამოცდის სამ ნაწილში უნდა ქონდეთ ბარიერი გადალახული, შეავსონ სააპლიკაციო ფორმა და გაიარონ გასაუბრება.
დეტალები იხილეთ https://iliauni.edu.ge/ge/study/masters/apply/arts-sciences-apply
შიდა საუნივერსიტეტო გამოცდების შედეგები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებ გვერდზე 2021 წლის 10 სექტემბერს.

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი 2021-2022 სასწავლო წლისათვის აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:

https://www.facebook.com/Iliauni/posts/3290350767644150
04/05/2020

https://www.facebook.com/Iliauni/posts/3290350767644150

Live-საინფორმაციო შეხვედრა: ადიქციის კვლევების პროგრამა

ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამა ჩარლზის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის საფუძველზე შეიქმნა.

დრო: 6 მაისი, 15:00 საათი
ადგილი: http://tiny.cc/4z7coz

შემოგვიერთდი, დაგვისვი შეკითხვები და მიიღე ამომწურავი ინფორმაცია პროგრამასთან დაკავშირებით.

ვრცლად: http://tiny.cc/b27coz

ილიას უნივერსიტეტის „ადიქციის კვლევების“ კურსდამთავრებულმა, ადიქციის კვლევების მაგისტრმა თამარ მღებრიშვილმა სამაგისტრო კ...
12/02/2020

ილიას უნივერსიტეტის „ადიქციის კვლევების“ კურსდამთავრებულმა, ადიქციის კვლევების მაგისტრმა თამარ მღებრიშვილმა სამაგისტრო კვლევის „ძალადობის მსხვერპლი წამალდამოკიდებული ქალების წვდომა თავშესაფრებზე და შესაბამისი სერვისის მიწოდების მზაობის შეფასება“ შედეგები წარადგინა აშშ-ში, ქალაქ სან-ანტონიოში გამართულ ყოველწლიურ კონფერენციებზე - InWomen's Conference და NIDA International Forum 2019.
თამარმა მოიპოვა InWomen’s Conference-ისა და EMCDDA-EU4MD-ის სტიპენდიები, რამაც შესაძლებელი გახადა სამაგისტრო ნაშრომის ამ კონფერენციებზე წარდგენა.

იხილეთ პოსტერი: https://www.drugabuse.gov/international/abstracts/women-who-use-drugs-left-without-shelter

Tako Mgebrishvili

T. Mgebrishvili1, A. Beselia1, I. Kirtadze1,2. 1Addiction Research Center, Alternative Georgia, Georgia; 2Ilia State University, Georgia

12/02/2020

ილიას უნივერსიტეტის „ადიქციის კვლევების“ კურსდამთავრებულმა, ადიქციის კვლევების მაგისტრმა ადა ბესელიამ, 2019 წლის ოქტომბერში, წარადგინა კოლეგებთან ერთად შესრულებული კვლევის „ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება საქართველოს ღამის კლუბების ხშირ ვიზიტორებში“ შედეგები საერთაშორისო კონფერენციაზე ლისაბონში (პორტუგალია) - Lisbon Addictions 2019.

იხილეთ პოსტერი: https://www.researchgate.net/publication/336604987_Use_of_psychoactive_substances_by_frequent_nightclub_goers_in_Georgia_countryResults_of_online_cross-_sectional_survey

Ada Beselia

ილიას უნივერსიტეტის „ადიქციის კვლევების“ სამაგისტრო პროგრამის მაგისტრანტმა, დავით სუბელიანმა, სამაგისტრო კვლევის „ახალი ...
12/02/2020

ილიას უნივერსიტეტის „ადიქციის კვლევების“ სამაგისტრო პროგრამის მაგისტრანტმა, დავით სუბელიანმა, სამაგისტრო კვლევის „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების კვლევა” შედეგები გამოაქვეყნა საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში „Journal of Substance Use”, რომლის იმპაქტ ფაქტორია 0.8.

იხილეთ სტატია:
https://www.tandfonline.com/doi/abs/10.1080/14659891.2019.1692927?journalCode=ijsu20

David Subeliani

(2019). Patterns of use of new psychoactive substances and perceived benefits and negative effects: results of online survey in Georgia (country). Journal of Substance Use. Ahead of Print.

ილიას უნივერსიტეტის „ადიქციის კვლევების“ სამაგისტრო პროგრამის 2018 წლის კურსდამთავრებულმა, ადიქციის კვლევების მაგისტრმა ...
12/02/2020

ილიას უნივერსიტეტის „ადიქციის კვლევების“ სამაგისტრო პროგრამის 2018 წლის კურსდამთავრებულმა, ადიქციის კვლევების მაგისტრმა ადა ბესელიამ, სამაგისტრო კვლევის „ღამის ცხოვრება და ნარკოტიკების მოხმარება თბილისში“ შედეგები გამოაქვეყნა საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში „Journal of Psychoactive Substances”, რომლის იმპაქტ ფაქტორია 1.7

იხილეთ სტატია: https://www.tandfonline.com/doi/abs/10.1080/02791072.2019.1574997?journalCode=ujpd20

Ada Beselia

(2019). Nightlife and Drug Use in Tbilisi, Georgia: Results of an Exploratory Qualitative Study. Journal of Psychoactive Drugs: Vol. 51, No. 3, pp. 247-253.

🔴 20 იანვარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ვილნიუსის უნივერსიტეტის ფსიქოტრავმის ცენ...
17/01/2020

🔴 20 იანვარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ვილნიუსის უნივერსიტეტის ფსიქოტრავმის ცენტრის მკვლევრის, ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის, ინგა ტრუსკაუსკაიტე-კუნევიჩიენეს ლექცია: „სტრესისა და ტრავმის მიმდინარე კვლევები ლიეტუვაში: პრევალენტობა და მკურნალობის გამოწვევები“

🔗 ვრცლად: http://bit.ly/2R2cmcz

🕖 დრო: 20 იანვარი, 18:00 საათი

📍 ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

⭕ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა ნინო მახაშვილმა და ჯანა ჯავახიშვილმა 12 ივლისს ოქსფორდის ბრუქსის უნივერსიტ...
15/07/2019

⭕ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა ნინო მახაშვილმა და ჯანა ჯავახიშვილმა 12 ივლისს ოქსფორდის ბრუქსის უნივერსიტეტში გამართეს ვორკშოპი ომით დაზარალებული მოსახლეობის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე, მათი მოვლის სისტემასა და ისეთ ფსიქოლოგიურ ფენომენებზე, როგორებიცაა: ვიქტიმიზაცია, მტრის ხატი, ტრავმის თაობიდან თაობაში გადაცემა და რადიკალიზაცია.

➡ ვორკშოპს უმასპინძლა ოქსფორდის ბრუქსის უნივერისტეტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის მეცნიერებების სკოლამ და მას დაესწრო 20-ზე მეტი კოლეგა – ოქსფორდის საუნივერსიტეტო აკადემიური თემის წარმომადგენლები, სადოქტორო საფეხურის სტუდენტები და ტრავმირებული მოსახლეობის დახმარების დარგში მომუშავე პროფესიონალები.

⭕️ 5 ივლისს ილიაუნის ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების სამაგისტრო ნაშრომების დაცვა გაიმართა. ნაშრომები...
08/07/2019

⭕️ 5 ივლისს ილიაუნის ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების სამაგისტრო ნაშრომების დაცვა გაიმართა. ნაშრომების თემატიკა საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი იყო: ზედოზირების დროს დახმარების პრაქტიკების შესწავლა კლუბურ და საფესტივალო გარემოში; პრევენცია საქართველოში, როგორც ომი ნარკოტიკების წინააღმდეგ; ინტერნეტ-ტექნოლოგიური განვითარების როლი ნარკოტიკების შეძენის პროცესში და ა.შ.

Address

Kakutsa Cholokashvili Avenue 3/5
Tbilisi
0162

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამა / MA In Addiction Studies posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამა / MA In Addiction Studies:

Shortcuts

Share

Category