საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა http://www.stnino-school.ge/index.php საფოსტო ინდექსი 0113
მისამართი: დიღომი, დავით აღმაშენებლის ქ. N52
მობ: 551 16 22 11; 577 415 789; 551 72 12 52.

🥋 ჩვენს სკოლაში კარატეს წრე წელსაც აგრძელებს ფუნქციონირებას!წრეზე მიიღებიან 6-დან 17 წლამდე ასაკის მოსწავლეები.📅 ვარჯიში...
23/09/2026

🥋 ჩვენს სკოლაში კარატეს წრე წელსაც აგრძელებს ფუნქციონირებას!

წრეზე მიიღებიან 6-დან 17 წლამდე ასაკის მოსწავლეები.

📅 ვარჯიშის დღეები: ოთხშაბათი და პარასკევი
👦👧 ასაკობრივი ჯგუფი: 6–17 წელი
💰 ყოველთვიური ღირებულება: 70 ლარი

კარატეს წრეს ჩაატარებს
მსოფლიო პრიზიორი,
ევროპის ორგზის ჩემპიონი,
საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი — ბექა კვარაცხელია🥇

📚 2026 წლის 11 სექტემბერს ჩვენი სკოლის ინგლისური ენის პედაგოგები "English Book Education"-ის მიერ ორგანიზებულ პროფესიული...
22/09/2026

📚 2026 წლის 11 სექტემბერს ჩვენი სკოლის ინგლისური ენის პედაგოგები "English Book Education"-ის მიერ ორგანიზებულ პროფესიული განვითარების კონფერენციას დაესწრნენ.

კონფერენცია სამ პრაქტიკულ და საინტერესო ვორქშოფს მოიცავდა:

🔹 From Warmers to Wrap-ups: Practical Activities for Every English Lesson — ვორქშოფი მოიცავდა ინგლისური გაკვეთილის სხვადასხვა ეტაპისთვის განკუთვნილ პრაქტიკულ აქტივობებს — გაკვეთილის დასაწყისის გამახურებელ აქტივობებს, ენერგიისა და ყურადღების გასააქტიურებელ სავარჯიშოებს, მეტყველებისა და კომუნიკაციის განმავითარებელ აქტივობებს და გაკვეთილის შემაჯამებელ დავალებებს. ყურადღება გამახვილდა მოსწავლეთა ჩართულობის, ყურადღებისა და მონაწილეობის გაზრდაზე.

🔹 From Goals to Growth: Designing Tasks and Feedback That Engage Today’s Learners — ვორქშოფი ფოკუსირებული იყო გაკვეთილის მიზნების შესაბამისად ეფექტური დავალებების დაგეგმვასა და ისეთი უკუკავშირის გამოყენებაზე, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა პროგრესს, მოტივაციასა და აქტიურ ჩართულობას.

🔹 Learning Beyond English: How to Develop Future Skills Through English — ვორქშოფი შეეხებოდა ინგლისური ენის სწავლების საშუალებით ისეთი მომავლის უნარების განვითარებას, როგორიცაა კრიტიკული აზროვნება, კომუნიკაცია, თანამშრომლობა, კრეატიულობა, პრობლემის გადაჭრა და დამოუკიდებელი სწავლა.

კონფერენციის მთავარი მიზანი იყო მასწავლებლებისთვის თანამედროვე, პრაქტიკული და ადაპტირებადი მეთოდების გაცნობა, რომლებიც ინგლისური ენის გაკვეთილს უფრო ინტერაქტიულს, მიზანმიმართულსა და მოსწავლეზე ორიენტირებულს ხდის.

✨ ჩვენი სკოლის პედაგოგებისთვის მსგავსი პროფესიული შეხვედრები მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ახალი გამოცდილების გაზიარების, თანამედროვე მიდგომების გაცნობისა და მიღებული ცოდნის სასწავლო პროცესში გამოყენებისთვის.

12/09/2026
22/07/2026

🎉 პირველად ჩვენს სკოლაში!

2026–2027 სასწავლო წლიდან ჩვენი სკოლის I–IV კლასების საგაკვეთილო ცხრილს ქართული ცეკვა ემატება! 🇬🇪✨

ძალიან გვიხარია, რომ ახალი სასწავლო წლიდან ჩვენი უმცროსკლასელები კვირის საგაკვეთილო ბადის ფარგლებში შეისწავლიან ქართულ ცეკვას — ხელოვნებას, რომელიც ბავშვებს სძენს სწორ აღნაგობას, რიტმის შეგრძნებას, დისციპლინასა და ეროვნული ფესვების სიყვარულს.

გვეამაყება, რომ გაკვეთილებს გაუძღვება გამოცდილი პედაგოგი ლევან წიკლაური — სახელმწიფო ანსამბლ „ერისიონის“ ყოფილი მოცეკვავე, ქორეოგრაფი, მსახიობი-მოცეკვავე და მედეა ჩახავას სახელობის თეატრალური აკადემიის ლექტორი.

ხოლო მათთვის, ვისაც სურს ცეკვას უფრო სიღრმისეულად გაჰყვეს და დიდ სცენაზეც იცეკვოს, სკოლაში ფუნქციონირებას იწყებს ქორეოგრაფიული ანსამბლი „სამშობლო“. მეცადინეობები ჩატარდება 15:00-დან 17:00 საათამდე.

ანსამბლის წევრები მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივ და საერთაშორისო ფესტივალებში — სხვათა შორის, „სამშობლოს“ უკვე მოპოვებული აქვს პრაღის საერთაშორისო ფესტივალის გრან-პრი! 🏆

📍 რეგისტრაცია უკვე დაწყებულია!

დამატებითი ინფორმაციისთვის და ჩასაწერად დაგვიკავშირდით:

📞 555 994 948
📞 579 112 390

2026–2027 სასწავლო წლიდან ქართული ცეკვა უკვე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდება. ❤️🇬🇪

გაატარეთ ზაფხული წიგნებთან ერთად ☀️📚🌼 ძვირფასო ბავშვებო, გისურვებთ მზიან, მხიარულ, მშვიდ და შთაბეჭდილებებით სავსე ზაფხულ...
26/06/2026

გაატარეთ ზაფხული წიგნებთან ერთად ☀️📚

🌼 ძვირფასო ბავშვებო,
გისურვებთ მზიან, მხიარულ, მშვიდ და შთაბეჭდილებებით სავსე ზაფხულის არდადეგებს.
დაე, ეს დღეები ახალი აღმოჩენების, საინტერესო მოგზაურობისა და სასიამოვნო თავგადასავლების დროდ იქცეს. ✈️ 🗺️

გვჯერა, რომ წიგნებთან მეგობრობას ამ ზაფხულსაც გააგრძელებთ. თითოეული წიგნი ხომ ახალი სამყაროს კარია, სადაც დაუვიწყარი პერსონაჟები, საოცარი ამბები და საინტერესო იდეები გელოდებათ. იმედი გვაქვს, შემოთავაზებული ჩამონათვალიდან თქვენთვის საყვარელ წიგნებს შეარჩევთ და მათი დახმარებით დასვენებას კიდევ უფრო ფერადს, შინაარსიანსა და საინტერესოს გახდით.

გისურვებთ სასიამოვნო ბევრ შთაბეჭდილებასა და დაუვიწყარ ზაფხულს! 💛

🎭ჩვენი თეატრალური დასისათვის სასკოლო  ფესტივალი ,,არტსკოლა" ახალი გამოწვევა იყო. ხელმძღვანელიცა და მსახიობებიც  სასიამოვ...
15/06/2026

🎭ჩვენი თეატრალური დასისათვის სასკოლო ფესტივალი ,,არტსკოლა" ახალი გამოწვევა იყო. ხელმძღვანელიცა და მსახიობებიც სასიამოვნოდ აფუსფუსდნენ და პიესის შექმნის შემდეგ, როლებიც გაანაწილეს.
დასის სამხატვრო ხელმძღვანელი მარი თაბაგარი იხსენებს:

,,ფესტივალისგან შერჩეული თემა იყო ,,გაკვეთილი". სწორედ ამ თემაზე უნდა შექმნილიყო პიესა. რა თქმა უნდა, აუცილებელი არ იყო, სკოლის თემას შევხებოდი, მაგრამ გავითვალისწინე, რომ სპექტაკლი უნდა დამედგა VI-VII კლასის მოსწავლეებთან და მძიმე ან ცხოვრებისეული პრობლემებით სავსე სცენარს ვერ შევთავაზებდი. ვარჩიე, პიესა ამეგო სკოლის თემაზე და წინ წამომეწია ყველა ის საკითხი, რაც ახლა სკოლებში საფიქრალ-საზრუნავად ქცეულა. ეს ყველაფერი კი ჯერ ბავშვებამდე უნდა მიმეტანა მსუბუქად და მცირე იუმორით შეზავებული, მერე კი მაყურებლისთვის ყოფილიყო გასაგები, სათანადოდ აღსაქმელი და დასაფიქრებელი. ასეც გამოვიდა -პიესაში ნათლად ისახებოდა ბავშვის აღზრდაში როგორც მშობლის, ასევე სკოლის როლი. პატარა წვეთად ემიგრაციის თემამაც გაიჟღერა და იმ ყბადაღებულმა სამედიცინო პრობლემამაც, ჯანმრთელობისთვის საზღვრების კვეთა რომ უწევთ ჩვენს მოქალაქეებს. პიესას ჰქვია ,,შეცდომა". რაც შეეხება თვითონ შეცდომას, დაკვირვებული თვალი შეამჩნევს, რომ მისი ფესვები მშობელსა და ოჯახსაც სწვდება, მოსწავლესაც და მასწავლებელსაც. როცა ჩავთვალე, რომ პიესა თემასაც პასუხობდა და აქტუალურ საკითხებზეც აფიქრებდა მკითხველს, უკვე როლების გადანაწილებაც დავიწყე. რამაც გამახარა, ჩემი პატარა მსახიობები სიხარულით ჩაებნენ სასცენო ფუსფუსში და უპირველესად, სცენარით მოიხიბლნენ. მუშაობა, როგორც ყოველთვის, სახალისოსთან ერთად საპასუხისმგებლო და ცოტა რთულიც აღმოჩნდა. მაგრამ ნიჭიერი თაობისათვის დაუძლეველი არაფერია. მით უფრო, როცა გვერდით გიდგას საუკეთესო პროდიუსერი ლალი მელივა და ქორეოგრაფი ნათია ხუჭუა."🎭📚

🎭31 მაისს სპექტაკლი ჟიურის წინაშე გამოვიტანეთ. ჟიურისგან, რჩევებთან ერთად, კმაყოფილებაც მოვისმინეთ და დებიუტიც ასე დასრულდა.
🎭📚დასი ფესტივალში მონაწილეობისთვის დააჯილდოვეს. ხოლო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი, სცენარის ავტორი და რეჟისორი მარი თაბაგარი, სამ საუკეთესო პედაგოგთა შორის დასახელდა და მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის დირექტორმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა ვანო ხუციშვილმა გადასცა უნიკალური საჩუქარი - თუმანიშვილის თეატრის არქივიდან წიგნები (თუმანიშვილის საიუბილეო ორ და სამტომეული: ,,ფიქრობს", ასწავლის", ,,თხზავს").
💕🎭 დიდი მადლობა ბატონ ვანოს და მადლობა ,,არტსკოლის" დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს, ქალბატონ სოფიო კალანდაძეს, რომლის დაუღალავი ენთუზიაზმითა და მონდომებით გამართული ფესტივალი, მოზარდების ხელოვნებასთან ზიარებასა და მათ შემოქმედებით პროცესებში ჩართვას, ასე ლამაზად ემსახურება.

🎶 6 ივნისს, ჩვენი სკოლის სააქტო დარბაზმა განსაკუთრებულ და ძალიან თბილ ღონისძიებას უმასპინძლა. 2025-2026 სასწავლო წლის შე...
13/06/2026

🎶 6 ივნისს, ჩვენი სკოლის სააქტო დარბაზმა განსაკუთრებულ და ძალიან თბილ ღონისძიებას უმასპინძლა. 2025-2026 სასწავლო წლის შემაჯამებელ კონცერტზე სცენა მთლიანად ჩვენს ნიჭიერ მოსწავლეებსა და მათ მასწავლებლებს დაეთმოთ.

დარბაზში ნამდვილი მუსიკალური დღესასწაული მოეწყო, სადაც ერთმანეთს ენაცვლებოდა კლასიკური საფორტეპიანო ნაწარმოებები, ცოცხალი შესრულება და ჩვენი ტრადიციული, მრავალხმიანი სიმღერები.

დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს არაჩვეულებრივ შემოქმედებით გუნდს, რომლებმაც ბავშვებთან ერთად უდიდესი შრომა ჩადეს ამ კონცერტში:
🎤 სკოლის გოგონათა გუნდი „იაკამი“ – ხელმძღვანელი: ნინო ბიბილური
🎻 ანსამბლი „მეგაკახი“ – ხელმძღვანელები: ელა კვარაცხელია და ილია მახარაშვილი
🧒 სტუდია „იაკამი“ – ხელმძღვანელები: ნინო ბიბილური, ელა კვარაცხელია და ილია მახარაშვილი

გთავაზობთ საკონცერტო პროგრამას:

🎼 ფოლკლორი და საესტრადო ნომრები:
„შენი რუჯ“ – სოლისტი: ელისაბედ გრიგალაშვილი (სტ. „იაკამი“)
„ქალავ, ვინ მოგცა მშვენება“ – სოლისტები: დავით გოგოჩაშვილი და მარიამ კოკაია (ანს. „მეგაკახი“)
„სატრფიალო“ – სოლისტები: ანდრია ივანიძე და ანა აიდემირი (ანს. „მეგაკახი“)
„ფშაური სალაღობო“ – სოლისტები: ანა აიდემირი, ნინი ბადუაშვილი, მარიამ კოკაია და ელა კვარაცხელია (ანს. „მეგაკახი“)
„ხორუმი“, „ქალავ სიცოცხლე“, „მეგრული პოპური“, „იაგუნდი“, „სანთელივით დავდნები“ (სტუდია „იაკამი“)

🎹 კლასიკური ნაწარმოებები (ფორტეპიანო):
„მენუეტი“ – ასრ. ანდრია ივანიძე
„წირვის ზარები“ – ასრ. სანდრო კერესელიძე
„საღამო“ – ასრ. ქეთი ომიაძე
„ადამსების ოჯახი“ – ასრ. ლამარია და ნატალია ქობელაშვილები
„ლიბერტანგო“ – ასრ. ნინო გრიგალაშვილი და ნინო ბიბილური

⛪ საგალობლები და დასკვნითი ნაწილი:
პატრიარქის საგალობლები და „ალილო“ (გოგონათა გუნდი „იაკამი“)
„ჩემო პატრიარქო“ – სოლისტები: ელა კვარაცხელია და სალომე გულისაშვილი
„დედაც მიყვარს“ – სოლისტი: მარიამ მეშველიანი (გოგონათა გუნდი „იაკამი“)
„მერცხალი“ და „სისონა დარჩია“ – ტრიო: სალომე გულისაშვილი, ანასტასია ფორჩხიძე, ნატალი ჩიტაიშვილი (გოგონათა გუნდი „იაკამი“)
„კირიე ელეისონ“ – სტუდია „იაკამი“, ანსამბლი „მეგაკახი“ და გოგონათა გუნდი „იაკამი“
„ცედური მრავალჟამიერი“ – სოლისტი: ილია მახარაშვილი

ამაყები ვართ ჩვენი მოსწავლეებით და ვუსურვებთ მათ კიდევ უამრავ შემოქმედებით წარმატებას! 🤍

სამშაბათს ჩვენი სკოლის ეზოში დილიდან განსაკუთრებული ფუსფუსი და  ჟრიამული იყო. სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობამ ინიციატ...
12/06/2026

სამშაბათს ჩვენი სკოლის ეზოში დილიდან განსაკუთრებული ფუსფუსი და ჟრიამული იყო. სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობამ ინიციატივა გამოიჩინა და გადაწყვიტა, I - VI კლასელებისთვის ხალისიანი დღე ეჩუქებინათ. მათ უფროსკლასელებიც გვერდით დაუდგნენ და „მხიარული სტარტები“ გამართეს.

თითოეულ დეტალში თვითმმართველობის წევრთა დიდი პასუხისმგებლობა და კრეატივი ჩანდა. ყველა ასაკისთვის შესაფერისი, ინტერაქციული და ძალიან სახალისო თამაშები დაგეგმეს. პატარები და უფროსკლასელები სხვადასხვა საინტერესო გამოწვევით დაინტერესდნენ და ძალებიც ასე გამოსცადეს:

🎯 აზარტული ტომრებით რბენა,
🤝 გუნდური ძალის გამოცდა - თოკის გადაწევა,
🏓განსაკუთრებული კონცენტრაციის თამაში - პინგ-პონგის ბურთის ჩოგანით ტარება
🏃‍♂️ და კიდევ ბევრი სხვა მხიარული ესტაფეტა მოიფიქრეს.

თითოეულმა მოსწავლემ შეძლო საკუთარი შესაძლებლობების მოსინჯვა, გუნდის მხარდაჭერა და, რაც მთავარია, მეგობრული დამოკიდებულებით ერთმანეთის გულშემატკივრობა.

სტადიონზე ჯანსაღი კონკურენცია და გამარჯვების სიხარულის დაუვიწყარი ემოცია ყიჟინად იქცა. ეს დღე დიდხანს ემახსოვრებათ ჩვენს ბავშვებს.

დიდი მადლობა ჩვენს თვითმმართველობას ასეთი საინტერესო, ორგანიზებული და პოზიტიური დღის ჩუქებისთვის. მათ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ არიან საუკეთესო ორგანიზატორები და განსაკუთრებული მეგობრობა შეუძლიათ.

☺️გთავაზობთ მხიარული სტარტების ფოტოკოლაჟს. იპოვეთ თქვენი შვილები, მეგობრები და გაიზიარეთ მათი ემოცია! 👇

🎭 თეატრალური დასი ,,რამპა" თელავის თეატრალურ ფესტივალს ,,სატახტო ქალაქის ბერიკები" სტუმრობდა.    ფესტივალის გახსნაზე, მა...
11/06/2026

🎭 თეატრალური დასი ,,რამპა" თელავის თეატრალურ ფესტივალს ,,სატახტო ქალაქის ბერიკები" სტუმრობდა. ფესტივალის გახსნაზე, მართლაც, ბერიკები შემოგვეგებნენ და ერეკლე მეფის სახლ-მუზეუმის ეზოში გაშლილ ამფითეატრამდე მიგვაცილეს. აქ კი უსაყვარლესი მასპინძლები გველოდნენ - თეა დავითაია და ხვიჩა ახალაია, რომელთაგან ჩვეული ყურადღება და სიყვარული არ მოგვკლებია.
🎭 ლიტერატურული კომპოზიცია ,,პატარა კახი",,რამპამ" ამფითეატრში წარუდგინა მაყურებელს. ხოლო სპექტაკლი ,,შეცდომა", რომლის სცენარის ავტორი და რეჟისორი, დასის სამხატვრო ხელმძღვანელი, მარი თაბაგარი, პროდიუსერი - ლალი მელივა და ქორეოგრაფი - ნათია ხუჭუა იყვნენ, დიდ სცენაზე დაიდგა და ტაში და ოვაციაც არ დაჰკლებია.
დასასრულს ყველა მონაწილეს დიპლომი გადაეცა. მოგვიანებით კი ნომინაციებიც დასახელდა.
დიდი მადლობა ძვირფას და კომპეტენტურ ჟიურის: ბატონ ვანო იანტბელიძეს, ქალბატონებს - ლალი გულიაშვილსა და თეა დავითაიას.
ნომინაციები კი ასე გადანაწილდა:

📚 „საგანმანათლებლო და აღმზრდელობითი თემატიკის საუკეთესო ლიტერატურული სპექტაკლი" - ,,შეცდომა";

🚶‍♂️‍➡️🚶‍♀️ „საუკეთესო ქორეოგრაფიული გადაწყვეტა“ - სპექტაკლი „შეცდომა“;

🎭 „კლასიკური ნაწარმოებისა და საუკეთესო პიესის თეატრალური ადაპტაცია“;

მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულება - დემეტრე ლიპარტელიანი, როლი - დათა ლაბაძე;

„ქალის როლის საუკეთესო შესრულება“ - თეკლა ჩარგეიშვილი, როლი - სალომე;

„ვაჟის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულება“ - დაჩი კუტუბიძე, როლი - გიგი;

„ეპიზოდური როლის საუკეთესო შესრულება“ - დავით გოგოჩაშვილი, როლი- ლუკა.

კვლავაც უამრავ წარმატებას ვუსურვებთ თეატრალურ დას ,,რამპას".

🎭 ჩვენი თეატრალური დასისთვის ეს სეზონი განსაკუთრებულად დატვირთული, ნაყოფიერი და შთამბეჭდავი აღმოჩნდა. „რამპამ“ მაყურებელ...
10/06/2026

🎭 ჩვენი თეატრალური დასისთვის ეს სეზონი განსაკუთრებულად დატვირთული, ნაყოფიერი და შთამბეჭდავი აღმოჩნდა. „რამპამ“ მაყურებელს სამი ახალი სპექტაკლი წარუდგინა და მონაწილეობა მიიღო სამ თეატრალურ ფესტივალში, რომელთაგან თითოეული დაუვიწყარ მოგონებად იქცა.

ამ მოგზაურობის შესახებ ეტაპობრივად მოგიყვებით.

ფესტივალი ,,ქიზიყი 2026" სიყვარულის ქალაქ სიღნაღში გაიმართა. თეატრალური დასი „რამპა“ მაყურებლის წინაშე სპექტაკლით „გაკვეთილი“ წარდგა. ამ ფესტივალზე უკვე მეორედ მიგვიწვიეს და ნაცნობ გარემოში დაბრუნებამ განსაკუთრებული სიმშვიდე, თავდაჯერებულობა და სიხარული მოგვგვარა.

არ შეიძლება მადლიერებით არ აღვნიშნოთ ის ყურადღება, რაც ბატონმა მურად ვაშაკიძემ გამოიჩინა და ყველა რეკვიზიტი, რაც გვჭირდებოდა, სცენაზე დაგვახვედრა. გვითხრა, თქვენ მხოლოდ სპექტაკლი წარმოგვიდგინეთო.

ჩვენმა პატარა მსახიობებმა კი დიდი პასუხისმგებლობით, გულწრფელობითა და მონდომებით გააცოცხლეს სპექტაკლი „გაკვეთილი“. მათი ნიჭი და შრომა მაყურებელსა და ჟიურის არ გამოჰპარვია; დარბაზი მხურვალე და გულწრფელმა ემოციებმა აავსო.

დაჯილდოება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, გაიმართა და ფართო მასშტაბიან ღონისძიებაში გადაიზარდა. ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,N STUDIA" ულამაზესი ნომრით წარსდგა. თეატრალური დასი ,,რამპას" დაჯილდოება კი სიღნაღის მერის მოადგილეს, ბატონ გოჩა ვარდიაშვილს ხვდა წილად, რომელმაც დასს სპეციალური პრიზი და თითოეულ მონაწილეს დიპლომი გადასცა.

განსაკუთრებული სიხარულით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ნომინაციაში „ვაჟის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულება“ გამარჯვებული ჩვენი დასის წევრი, დაჩი კუტუბიძე გახდა.

ეს გამარჯვება მხოლოდ ერთი მსახიობის წარმატება არ არის, ეს დასის შრომის, ერთობისა და სიყვარულის შედეგია. ვულოცავთ დაჩის ამ ღირსეულ აღიარებას და გვჯერა, რომ ეს მხოლოდ მისი შემოქმედებითი გზის დასაწყისია.
,,რამპას" კი წინ კიდევ ბევრი ფესტივალი, აპლოდისმენტი და გამარჯვება ელოდება!

სპექტაკლის სცენარის ავტორი და რეჟისორი გახლდათ დასის სამხატვრო ხელმძღვანელი - მარი თაბაგარი;
პროდიუსერი - ლალი მელივა;
ქორეოგრაფი - ნათია ხუჭუა.

Address

Village Digomi, Aghmashenebeli Street #52
Tbilisi
0113

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00

Telephone

+995577415789

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა:

Shortcuts

Share

Category