Minds&Marketing

Minds&Marketing

Share

minds&marketing is an educational, investigation-based marketing media platform with a mission to advance marketing expertise in Georgia.

minds&marketing is an educational, investigation-based marketing platform with a mission to advance marketing expertise in Georgia by providing daily access to research-based knowledge & data-driven insights. we empower current and future generations of marketers to learn from real-world practices, fostering a culture of constant, everyday learning and development. through our strategic reviews an

23/06/2026

დღე 2 - 5 ინსაითი Cannes Lions International Festival of Creativity -დან:

1. AI ads - „ცნობიერების ეკონომიკიდან“ „ინტელექტის ეკონომიკაში“

ტრადიციული რეკლამა, რომელიც მხოლოდ ბრენდის ცნობადობის გაზრდაზე იყო ორიენტირებული, იცვლება. AI რეკლამა მომავლის თემაა, ეტაპობრივად ინერგება და მომხმარებელთა დიალოგის დროს, ორგანულად და კონტექსტურად ჩნდება. AI შესაძლებლობას იძლევა, რეკლამა კი არ გაიშვას ფართო მასებზე, არამედ შეიქმნას უნიკალური, ინტერაქციული და პერსონალური გამოცდილება.

2. AI, როგორც კვლევის ინსტრუმენტი ბრენდებისთვის

ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია დიდი ისტორიის მქონე ბრენდების მემკვიდრეობის გაანალიზება, კონკრეტული კრიტერიუმების გამოყოფა და შეფასება, ინტუიციური გადაწყვეტილებების მეცნიერული საფუძვლით გამყარება; დადგენა, თუ კონკრეტულად რა განსაზღვრავს ადამიანების ბრენდისადმი ერთგულებას. თუმცა, როდის მართოს ნარატივი ბრენდმა და როდის გადასცეს ის საზოგადოებას, კვლავ ადამიანის პასუხისმგებლობად რჩება.

3. კრეატივი ადამიანის საქმეა:

მიუხედავად ტექნოლოგიური პროგრესისა, ბრენდინგის საფუძვლები უცვლელი რჩება - ის კვლავ ეყრდნობა ადამიანურ ემპათიასა და კრეატივს. ტექნოლოგია არის არა იდეების შემქმნელი, არამედ მათი წარმოების, ტესტირებისა და მასშტაბირების საშუალება. კრეატივი კი ყოველთვის იყო და იქნება ღრმად ადამიანური პროცესი.

4. სამი ფუნდამენტური ადამიანური ხმა:

წარმატებული კამპანიისთვის ბრენდს სჭირდება 3 ძირითადი ხმა, რომელთა გენერირებაც AI-ს არ შეუძლია, თუმცა შეუძლია მათი გაძლიერება:
· ბრენდის ხმა: ავთენტური იდეა და პოზიცია.
· ექსპერტის ხმა: ინფლუენსერები და კრეატორები, რომელთაც მომხმარებელი ენდობა.
· მომხმარებლის ხმა: UGC (მომხმარებლის მიერ შექმნილი კონტენტი), რომელიც ყველაზე სანდოა.

5. ფასიანი რეკლამა VS გულწრფელი უკუკავშირი

დღევანდელ სამყაროში, სადაც დეზინფორმაციისა და შიშის დონე საკმაოდ მაღალია, მასობრივად იზრდება იმ მომხმარებლების რიცხვი, რომლებიც პროდუქტს მხოლოდ საკუთარი იდენტობის, კომუნისა თუ ლოკალური ნდობის მიხედვით ირჩევენ. ტრადიციული ფასიანი რეკლამა და სელებრითები ძალას კარგავენ, ბრენდის წარმატება ორგანულად მოპოვებულ რეპუტაციაზე, ციფრულ კრეატორებსა და რიგითი ადამიანებიდან წამოსულ დადებით უკუკავშირებზე გადის.

და ბოლოს, ამ დღის მთავარი ნარატივი: ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ! PSP Pharmacy • პსპ აფთიაქი x Playmakers -ის ქეისის განხილვა Glass და Titanium კატეგორიის ჟიურის წევრებთან.

23/06/2026

„დნმ-ში გვაქვს კრეატიულობა და ეს რომ ვაქციეთ პროფესიად, ძალიან კარგად გამოგვდის“ 🙌🏻

კანის ლომების საქართველოში შემოყვანის და საქართველოს კანის ლომებზე გაყვანის ერთ-ერთი შემოქმედი - ლევან ლეფსვერიძე () ჩავწერეთ ✊🏻

22/06/2026

პირველი დღე და 5 ინსაითი Lions International Festival of Creativity-დან

1. მარკეტინგის ახალი რეალობა - 2 აუდიტორია, 2 განსხვავებული მიდგომა
AI-ს ეპოქაში მარკეტინგს ორი აუდიტორია ჰყავს: ადამიანები და მანქანები. ადამიანებს ემოცია და კრეატიულობა სჭირდებათ, მანქანებს (LLM) - ლოგიკა, სტრუქტურა და მკაფიოობა. მარკეტერების ახალი გამოწვევაა, ბრენდმა ადამიანებში ემოცია აღძრას, ხელოვნური ინტელექტისთვის კი იდეალურად „წაკითხვადი“ გახდეს.

2. ცვლილება VS სტაბილურობა
ბრენდები ადამიანებს ჰგვანან - არსენალის ფანი ერთ დღეს ჩელსის ფანი ვერ გახდება. ახალი ბრენდმენეჯერები თუ სააგენტოები ხშირად ცვლიან კამპანიებს მხოლოდ იმიტომ, რომ „საკუთარი კვალი დატოვონ“ ან თავად მობეზრდათ ძველი ვიზუალი, მაგრამ ამდენ ცვლილებაში მომხმარებელი ბრენდს უბრალოდ ვეღარ იცნობს. კამპანიას მინიმუმ 2-3 წელი სჭირდება შედეგის მოსატანად, ბრენდის კაპიტალის შენებას კი - 10 წელი.

3. სენდვიჩის მიდგომა - ყველაფერი იწყება და მთავრდება ადამიანით
დაუსრულებლად ვსაუბრობთ ტექნოლოგიებზე, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მარკეტინგი პირველ რიგში ადამიანური ბიზნესია. წარმატების ფორმულა ეყრდნობა ე. წ. სენდვიჩის მიდგომას: ადამიანი-ტექნოლოგია-ადამიანი. AI უძლიერესი ხელსაწყოა, სწრაფი და მოქნილი, მაგრამ მარკეტინგი ყოველთვის უნდა იწყებოდეს და მთავრდებოდეს იმ ადამიანებით, ვინც ჩვენს პროდუქტს მოიხმარს.

4. storytelling VS story-doing
მარტივად შეიძლება რეკლამით „იყიდო“ მომხმარებლის ყურადღება, მაგრამ მის სიყვარულს ვერ იყიდი. თუკი აქამდე მომხმარებელი უბრალოდ უსმენდა ბრენდის ისტორიებს, ახლა თანამონაწილეობის დრო დგება. მომავალი ეკუთვნის არა უბრალოდ თხრობას, არამედ Story-doing-ს, სადაც მომხმარებელი ბრენდის გარშემო ჩამოყალიბებული ქომუნითის ნაწილი ხდება და თავად ქმნის მის იდენტობას.

5. ბრენდის შენების რევოლუცია: Customer Experience, როგორც ახალი Brand Building
მარკეტინგის ძველი, ხაზოვანი მოდელები (ჯერ ბრენდის სტრატეგიის შექმნა, შემდეგ კომუნიკაცია და ბოლოს გაყიდვა) წარსულს ბარდება. თანამედროვე მარკეტერებს აღარ აქვთ იმის დრო და ფუფუნება, რომ წლობით აშენონ ბრენდის თეორიული პლატფორმები. დღეს პროცესი პირიქით ტრიალდება: ბრენდის დაბადების წერტილი ხდება არა სააგენტოს ბრიფი, არამედ უშუალოდ მომხმარებლის გამოცდილება. როდესაც ბრენდი იბადება და იზრდება უშუალოდ მომხმარებლის გამოცდილებით, ის გაცილებით უფრო ცოცხალი, მოქნილი და ადაპტირებადია.

21/06/2026

people & their expectations 🧐

Photos from Minds&Marketing's post 20/06/2026

5 სცენა, ათობით ივენთი, ასობით დამსწრე და სპიკერები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან - Global Tech Weekend Tbilisi-ის მთავარი ივენთი Factory Tbilisi-ში იმაზე მასშტაბური აღმოჩნდა, ვიდრე ველოდით.

მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სივრცეში ვისმენდით გამოსვლებს ტექნოლოგიების, ინოვაციის, ბრენდინგის, მარკეტინგის შესახებ. პარალელურად გარე სივრცეში იყო კომპანიებისა და სტარტაპების ზონები.

უფრო დაწვრილებით მოგვიანებით studioliberty___-ისთან ერთად სტატიაში მოგიყვებით🫡

Photos from Minds&Marketing's post 20/06/2026

STILL HUMAN - რას ნიშნავს AI დღეს და სად არის ადამიანის ადგილი AI-ის ეპოქაში - Global Tech Weekend Tbilisi x studioliberty___-ს ივენთზე მოგიყვებით.

AI-ის პასუხების გენერირება, დავალებების სწრაფად შესრულება შეუძლია, მაგრამ...

ისეთი თვისებები, როგორიცაა სიმამაცე საკუთარი ხედვის ერთგულება, დახვეწილი გემოვნება ხელოვნებასა თუ ბრენდინგში, არაპროგნოზირებადი იმპროვიზაცია, მელანქოლია და უანგარო სიკეთე, არის სწორედ ის, რაც ადამიანურობას განსაზღვრავს.

ხელოვნური ინტელექტის დომინირების ეპოქაში კი ეს პროცესი, შესაძლოა, საუკეთესო შეხსენება გახდეს იმისა, თუ რამდენად ღირებულია უბრალო ადამიანური ყოფა და საყვარელი საქმით ტკბობა.

მადლობა შთაგონებისთვის🫡

19/06/2026

Cannes Lions International Festival of Creativity-ზე ჩვენს უწყვეტ კავშირზე Roamingo იზრუნებს 🤳

მისი დახმარებით ფესტივალიდან რეალურ დროში გაგიზიარებთ მთავარ სიახლეებს, მნიშვნელოვან მიგნებებსა და იდეებს, რომლებიც წლიდან წლამდე მსოფლიო კრეატიული ინდუსტრიის მიმართულებას განსაზღვრავს.

თვალი ადევნეთ კანის დღეებს ჩვენს პლატფორმებზე - 22-26 ივნისი 🧐

17/06/2026

იმედი L • Imedi L კანის ლომებზე ჩვენი მოგზაურობის მზღვეველია 🚀

ერთად დავაკვირდებით რა ტენდენციებია შემოქმედებით ინდუსტრიაში ჯანსაღი ცხოვრების, ჯანმრთელობაზე ზრუნვის, სპორტის და ველბინგის მიმართულებით და მიგნებებს შესაბამისად გაგიზიარებთ 🫡

თვალი ადევნეთ კანის დღეებს ჩვენს პლათფორმებზე 22-26 ივნისი 🧐

Cannes Lions International Festival of Creativity

17/06/2026

Cannes Lions International Festival of Creativity -ზე ჩვენი მხარდამჭერი PSP Pharmacy • პსპ აფთიაქი იქნება 🚀

PSP-თან ერთად დავაკვირდებით და გაგიზიარებთ, რა ტენდენციები და სიგნალებია შემოქმედებით ინდუსტრიაში და ფესტივალზე მიღებულ საერშათორისო ცოდნას, თქვენამდე მოვიტანთ 🫡

ბრენდი, რომელიც ქართული შემოქმედებითი ინდუსტრიის აქტიური მხარდამჭერმა, წელს კანის ლომებზე გამარჯვებისთვის მოდის 🙌

თვალი ადევნეთ კანის დღეებს ჩვენს პლატფორმებზე - 22-26 ივნისი 🧐

15/06/2026

“ჩემი აზრით, კანის ფესტივალზე იმარჯვებს ამბიცია და გახსნილობა, როდესაც შეგიძლია გარისკო და დაარწმუნო ჟიურიც და შენი თავიც, რატომ არის ეს ნამუშევარი ყველაზე გამორჩეული”

გაიცანით Young Lions Georgia-ს გამარჯვებულები გიორგი ფაიქრიძე და ნელი ბობოხიძე, რომლებიც საქართველოს წარმოადგენენ 2026-ზე 🙌🏻

Want your school to be the top-listed School/college in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Address


Tbilisi
0719