24/09/2026
🇬🇧 For English Scroll Down:
📜 თამთა აბრამიძე გახლავთ ისტორიის აკადემიური დოქტორი, იურისტი, ასოცირებული პროფესორი და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პედაგოგი. ქ-ნ თამთას მიღებული აქვს მრავალმხრივი უმაღლესი განათლება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა სამართალმცოდნეობის ბაკალავრისა და ისტორიის აკადემიური დოქტორის ხარისხები.
აღსანიშნავია, რომ მას აქვს აკადემიურ, საგანმანათლებლო და საჯარო სექტორში საქმიანობის მდიდარი გამოცდილება. 2012 წლიდან იგი ეწევა აქტიურ პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერისძის სასწავლო უნივერსიტეტში, სადაც ამჟამად ასოცირებული პროფესორის პოზიციას იკავებს. გარდა ამისა, იგი წლების განმავლობაში საქმიანობდა საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში, არის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის კურატორი და სკოლის უფროსი პედაგოგი ისტორიასა და სამოქალაქო განათლებაში.
🤝 ქ-ნი თამთას სამართლებრივი და ისტორიული ცოდნა, მდიდარი აკადემიური გამოცდილება და პედაგოგიური ოსტატობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა როგორც ორგანიზაციებისთვის, ისე მოქალაქეებისთვის, რომლებიც საჭიროებენ კვალიფიციურ სამართლებრივ თუ საგანმანათლებლო მხარდაჭერას.
გვჯერა, რომ ქ-ნი თამთას მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი ერთგულება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს იურისტთა საერთაშორისო საზოგადოების საქმიანობაში.
📌 იურისტთა საერთაშორისო საზოგადოება აგრძელებს მოქმედი და მომავალი იურისტების გაერთიანებას — თუ გსურთ გახდეთ ჩვენი წევრი, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა:
https://forms.gle/xL9kLjEYZkFfarnG7
📜 Tamta Abramidze is a Ph.D. in History, legal professional, Associate Professor, and educator with extensive professional experience. Ms. Tamta holds versatile higher education qualifications from Batumi S***a Rustaveli State University, where she earned her Bachelor’s degree in Law and Doctorate in History.
It is noteworthy that she possesses a rich background in the academic, educational, and public sectors. Since 2012, she has been actively engaged in academic teaching and research at Saint Tbel Abuserisdze Teaching University of the Patriarchate of Georgia, where she currently serves as an Associate Professor. Additionally, she worked for many years within the Resource Officer Service of Educational Institutions, serves as a curator at the National Assessment and Examinations Center, and is a senior school teacher of History and Civic Education.
🤝 Ms. Tamta’s combined legal and historical expertise, extensive academic experience, and educational background represent a valuable asset both for organizations and for citizens who require qualified legal or educational support.
We believe that Ms. Tamta’s sense of responsibility and dedication to her profession will make a significant contribution to the activities of the International Society of Lawyers.
#იურისტი #სამართალი #იურისტთასაერთაშორისოსაზოგადოება