საბანკო სწავლების ცენტრი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საბანკო სწავლების ცენტრი

საბანკო სწავლების ცენტრი "ბანკირები აქ იზრდებიან!"
1000 მეტი დასაქ?

"საბანკო სწავლების ცენტრი" დაარსდა 2007 წელს და წარმოადგენს წმინდა საბანკო პროფილის სპეციალიზირებულ სასწავლო ცენტრს. საბანკო სწავლების ფეისბუკის შექმნის დანიშნულებაა დაიტერესებულ პირებს მიაწოდოს ინფორმაცია ცენტრის პროდუქტებზე და ტრეინინგ კურსებზე, აგრეთვე ცენტრის აქტივობაზე და დასქმებულ წარმატებულ ადამიანებზე.

„საბანკო სწავლების ცენტრის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორია საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ცუცქირიძე
(http://www.gruni.edu.ge/school_personnel/index/1442824984/1444384319 -1497865300);

ჩვენი წარმატების ფორმულა: სასწავლო ტრეინინგ პროგრამები მულტიმოდალური(კომბინირებული) სწავლების მეთოდზეა აგებული და მოიცავს საბანკო დაწესებულებების ორგანიზაციულ-სამართლებრივი საფუძვლების, საბანკო საქმის თეორიული საფუძვლების, მარკეტინგული სტრატეგიების, ფიზიკური და იურიდიული პირების კრედიტუნარიანობის და რისკების შეფასების, პრობლემური სესხების მართვის, პრაქტიკული საბანკო ოპერაციების და ბანკებში მუშაობისათვის საჭირო უნარ-ჩვევების კომბინირებულ სწავლებას, რასაც ემატება ტრეინერთა კვალიფიკაცია და ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება, რაც უზრუნველყოფს ერთის მხრივ მსმენელების დასაქმებას და მეორეს მხრივ, კვალიფიკაციის ამაღლებას, როგორც საოპერაციო მენეჯმენტში, ასევე გაყიდვების და საკრედიტო მენეჯმენტში;

1. ტრეინინგ კურსები საბანკო და საკრედიტო დაწესებულებეში დასაქმების მსურველთათვის:

ცენტრი გთავაზობთ თქვენი კარიერული წინსვლისათვის საბანკო საქმის შესწავლელ პროგრამებს ყველა პროფილური მიმართულებით
სტუდენტებისთვის და ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში დასაქმების მსურველთათვის:

1. საბანკო საქმის ინტენსიური კურსი, სტაჟირებით, ხანგრძლივობა 5 კვირა(http://www.abg.org.ge/Admin1220790579.php?nid=1406&)
2. საბანკო მენეჯმენტის კურსი,სტაჟირებით, ხანგრძლივობა 5 კვირა(http://www.abg.org.ge/Admin1220790579.php?nid=1502&)
3. ბანკის უნივერსალური მოლარე-ოპერატოტის კურსი. ხანგრძლივობა 3 კვირა(http://www.abg.org.ge/Admin1220790579.php?nid=1403&)
4. ეროვნული და უცხოური ვალუტის დამცავი ნიშნების სწავლება, ხანგრძლივობა 2-5 დღე(http://www.abg.org.ge/Admin1220790579.php?nid=1229&),
5. საბანკო ეთიკა და მარკეტინგი, ხანგრძლივობა 2 კვირა(http://www.abg.org.ge/Admin1220790579.php?nid=963&),
6. ბუღალტრული აღრიცხვის კურსი, ხანგრძლივობა 9 კვირა(http://www.abg.org.ge/Admin1220790579.php?nid=1228&),

2. ტრეინინგ კურსები კომერციული ბანკების და სხვა საკრედიტო დაწესებულებების თანამშრომლებისათვის:

1. კომპანიების კრედიტუნარიანობის შეფასების კურსი, ხანრძლივობა 3 კვირა(http://www.abg.org.ge/Admin1220790579.php?nid=1226&),
2. ეროვნული და უცხოური ვალუტის დამცავი ნიშნების სწავლება, ხანგრძლივობა 2-5 დღე(http://www.abg.org.ge/Admin1220790579.php?nid=1229&),
3. რისკების მართვა კომერციულ ბანკებში და საკრედიტო დაწესებულებებში, ხანგრძლივობა 3 კვირა(http://www.abg.org.ge/Admin1220790579.php?nid=1494&),
4. პრობლემური სესხების დიაგნოსტიკა მართვა და ლიკვიდაცია, ხანრძლივობა 2 კვირა(http://www.abg.org.ge/Admin1220790579.php?nid=1408&).
5. საცალო და ბიზნეს საკრედიტო ოფიცრის კურსი, ხანგრძლივობა 3 კვირა(http://www.abg.org.ge/Admin1220790579.php?nid=1223&),

3. პროფესიული სტაჟირების პროგრამა!

კომბინირებული საწავლება მოიცავს საბანკო ოპერაციების სწავლებას საბანკო საოპერაციო პროგრამის - ALTA software – ბაზაზე, რომელიც მიმდინარეობს საქართველოს ბანკების ასოციაციაში პროფესიული სტაჟირების პროგრამით( უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებისათვის საწარმოო პრაქტიკის სახით).

სტაჟირება მიმდინარეობს პრინციპით - ჩვენ ბანკში ვმუშაობთ! რაც ითვალისწინებს კომერციულ ბანკებში მუშაობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების სწავლებას, ყველა ძირითადი მიმართულების მიხედვით, მათ შორის -პრაქტიკული საბანკო ოპერაციების(ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების) შესწავლას და დოკუმენტირებას, მათემატიკური და ფსიქო ტესტების სწავლებას, კომუნიკაბელობის და პროდუქტების გაყიდვების ქეისების სწავლებას, რაც ბანკებში აყვანისას არის სავალდებულო და მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ გასაუბრებებზე თქვენი თავის წარმოჩენაში.

ა) ტრენინგის მონაწილეები ნაღდ და უნაღდო ანგარიშწორებას განახორციელებენ საბანკო საოპერაციო პროგრამის - ALTA software – ბაზაზე, რომელსაც მოქმედი ბანკების უმრავლესობა იყენებს და რაც ტრენინგის მონაწილეებს საშუალებას მისცემს:
- შეასრულონ საკრედიტო დაწესებულებებში, სალარო ოპერაციები და დოკუმენტბრუნვა პრაქტიკული გატარებების მიხედვით, მათ შორის - სალაროს აღრიცხვიანობის, სალაროში ფულის შეტანა-გამოტანის, ვალუტის ყიდვა-გაყიდვის, სწრაფი ფულადი გზავნილების, აგრეთვე საანაბრე და საბარათე ანგარიშების გახსნის, სესხის გაცემა-დაფარვის წარმოება და აღრიცხვა, საოპერაციო ხარჯებთან დაკავშირებული ფულადი ოპერაციების წარმოება.
- შეასრულონ უნაღდო ანგარიშსწორების ფორმების(საგადახდო დავალება, საინკასო დავალება, აკრედიტივები, ოპერაციები ჩეკებით) მიხედვით საბანკო ანგარიშების გახსნის, ცვლილებების შეტანის და დახურვის ოპერაციები, ანგარიშზე ჩარიცხული და ანგარიშიდან ჩამოწერილი თანხების გატარებები, კომუნალური და სხვა გადარიცხვები;

ბ) მსმენელები შეისწავლიან ფინანსური მათემატიკის საფუძვლებს და ანგარიშგების პრინციპებს, მარტივი და რთული პროცენტის დაანგარიშების პრინციპებს და ანუიტეტის გამოთვლას,
გ) მსმენელები საკუთარი ინიციატივების წარმოჩენის მიზნით, განახორციელებენ საბანკო პროდუქტების და კეისების პრეზენტაციებს, შეისწავლიან ფსიქოლოგიურ და მათემატიკურ სტრესს- ტესტებს, CV და სამოტივაციო წერილის შედგენას და რაც მთავარია გაივლიან ბანკებში გასაუბრების მოდერაციას საბანკო ექსპერტებთან ერთად.

ტრეინინგ კურსების ხანგრძლივობა 1 კვირიდან 5 კვირამდეა, ხოლო სტაჟირების ხანგრძლივობა ორი კვირაა და განკუთვნილია როგორც ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად, ასევე ბანკებსა და საკრედიტო დაწესებულებებში დასაქმების მსურველთათვის, როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური ფორმატით;

დამატებითი ინფორმაცია ჩვენს პროგრამებზე და დასაქმებულ პირებზე შეგიძლიათ იხილოთ ბმულებიდან:
http://www.abg.org.ge/Admin1220790607.php
და https://www.facebook.com/bec2007.page/…

პროგრამის ხელმძღვანელი:
გიორგი ცუცქირიძე 1997 წლიდან დღემდე არის საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. არის გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, უძღვება ლექციების კურსს - საბანკო, საკრედიტო და რისკ მენეჯმენტში, იგი წლების მანძილზე კითხულობდა ლექციების ციკლს საბანკო საქმეში და საფინანსო მენეჯმენტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, საფინანსო და საბანკო სფეროებში მოღვაწეობის მდიდარი გამოცდილება გააჩნია. მისი სტატიები და საექსპერტო კომენტარები პერიოდულად გადის ქართულ და უცხოურ ბეჭდვით და ელექტრონულ მედია საშუალებებში. არის ეკონომიკის, საფინანსო და მონეტარული პოლიტიკის საკითხებზე 30-მდე ნაშრომის, სამეცნიერო სტატიის და პუბლიკაციის ავტორი. მისი სატელევიზიო გამოსვლები და პუბლიკაციები შეგიძლიათ იხილოთ ბმულიდან:http://www.abg.org.ge/Admin1371050292.php
2011 წლიდან არის სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის, დარგობრივი საბჭოს წევრი.
2000-2001 წლებში იყო Overcast Strategic Consulting, Ltd (OSC)/ USAID (Tbilisi ), და "SIBLEY International"/USAID (Tbilisi) პროექტების წამყვანი ტრეინერი;
1999-2002 წლებში იყო საქართველოს კომერციულ ბანკებში საბუღალტრო აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IAS) დანერგვის კომიტეტის წევრი;
2000-2003 წლებში უშუალოდ ხელმძღვანელობდა ბანკირთა გადამზადების პროგრამებს საბერძნეთის ცენტრალური ბანკის ტრენინგ ცენტრისა და გერმანიის შემნახველი ბანკების ასოციაციის "შპარკასე აკადემიის" (Savings Banks Foundation for International Cooperation - Sparkassen Akademie (Potsdam) ტექნიკური დახმარების საგრანტო პროგრამების ფარგლებში. "საბანკო სწავლების ცენტრი“
Tel.: (995 32) 293 43 76;
Tel/Fax: (995 32) 293 43 76;
Mob.: (995 555) 10 32 44
E-mail: bec@trening@yahoo.com;
http://www.abg.org.ge/Admin1220790607.php

11/04/2023

გეო პოლიტიკა არ გულისხმობს მხოლოდ ცალკეული ქვეყნების ინტერესთა კვეთას ან დაპირისპირებას ამა თუ იმ რეგიონში, ის შეიძლება განვრცობილი იყოს ქვეყანათა ალიანსების დაპირისპირებით ერთმანეთთან ან სულაც რომელიმე ქვეყანასთან და ამავდროულად იმ ქვეყნების ინტერესთა ჩართულობით რომლებიც პირდაპირ ამ გეო პოლიტიკური კვეთის ხაზზე არ გადიან.

დღევანდელი გეო პოლიტიკური მოცემულობა, რომელიც უკრაინაში რუსეთის და უკრაინის სამხედრო კონფლიქტშია ასახული სწორედ ამ გლობალური მოთამაშეების დაპირისპირების ეპიცებტრია, ჩინეთის როგორც ე. წ გარე მოთამაშის მონაწილეობით. ანუ სახეზეა ყველა გეო გლობალური ძალის ჩართულობა ამ კონფლიქტში, სადაც თუ კოლექტიური დასავლეთის ინტერესი, რუსეთის ენერგო წიაღისეულის დასაკუთრებაა, იგივე მიზანი აქვს ჩინეთსაც.

ჩინეთ - აშშ ის პოლიტიკური შერკინებაც სწორედ რუსულ ვექტორზე გადის, ამიტომ არის ძალზე მნიშვნელოვანი უახლოესი პერიოდის მოსალოდნელი ცვლილებები, მათ შორის საქართველოსთვის. თავს ნუ მოვიტყუებთ, ეს არ გადის აქ 2024 წლის არჩევნებზე, არამედ უკვე პოლიტმოქმედებათა ყველაზე დიდი ამპითეატრი უკვე უახლოეს ერთ თვეში მაისში თურქეთში გაიმართება.

შესაბამისად თურქეთსაც ერთ ერთ უმნიშვნელივანეს გეო პოლიტიკურ განედად აქცევს საპრეზიდენტო არჩევნები თურქეთში.

თუ გავითვალისწინებთ, რომ აშშ გეგმავს მონტრეს 1936 წლის ხელშეკრულების გაუქმებას, რაც ნიშნავს ნატოს გემების შავ ზღვაში შემოსვლას ყოველგვარი შეთანხმების გარეშე რუსეთთან და თურქეთთან, თურქეთის საკითხი კიდევ უფრო აქტუალური ხდება. კერძოდ კი 14 მაისის არჩევნებს თურქეთში, ამ არჩევნების შედეგების საქართველო ზე პირდაპირი გავლენის ფაქტორიდან გამომდინარე.

ბუნებრივია თუ ერდოგანი ამ არჩევნებში დამარცხდა და გაიმარჯვა იპოზიციურმა კოალიციამ რომელიც წარმოდგენილია ქემალ კირჩილიოღლუს სახით, უკვე ამ სცენარისას დიდი ალბათობით მონტრეს კონვენცია გადაიხედება. ბოსფორისა და დარდანელის ე. წ გასაღები გადადის აშშ-ს ხელში, და ნატო ც ფაქტიურად აშშ-ს გეოპოლიტიკური ესპანსიის ერთ ერთი წამყვანი სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტი გახდება

მოვლენათა განვითარების ეს სცენარი მნიშვნელივანწილად შეცვლის პოლიტიკურ ვითარებას საქართველოში და მთლიანად რეგიონში.

ჩვენ მზად უნდა ვიყოთ მოვლენათა განვითარების ნებისმიერი სცენარიათვის, რადგან თურქეთი არის რა ჩვენი წამყვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა, არეულობები თურქეთში და მოსალოდნელი სამოქალაქო დაპირისპირება, პროცესების ესკალაციას აქაც გადმოიტანს, არაერთი შიდა თუ საგარეო აქტიირთა ინტერესთა თანხცედრის გამო!!

აშშ ის სახდეპის ბოლო განცხადებაც მოსამართლეთა ნაწილის დასანქცირებაზე, არის სწორედ ამ მოსალოდნელი სცენარის შემადგენელი ნაწილი, და აუსახება იმ მოვლენებში რომლებიც ჩვენს ირგვლივ გათამაშდება

16/05/2019

NEW! ეროვნული და უცხოური ვალუტების დამცავი ნიშნების სწავლების საზაფხულო პროგრამა !

✅„საბანკო სწავლების ცენტრის“ საზაფხულო პროგრამა ეროვნული და უცხოური ვალუტის დამცავი ნიშნების სწავლება - 3 და 6 ვალუტიანი კალათის მიხედვით.

✅განახლებული პროგრამა ითვალისწინებს, როგორც ფულის დამცავი ნიშნების თეორიული ნაწილის და მათი დამზადების ტექნოლოგიური მხარის სწავლებას, ასევე გაყალბების თავისებურებებს და იმ მახასიათებელ ელემენტებს, რომლის გაყალბებაც პრაქტიკულად შეუძლებელია. კურსი ითვალისწინებს ლარის და ევროს ახალი ბანკნოტების სწავლებას, ძველი სერიის ნომინალებთან ერთად.

✅სულ სწავლება 9 ვალუტიანი კალათის არჩევანისაგან (ლარი, აშშ დოლარი, ევრო, ბრიტანული ფუნტი სტერლინგი, შვეიცარული ფრანკი, თურქული ლირა, აზერბაიჯანული მანათი, სომხური დრამი, უკრაინული გრივნა, ჩინური იუნი)
👉3 ვალუტიანი კალათა მოიცავს სწავლებას 3 ვალუტის მიხედვით (ლარი, აშშ დოლარი, ევრო) ან ნებისმიერი სხვა ვალუტების კომბინაციის მიხედვით,
👉6 ვალუტიანი კალათა მოიცავს სწავლებას 6 ვალუტის მიხედვით (ლარი, აშშ დოლარი, ევრო, ბრიტანული ფუნტი სტერლინგი, თურქული ლირა, აზერბაიჯანული მანათი) ან ნებისმიერი სხვა ვალუტების კომბინაციის მიხედვით; რასაც სპეციალური შეთავაზების სახით ემატება ორგანიზაციის მიერ არჩეული ვალუტა. სწავლებაში ასევე ჩართულია პლასტიკური ბარათების და სასაბუთე დოკუმენტების(პირადობის მოწმობა, მოქალაქის საზღვრაგარეთის პასპორტი) დამცავი ნიშნების სწავლებაც.

✅ პროგრამა 2011 წლის აგვისტოში დაიწყო და უკვე გადამზადდა კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების , საქართველოს ფოსტის, კაზინოების ნაწილის 800 -ზე მეტი მოლარე-ოპერატორი, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში(საქართველოს ბანკი, კორ სტანდარტ ბანკი, პროკრედიტ ბანკი, პრივატ ბანკი, ბაზის ბანკი, ლიბერთი ბანკი,თი ბი სი ბანკი, ფინკა ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები - კრისტალი, ლაზიკა კაპიტალი, ინტელ ექსპრესი, კრედიტსერვისი, გირო კრედიტი, კაზინო პრინცესა).

✅ტრენინგის მიზანი: ტრენინგის მიზანია ყალბი ფულის საბანკო სექტორში შემოდინების პრევენცია და საოპერაციო რისკების შემცირება საკრედიტო დაწესებულებებში.

✅მონაწილეები: ტრენინგი განკუთვნილია კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების,სუპერ და ჰიპერმარკეტების, აეროპორტის მოლარეების, კაზინოების, სხვა მსხვილი სავაჭრო ობიექტების, აგრეთვე დაინტერესებული ორგანიზაციის იმ თანამშრომლებისათვის, რომლებიც ჩართული არიან სალაროს ოპერაციებში;

🏆სერთიფიცირების ფორმა: მსმენელები ტრენინგის დამთავრების შემდეგ გაივლიან ტესტირებას, რის მიხედვითაც გაიცემა ნაღდ ფულთან მუშაობის ორენოვანი სერთიფიკატი;

🏆სარგებელი: ამ კურსის გავლის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ ეროვნული და უცხოური ვალუტის დამცავი ნიშნების შესწავლას, შემცირდება რისკები და შესაბამისად მატერიალური დანახარჯებით გამოწვეული ზარალი იმ თანამშრომლებისათვის, რომლებიც ჩართული არიან სალაროს ოპერაციებში.
სწავლების დრო: სწავლება მიმდინარეობს პარაკევს და შაბათს, ან სამუშაო დღეებში წინასწარ შეთანხმებული გრაფიკით, დილის და საღამოს საათებში;
პროგრამის წამყვანები:

🏆პროგრამა შემუშავებულია პროფესორ გიორგი ცუცქირიძის მიერ და ეფუძნება ფულის დამცავი ნიშნების დამზადების თანამედროვე ტექნოლოგიების და ტენდენციების, ასევე შესაძლო გაყალბებების ტექნოლოგიების სწავლებას. გიორგი ცუცქირიძე 1997 წლიდან 2019 წლმადე იყო საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, კითხულობს ლექციების ციკლს საბანკო საკრედიტო და რისკ მენეჯმენტში გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, კითხულობს ლექციებს საჯარო ფინანსებში და საავაიაციო საწარმოების ეკონომიკაში, საქართველოს საავიაციო უნივსიტეტში. წლების მანძილზე კითხულობდა ლექციების ციკლს საბანკო საქმეში და საფინანსო მენეჯმენტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1999-2002 წლებში იყო საქართველოს კომერციულ ბანკებში საბუღალტრო აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IAS) დანერგვის კომიტეტის წევრი;

🏆 6 ვალუტიანი კალათის ტრენინგის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ დღეს მიმოქცევაში ლართან აშშ დოლართან და ევროსთან ერთად სულ უფრო იზრდება ბრიტანული ფუნტ სტერლინგზე, აზერბაიჯანულ მანათზე და თურქულ ლირაზე მოთხოვნა.

➡ ტესტირება ჩატარდება დღის ბოლო სესიის დროს, მიწოდებული მასალის გააზრებისა და უკეთ დამუშავების მიზნით.

რეგისტრაციისათვის : თქვენი CV უნდა გამოაგზავნოთ ელ ფოსტით შემდეგ მისამართზე:[email protected] და "subject-ში მიუთითოთ თუ რომელი ტრენინგის გავლა გსურთ. მაგ. "ფულის ტრენინგი 3 ვალუტიანი კალათისათვის" ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონებზე: 5 99 10 32 44/

"ბანკირები აქ იზრდებიან!"
1000 მეტი დასაქ?

ბანკის უნივერსალური მოლარე-ოპერატორის კურსი 1=2;საბანკო სწავლების ცენტრი,   როგორც სპეციალიზირებული საბანკო სწავლებების ...
03/03/2019

ბანკის უნივერსალური მოლარე-ოპერატორის კურსი 1=2;

საბანკო სწავლების ცენტრი, როგორც სპეციალიზირებული საბანკო სწავლებების ცენტრი, ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში ვაკანსიების შეთავაზებასთან დაკავშირებით, იწყებს მსმენელთა მიღებას 2018 წლის განახლებულ სასერტიფიკატო პროგრამაზე -კომერციულ ბანკებში მოლარე-ოპერატორის პოზიციების დასაკავებლად.

2019 წლის განახლებული პროგრამა აქტუალურია იმდენად, რამდენადაც მიმდინარე წლის 7 მაისიდან ახალი საბანკო რეგულაციების შემოღების შემდეგ, ბანკების სისტემა გადაჯგუფდა მოლარე-ოპერატორის პოზიციიდან უნივერსალურ მოლარე-ოპერატორების პოზიციაზე, რომლის ფუნქციებში გარდა საოპერაციო მომსახურებისა, ასევე შევიდა:
 ჯვარედინი გაყიდვების განხორციელება
 საოპერაციო მომსახურეობა
 საცალო სესხის განაცხადის მიღება დამუშავება (არაუზრუნველყოფილი)

პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 4 კვირას, კვირაში 3 დღეს(კვირის გარდა);

ერთი ტრეინინგის ფარგლებში, მოლარე-ოპერატორის სერთიფიკატთან ერთად, დამატებით მიიღებთ ნაღდ ფულთან მუშაობის სერთიფიკატს 3 ვალუტის დამცავი ნიშნების სწავლებით!(ლარი, აშშ დოლარი, ევრო) სწავლებით , რაც ბანკებში მოლარე-ოპერატორის ვაკანსურ პოზიციებზე სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით ჩაითვლება უპირატესობად.

პროგრამა მსმენელებს სთავაზობს საბანკო საქმის როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ოპერაციების სწავლებას, ყველა ძირითადი მიმართულების მიხედვით. პროგრამა ასევე მოცავს მათემატიკური და ფსიქო ტესტების სწავლებას, კომუნიკაბელობის და პროდუქტების გაყიდვების ქეისების სწავლებას, რაც ბანკებში აყვანისას არის სავალდებულო, რასაც ემატება ბანკებში გასაუბრების მოდერაციები, რაც მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ, გასაუბრებებზე თქვენი თავის წარმოჩენაში.

მონაწილეები: ტრენინგი განკუთვნილია როგორც სტუდენტებისათვის, ასევე ეკონომიკური და არაეკონომიკური უმაღლესი და პროფესიული განათლების მქონე პირებისათვის, აგრეთვე საფინანსო ინსტიტუტების(საკრედიტო კავშირები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები) თანამშრომლებისათვის სპეციალიზაციის შეცვლის მიზნით.

არ გაუშვა ეს შანსი ხელიდან, გაიარე ტრეინინგი და დასაქმდი ბანკში და საკრედიტო ორგანიზაციებში!
ტრეინინგი წარმოდგენილია შემდეგი მოდულების სახით:

1. ტრენინგის მონაწილეები შეისწავლიან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საბანკო დაწესებულებებისათვის დადგენილ არსებულ ინსტრუქციებს - ნაღდ ფულთან და სხვა ფასეულობებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების, საქართველოს ეროვნული ვალუტის ბანკნოტებისა და მონეტების ვარგისიანობის განსაზღვრის კრიტერიუმების და მათი მიღება - გამოცვლის წესები, საქართველოში უნაღდო ანგარიშწორების და საბანკო დაწესებულებების მიერ იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში ანგარიშის (ანაბრის) გახსნისა და წარმოების შესახებ წესები;

2. კლიენტებთან სწორი საკომუნიკაციო ურთიერთობის წარმართვის მიზნით, მსმენელები შეისწავლიან კომუნიკაციის როლს და შიდა კომუნიკაციის განმსაზღვრელ ფაქტორებს, აგრეთვე მომხმარებლებისთვის ბანკის პროდუქტების შეთავაზებას, პროდუქტების პოზიციონირებას და კონსულტირებას მომხმარებლის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, მათ შორის სასესხებო პროდუქტებთან მიმართებაში საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებულ საკითხებს.

3. ბანკის სისტემა გადაჯგუფდა უნივერსალური მოლარე-ოპერატორებისათვის ინტენსიურად დაკრედიტების კუთხით, რა დროსაც შეისწავლიან საცალო სესხის განაცხადის მიღება - დამუშავებას (არაუზრუნველყოფილი) და გაცემას, რაც მოიოცავს: ყოველთვიური სესხზე გადასახდელი ჯამური PTI დათვლა, (განსაზღვრა არსებული და პარალელური ვალდებულებების შემთხვევაში), ფინანსური ანალიზისათვის საჭირო დოკუმენტაცია (სახელფასო: ამონაწერი ანგარიშიდან, შემოსავლების სამსახურიდან ამონაწერი საშემოსავლო განაცემების შესახებ, სახელფასო ცნობა, იჯარის შემთხვევაში: საიჯარო ხელშეკრულება, დივიდენდის შემთხვევაში კრედიტ ინფოს ამონაწერის წაკითხვა და საჭიროების შემთხვევაში არსებული ინფორმაციის განახლება,

ტრეინინგს უძღვებიან საბანკო სფეროს წამყვანი სპეციალისტები.

სერთიფიცირების ფორმა: მსმენელები სპეციალური შეთავაზების ფარგლებში აიღებენ:
1. უნივერსალური მოლარე-ოპერატორის ორენოვან სერთიფიკატს
2. ნაღდ ფულთან მუშაობის სერთიფიკატს( უფასოდ);
3. სარეკომენდაციო წერილებს ბანკებში და საკრედიტო ორგანიზაციებში

სწავლების მაღალი სტანდარტის მიზნით, ჯგუფებში მსმენელთა რაოდენობა შეზღუდულია და გათვლილია 3-5 მსმენელზე

ხანგრძლივობა: 4 კვირა(დღეში 2 აკადემიური საათი), სულ 24 საათი
სწავლების დრო: სწავლება მიმდინარეობს დილის და საღამოს საათებში;
სწავლების საფასური: კურსის მთლიანი ღირებულებაა: 300 ლარი( მოლარე-ოპერატორის კურსი - 300 ლარი, ფულის დამცავი ნიშნების სწავლება 3 ვალუტის მიხედვით-უფასო; კურსის ინდივიდუალურად გავლისას მისი ღირებულება იგივე პირობებით შეადგენს 350 ლარს.

რეგისტრაციისათვის CV უნდა გამოაგზავნოთ შემდეგი ელ-ფოსტით: [email protected], ან [email protected] და “subject”-ში მიუთითოთ ” უნივერსალური მოლარე-ოპერატორის კურსი”
საკონტაქტო ინფორმაცია: 599 10 32 44 ;

Address

თბილისი, ტარას შევჩენკოს ქუჩა 5
Tbilisi
0179

Opening Hours

Monday 10:00 - 20:00
Tuesday 10:00 - 20:00
Wednesday 10:00 - 20:00
Thursday 10:00 - 20:00
Friday 10:00 - 20:00
Saturday 10:00 - 20:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საბანკო სწავლების ცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category