24/09/2026
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ში მეორადი ჩარიცხვებით მიღებულ პირველკურსელთა რეგისტრაციის თარიღები: 29 და 30 სექტემბერი (11:00 საათიდან 17:00 საათის ჩათვლით).
ადგილზე წარმოსადგენი საბუთების სია:
▪️პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
▪️𝟐 ფერადი ფოტოსურათი 𝟑𝐱𝟒-ზე ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია დისკზე (𝐂𝐃-ზე);
▪️სამხედრო-სავალდებულო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის) (უნდა აიღოთ კომისარიატში);
▪️სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
▪️სწავლის საფასურის (მინიმუმ წლიური საფასურის მეოთხედი) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი – ბანკის ქვითარი (რომელიც უნდა გადაიხადოთ ბანკში);
გადახდის დროს აუცილებლად სწორად უნდა იყოს მითითებული სტუდენტის სახელი, გვარი და პირადი ნომერი.
შენიშვნა: აბიტურიენტს, რომელსაც რეგისტრაციის მომენტისთვის არ შესრულებია 18 წელი, საგანმანათლებლო მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებისას, სჭირდება მშობლის (ან მეურვის/მზრუნველის) წერილობითი თანხმობა (მინდობილობა).
👉 საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ში მოსვლა შესაძლებელია თბილისის მთავარი მეტრო-სადგურის მოედნიდან (ცოტნე დადიანის ქუჩის მხრიდან) საზოგადოებრივი მიკროავტობუსებით: 437 და 448.
მისამართი: თბილისი, სამღერეთის ქუჩა N5
უნივერსიტეტის საკონტაქტო ნომერი: 596 686 688
𝐆𝐈𝐔-ში სწავლა იწყება 2026 წლის 5 ოქტომბერს!
დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულს: https://shorturl.at/zIKK3
#მეორადიჩარიცხვები #პირველკურსელთარეგისტრაცია