Tamar Kvaratskhelia /სულის ევოლუცია

Tamar Kvaratskhelia /სულის ევოლუცია

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Tamar Kvaratskhelia /სულის ევოლუცია, Personal coach, Tbilisi.

რაც შეიძლება მეტი სულმა სულმა ვანათოთ ღვთიური სიყვარულის ნათებით☀️✨☀️✨☀️
💫🌈💫🌈💫🌈
ჩემი მისია :
☀️სინათლის სხეულის შექმნა
☀️სინათლის ქალაქი დაარსება,
🌈 “ამაღლების პროექტის” წარმატებით დაგვირგვინება
🌈 ოქროს ხანაში გადასვლა მოგესალმებით!

ეს ბლოგი შექმნილია მათთვის, ვისთვისაც სულერთი არ არის საკუთარი ცხოვრება, ვინც მზად არის ცვლილებებისთვის.

ჩვენი გზა, ჩვენი არჩევანი — ეს პიროვნული ზრდაა.

მიზან

23/06/2026

ანონსდება 28 დღიანი ონლაინ კურსისი #ზრდისფაქტორი განახლებული ვერსიის დაწყება!

28 დღიანი ონლაინ კურსი "გამოღვიძების დროა"

დეტალები ამ ბმულზე

https://forms.gle/CXtuB9EDARbE9AJW7

#კვანტურიფსიქოლოგია #სულისევოლუცია #გამოღვიძებისდროა #ზრდისფაქტორი #თამარკვარაცხელია #თამარსს

21/06/2026

☀️ ზაფხულის მზებუდობის პორტალი: რა გველოდება ამ დროს?

21 ივნისს დგება ზაფხულის მზებუდობის უმძლავრესი მომენტი — დრო, როდესაც სამყარო გადადის სინათლის, ენერგიისა და ცხოვრების შინაგანი აღქმის სრულიად ახალ ხარისხზე. აქტიური, გარეგანი დინამიკის პერიოდის შემდეგ, კოსმიური სივრცე თითქოს შიგნით იკუმშება: ყურადღება გადადის სახლზე, ოჯახზე, მეხსიერებაზე, ემოციურ უსაფრთხოებასა და პირად ფესვებზე.

ეს ენერგია ადამიანს საკუთარ თავთან — იმ ფარულ გრძნობებთან აბრუნებს, რომლებიც ხშირად არ ხმოვანდება, მაგრამ ჩვენს არჩევანსა და ქმედებებს განსაზღვრავს.
ეს არის დრო, როდესაც ძლიერდება კავშირი წარსულთან, გვართან, პირად ისტორიასთან და ყველაფერთან, რაც შინაგან საყრდენს გვიქმნის.
ამიტომ, მომავალ კვირებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ძალების აღდგენას, ემოციურ ბალანსს, სხეულსა და გარემოზე ზრუნვას. სახლი ხდება არა უბრალოდ საცხოვრებელი ადგილი, არამედ მდგრადობის სიმბოლური ცენტრი, სადაც ადამიანი ახალი ეტაპის დაწყებამდე სრულ შინაგან განახლებას გადის.

🔑 შინაგანი კოდების გააქტიურება და პრაქტიკა

ამ პერიოდში ადამიანები ინტუიციურად მიისწრაფვიან სივრცის გაწმენდისკენ, ცხოვრების რბილი მოწესრიგებისკენ, სიმყუდროვის შექმნისა და საკუთარ არსთან კავშირის აღდგენისკენ. ეს არ არის მხოლოდ გარეგნული რიტუალები, არამედ მარტივი ქმედებები, რომლებიც შინაგან მთლიანობას აბრუნებს:

• წესრიგის დამყარება სახლში — განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ იმ ნივთებს, რომლებიც ემოციურ მეხსიერებას ატარებენ;

• კონტაქტი წყალთან — აბაზანა, ბანაობა ან ხელის დაბანა იმ გაცნობიერებული განზრახვით, რომ გაუშვათ დაგროვილი დაძაბულობა;

• საკვების მომზადება — აღიქვით ეს პროცესი, როგორც საკუთარ თავსა და ახლობლებზე ზრუნვის ფორმა, ყოველგვარი სიჩქარისა და ყურადღების გაფანტვის გარეშე;

• მიბრუნება საგვარეულო ფოტოებსა და მოგონებებთან — პირად, მნიშვნელოვან ისტორიებთან კავშირის აღდგენა;

• საღამოს სიჩუმის მომენტები — საინფორმაციო ხმაურის გარეშე, რათა მკაფიოდ გაიგონოთ საკუთარი შინაგანი რეაქციები.

მზებუდობა სიმბოლურად ზღურბლს უკავშირდება: წლის ერთი ნაწილი ასრულებს თავის ციკლს, მეორე კი იწყებს გაშლას. ყველაფერი, რაც ამ დღეებში ხდება, ხშირად მომდევნო თვეების ათვლის წერტილად იქცევა. ამიტომ მნიშვნელოვანია არა აქტიური ცვლილებები, არამედ იმის გაცნობიერება, თუ რა მდგომარეობით — რა გამოცდილებით, გრძნობებითა და განზრახვებით შედიხართ სინათლის ახალ ეტაპზე.

📜 ძველი ცივილიზაციების მეხსიერება
ზაფხულის მზებუდობის აღნიშვნის ისტორია ღრმა წარსულში მიდის, თანამედროვე კალენდრებისა და რელიგიური სისტემების გაჩენამდე ბევრად ადრე. თითქმის ყველა ძველი კულტურისთვის ეს იყო საკრალური საზღვარი ორ ფაზას შორის — ბუნების სასიცოცხლო ძალების პიკი, მისი აყვავება და ამავდროულად, წლის თანდათანობითი სიმწიფისა და ახალ ეტაპზე გადასვლის დასაწყისი.

• „მზე დედაა ჩემი“ — უმაღლესი ქალური ენერგიის პიკი
ქართულ კოსმოგონიაში მზე, სხვა მრავალი კულტურისგან განსხვავებით, ქალურ, დედობრივ საწყისად აღიქმებოდა:

„მზე დედაა ჩემი, მთვარე მამა ჩემი, ეს წვრილ-წვრილი ვარსკვლავები და და ძმაა ჩემი...“

ამიტომ, ზაფხულის მზებუდობა ქართულ ცნობიერებაში იყო არა აგრესიული ძალის, არამედ დედობრივი, მფარველი, მზრუნველი და უპირობო სიყვარულის ენერგიის მაქსიმალური გამოვლინება. ეს ზუსტად ემთხვევა იმას, რომ მზე შედის კირჩხიბის (მზრუნველობის, ოჯახისა და ფესვების) სივრცეში.

• ანტიკურ ხანაში ამ დღეს თაყვანს სცემდნენ სამყაროს ჰარმონიასა და სინათლეს, რაც მოგვიანებით ქრისტიანულ ტრადიციაში იოანე ნათლისმცემლის დღესასწაულში აისახა, რომელიც ასევე განწმენდისა და განახლების სიმბოლოა.

ზამთრის მზებუდობა თუ სინათლის დაბადებას უკავშირდება, ზაფხულისა — მისი სავსეობისა და შინაგან სიღრმეში გადასვლის მომენტია.

ამიტომ, დღეს ყველასთვის მნიშვნელოვანია შენელება, სიტუაციის ემოციური ფონის გათვალისწინება და საყრდენის საკუთარ, ღრმა შინაგან სამყაროში ძიება.
ნუ იმოქმედებთ სიჩქარეში. ცხოვრება აღწევს თავის მწვერვალს და აქედან იწყება შინაგანი მომწიფების, გამოცდილების დაგროვებისა და ენერგიის თანდათანობითი გადაწყობის გზა.

20/06/2026

☘️ ზაფხულის მზებუდობის პორტალი
გამარჯობა, მეგობრებო.

ჩვენ კვლავ ვუახლოვდებით 21 ივნისის უმძლავრეს ენერგეტიკულ პორტალს — ზაფხულის მზებუდობას.

ამის პარალელურად, მიმდინარეობს ძველი მატრიცისა და ცხოვრების ძველი სისტემის სრული მსხვრევა.

ამ პერიოდში აუცილებელია თვალი ადევნოთ თქვენს შინაგან მდგომარეობას — იმას, თუ რას ატარებთ საკუთარ თავში. სწორედ ეს განსაზღვრავს ჩვენს შემდგომ მიმართულებას და იმას, თუ რა მოხდება ჩვენს თავს.

ყველაზე მთავარია გავაცნობიეროთ და ანგარიში ჩავაბაროთ საკუთარ თავს: რა ხარისხის ენერგიას ვატარებთ ყოველ მოცემულ წამში, და გადავდგათ ყველა ნაბიჯი იმისთვის, რომ ეს სიხშირე მაქსიმალურად მაღალი იყოს.

გააცნობიერეთ, რომ ამ ცხოვრებაში არ არსებობს არაფერი, რაზე ჩაბღაუჭებაც კი ღირდეს.

ცნობიერება უნდა იყოს ფოკუსირებული შინაგან ღმერთზე, საკუთარ გულზე. დიახ, ეს შეიძლება მარტივი არ იყოს, მაგრამ კაცობრიობას უკვე მრავალი წელია ზუსტად ამ მომენტისთვის ამზადებენ და აღვიძებენ.

გადააგდეთ საკუთარი თავის სიბრალულის ყოველი ფიქრი.

სრულად და უპირობოდ მიიღეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ ახლა.

უნდა გააუქმოთ ყველაფერი, რაც ნეგატიურ განცდებს ბადებს — შიშები საკუთარ თავზე, ახლობლებზე, ფულზე, სამყაროში მიმდინარე მოვლენებზე; ფიქრები ამ სამყაროს უსამართლობაზე ან საკუთარ ბედზე.

შიგნით უნდა გამეფდეს მშვიდობა, ხოლო ყველაფერი, რაც ამ მშვიდობას არღვევს — მომენტალურად უნდა იქნას გაცნობიერებული და გაუქმებული. მხოლოდ შინაგანი, ურყევი სიმშვიდის ხომალდით შეძლებს ადამიანი დედამიწის პარადიგმების ცვლის ამ ეტაპის გადალახვას.

ყველაფერი, რასაც აქამდე თქვენს ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, უნდა გადაიყვანოთ ნეიტრალურ, შეუფასებელ (დამკვირვებლის) პოზიციაში. ეს საუკეთესო გზაა ენერგიისა და შინაგანი მთლიანობის შესანარჩუნებლად.

პირდაპირ რომ ვთქვათ, შიგნით მხოლოდ ერთი ენერგია უნდა ბატონობდეს — ეს არის სიყვარული.

შიგნით უნდა ცოცხლობდეს ცხოვრებისადმი სიხარულით სავსე ნდობა, სიმსუბუქისა და სიმარტივის მდგომარეობა. სიმსუბუქემდე მიგიყვანთ იმის გაცნობიერება, რომ მთელი ცხოვრება ცდილობდით მიღწევას, გადალახვას, ცხოვრების ძალისხმევითა და ნებისყოფით გატანას, ყველა სირთულის საკუთარი მხრებით ზიდვას. ახლავე უნდა შეჩერდეთ და ასეთი მიდგომა გააუქმოთ საკუთარ თავში.

იმისთვის, რომ გაიაროთ კონტროლისა და შიშების მიღმა, გაუშვათ ცხოვრების ჩვეული წესი — უნდა დათანხმდეთ ცხოვრებასთან „წაგებაზე“ (ეგოს ბრძოლის შეწყვეტაზე). როდესაც თანახმა ხართ ამ დანებებაზე, ძველ პარადიგმას თქვენზე ძალა აღარ აქვს. ხომ ის მთლიანად ბრძოლასა და წინააღმდეგობაზეა დაფუძნებული.

ამიტომ, მეგობრებო, გაუშვით ყველაფერი, რაზეც ნერვიულობთ, გააუქმეთ ნეგატიური აზროვნება და იმყოფებოდეთ სიყვარულსა და მადლიერებაში. მაშინ თქვენთვის ყველაფერი საუკეთესო გზით დალაგდება.

არსებობს ძალა, რომელიც იზრუნებს თქვენზე, მაგრამ იმისთვის, რომ იგრძნოთ ეს ძალა და მისი წინამძღოლობა, სრულად უნდა გაუშვათ თქვენი პიროვნებისა და გონების ძალა.

პირადი მცდელობებისა და შფოთვების სრული გაშვება გახსნის თქვენს ნატიფ აღქმასა და მგრძნობელობას, რაც საშუალებას მოგცემთ შეხვიდეთ ღვთიურ ნებასთან სინქრონში და მიჰყვეთ მას. -ოლმატი

#გამოღვიძებისდროა #ზრდისფაქტორი #სულისევოლუცია #კვანტურიფსიქოლოგია #სიყვარულისდროა #გამოსხივება

17/06/2026

🤍 ეს არის გზავნილი ქალებისთვის

მე ვიცი, ამ ამოყირავებულ სამყაროში გრძნობ საჭიროებას, იყო უხეში, ცივი, შემტევი, ხანდახან აგრესიულიც კი.

უბრალოდ გახსოვდეს:
ნორმალურია, გქონდეს გული.
ნორმალურია, იყო მოსიყვარულე.

თუკი არ გიღებენ, უბრალოდ გაიხსენე, ვინ ხარ
და ვინ უნდა იყო — მოსიყვარულე ქალი.

თუ დაკვირვებულხარ როგორ იზრდება ყვავილი პაწაწუნა თესლიდან გაშლამდე? ეს ბუნებრივად ხდება.
და შენც, უბრალოდ იყავი ის, ვინც ხარ.

შენი დიდი გული გხდის ავთენტურს.
თუკი ტკივილს დაეყრდნობი, შენ ნანგრევებში აღმოჩნდები.
მაგრამ თუ დაეყრდნობი შენს შიგნით ღმერთს მამადედა ერთიანს (პირველწყაროს) —
არანაირი ტკივილი არ მოგეკარება. იქნები დაცული როგორც მისი ქალიშვილი

იხარე, რადგან შენ იყავი და კვლავაც ხარ მშვენიერი და ძვირფასი ამ სამყაროში. და ყველაფერის შენით ვლინდება.
ღმერთი შენით ვლინდება

მიიღე, გაატარე ღვთიური ენერგია, მიენდე და ჩაბარდი შენს ავთენტურობას

#თამარსს

16/06/2026

შემოუერთდით "სულიერი ევოლუციის" დახურულ ჯგუფს ინდ. ცნობიერების გასაფართვებლად https://www.facebook.com/groups/1138396276293066

Want your school to be the top-listed School/college in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Telephone

Address


Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 20:00
Tuesday 08:00 - 20:00
Wednesday 08:00 - 20:00
Thursday 08:00 - 20:00
Friday 08:00 - 20:00