13/06/2026
🎓 ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრებულ ნიკოლოზ ღლონტს მნიშვნელოვან წარმატებას💫
ნიკოლოზი სწავლას საფრანგეთში, ESSEC Business School-ის Global BBA პროგრამაზე გააგრძელებს. ESSEC ევროპის ერთ-ერთი წამყვანი და ყველაზე პრესტიჟული ბიზნესსკოლაა, რომელიც საერთაშორისო რეიტინგებში სტაბილურად მოწინავე ადგილს იკავებს.
ვუსურვებთ ნიკოლოზს წარმატებებს ამ საინტერესო და მნიშვნელოვან გზაზე! 🇬🇪🇫🇷✨
10/06/2026
🇬🇪🤝🇩🇪
ჩვენი სკოლის V კლასელებმა წარმატებით ჩააბარეს გერმანული ენის დიპლომისკენ მიმავალი პირველი გამოცდა.💪
ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია საგანმანათლებლო გზაზე, მათი შრომის, მონდომებისა და პასუხისმგებლობის შედეგი!
ვულოცავთ თითოეულ მოსწავლეს ამ წარმატებას და ვუსურვებთ კიდევ უფრო მეტ წინსვლას, თავდაჯერებასა და ახალ მიღწევებს🎉📚
განსაკუთრებული მადლობა ჩვენს პედაგოგებს- ანა დარბაიძესა და მარინა თედიაშვილს, რომელთა პროფესიონალიზმმა, მხარდაჭერამ და ყოველდღიურმა შრომამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მოსწავლეთა წარმატებაში. ❤️
წარმატებებს გისურვებთ მომავალში 🌟
29/05/2026
🎓 ჩვენო ძვირფასებო 🌟გილოცავთ ცხოვრების ამ მნიშვნელოვანი ეტაპის დასრულებას.
🩷მადლობა ჩვენთან გატარებული წლებისთვის, სითბოსთვის და მოგონებებისთვის.
💫გისურვებთ ბედნიერ და საინტერესო მომავალს ❤️
27/05/2026
🔔ხვალ ჩვენს სკოლაში ბოლო ზარია !📚
გელოდებით ყველას !🩷
25/05/2026
🎓✨ დიდი სიხარულით გვსურს წარმოგიდგინოთ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულის, თეკლა თაფლაძის Tekla Tafladze , ბრწყინვალე წარმატება!
თეკლამ უმაღლესი შედეგით ჩააბარა გერმანული ენის საერთაშორისო გამოცდა DSD II, რისთვისაც სპეციალური სიგელი გადაეცა. 🇩🇪📚
თეკლა სწავლას გააგრძელებს ზაარბრიუკენის კოლეჯში (Studienkolleg Saarbrücken), ხოლო შემდგომ- ლაიპციგის უნივერსიტეტში, სამართლისმცოდნეობის მიმართულებით.🎓
💫გულითადად ვულოცავთ თეკლას,მის პედაგოგს, ირინა ბოცვაძეს Irina Botsvadze და გერმანულის კათედრას, ამ მნიშვნელოვან წარმატებას!
ვუსურვებთ ახალ გამარჯვებებს, წინსვლასა და წარმატებებს! 🌟🩷
24/05/2026
🇬🇪🇩🇪ჩვენს სკოლაში გაიმართა მეთორმეტე კლასის მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონია, სადაც მათ გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო დიპლომები - DSD II გადაეცათ.
✅მოსწავლეებმა წარმატებით ჩააბარეს რთული საერთაშორისო გამოცდა, რომელიც ენობრივი კომპეტენციის ოთხივე მიმართულებას : კითხვას, მოსმენას, წერასა და ზეპირმეტყველებას მოიცავდა.
✅DSD II დიპლომი მათ აძლევს შესაძლებლობას, უფასოდ გააგრძელონ სწავლა გერმანიის წამყვან უნივერსიტეტებში და წარმატებით ჩაერთონ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებდი.
💫ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებსა და გერმანული ენის კათედრას ამ მნიშვნელოვან წარმატებას და მომავალშიც მრავალ გამარჯვებას ვუსურვებთ .
🇩🇪 Übergabe der DSD II-Diplome an unserer Schule! Die Absolventinnen und Absolventen der 12. Klasse haben die anspruchsvolle internationale Prüfung, die sich über die vier Bereiche Leseverstehen, Hörverstehen, schriftliche und mündliche Kommunikation erstreckt, erfolgreich gemeistert.
✅ Mit dem DSD II steht ihnen nun die Tür zu einem gebührenfreien Studium an Deutschlands Top-Universitäten und internationalen Bildungsprogrammen offen.
✅ Wir gratulieren den Jugendlichen sowie der Fachschaft Deutsch ganz herzlich zu diesem großartigen Erfolg und wünschen für den weiteren Lebensweg alles Gute.💫
15/05/2026
🔰ჩვენი სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ, თაია ლომიძემ, მოსწავლეთა რესპუბლიკურ მე-5 ოლიმპიადაზე “ზურგჩანთა”, ბიოლოგიის ფინალურ ტურში, მონაწილეთა შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა და პირველი ადგილის მფლობელი გახდა.🥇
💫 ვულოცავთ თაიას ამ წარმატებას 🩷