დანტეს თბილისის კომიტეტის ხელოვნების სკოლა
ხატვა-ძერწვის მოსამზადებელი კურსი 4 წლიდან
აბიტურიენტთა მოსამზადებელი კურსი
ხატვა( გრაფიკა, ფერწერა, აბრეშუმზე მოხატვა) მოყვარულთათვის
კერამიკის კურსი
დიზაინის კურსი „დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის“ წიაღში 2011 წელს დაარსდა „დანტეს ხელოვნების სკოლა“.
სკოლის მიზანია მოზარდში შემოქმედებითი უნარების, მსოფლმხედველობის, ესთეტიკური გემოვნებისა და სულიერი ღირებულებების სამყაროში სწორი ორიენტაციის უნარების გამომუშავება, რაც ააქტიურებს ადამიანის აზროვნებას, გონების აქტივობა კი უდიდესი სიკეთეა, რომელსაც ხელოვნება იძლევა.
„დანტეს ხელოვნების სკოლა“ თავისი სპეციფიკით და სწავლების თანამედროვე მეთოდებით განსხვავდება საქართველოში არსებული სხვა ხელოვნების სკოლებისა თუ სამხატვრო სტუდიებისაგან.
სკოლის მთავარი პრიორიტეტია იტალიური ენის შესწავლით ქართველი მოზარდი ვაზიაროთ იტალიურ კულტურასა და ხელოვნებას, როგორც ზოგადად ევროპული კულტურის საფუძველს. კულტურასთან ზიარება კი ხელოვნების ცალკეული დარგების შესწავლის გარეშე შეუძლებელია, ამიტომ ჩვენი სკოლის მეორე განმასხვავებელი ნიშანი არის ის, რომ აქ ხელოვნების დარგების შესწავლა ხდება არა ცალ-ცალკე, არამედ მათ სინთეზში, როგორც ერთიანი შემოქმედებითი პროცესი (ყოველივე ამას მოზარდი ადრეულ ასაკში უნდა ეზიაროს. ამიტომ ამ პროცესს უნდა მიეცეს ისეთი მიმართულება, რომელშიც ორგანულად შერწყმულია კრეატივი და შრომა, კერძოდ: ხატვა და ძერწვა, აპლიკაცია და თიხაზე მუშაობა, მაკერირება, თითების გამოყენება და ა. შ.).
ხელოვნების სკოლის სასწავლო მეთოდური პროგრამები შემუშავებულია ასაკობრივი შკალის მიხედვით. სკოლაში მოზარდები ეუფლებიან თავისუფალ ხატვაs - ფერწერას, ძერწვას, თიხაზე მუშაობას, აპლიკაციას, დეკორატიული ფიგურების შექმნას, დიზაინისა და მაკეტირების ელემენტებს, მითოლოგიას, ხელოვნების ისტორიასა და იტალიურ ენას.