#ღიაკარისდღე
🔴 თსსა მოდის დიზაინის მიმართულებით ჩაბარების მსურველ აბიტურიენტთა საყურადღებოდ
‼️ღია კარის დღე - 31-1 აპრილი, 14:00
მისმართი: ალ. გრიბოედოვის ქუჩა N22
სამხატვრო აკადემია, საგამოფენო დარბაზი (II სართული).
🔗 შეხვედრებზე დისტანციური დასწრების მსურველებს გთხოვთ, თვალი ადევნეთ სამხატვრო აკადემიის ფეისბუქის გვერდს (მოგვიანებით დაიდება ZOOM პლატფორმა)
გისურვებთ წარმატებას
TSAA/Fashion Design Portal თსსა/მოდის დიზაინის პორტალი
Unofficial portal of the Department of Fashion Design of the Tbilisi State Academy of Arts
16/03/2026
#ქრონოტოპისიცოცხლისგეომეტრია
™️
🔜 https://www.facebook.com/share/1AdfXTRmt8/?mibextid=wwXIfr
Tebrøle Qemøklidze | თებროლე ქემოკლიძე
პორტფოლიო: https://drive.google.com/.../1iC-3RYJ.../view...
▫️საკვლევი თემა: სტრუქტურა და სიმბოლიკა:
კულტურათა დიალოგი დიზაინერული პრაქტიკით
▫️კვლევის ორიენტირი - ქართული | ეგვიპტური ნიშნები
პროექტი ეფუძნება კულტურათა შორის ვიზუალურ და სიმბოლურ დიალოგს და მათი ინტეგრაციას თანამედროვე მოდურ ნარატივში. ჩემი მიზანია ვაჩვენო ტრადიციული სიმბოლოებისა და არქეტიპების ინტეპრეტაცია ინსტალაციური ობიექტის მეშვეობით
▫️ დიზაინ•ობიექტში ერთიანდება ქართული საბრძოლო ტრადიცია და ეგვიპტური საკრალური სიმბოლიკა - ფრთების მოტივი:
| ქართული ჯავშანი, როგორც - სიმტკიცე, ღირსება, პასუხისმგებლობა და იდენტობის დაცვა.
| ეგვიპტური ფრთები, როგორც - სულიერი ამაღლება, ღვთიური დაცვა, სიცოცხლის ენერგია.
▫️ ვერტიკალური სილუეტი, პლეტის დინამიკა და მხრების არქიტექტურა ქმნის მონუმენტურ ფორმას, სადაც სიმბოლოები ინტეპრირებულია დიზაინში:
• ფრთები - სულიერი ენერგია, ჰარმონია და დინამიზმი.
• ჯავშანი - სიმტკიცე, დიდებულება და ძალა.
▫️ ფერი: აქრომატული ტონები - შავი, ნაცრისფერი, თეთრი
▫️ მასალა: პლეტი (ხელნაკეთი)
▫️ დიზაინერული ობიექტი: 1 მოდელი | 1 ციფრული ვიდეო
https://www.facebook.com/100063508359138/
10/03/2026
#ქრონოტოპისიცოცხლისგეომეტრია
™️
🔜 https://www.facebook.com/share/1AdfXTRmt8/?mibextid=wwXIfr
ქრისტი თაბაგარი | ქრისტი თაბაგარი
პორტფოლიო: https://shorturl.at/dzXvA
▫️ საკვლევი თემა: „მარდიული ღერძი - ფორმის მეხსიერება“
▫️ პროექტი იკვლევს საქართველოს და ეგვიპტის ტრადიციულ სამოსს, მისი სიმბოლიკას და ვიზუალურ ენას - ტანსაცმელი აღიქმება, როგორც სულის არქიტექტურა / სივრცე, სადაც ფორმა აკავშირებს ადამიანის სამყაროს კოსმოსურ წესრიგთან.
ქართულ ტრადიციულ სამოსში ორნამენტების კომბინაცია ქმნის ვიზუალურ ენას, რომელიც გამოხატავს დროის დინამიკას, სამყაროს წესრიგს და ისტორიულ გამოცდილებას. ორნამენტი არის კულტურული კოდი და მეხსიერება, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა.
ეგვიპტურ სამოსა და დეკორში სიმბოლოები დაკავშირებულია იეროგლიფურ ნიშნებთან, ასახავს სიცოცხლის, სიკვდილის და აღორძინების ციკლს.
ორივე კულტურაში ფორმა და სიმბოლო მოქმედებს, როგორც მედიატორი, რომელიც ადამიანის შინაგან სამყაროს კოსმოსთან აერთებს.
▫️ ფერი: აქრომატული ტონები - შავი, ნაცრისფერი, თეთრი; მატერია, სხეული და სული ერთიან სისტემაში ურთიერთქმედებენ.
▫️ ტექნოლოგია: პლეტი (ხელნაკეთი)
▫️ დიზაინერული ობიექტი: 2 მოდელი | 1 ციფრული ვიდეო
https://www.facebook.com/100063508359138/
09/03/2026
#ქრონოტოპისიცოცხლისგეომეტრია
™️
🔜 https://www.facebook.com/share/1AdfXTRmt8/?mibextid=wwXIfr
Mari Sakhvadze | მარი სახვაძე
პორტფოლიო: https://shorturl.at/XpsHH
▪️საკვლევი თემა: „უწყვეტი წრე: მზის ბრუნვა და სიცოცხლის გასაღები - ბორჟღალო და ანხი
▫️კონცეფცია - ძველი ეგვიპტე × კოლხეთი
▫️საკვანძო ნიშანი:
• პროექტი იკვლევს კულტურულ და სიმბოლურ ელემენტებს:
- ბორჯღალი (მზის ციკლის სიმბოლო ქართულ ტრადიციაში)
- ანხი (სიცოცხლის გასაღების სიმბოლო ეგვიპტურ ტრადიციაში) სინთეზს.
ორივე სიმბოლო ასახავს სიცოცხლის უწყვეტ, მუდმივად გარდამავალ პროცესს, სადაც დროისა და სივრცის ურთიერთქმედება ვიზუალურად იგრძნობა, მიანიშნებს - წარსულის, აწმყო/მომავლის თანმიმდევრობაზე და ადამიანის ცხოვრების დინამიკაზე.
▫️დიზაინის ხაზი:
ინსტალაციური ობიექტი, სამოსი - სადაც სივრცე, ჩრდილი და ფორმა ობიექტის დიზაინში ქმნის ერთიან კონცეპტუალურ ნარატივს
▫️ვიზუალური ინტერპრეტაციები /ფორმა:
• ბორჯღალი: მზის ბრუნვის სიმბოლო, ასახავს წრის და ციკლის კონცეფციას;
• ანხი: აძლევს ციკლურობას „სიცოცხლის გასაღების“ ელემენტს, ხაზს უსვამს სიცოცხლის დინამიკას, გარდაქმნასა და უწყვეტობას.
▫️სამოსი და ინსტალაცია:
• მოძრაობის ეფექტი - კონსტრუქციული ხაზები, გეომეტრიული დეტალები და პლეტის ელემენტები
• მზისა და სიცოცხლის ციკლურობის ფორმები იშლება და გრძელად ეფინება სიბრტყოვან სივრცეს, რაც ვიზუალურად ასახავს მათ უწყვეტ მოძრაობას და განახლებას
• ობიექტის და პროექციის ინტეგრაცია - კონცეფტუალური ელემენტი
• ჩრდილები - ხაზს უსვამს დროისა და სივრცის ერთიანობას, ქმნის ემოციურ გამოცდილებას განწყობას
▫️ფერი:
აქრომატული - ქმნის მედიტაციურ ნეიტრალურ სივრცეს, სადაც ძირითადი გამოხატვის საშუალება არის ფორმა, სინათლე და სივრცის დინამიკა
▫️ტექნოლოგია - ხელნაკეთი პლეტის ქსოვილები
▫️დიზაინერული ობიექტი: 1 მოდელი | 1 ციფრული ვიდეო
https://www.facebook.com/100063508359138/
08/03/2026
#ქრონოტოპისიცოცხლისგეომეტრია
™️
🔜 https://www.facebook.com/share/1AdfXTRmt8/?mibextid=wwXIfr
პროექტის ფარგლებში, კვლევის მიმართულება - ქართული და ეგვიპტური ისტორიული სამოსი: კონსტრუქცია, ფორმა და ისტორიული ნარატივი
▪️ავტორი და შესრულება: Lenora Lea (ელენე ბეთლემიშვილი)
▪️მოდის-ინსტალაციური ობიექტი: მდინარის მცველი
პორტფოლიო: https://shorturl.at/96dpv
„მდინარის მცველი“ - იკვლევს დროსა და სივრცის დინამიურ ურთიერთქმედებას/ორი უძველეს ცივილიზაციას ძველი ეგვიპტეს და კოლხეთს საერთო ქრონოტოპში.
„მდინარის მცველი“ - დიზაინერულ ინტერპრეტაციაა, სადაც ,,მდინარე, ოქრო, ქალი და გზა’’ ერთიან სისტემურ სტრუქტურად ყალიბდება და აანალიზებს ელემენტებს, როგორც დროისა და სივრცის ურთიერთქმედების ვიზუალურ კოდებს, რომლებიც მატერიალიზდება ფორმაში, კონსტრუქციასა და ერთიან სისტემურ კომპოზიციაში
▪️ კონცეფციის თეორიული საფუძველი ეფუძნება მოვლენების, გამოცდილებისა და ემოციური პროცესების ორგანიზებას, რომელიც მატერიალიზდება მდინარის არქეტიპში - დინებად სტრუქტურაში, რომელიც, აერთიანებს ბუნებრივ რესურსებს, კულტურულ მეხსიერებას და მითოლოგიურ ცნობიერებას.
▪️ მდინარე - როგორც გეოგრაფიული ელემენტი, დროის მატარებელი და სივრცული ღერძი, წარმოადგენს ბუნებრივ სტრუქტურას, განსაზღვრავს დასახლებათა ფორმირებას, ეკონომიკურ აქტივობას, კულტურულ განვითარებას. მდინარე არ არის მხოლოდ ფიზიკური ლანდშაფტის ნაწილი, ის, ასევე, აგროვებს/ინახავს დროის - ისტორიულ გამოცდილებას, მეხსიერებას და ცივილიზაციის კვალს.
• ნილე (ეგვიპტე) - ქმნიდა სიცოცხლის არხს უდაბნოში, განსაზღვრავდა დასახლებათა სტრუქტურას, რელიგიურ რიტუალებს და სოციალურ იერარქიას.
• რიონი (ისტორიული ფაზისი) კოლხეთში - აყალიბებდა სავაჭრო და მეტალურგიულ ქსელს, რომელიც რეგიონულ და საერთაშორისო ცირკულაციაში იყო ჩართული.
▪️ ორივე კულტურაში
მდინარე - ასრულებს სამ ძირითად ფუნქციას:
1. სიცოცხლისა და მოძრაობის მატარებელი
2. მეხსიერების არქივი
3. გზის, ვაჭრობისა და ცოდნის - არქიტექტორი
ოქრო - როგორც მატერიალიზებული დრო, ორივე ცივილიზაციაში ატარებს სიმბოლურ და ეკონომიკურ მნიშვნელობას:
• კოლხეთში ოქრო - მეტალურგიულ ტრადიცია და სიმდიდრე
• ძველ ეგვიპტეში ოქრო - ღვთაებრივი, უკვდავება და დინასტიურ ძალაუფლება
მდინარე ამ კონტექსტში მოქმედებს, როგორც გამწმენდი და შემნახველი არხი - ოქრო იწმინდება ნაკადში და გროვდება კალაპოტში, ინახავს დროს როგორც მატერიალურ მეხსიერებას.
ოქრო, როგორც:
• ძალაუფლების რეზიდუალი
• არქეოლოგიური კვალი
• გზა - კულტურული კომუნიკაციის ქსელი.
▪️მდინარის მცველი“ / ქალი - როგორც, დროის და ცოდნის მატარებელი:
• „მცველი ქალი’’- ჰატშეფსუტი (ძვ.წ.XV ს.)
ძველი ეგვიპტის ქალი ფარაონის არქეტიპი, მოიპოვა პოლიტიკური ძალაუფლება და მოახდინა ეპოქის სტრუქტურირება სახელმწიფო სტაბილურობის, სავაჭრო გზების გაძლიერებისა და არქიტექტურული პროექტების მეშვეობით. მისი მმართველობა შეიძლება განვიხილოთ როგორც დროის ორგანიზების აქტი - გააზრებული პოლიტიკური ჟესტი, რომელმაც სახელმწიფოს ისტორიული კურსი ჩამოაყალიბა და მმართველობის ახალი მოდელი შექმნა.
• „მცველი ქალი“ - თამარ მეფე (XII–XIII ს.)
საქართველოში „მცველი ქალის“ არქეტიპი ისტორიულ განზომილებაში განასახიერა თამარ მეფე/მმართველმა, რომელიც ფლობდა სრულ პოლიტიკურ ძალაუფლებას და ქმნიდა საქართველოს სახელმწიფოებრივ ჩარჩოს, სადაც ერთიანდებოდა სამხედრო სტრატეგია, სამართლებრივი წესრიგი, კულტურული აღმავლობა და რელიგიური ლეგიტიმაცია. თამარ მეფის მმართველობა უზრუნველყოფდა სტაბილურობის, სამართლებრივი და ადმინისტრაციული სისტემების კონსოლიდაციას, აძლიერებდა ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტს და ხელს უწყობდა კულტურული, რელიგიური და ეკონომიკური დინამიკის განვითარებას.
▪️ ქალის არქეტიპი, როგორც
• გზის მცველი - სულიერი, სოციალურ და კულტურულ წესრიგში პასუხისმგებელია სივრცის დაცვასა და ცვლილებების სტრუქტურის ორგანიზებაზე
• დროის გადამცემი - ატარებს ისტორიულ და კულტურულ ცოდნას, უზრუნველყოფს წარსულის, აწმყოს და მომავლის ურთიერთდაკავშირებას
• ლეგიტიმაციის წყარო - ავლენს უფლებამოსილებას, რომლის მეშვეობითაც ხდება პოლიტიკური, სოციალური და რელიგიური სისტემების ლეგიტიმაცია, განსაზღვრავს უფლებამოსილების, ძალაუფლების და კულტურული წესრიგის კანონზომიერებას.
▪️ კვლევის პროცესი:
- ისტორიული, არქეოლოგიური და მითოლოგიური მასალის ანალიზი და ინტეგრირება დიზაინში
- მდინარის, ოქროსა და ქალის სიმბოლიზმის იდენტიფიცირება ორივე კულტურაში.
სიმბოლური ელემენტები დიზაინში:
• მდინარე - ხაზოვანი, მრუდე, ფენოვანი კონსტრუქცია
• ოქრო - მეტალის დეტალი
• მცველი - ცენტრალური, ვერტიკალური, სტრუქტურულად გამყარებული ფორმა-ობიექტი.
• ფორმა-ობიექტი - აგებულია არქიტექტურულ სილუეტზე, სადაც სხეული აღიქმება როგორც მდინარის არხი.
• ტექსტურა - გამოიყენება, როგორც პლეტის ზედაპირების შეპირისპირება (წყლისა და ქვის დიალოგი
• მეტალის ელემენტები - ქმნის ისტორიული კვალის ეფექტს.
ფერი:
• შავი - მდინარის სიღრმე და დროის ფენა
• ოქრო - მემკვიდრეობა და უკვდავება
სინათლე - ობიექტზე ქმნის ცვალებად ჩრდილოვან სტრუქტურებს, რაც დროის ფიქსაციის ვიზუალურ მეტაფორად იქცევა.
დიზაინერული ობიექტი: მოდელი 2, ციფრული ვიდეო 2
ტექნოლოგია: პლეტის ქსოვილები (ხელნაკეთი)
08/03/2026
🔜 ექსპოზიცია „ქრონოტოპი: სიცოცხლის გეომეტრია“ დასრულდა - 03.03.26
ექსპოზიციამ შეაჯამა ITEFA-ს საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში ჩატარებული პრაქტიკის შედეგები და აუდიტორიას წარუდგინა კვლევის, პლეტის™️ ტექნოლოგიების და კონცეპტუალური ტანსაცმლის დიზაინის ერთიანი სივრცე.
▪️ექსპოზიციაზე წარმოდგენილი შედეგები მნიშვნელოვანი ეტაპია ქართული მოდის დიზაინის ტექნოლოგიების, განათლების და კვლევითი მიმართულების გაძლიერებისთვის - პირველად ქართულ სივრცეში ექსპონირებულია პლეტის™ ტექნოლოგიები
▪️მონაწილეები:
- პროექტის ხელმძღვანელი: ნინო მგალობლიშვილი
- დამწყები დიზაინერები: Lenora Lea Tebrøle Qemøklidze Mari Sakhvadze ქრისტი თაბაგარი
▪️დეტალები იხილეთ ბმულზე : https://www.facebook.com/share/1AdfXTRmt8/?mibextid=wwXIfr
მადლობა
• პროექტის მხარდაჭერისათვის:
Al Alamia Plisse - Global Pleating
საქართველოს კულტურის სამინისტრო
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
• ექსპოზიციის ორგანიზებაში მონაწილეობისთვის: Lasha ქუჯი Lizi Rati Nia Ana Ana
• თითოეულ სტუმარს, ვინც ეს სივრცე ჩვენთან ერთად გაიზიარა
07/03/2026
#სადიპლომონაშრომი
მოდის დიზაინის სამაგისტრო პროგრამა | 2026
პროექტის ხელმძღვანელი: ეკა ჩხუტიშვილი
კონსტრუირება: ლეილა ენუქიძე
ავტორი და შესრულება: ელენე ტურაშვილი
▪️ სადიპლომო პროექტი - „შენი ჩრდილი“
„შენი ჩრდილი“ ექსპერიმენტული კაფსულა კოლექციაა, აერთიანებს უდანაკარგო მოდის პრინციპებსა და ექსპერიმენტულ მოდელირების მეთოდებს.
კონცეფცია ეფუძნება Carl Jung-ის ჩრდილის არქეტიპს - ადამიანის ფსიქიკის ქვეცნობიერ ნაწილს, სადაც იმალება დაფარული ემოციები, სურვილები და შემოქმედებითი პოტენციალი.
ინსპირაცია - ადამიანის ჩრდილთან ყოველდღიური ურთიერთობა | ჩრდილი, როგორც არაცნობიერის ვიზუალური მეტაფორა.
ფერთა პალიტრა:
• შავი - უსასრულობა, იდუმალება, სიღრმე
• ლურჯი - შინაგანი სამყაროს სიბნელეში არსებული სინათლე
• ფორმისა და სილუეტის კვლევა ეფუძნება სხვადასხვა კულტურულ რეფერენსს:
ქალთა ტრადიციულ სამოსს ესპანეთის ქალაქიდან Vejer de la Frontera,არაბული რელიგიური სამოსის მინიმალისტურ სტრუქტურას და იაპონელი დიზაინერების -Yohji Yamamoto და Issey Miyake - ავანგარდულ ესთეტიკას.
კოლექცია შექმნილია Zero Waste მეთოდით - გეომეტრიული ფორმების მოდელირებით და საბაზისო თარგის ტრანსფორმაციით.
კონსტრუქციაში გამოყენებულია Julian Roberts-ის Subtraction Cutting ტექნიკა.
კოლექციის ვიზუალური ენა ეფუძნება დუალობას:
• გამჭვირვალე / გაუმჭვირვალე
• დინამიკა / სტატიკა
• ნათელი / ბნელი
თარგის კონსტრუქციაში გამოყენებულია სიტყვა „ჩრდილი“, რომელიც ტრანსფორმირდება ხუთ გამჭვირვალე ელემენტში.
კოლექცია შედგება - 5 ასორტიმენტი
• გამჭვირვალე ფენა -სიმბოლურად წარმოადგენს ჩრდილს
• გაუმჭვირვალე - პერსონას.
სამიზნე მომხმარებელი: ინდივიდუალისტი ქალი | 18–60 წ
📸 ფოტოგრაფი: ოთარ ქურდაძე
მოდელები: ალონა მიტროფანოვა, ელენე ტურაშვილ
05/03/2026
#სადიპლომონაშრომი
მოდის დიზაინის საბაკალავრო პროგრამა - სადიპლომო ნაშრომი | 2026
პროექტის ხელმძღვანელი: ეკა ჩხუტიშვილი
კონსტრუირება: ლეილა ენუქიძე
▪️ავტორი და პრაქტიკული შესრულება: თებროლე ქემოკლიძე
▪️სადიპლომო პროექტი : „ყუთს მიღმა“ (Beyond the Box)
ჩემი საბაკალავრო პროექტი იკვლევს ადამიანის არსებობას სოციალურ და სტრუქტურულ სისტემებში, სადაც წინასწარ განსაზღვრული წესები, დისციპლინა და ყოველდღიური რუტინა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის ქცევასა და იდენტობის ჩამოყალიბებაზე.
მსგავსი სისტემები ერთი მხრივ ქმნის წესრიგისა და სტაბილურობის ილუზიას, თუმცა, ამავე დროს, ხშირად ზღუდავს ინდივიდუალურობას და აჩენს შინაგან კონფლიქტს პიროვნებასა და გარემოს შორის.
კოლექცია ფოკუსირდება გარდამტეხ მომენტზე, როდესაც ინდივიდი აცნობიერებს ამ ჩარჩოების არსებობას და იწყებს მათგან გათავისუფლების პროცესს. ეს პროცესი სიმბოლურად გამოხატავს პიროვნული თავისუფლების, თვითგამოხატვისა და ახალი იდენტობის ძიებას.
დიზაინში „ყუთი“ - მეტაფორაა უხილავი საზღვრების, რომლებიც საზოგადოებრივი მოლოდინებით და ნორმებით არის შექმნილი. მკაცრი ფორმები, გეომეტრიული კონსტრუქციები და სტრუქტურული სილუეტები გამოხატავს შეზღუდვასა და კონტროლს, ხოლო მათი დეფორმაცია, გახსნა და ტრანსფორმაცია სიმბოლურად ასახავს ამ ჩარჩოებიდან გამოსვლას.
კოლექციის ესთეტიკა - აერთიანებს სტრუქტურულ და ექსპერიმენტულ ფორმებს, სადაც კონსტრუქცია და მასალა თანაბრად მნიშვნელოვან როლს ასრულებს. კონტრასტული ტექსტურები - ფენები და ფორმების ტრანსფორმაცია ქმნის ვიზუალურ ნარატივს / გზას ჩაკეტილი სივრციდან თავისუფალი გამოხატვისკენ.
„ყუთს მიღმა“ არის მცდელობა, ტანსაცმლის ,,ენით” გადმოიცეს ადამიანის შინაგანი ბრძოლა სტრუქტურებს და თავისუფლებას შორის და წარმოაჩინოს ის მომენტი, როდესაც ინდივიდი ირჩევს საკუთარი გზის პოვნას, სტერეოტიპებისა და შეზღუდვების მიღმა
▪️ფოტო: ანა წულუკიძე, ეკა ხარებავა, ანა ბერძენიშვილი
▪️მოდელები: ლიზი პაპიაშვილი, ნინი კასტიუმი, ნუცა ჭეიშვილი, ანა წულუკიძე, ეკა ხარებავა, თინათინ ბეჟანიძე
04/03/2026
#სადიპლომონაშრომი
მოდის დიზაინის სამაგისტრო პროგრამა - სადიპლომო ნაშრომი | 2026
პროექტის ხელმძღვანელი: ნინო ჯაში
კონსტრუირება: ლეილა ენუქიძე
ფეხსაცმლის ტექნოლოგია: ლელა კობერიძე
ავტორი და პრაქტიკული შესრულება: ანანო გოგატიშვილი
▪️სადიპლომო პროექტი : ,,ღამის შუქის მაგია”
„რეალობის დავიწყება რთულია, მაგრამ დაინახო მასში მაგია - ეს ხელოვნებაა.“ / Gabriel García Márquez
კოლექციის კონცეპტუალური საფუძველი - მაგიური რეალიზმის ესთეტიკა. პროექტი აგებულია პერსონაჟის იდეაზე, რომელიც დროში მოგზაურობს. მისი გზა იწყება ღამით - მთვარისა და ვარსკვლავების შუქში - სრულდება დილის ცისკრის პირველ ნათებაში.
მოგზაურობის პროცესში პერსონაჟი გადადის სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში... კოლექციაში ეს ტრანსფორმაცია აისახება თანამედროვე სამოსისა და ისტორიული კოსტიუმების სინთეზით, სადაც დროის სხვადასხვა ფენა ერთიან ვიზუალურ სისტემად ყალიბდება.
კოლექცია აგებულია - ქრონოლოგიური განვითარების პრინციპით. თითოეული ლუქი წარმოადგენს პერსონაჟის მოგზაურობის კონკრეტულ ეტაპს და ატარებს შესაბამის ემოციურ და ფორმალურ დატვირთვას.
ღამის ფაზა - მუქი ტონალობები, დახურული სილუეტები. ფორმები შეკრული და მონუმენტურია, რაც ღამის სიღრმესა და სიმშვიდეს გამოხატავს.
გარდამავალი ეტაპი - ფორმების დინამიკა, ტალღისებური ხაზები და ტექსტურების კონტრასტი. სილუეტები მოძრავი და ექსპრესიული, რაც დროის ცვლილებასა და შინაგან ტრანსფორმაციას უსვამს ხაზს.
ცისკრის ფაზა - მსუბუქი მასალები, გახსნილ სილუეტები და ნათელი ტონები. ჩნდება სინათლის ეფექტი, რომელიც სიმბოლურად აღნიშნავს განახლებას და ახალი ეტაპის დაწყებას.
კოლექციის მთავარი ფორმალური ელემენტი - ტალღისებური ხაზი, რომელიც დროის მოძრაობისა და ემოციური ცვლილების სიმბოლოდ გვევლინება.
სილუეტები - ასიმეტრიული ხაზები და დინამიკური მოცულობები
კონსტრუქცია - მრუდე ნაკერები და გადაკვეთა-გახსნის ეფექტებით;
დეკორატიულ დეტალები - ფურნიტურა, აპლიკაციები, ფენები;
ეს ელემენტი კოლექციის ვიზუალურ მთლიანობას ქმნის და პერსონაჟის გზას მეტაფორულად ასახავს.
ისტორიული კოდები
• სხვადასხვა ეპოქის სამოსის ელემენტები - ფრაკი, შუა საუკუნის ბერების სამოსი, რენესანსის პერიოდის მამაკაცის კოსტიუმი | შედეგად იქმნება - ჰიბრიდული ფორმა, რომელიც დროის საზღვრებს შლის
კოლექციის დომინანტი ფერი - იისფერი, სიმბოლურად დაკავშირებულია მისტიკასთან, ღამის იდუმალებასთან.
• ლურჯი და მუქი ტონები
• ცივი ვერცხლისფერი და მოლურჯო ელემენტები
• გამჭვირვალე და ღია ტონები
ინსპირაციის მთავარ წყარო - მთვარე და ვარსკვლავები, როგორც გზამკვლევი, დროის მარკერი და ციკლურობისა და მუდმივი განახლების სიმბოლო.
▪️მასალა:
• მეტალის აქსესუარები - ვერცხლისფერი ელემენტები და ვარსკვლავის ფორმის დეტალები;
• მძიმე, სტრუქტურული ქსოვილები - ისტორიული სილუეტების შესაქმნელად;
• მსუბუქი და დინამიკური ქსოვილები - მოძრაობისა და ტალღის ეფექტისთვის;
• გამჭვირვალე ფენები - დროის ფენების სიმბოლური გამოხატულებისთვის
▪️ფოტოგრაფი: სალომე ჭყონია
▪️მოდელები: ნიცა გოგობერიშვილი, ნინი პარკაული, მარიამ პარკაული, ვიკა სამხარაძე, ქრისტინე კუმარიტოვი
03/03/2026
#სადიპლომონაშრომი
მოდის დიზაინის საბაკალავრო პროგრამა - სადიპლომო ნაშრომი | 2026
პროექტის ხელმძღვანელი: ეკა ჩხუტიშვილი
კონსტრუირება: ლეილა ენუქიძე
ავტორი და პრაქტიკული შესრულება: ეკა ხარებავა
▪️სადიპლომო პროექტი : “გადატვირთვა / RESET”
ნაშრომი იკვლევს მოდის ინდუსტრიაში არსებულ კრიზისულ მდგომარეობას და სწრაფი მოდის დესტრუქციულ გავლენას ეკოლოგიაზე, კულტურასა და პიროვნულ იდენტობაზე. პროექტი აანალიზებს, როგორ იქცა მოდა სწრაფი მოხმარების მექანიზმად, რომელმაც გარემოსთან ერთად ადამიანის თვითაღქმაც დააზიანა - ინდივიდუალობა ჩაანაცვლა ტენდენციების მუდმივმა ციკლმა, ხოლო თვითგამოხატვა - მასობრივი რეპროდუქციით.
▪️კოლექციის კონცეფცია - პოსტაპოკალიფსურ რეალობა/სამყარო, სადაც ძველი სისტემა უკვე ჩამოიშალა, მაგრამ, მისი ნარჩენები ისევ ცოცხალია - მატერიაში, მეხსიერებაში და ადამიანთა იდენტობაში.//ტანსაცმელი იქცევა გადარჩენის, პროტესტისა და ახალი დასაწყისის სიმბოლოდ.
კოლექცია აერთიანებს დეკონსტრუქციას, გადამუშავებულ მასალებსა და ტრანსფორმირებად ფორმებს, რაც ასახავს „გადატვირთვის“ იდეას - ძველის გადახედვას, დაშლას და ახლის შექმნას. ვიზუალური ენა მკაცრი და დისტოპიურია, თუმცა იმედის ელემენტსაც ატარებს: ნანგრევებიდან იბადება ახალი იდენტობა.
„გადატვირთვა / RESET“ , როგორც მესიჯი - დავფიქრდეთ მოდის როლზე თანამედროვე სამყაროში და ვიპოვოთ გზა უფრო შეგნებული, ეთიკური და თვითმყოფადი არსებობისკენ.
▪️ მასალა: დენიმი, გაბარდინი, ბამბა, სამძაფიანი ტრიკოტაჟი,
აკრილი და ქსოვილის საღებავი
▪️ფოტოგრაფი: ანანო ჯიჭონაია
▪️მოდელები: ანა წულუკუძე, ანა კალანდარიშვილი, ეკა ხარებავა, ილია გუჩუა, მარიამ ცარციძე,
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Contact the school
Telephone
Website
Address
22 Gribojedov St.
Tbilisi
0108