26/09/2026
🚀 იდეა გაქვს? შექმენი!
💡 გიყვარს აღმოჩენა? გამოიკვლიე!
🔬 გინდა იცოდე, როგორ მუშაობს სამყარო? ჩვენთან ერთად აღმოაჩინე!
ჩვენი სკოლის პედაგოგმა სოფო ჭითავამ წარმატებით გაიარა პროექტის ყველა ეტაპი და სიხარულით გაცნობებთ,რომ ოქტომბრიდან ჩვენს სკოლაში იწყებს ფუნქციონირებას ⭐️STEAM კლუბი!
ეს არის სივრცე, სადაც მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია, ხელოვნება და მათემატიკა ერთიანდება შემოქმედებით იდეებთან.
🤖 აქ შევქმნით,
🔬 ჩავატარებთ ექსპერიმენტებს,
🎨 გავაფორმებთ და დავაპროექტებთ,
⚙️ ვისწავლით ტექნოლოგიებთან მუშაობას,
💡 მოვიფიქრებთ ახალ იდეებს
და რაც მთავარია — ვისწავლით კეთებით!
თუ ხარ ცნობისმოყვარე, შემოქმედებითი და ახალი აღმოჩენებისთვის მზად —
STEAM კლუბი შენ გელოდება! 🚀
შექმენი იდეა. გამოსცადე. შეცვალე. შექმენი ახალი.
🌟 შენი იდეა შეიძლება ხვალინდელ აღმოჩენად იქცეს