აკადემია • Academy

აკადემია • Academy Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from აკადემია • Academy, Private School, იპოლიტე ხვიჩიას 17, Tbilisi.

Start Smart Academy — საერთაშორისო გამოცდილების მქონე აკადემია, რომელიც 1-12 კლასების მოსწავლეებს, აბიტურიენტებსა და ზრდასრულებს გთავაზობთ თანამედროვე და შედეგებზე ორიენტირებულ სასწავლო მეთოდებსა და პროგრამებს.

17/09/2026

📚აბიტურიენტი ხარ, სკოლის მოსწავლე ან უბრალოდ გადაწყვიტე, ინგლისური ან თურქული ისწავლო? 🤍
🎯მაშინ შემოგვიერთდი აკადემიაში , ყველაზე მეგობრულ და კომფორტულ გარემოში, სადაც სწავლა სასიამოვნო პროცესია, ხოლო შედეგზე პროფესიონალი მასწავლებლები ზრუნავენ.
📩 აირჩიე სასურველი კურსი და მოგვწერე რეგისტრაციისთვის.

✨ შეისწავლე წარსული. გაიაზრე აწმყო. შექმენი მომავალი                                                                    ...
16/09/2026

✨ შეისწავლე წარსული. გაიაზრე აწმყო. შექმენი მომავალი ✨ისტორიის მომზადება სასკოლო და ეროვნული გამოცდებისთვის

16/09/2026

🌟ისტორიის ეროვნული გამოცდა მხოლოდ თარიღების დამახსოვრება არ არის.
🌟მნიშვნელოვანია, იცოდე როგორ დააკავშირო მოვლენები, სწორად გააანალიზო ისტორიული წყარო და მიღებული ცოდნა საგამოცდო დავალებებში გამოიყენო.
🌟ჩვენს კურსზე ისტორიის პროგრამას ეტაპობრივად გავივლით და განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ:
• ისტორიული მოვლენების გააზრებასა და დაკავშირებას
• წყაროს ანალიზს
• საგამოცდო ტიპის დავალებების შესრულებას
• პასუხის სწორად ჩამოყალიბებას
• ეროვნული გამოცდისთვის საჭირო სტრატეგიებს
🌟თუ გინდა, ისტორია უბრალოდ დაიმახსოვრო კი არა, გაიაზრო და გამოცდაზე სწორად გამოიყენო — შემოგვიერთდი.
📩 რეგისტრაციისთვის მოგვწერე პირად შეტყობინებაში.

✨დღეს ინგლისური ენის ცოდნა უბრალო არჩევანი აღარ არის, ეს წარმატებული მომავლის აუცილებელი პირობაა. სკოლის პროგრამა და ერთ...
14/09/2026

✨დღეს ინგლისური ენის ცოდნა უბრალო არჩევანი აღარ არის, ეს წარმატებული მომავლის აუცილებელი პირობაა. სკოლის პროგრამა და ერთიანი ეროვნული გამოცდების სტანდარტები წლიდან წლამდე იზრდება, შესაბამისად, მაღალი ქულის მისაღებად სიღრმისეული და სწორად სტრუქტურირებული მზადებაა საჭირო.

❤️ჩვენთან შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი მიმართულება:

✅ სასკოლო კურსი: გრამატიკის საფუძვლიანი სწავლება, ლექსიკური მარაგის გამდიდრება, პრაქტიკული საუბარი და მოსმენის უნარების განვითარება.

✅ სააბიტურიენტო კურსი: NAEC-ის ტესტების ფორმატზე მუშაობა, თემის წერის სტრატეგიები, დროის ეფექტური მართვა და ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ მოსწავლესთან.

გთავაზობთ მაღალი ხარისხის განათლებას ყველასთვის ხელმისაწვდომ ფასად — თვეში 75 ლარიდან!

⚠️ ადგილების რაოდენობა ჯგუფებში შეზღუდულია.

📩 დეტალური ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით: 579 40 47 99

14/09/2026

✨ჩვენი მოსამზადებელი პროგრამა სრულად ეფუძნება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) მოთხოვნებსა და განახლებულ სტანდარტებს. ♥️სწავლების პროცესში ვიყენებთ პერიოდულ ტესტურ სიმულაციებს, რომლებიც ზუსტად იმეორებს ეროვნული გამოცდების ფორმატსა და დროის ლიმიტს, რაც მოსწავლეს გამოცდის სტრესის დაძლევაში ეხმარება. ჩვენ ყოველკვირეულად ვაკვირდებით თითოეული ✨აბიტურიენტის ინდივიდუალურ პროგრესს, გამოვავლენთ სუსტ მხარეებს და სპეციალურად მასზე მორგებული დავალებებით ვუზრუნველყოფთ მაქსიმალური შედეგის მიღწევას. #📍 დარეგისტრირდი პირველ უფასო გაცნობით გაკვეთილზე! #ეროვნულიგამოცდები #ინგლისურისსწავლა #აბიტურიენტები

🎓 გაიცანით ჩვენი ინგლისური ენის ახალი მასწავლებელი— ნია კოხრეიძე! 🇬🇧👋 მოხარულები ვართ, წარგიდგინოთ ჩვენი გუნდის  წევრი —...
07/09/2026

🎓 გაიცანით ჩვენი ინგლისური ენის ახალი მასწავლებელი— ნია კოხრეიძე! 🇬🇧

👋 მოხარულები ვართ, წარგიდგინოთ ჩვენი გუნდის წევრი — ინგლისური ენის C1 დონის სპეციალისტი, მკვლევარი და ამერიკათმცოდნეობის ბაკალავრი (საერთაშორისო შავი ზღვის უნივერსიტეტი). 🏛️

ნიას აქვს სწავლებისა და კვლევის მრავალმხრივი გამოცდილება:

💼 3+ წლიანი გამოცდილება — ქართულ-ამერიკული სკოლა, Studio-Lingo და Civic IDEA
🇺🇸 სტაჟირება აშშ-ის საელჩოში

📚 ჩვენს აკადემიაში ნია უძღვება ინგლისური ენის კურსებს (8 კლასიდან აბიტურიენტების ჩათვლით) და უზრუნველყოფს სიღრმისეულ მომზადებას გრამატიკაში, წერასა და საუბარში. ✍️🗣️

✨ დარეგისტრირდით კურსზე და დაიწყეთ სწავლა საუკეთესო პროფესიონალებთან ერთად!

📞 საკონტაქტო ნომერი: 579 40 47 99

📩 ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებებში!

Academy•აკადემია აცხადებს ვაკანსიას! Academy•აკადემია არის თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცე, სადაც სწავლება სცდება მშრ...
11/06/2026

Academy•აკადემია აცხადებს ვაკანსიას!

Academy•აკადემია არის თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცე, სადაც სწავლება სცდება მშრალი თეორიის ფარგლებს. ჩვენი მიზანია, მოსწავლეებს არა მხოლოდ მივცეთ ღრმა აკადემიური ცოდნა, არამედ განვუვითაროთ კრიტიკული აზროვნება, კრეატიულობა და პრაქტიკული უნარები. ჩვენთან განათლება საინტერესო, ინტერაქციული და აღმოჩენებით სავსე პროცესია.

Academy•აკადემია აცხადებს ვაკანსიას გამოცდილი და მოტივირებული პედაგოგების პოზიციაზე შემდეგ მიმართულებებში:

📚ინგლისური ენის მასწავლებელი
📚ისტორიის მასწავლებელი
📚მათემატიკის მასწავლებელი
📚დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი

ჩვენ ვეძებთ პროფესიონალებს, ვისაც უყვარს თავისი საქმე, შეუძლია მოსწავლეებში საგნისადმი ინტერესის გაღვივება და ორიენტირებულია თანამედროვე, ინტერაქციულ სწავლებაზე.

ძირითადი მოვალეობები:
🖇️სასწავლო პროგრამის დაგეგმვა და წარმართვა აკადემიის სტანდარტების შესაბამისად.
🖇️მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება და მათზე მორგებული მიდგომების გამოყენება.
🖇️სასწავლო პროცესში მრავალფეროვანი, ინტერაქციული და თანამედროვე მეთოდების ინტეგრირება.
🖇️მოსწავლეთა პროგრესის მუდმივი შეფასება და უკუკავშირი (როგორც მოსწავლეებთან, ისე მშობლებთან).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში (ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი, დამამთავრებელი კურსის სტუდენტი)

📌შესაბამისი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება (სასურველია).
📌საგნის საფუძვლიანი ცოდნა და სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიების ფლობა.
📌სერტიფიკატები ან მასწავლებლის სტატუსი ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

📎ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი.
📎პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
📎ბავშვებთან/მოზარდებთან მუშაობის უნარი და მოთმინება
📎გუნდურობა და განვითარებაზე ორიენტირებულობა.

რას გთავაზობთ:
•კომფორტულ, მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს.
•მოქნილ სამუშაო გრაფიკს (შესაძლებელია შეთავსებაც).
•კონკურენტუნარიან ანაზღაურებას (კვალიფიკაციისა და საათობრივი დატვირთვის მიხედვით).
•პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.
როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: [email protected]

ტელეფონის ნომერი : 551300347
სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს

#ვაკანსია #მასწავლებელი

🚀აკადემიის სახელით, მთელი გულით გილოცავთ სკოლის დამთავრებას და ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანესი ეტაპის წარმატებით გავლას!💥ე...
20/05/2026

🚀აკადემიის სახელით, მთელი გულით გილოცავთ სკოლის დამთავრებას და ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანესი ეტაპის წარმატებით გავლას!

💥ეს დღე მხოლოდ ერთი საფეხურის დასასრული არ არის, ეს არის დასაწყისი დიდი, საინტერესო და შესაძლებლობებით სავსე გზისა. ჩვენ, თქვენს მასწავლებლებს, ერთი წამითაც არ გვეპარება ეჭვი თქვენს შესაძლებლობებში. თქვენი ნიჭი, შრომისმოყვარეობა და მიზანსწრაფულობა არის ის მყარი საფუძველი, რომელზეც თქვენს მომავალს ააშენებთ.

🎉არასოდეს შეუშინდეთ გამოწვევებს. იარეთ ყოველთვის წინ, დასახეთ დიდებული მიზნები და მყარად მიჰყევით თქვენს ოცნებებს. გვახსოვდეს, რომ წარმატება მათთან მიდის, ვისაც შრომა არ ეზარება და საკუთარი თავის სჯერა.
გისურვებთ დიდ წარმატებებს, ახალ აღმოჩენებსა და ბედნიერ სტუდენტობას! ჩვენ ყოველთვის ვიამაყებთ თქვენით!

ცოდნის ფურცელი“ -აკადემიის ახალი ნომერი მზად არის!ჩვენს გაზეთში ისევ საამაყო ამბები და დიდი წარმატებები გვაქვს, თუმცა მა...
18/05/2026

ცოდნის ფურცელი“ -აკადემიის ახალი ნომერი მზად არის!

ჩვენს გაზეთში ისევ საამაყო ამბები და დიდი წარმატებები გვაქვს, თუმცა მანამდე მთავარი სიახლე:

აკადემიაში ახალი ჯგუფების შევსება უკვე დაიწყო!

თუ გინდათ, რომ თქვენც ან თქვენმა შვილებმაც ასეთ შედეგებს მიაღწიოთ, ახლა ზუსტად ის დროა, შემოგვიერთდეთ. ადგილები შეზღუდულია, ამიტომ რეგისტრაცია არ გადადოთ.

აი, რატომ ღირს ჩვენთან მოსვლა, შეხედეთ ჩვენს უახლეს ამბებს

🥇 100-დან 100 ქულა კინგსის ოლიმპიადაზე!
ჩვენმა მოსწავლეებმა, დათა ბარამაშვილმა და ნატალია ჩხაიძემ, ოლიმპიადაზე მაქსიმალური ქულები აიღეს. უზომოდ ვამაყობთ მათით!

🎓 აკადემიიდან ჩარლზის უნივერსიტეტამდე!
ჩვენი კურსდამთავრებული, ვლადიმერ შერმაზანაშვილი, ევროპის ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში ჩაირიცხა. ვლადიმერი ჩვენთან IELTS-ის საერთაშორისო გამოცდისთვის ემზადებოდა და თავისი შრომით მიზანს მიაღწია. ვულოცავთ და წარმატებულ სტუდენტობას ვუსურვებთ ევროპაში!

💡 შემოუერთდით აკადემიას, აქ წარმატება ყოველი ფეხის ნაბიჯზეა.

📞 დეტალებისთვის დაგვიკავშირდით: 571 21 59 26
🌐 ვებ-გვერდი: academia.edu.ge

29/04/2026

🌟2026-2027 ეროვნული გამოცდების სექტემბრის ჯგუფებზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო
💥იჩქარე
🌟დარეგისტრირდი ახლა და შეარჩიე შენთვის სასურველი გრაფიკი

Address

იპოლიტე ხვიჩიას 17
Tbilisi

Opening Hours

Monday 10:00 - 21:00
Tuesday 10:00 - 21:00
Wednesday 10:00 - 21:00
Thursday 10:00 - 21:00
Friday 10:00 - 21:00
Saturday 10:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when აკადემია • Academy posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category