18/08/2026
სტატიის ავტორი დათო ბიბლაია.
ჩემი მხრიდან დავტოვებ უკომენტაროდ, უბრალოდ ძალიან საინტერესო წასაკითხი იყო, რადგან სკოლაში სულ სხვაგვარად გვასწავლეს ილიას მიდგომები.
"ილია ჭავჭავაძე რუსეთის შესახებ".
"რა საჭიროა დამალვა: ჩვენ უცილობელად გვიყვარს ჩვენი სამშობლო, ხოლო არც საჭიროა სიყალბე. მარტო მით რომ ჩვენ ჩვენი სამშობლო გვიყვარს, გვიყვარს რუსეთიცა. ეს ისეთი ბუნებრივია, ისე ცხადია, ისე ადვილად გასაგებია საგანთა არსების მიხედვითა. რუსეთმა დაიხსნა ჩვენი ქვეყანა წახდენისა და განადგურებისაგან, იგი დღესაც იფარავს მას ყოველ წამებისა და ტანჯვის განმეორებისაგან, მან გაუკურნა ჩვენს სამშობლოს მისი წყლულნი… ეს სიყვარული ჩვენი ჩვენის სამშობლოსი თავით თვისით წარმოადგენს იმ ნაყოფიერს ნიადაგს, რაზედაც იზრდება და ჰხარობს ჩვენი ერთგულება და სიყვარული რუსეთისა. ეს ჩვენი სიყვარული ჩვენის სამშობლოსი იგი მაგარი და შუამდგომელი ჯაჭვია, რომელიც აერთიანებს ჩვენს ზრახვასა და სასოებას უკეთესს რუსთა ზრახვასა და სასოებასთან. სწორედ ამ ჩვენის სამშობლოს სიყვარულში უნდა მოიძებნოს ნასკვი ნაწილთა დაახლოვებისა და გაერთებისა მთელთან საკეთილდღეოდ ყოველთა და ყოვლისათვის. წაართვით ადამიანს ეს სიყვარული სამშობლოსი და მის გულში ვეღარ იპოვით ამისთანა ღრმას და მაგარ ადგილს, რომ ზედ ამოიყვანოთ საფუძველი ერთგულებისა და სიყვარულისა.“
ურთიერთ სიყვარული, ჩვენთვის უფროა საჭირო ვიდრე რუსთათვის, ვინაიდან ამასშია ჩვენი კეთილდღეობის, ჩვენი ხსნის ერთადერთი საწინდარი. დიდ, თვალუწვდენელ რუსეთისათვის კი – ქართველის მისდამი სიყვარულის საკითხი, შეიძლება იყვეს მხოლოდ ზნეობრივი ხასიათის კეთილშობილური მზრუნველობის საგანი და მოკლებულია ყოველგვარ პრაქტიკულ მნიშვნელობას; ვინაიდან რუსეთი თავისთავად მეტად ღონიერი და ძლიერია და ამიტომ არ სჭირდება რომელიმე პატარა ხალხის თანაგრძნობაში ეძიოს თავისთვის საყრდენი, ვიმეორებ, ჩვენთვის, ქართველებისათვის ეს სიყვარული დაკავშირებულია ჩვენი ყოფნა არ ყოფნის საკითხთან.
რუსული ენის ცოდნისკენ ვისწრაფვით რადგან რუსული ლიტერატურა იმდენად ძლიერია, განათლებული კაცის სულიერი წყურვილის დაოკების უნარი შესწევს. ყოველი ჩვენგანი აღზრდილია რუსულ ლიტერატურაზე, რომელიც ჩვენი მსოფლმხედველობის, რწმენისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის საფუძველსა და ძალას წარმოადგენს არა მარტო ცოდნის გასამრავლებლად, არამედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბრძოლისთვისაც.”
წყაროები:
1️⃣ ილია ჭავჭავაძე, წერილი თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორ სერაფიმესადმი. 1898 წ. ნოემბერი.
(“მნათობი” №9, სექტემბერი, 1957 წ. გვ. 156.)
2️⃣ ილია ჭავჭავაძე
(თხზულებანი, ტ. XIV, თბ., 2007. გვ. 292-293)
3️⃣ ილია ჭავჭავაძე
(ილია ჭავჭავაძის თხზულებები, 1957 წელი, გვ. 490–500)