10/09/2026
🔝 აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისთვის (EEU) ისტორიული საერთაშორისო აღიარება - EEU საქართველოში პირველი უნივერსიტეტია, რომელმაც QS Stars University Ratings-ის 5 ვარსკვლავი მიიღო!
🔻 აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU) პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი უნივერსიტეტია საქართველოში, რომელმაც საერთაშორისო უმაღლესი განათლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შეფასების სისტემის - QS Stars University Ratigs-ის ფარგლებში 5-ვარსკვლავიანი შეფასება მოიპოვა, მიიღო სტატუსი - „Rated for Excellent“ და იმ 158 უნივერსიტეტის შორის მოხვდა, ვინც მსოფლიოში აღნიშნული შედეგი დააფიქსირა.
🔻 QS Stars-ის დამოუკიდებელი შეფასების შედეგად აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტმა 1000-ქულიანი შეფასების შკალიდან საერთო ჯამში 764 ქულა და 5 ვარსკვლავი მიიღო. ასევე აღსანიშნავია, რომ QS Stars University Rankings-ს მიხედვით მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ 158 უნივერსიტეტს აქვს მოპოვებული 5 ვარსკვლავიანი შეფასება.
🔻 განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ EEU-მ უმაღლესი - 5-ვარსკვლავიანი შეფასება, ერთდროულად შვიდ მნიშვნელოვან მიმართულებაში მოიპოვა:
🔜 Teaching - სწავლება;
🔜 Facilities - ინფრასტრუქტურა;
🔜 Good Governance - კარგი მმართველობა;
🔜 Programme Strength - პროგრამების სიძლიერე;
🔜 Academic Development — აკადემიური განვითარება;
🔜 Diversity, Equity & Inclusion - მრავალფეროვნება, თანასწორობა და ინკლუზია;
🔜 Employability - დასაქმება;
🔰 QS Stars-ის მიერ განხორციელებული ინსტიტუციური და კომპლექსური შეფასება მოიცავს უნივერსიტეტების საქმიანობის, მმართველობის, სწავლების, აკადემიური კვლევების, მდგრადი განვითარების, ინფრასტრუქტურის, საერთაშორისო ჩართულობის, კურსდამთავრებულთა დასაქმების, სოციალური გავლენის, ინკლუზიური გარემოსა და სხვა მიმართულებებს.
🔰 QS არის ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც 30 წელზე მეტია ოპერირებს და 50-დე ქვეყანაში საქმიანობს. QS ადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ფართოდ გამოყენებულ უნივერსიტეტების რეიტინგს - QS World University Rankings. აღნიშნულ ორგანიზაციაში მსოფლიო რეიტინგისთვის 8 000-ზე მეტი უნივერსიტეტი ფასდება.
🔰 QS Stars University Ranting System-ის შეფასება და მიღებული შედეგები უკვე ოფიციალურად გამოქვეყნებულია QS-ის საერთაშორისო პლატფორმა TopUniversities-ზე: https://www.topuniversities.com/qs-stars
QS Stars is a rating system that provides ratings to universities & institutions based on program strength, facilities, graduate employability, social responsibility, inclusiveness, and more.