საბავშვო ბაღი ანბანელა • Anbanela

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საბავშვო ბაღი ანბანელა • Anbanela

საბავშვო ბაღი ანბანელა • Anbanela 📍დიღომი: შერმადინის #28
📍ვაკე: ქობულეთის #16
📍საბურთალო: მიცკევიჩი #60
📍ბაგები: წყნეთის გზატკეცილი. საკანდელიძის #1

☎️ +995599183928

საბავშვო ბაღი "ანბანელა Super Kids"

🔹მისია:

ორი ათეული წელია ანბანელა ქმნის გარემოს, სადაც ბავშვები თავს ლაღად, თავდაჯერებულად და ბედნიერად გრძნობენ.

ჩვენი მიზანია, ბავშვი აღვზარდოთ და განვავითაროთ ფსიქოლოგიურად ჯანსაღ, ბედნიერ გარემოში, რომელიც მას ღირსეულ, სრულფასოვან პიროვნებად აყალიბებს.

🔹ხედვა:

ჩვენ კვალიფიციური და განვითარებაზე ორიენტირებული აღმზრდელ-პედაგოგებისა და ადმინისტრაციის დახმარებით, ვზრუნავთ აღსაზრდელების ხარისხიან განათლებაზე.

ვქმნით თანასწორ და ღია ურთიერთობებზე დაფუძნებულ პარტნიორობას მშობლებთან, რაც ხელს უწყობს ბავშვის სრული პოტენციალის გამოვლენას.
აქტიურად ვსწავლობთ მსოფლიოს წამყვან და მეცნიერულად დადასტურებულ საგანმანათლებლო მიდგომებს, რათა ერთობლივი ძალისხმევით ხელი შევუწყოთ ბავშვების ჯანსაღ, მრავალმხრივ განვითარებას.

🔹პრიორიტეტები

ჩვენი ბაღის მთავარი ღირებულებები ქმნის საფუძველს ყოველდღიური საქმიანობისთვის და გვაძლევს შესაძლებლობას, ბავშვების კეთილდღეობაზე, განათლებასა და განვითარებაზე ერთიანად ვიზრუნოთ.


🔹ჩვენი პრიორიტეტებია

გავხადოთ ბავშვი ლაღი, ბედნიერი და თავდაჯერებული აქ და ამჟამად
შევთავაზოთ მაპროვოცირებელი, პროგნოზირებადი ფიზიკური გარემო, სადაც სხვადასხვა სივრცეების დახმარებით, შეძლებს ინტერესების დაკმაყოფილებას და ჰოლისტურ განვითარებას
შევუქმნათ უსაფრთხო და ჯანსაღი გარემო, სადაც თავს დაცულად და ბედნიერად იგრძნობს


ბაღში მოსვლის პირველი დღეები ვაქციოთ პოზიტიურ გამოცდილებად
კომპეტენტური სპეციალისტების დახმარებით შევქმნათ თითოეული აღსაზრდელის ტრანზიციის ინდივიდუალური გეგმა, რათა ბაღში გატარებული პირველი დღეები უკავშირდებოდეს დადებით ემოციებს ღია კომუნიკაცია მშობლებთან, სწორი მიზნების და სტრატეგიების დაგეგმვა და გამოყენება ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით
​

🔹კურიკულუმის მიზნები

ჩვენს მიერ შერჩეული კურიკულუმი „თამაში 2-5 წლამდე/შერეული ასაკობრივი ჯგუფებისთვის და სასკოლო მზაობის პროგრამა „თამაში“, ხელს უწყობს ბავშვებში სახელმწიფო სტანდარტით განსაზღვრული კომპეტენციების (ცოდნის, უნარების, ღირებულებების) ჩამოყალიბებას და ბავშვების ჰოლისტურ განვითარებას.

კურიკულუმი ასევე უზრუნველყოფს ბავშვების კეთილდღეობას, აძლევს ბავშვს არჩევანის თავისუფლებას და გადაწყვეტილების მიღების საშუალებას საკუთარი ინტერესებისა და შესაძლებლობების შესაბამისად, ამასთან, უზრუნველყოფს სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების მონაწილეობას და ჩართულობას საგანმანათლებლო პროცესში.

01/10/2026
01/10/2026

🏛️🌿 ტრადიციული გასეირნება ეთნოგრაფიულ მუზეუმში!

ბავშვებმა საინტერესო და შემეცნებითი დღე გაატარეს, გაეცნენ საქართველოს კულტურას, ტრადიციებსა და ჩვენი ქვეყნის ისტორიულ მემკვიდრეობას. 🇬🇪✨

📍საბურთალოს ფილიალი

🎨 ყველაფერი ჩემს შესახებ💗ვინ რა ფერს ირჩევს, რა უყვარს ყველაზე მეტად, ვინ არის მისთვის განსაკუთრებული, სად ოცნებობს წასვ...
30/09/2026

🎨 ყველაფერი ჩემს შესახებ💗

ვინ რა ფერს ირჩევს, რა უყვარს ყველაზე მეტად, ვინ არის მისთვის განსაკუთრებული, სად ოცნებობს წასვლაზე და კიდევ ბევრი საინტერესო რამ გავიგეთ ჩვენი პატარების შესახებ. 💕

თითოეული ნამუშევარი უნიკალურია — როგორც მისი პატარა ავტორი. 🥰✨
📍ბაგების ფილიალი

30/09/2026

ხატვა თამაშ-თამაშით ჩვენი პატარების საყვარელი აქტივობაა ✨💫

სასკოლო მზაობის ჯგუფი ✨
საბურთალოს ფილიალი 🏡

23/09/2026

🏡✨ ანბანელას ახალი ქოხი უკვე მზად არის! 💛

პატარა აღსაზრდელებს კიდევ ერთი ჯადოსნური სივრცე ელოდებათ — ახალი, მყუდრო და ფერადი ქოხი, სადაც თამაში, გართობა და ბავშვური ფანტაზია ერთ სივრცეში იყრის თავს. 🌈🧸

აქ ყოველი დღე ახალი თავგადასავალია, სავსე მხიარული მომენტებითა და ბედნიერი ბავშვობის მოგონებებით. 💫

📍 „ანბანელა“ — საბურთალოს ფილიალი

პატარა ბალერინები 🥰📍საბურთალოს ფილიალი
22/09/2026

პატარა ბალერინები 🥰

📍საბურთალოს ფილიალი

22/09/2026

ბუნებასთან მჭიდრო კონტაქტი 🎄

სიმწვანე🍀

სუფთა ჰაერი 🎐

გართობა და მეგობრებთან ერთად თამაში 🏃‍♀️‍➡️🏃‍♂️‍➡️👫

პიკნიკი და ბედნიერი წუთებით ტკბობა ✨💫

ეს ჩვენი ჯადოსნური ბავშვობის ნაწილია ✨💫💫👫👫

სასკოლო მზაობის ჯგუფი 👫

დიღმის ფილიალი 🏡

17/09/2026

🎨იპოვე და დააჯგუფე ფერის მიხედვით“

ბავშვები აკვირდებიან სხვადასხვა ფერის ბარათებსა და გამოსახულებებს. 🟥🟨🟩 შემდეგ კი შესაბამის გამოსახულებას ათავსებენ მისივე ფერის ბარათზე. 🍎🍋

🧠 აქტივობა ავითარებს:
🔴 ფერების ამოცნობისა და გარჩევის უნარს
👁️ დაკვირვებასა და ყურადღების კონცენტრაციას
🖐️ თვალისა და ხელის კოორდინაციას
✋ წვრილ მოტორიკას
💭 ლოგიკურ აზროვნებასა და შესაბამისობის დადგენას

Address

საბურთალო: მიცკევიჩის ქ. N 60; ვაკე: ქობულეთის N16 ბაგები: საკანდელიძის #1 დიღომი: შერმადინის #28
Tbilisi
0194

Opening Hours

Monday 08:30 - 19:00
Tuesday 08:30 - 19:00
Wednesday 08:30 - 19:00
Thursday 08:30 - 19:00
Friday 08:30 - 19:00

Telephone

+995599183928

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საბავშვო ბაღი ანბანელა • Anbanela posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to საბავშვო ბაღი ანბანელა • Anbanela:

Shortcuts

Share

Category