სკოლა 98 School

სკოლა 98 School

Share

სკოლა, რომელიც თავის მოსწავლეებს მომავალს ჰპირდება!

Photos from სკოლა 98 School's post 14/06/2026


🔹️სსიპ ქალაქ თბილისი #98 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ინტელექტუალურ თამაშში ,,რა? სად? როდის?’’ ბიოლოგიაში.

🔹️თამაშის ძირითადი მიზანი:
მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკულ კონტექსტში გამოყენება. შეკითხვების გაანალიზება, ინფორმაციის მოძიება, ლოგიკური მსჯელობის, ეფექტური კომუნიკაციის, გუნდურად გადაწყვეტილების მიღების და პასუხისმგებლობის გადანაწილების განვითარების ხელშეწყობა.

🔹️აღნიშნული ინტელექტუალური თამაში განხორციელდა ეტაპობრივად.
🔹️ფინალური შეხვედრაში ერთმანეთს შეხვდნენ შესარჩევ ტურებში გამარჯვებული VII-ე და VII-ბ კლასის მოსწავლეები - გაიმარჯვა VII ე კლასის გუნდმა „ბიო“, გამარჯვებული გუნდის ბიოლოგიის მასწავლებელ მარინა არუთინოვს გადაეცა სიგელი.

🔹️ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
I ადგილი - VII-ე
II ადგილი - VII-ბ
III ადგილი - VII-ა

🔹️გამარჯვებულ კლასებს და საუკეთესო მონაწილეებს გადაეცათ დიპლომები და სიგელები.

🔹️ხელმძღვანელი : ბიოლოგიის მასწავლებელი ალბინა ეფრემიანცი.

🔹️მადლობა მონაწილეებს, ჟიურის წევრებს და თამაშის წამყვანებს: X ე კლასის მოსწავლეებს ადრიანა ბაღდიევას, კონსტანტინე გიორგაძეს ჩართულობისთვის.

10/06/2026

🎒 IV ეტაპი — პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია იწყება!

📅 15 ივნისს, 09:00 საათზე, 2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების პირველ კლასში საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია დაიწყება და 3 ივლისის 24:00 საათამდე გაგრძელდება.

🔹 პირველ კლასში დარეგისტრირება შეუძლიათ ბავშვებს, რომლებსაც 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი.

🌐 რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ვებგვერდზე:
https://registration.emis.ge/

📄 ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლეების ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტების წარდგენა სკოლებში განხორციელდება 6 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით.

🎥 რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია:
https://www.youtube.com/watch?v=dGDKJGVYR4w

📖 რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს:
https://emis.ge/posts/129

⚠️ გთხოვთ, დაიცვათ რეგისტრაციისა და დოკუმენტების წარდგენის ვადები. თუ მოთხოვნილი დოკუმენტები დადგენილ ვადებში არ იქნება წარდგენილი შესაბამის სკოლაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

☎️ დამატებითი ინფორმაციისთვის:

📞 0 32 2 200 220
📧 [email protected]

#საყოველთაორეგისტრაცია #პირველკლასელთარეგისტრაცია #პირველიკლასი #საჯაროსკოლა #განათლება

Photos from სკოლა 98 School's post 05/06/2026

🔹️სსიპ ქალაქ თბილისის #98 საჯარო სკოლის VI-ბ კლასმა წარმოადგინა გამოსაშვები ღონისძიება. ✨️🎉

🔹️მოსწავლებმა შეასრულეს სხვადასხვა მუსიკალურ-ქორეოგრაფიული და თეატრალური დადგმები.✨️✨️

🔹️შემეოქმედებითი ღონისძიების მიზანი: დაწყებით საფეხურზე მოსწავლეთა ინტელექტუალური და პიროვნული განვითარების წარმოჩენა. ასევე სასკოლო საზოგადოების და მშობლების მინართ მადლოერების გამოხატვა.✨️✨️

🔹️ხელმძღვანელი: ნათია მღებრიშვილი.

🔹️წარმატებები ჩვენ ნიჭიერ პატარებს.
მადლობა მშობლებს მხარდაჭერისთვის. ✨️✨️

Photos from სკოლა 98 School's post 04/06/2026


🔹️სსიპ ქალაქ თბილისის #98 საჯარო სკოლის VI გ და VI ე კლასებში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა: მათემატიკა - ინფორმატიკა და ხელოვნური ინტელექტი.

🔹️​თემა: წილადების სამყარო და ხელოვნური ინტელექტი (Gemini)

🔹️ გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლეებმა შეძლონ მათემატიკური კონცეფციების (წილადების) გააზრება და მათი შემოქმედებითად ტრანსფორმირება ხელოვნური ინტელექტის (Gemini) დახმარებით.

🔹️​მათემატიკური: წილადების არსის, მათი შეკრება-გამოკლებისა და შედარების პრინციპების განმტკიცება.

🔹️ტექნოლოგიური: ხელოვნურ ინტელექტთან (პრომპტ ინჟინერია) მუშაობის სწავლა — სწორი კითხვებისა და დავალებების ფორმულირება.

🔹️ხელმძღვანელები: მათემატიკის მასწავლებელი მარინა ჯანეზაშვილი.
ინფორმატიკის მასწავლებელი სოფია დათუაშვილი

Photos from სკოლა 98 School's post 04/06/2026

♟️🥇🎉
🔹️სსიპ ქალაქ თბილისის #98 საჯარო სკოლის მოსწავლეთ თვიმმართველობის ორგანიზებით ჭადრაკის შიდა სასკოლო ტურნირი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა.

🔹️ გამარჯვებული გახდა VIII გ კლასის მოსწავლე ლეონ ჯიშკარიანი ♟️🥇🎉

🔹️მადლობა X ბ კლასის მოსწავლეს ენრი ოდაბაშიანს და ჭადრაკის მასწავლებელს ივეტა დარბინიანს აღნიშნული ტურნირის ინიციატივისთვის. ♟️🥇🎉

01/06/2026

🌍🎉
🌍🎉

01/06/2026
Photos from სკოლა 98 School's post 27/05/2026

🎓✨️🎓✨️🎓

✨️გილოცავთ სკოლის დასრულებას და ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას!
ბედნიერი გზა თქვენ, ძვირფასო კურსდამთავრებულებო! 🎓✨️🎓✨️✨️

23/05/2026

🎓🎉🎓
🔹️მოულოდნელი და საოცარი სიურპრიზი კლასის ხელმძღვანელს ნია აბაკელიას - XII.ბ კლასის მოსწავლეთა შესრულებით✨️✨️✨️

Want your school to be the top-listed School/college in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Telephone

Website

Address


მარტყოფის ქ. N9
Tbilisi
ᲡᲐᲤᲝᲡᲢᲝᲘᲜᲓᲔᲥᲡᲘ0144

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00