კოლეჯი მესამე სამედიცინო

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • კოლეჯი მესამე სამედიცინო

კოლეჯი მესამე სამედიცინო კოლეჯი მესამე სამედიცინო - ავტორი?

✨ „კოლეჯი მესამე სამედიცინოს“ გუნდის წევრი, ექიმი მეან-გინეკოლოგი ირაკლი ჟვანია - პროფესიონალი, რომელიც ჩვენს სტუდენტებს...
20/08/2026

✨ „კოლეჯი მესამე სამედიცინოს“ გუნდის წევრი, ექიმი მეან-გინეკოლოგი ირაკლი ჟვანია - პროფესიონალი, რომელიც ჩვენს სტუდენტებს მუდმივად უზიარებს საკუთარ ცოდნასა და მრავალწლიან კლინიკურ გამოცდილებას💫

მისი სწავლების საფუძველია თანამედროვე სამედიცინო სტანდარტები, პრაქტიკული მიდგომა და პროფესიისადმი მაღალი პასუხისმგებლობა - სწორედ ის ღირებულებები, რომლებსაც ჩვენი სტუდენტები ყოველდღიურად ეუფლებიან🩺📚

✅ ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენი სტუდენტები პროფესიას ასეთი კვალიფიციური და კომპეტენტური პროფესიონალების ხელმძღვანელობით ეუფლებიან💫

გაეცანით ირაკლი ჟვანიას პროფესიულ გამოცდილებასა და განათლებას 👇

✨ ირაკლი ჟვანია, ექიმი მეან-გინეკოლოგი, კლინიკური და საგანმანათლებლო გამოცდილებით. მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავს მეანობა-გინეკოლოგიის სრულ სპექტრს, ორსულობის, მშობიარობის და სამეანო გართულებების, ასევე გინეკოლოგიური პათოლოგიების დიაგნოსტიკასა და თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებით მართვას.
🏛️განათლება:
• თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი — მედიცინის ფაკულტეტი.
• პ. ლ. შუპიკის სახელობის დიპლომისშემდგომი განათლების აკადემია (კიევი) — სერტიფიცირებული მეან-გინეკოლოგი.
• თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი — რეზიდენტურის უნიფიცირებული კურსი, რომლის დასრულების შემდეგ მინიჭებული აქვს სახელმწიფო სერტიფიკატი პროფესიაში მეანობა-გინეკოლოგიაში.
• გავლილი აქვს სპეციალიზებული კურსები: კლინიკური მენეჯმენტი, ენდოსკოპიური ქირურგია და ადამიანის დისექცია.

• 2021 წლიდან – დღემდე: კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი — ექიმი მეან-გინეკოლოგი.
• 2021 წლიდან – დღემდე: კოლეჯი მესამე სამედიცინო — ლექტორი.
• 2022 წლიდან – დღემდე: საქართველოს ექთნებისა და თანაშემწეების პროფესიული განვითარების ასოციაცია — ტრენერი.
• 2019 – 2021 წწ. თბილისის ონკოლოგიური დისპანსერი — უმცროსი ექიმი.
• 2012 – 2022 წწ. სამშობიარო სახლი „ემბრიო“ — უმცროსი ექიმი.
კლინიკურ საქმიანობასთან ერთად, ირაკლი ჟვანია აქტიურად არის ჩართული სამედიცინო განათლებისა და კადრების მომზადების პროცესში. მისი საქმიანობის უმთავრესი პრინციპებია პაციენტზე ინდივიდუალურად ორიენტირებული მიდგომა, უახლესი სამედიცინო სტანდარტების დაცვა და უწყვეტი პროფესიული განვითარება — იგი ყოველწლიურად მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა თუ კონგრესებში.
თუ გსურთ სრული ინფორმაციის ნახვა გადადით ბმულზე ⤵
https://ico.ge/content/Irakli-Zhvania

🎓 📣აბიტურიენტების საყურადღებოდ!საბოლოო არჩევანის გაკეთება შეგიძლიათ 20 აგვისტოს 18:00 საათამდე🌟✅აირჩიეთ N 343  და დაეუფლ...
19/08/2026

🎓 📣აბიტურიენტების საყურადღებოდ!

საბოლოო არჩევანის გაკეთება შეგიძლიათ 20 აგვისტოს 18:00 საათამდე🌟

✅აირჩიეთ N 343 და დაეუფლეთ მოთხოვნად პროფესიას კოლეჯი მესამე სამედიცინოს სტუდენტზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოში 💫

ჩვენთან მოსახვედრად ქვემოთ ჩამოთვილი ოთხი საგნიდან ერთ-ერთშიც უნდა გქონდეთ გადამსვლელი ქულა
✅მათემატიკა - 5.5 ქულა
✅ქიმია - 8 ქულა
✅ფიზიკა - 8 ქულა
✅ბიოლოგია - 9 ქულა

📞 თუ გაქვთ დამატებითი კითხვები დაგვირეკეთ:
558 141 436;
598 624 240;

გილოცავთ ფერისცვალებას! 🕊️❤️კოლეჯი მესამე სამედიცინო სრულიად საქართველოს ულოცავს ამ დიდებულ დღესასწაულს. ეს დღე ყოფილიყო...
19/08/2026

გილოცავთ ფერისცვალებას! 🕊️❤️
კოლეჯი მესამე სამედიცინო სრულიად საქართველოს ულოცავს ამ დიდებულ დღესასწაულს. ეს დღე ყოფილიყოს თითოეულ ოჯახში მშვიდობის, სიხარულისა და კეთილდღეობის მომტანი. ბედნიერ ფერისცვალებას გისურვებთ!🌸🍇🍉🌺🌿

13/08/2026

📢საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის განცხადება
მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და სოციალური მედიით გავრცელებული ინფორმაციიდან ცნობილი გახდა, რომ სამინისტრო მუშაობს პროფესიული განათლების მიმართულებით დაგეგმილი რეფორმის კონცეფციაზე და უკვე მომზადებულია კონცეფციის პირველი ვერსია.
პროფესიულ განათლებას საქართველოში ცვლილებები და განვითარება ნამდვილად სჭირდება. რეფორმა ბუნებრივი და აუცილებელი პროცესია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იცვლება შრომის ბაზარი, ტექნოლოგიები, ეკონომიკის მოთხოვნები და თავად განათლების მიმართ მოლოდინები.
ამავე დროს, მიგვაჩნია, რომ ახალი ეტაპის დაგეგმვისას ძალიან მნიშვნელოვანია, არ დაიკარგოს ის მიღწევები, გამოცდილება და ინსტიტუციური ცოდნა, რომელიც ქართულმა პროფესიულმა განათლებამ წლების განმავლობაში დააგროვა.
საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი ყოველთვის იყო პარტნიორობა — სახელმწიფოს, საჯარო და კერძო კოლეჯების, დამსაქმებლებისა და საერთაშორისო პარტნიორების თანამშრომლობა.
სწორედ ამ მიდგომამ მოგვცა შესაძლებლობა, პროფესიული განათლების რეფორმების აქტიური განხორციელების წლებში საქართველოს გამოცდილება არაერთ საერთაშორისო ფორმატში წარმატებულ და საინტერესო პრაქტიკად წარმოჩენილიყო.
ამ პროცესში კერძო კოლეჯებს მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ შეტანილი.
საჯარო და კერძო კოლეჯები ერთმანეთის კონკურენტები არ არიან — ჩვენ ერთი პროფესიული განათლების სისტემის პარტნიორები ვართ. ჩვენი საერთო მიზანია, ახალგაზრდებსა და ზრდასრულებს მივცეთ ხარისხიანი განათლება, პროფესია და რეალური შესაძლებლობა დასაქმებისა და განვითარებისათვის.
კერძო სექტორს აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი — მოქნილობა, დამსაქმებლებთან თანამშრომლობის გამოცდილება, ინოვაციების სწრაფად დანერგვის შესაძლებლობა და შრომის ბაზრის საჭიროებებზე რეაგირების უნარი. ვფიქრობ, ახალი რეფორმის დაგეგმვისას ეს რესურსი მაქსიმალურად უნდა იქნეს გამოყენებული.
იმედი გვაქვს, პროფესიული განათლების მორიგი რეფორმა იქნება არა უკვე მიღწეულის უარყოფა ან თავიდან დაწყება, არამედ წინა რეფორმების ლოგიკური გაგრძელება — მათი საუკეთესო შედეგების შენარჩუნებით, გამოცდილების გააზრებით და სისტემის განვითარების ახალ, უფრო მაღალ ეტაპზე გადასვლით.
ამისთვის კი აუცილებელია ღია დიალოგი და ფართო ჩართულობა.
საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაცია მზად არის თანამშრომლობისთვის, პროფესიული გამოცდილების გასაზიარებლად და რეფორმის კონცეფციის განხილვასა და დახვეწაში აქტიური მონაწილეობის მისაღებად.
ჩვენი შეთავაზება მარტივია — მეტი დიალოგი, მეტი პარტნიორობა და მეტი ჩართულობა.
რადგან პროფესიული განათლების წარმატება რომელიმე ერთი ინსტიტუციის ან სექტორის წარმატება არ არის — ეს ჩვენი ქვეყნის საერთო წარმატებაა.

05/08/2026

თუ შენი მომავალი ფარმაციას უკავშირდება, ეს ვიდეო აუცილებლად ნახე! 💊👇

💙💛 კოლეჯი მესამე სამედიცინო გთავაზობს:

🔬 თანამედროვე ფარმაციის ლაბორატორიას;
💊 პრაქტიკულ სწავლებას რეალურ პროფესიულ გარემოში;
👩‍🏫 გამოცდილი პროფესიული განათლების მასწავლებლების მხარდაჭერას;
🎓 ორენოვან სახელმწიფო დიპლომს;
🚀 ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს, რომლებიც წარმატებული კარიერის საფუძველია👌💫

📽️ უყურე ვიდეოს და ნახე, სად იწყება მომავალი ფარმაცევტის პროფესიული გზა!

📌 ჯერ კიდევ შგიძლია აირჩიო **კოლეჯი მესამე სამედიცინო - კოდით 343💫🌟

💬 დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით:
📞 558 14 14 36;
📞 598 62 42 40;

#კოლეჯიმესამესამედიცინო💙💛
#ფარმაცია
#პროფესიულიგანათლება

საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციამ გამართა სამუშაო შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის Quality L...
01/08/2026

საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციამ გამართა სამუშაო შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის Quality Label-ის დანერგვის პროცესებთან დაკავშირებით🇪🇺

🏛️ 👩‍💼 კოლეჯი მესამე სამედიცინოს ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი თინათინ ჭუმბაძე ორი დღის განმავლობაში, კოლეგებთან ერთად, აქტიურად იყო ჩართული ევროპული თვითშეფასების ინსტრუმენტის (ENESAT) განხილვაში, შეფასების კრიტერიუმების დახვეწასა და იმ რეკომენდაციების შემუშავებაში, რომლებიც საქართველოში პროფესიული განათლების ხარისხის კიდევ უფრო გაძლიერებას შეუწყობს ხელს💫🤝

💙 ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიყოთ იმ პროცესების ნაწილი, რომლებიც ეფუძნება ევროპულ სტანდარტებს, გამოცდილების გაზიარებასა და ხარისხის უწყვეტ განვითარებას🌍⭐

✅თითოეული ასეთი შეხვედრა გვაძლევს ახალ ცოდნას, ახალ გამოცდილებას და კიდევ უფრო გვაძლიერებს ჩვენი სტუდენტებისა და პროფესიული განათლების განვითარების გზაზე💫

🤝 ერთად ვქმნით პროფესიული განათლების მომავალს პასუხისმგებლობით, თანამშრომლობითა და მაღალი ხარისხისადმი ერთგულებით💫

#მესამესამედიცინო



#პროფესიულიგანათლება
#ხარისხი #საქართველოსკერძოკოლეჯებისასოციაცია

30/07/2026

წარმატება სწორი არჩევანით იწყება💫🌟

ძვირფასო აბიტურიენტებო!

⏳ ჯერ კიდევ გაქვთ დრო, შეცვალოთ თქვენი არჩევანი და აირჩიოთ „კოლეჯი მესამე სამედიცინო“ — №343!

თუ უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად საკმარისი ქულა ვერ დააგროვეთ, ან მოხვდით ისეთ კერძო უნივერსიტეტში, სადაც სწავლა სახელმწიფოს მიერ არ ფინანსდება არ დანებდეთ!

✨ დღესაც შეგიძლიათ აირჩიოთ ხარისხიანი, თანამედროვე და პრაქტიკაზე ორიენტირებული პროფესიული განათლება ერთ-ერთ ლიდერ კოლეჯში და დაიწყოთ გზა წარმატებული პროფესიისკენ.

📌 შეგახსენებთ:
აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე შეგიძლიათ:
✅ დაამატოთ პროგრამა;
✅ წაშალოთ პროგრამა;
✅ შეცვალოთ ან გადაანაცვლოთ თქვენი არჩევანი.

❗ მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
თუ აქამდე არ გისარგებლიათ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების უფლებით, ჩვენს კოლეჯში სწავლის პერიოდში შეძლებთ ამ უფლებით სარგებლობას.

💙💛 აირჩიეთ მომავალი, რომელიც რეალურ შესაძლებლობებს ქმნის!
📍 კოლეჯი მესამე სამედიცინო — №343!

მოუსმინეთ ჩვენი კურსდამთავრებულის ისტორიას და დარწმუნდით, რატომ ირჩევენ აბიტურიენტები კოლეჯ მესამე სამედიცინოს.

💙💛 შენი მომავალი პროფესია დღეს იწყება💫✨

სიხარულით გაცნობებთ, რომ კოლეჯი მესამე სამედიცინო EfVET-ის (European Forum of Technical and Vocational Education and Tra...
29/07/2026

სიხარულით გაცნობებთ, რომ კოლეჯი მესამე სამედიცინო EfVET-ის (European Forum of Technical and Vocational Education and Training) წევრი გახდა 🌍🤝

ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების, პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ჩვენი ჩართულობის გაზრდის მიმართულებით💫

EfVET-ის წევრობა გვაძლევს შესაძლებლობას გავცვალოთ გამოცდილება საერთაშორისო პარტნიორებთან, ჩავერთოთ პროფესიული განათლების განვითარების პროცესებში და კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ შესაძლებლობები ჩვენი სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის✅

მადლობა EfVET-ის გუნდს ნდობისა და მხარდაჭერისთვის. ველით წარმატებულ და ნაყოფიერ თანამშრომლობას! 🌍🤝

25/07/2026

🎓 თუ შენი მომავალი სამედიცინო სფეროს უკავშირდება, ეს ვიდეო აუცილებლად ნახე! 👇
პროფესიის არჩევა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. სწორედ ამიტომ, მინდა გაჩვენოთ, რატომ ენდობა ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი სტუდენტი „კოლეჯი მესამე სამედიცინო“-ს 💙💛
აქ დაგხვდებათ:
🩺 თანამედროვე სასწავლო გარემო
👩‍🏫 გამოცდილი პროფესიული განათლების მასწავლებლები
🏥 პრაქტიკული სწავლება ქვეყნის წამყვან კლინიკებსა და სამედიცინო დაწესებულებებში
🎓 ორენოვანი სახელმწიფო დიპლომი
🚀 ცოდნა და გამოცდილება, რომელიც წარმატებული კარიერის საფუძველია.
📽️ უყურეთ ვიდეოს ბოლომდე და გაიგეთ, რატომ შეიძლება სწორედ აქ დაიწყოს თქვენი პროფესიული გზა
💬 გაქვთ შეკითხვა? მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით
📞 558 14 14 36; 598 62 42 40;
ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ💌
#კოლეჯიმესამესამედიცინო💙💛

Address

რაფიელ აგლაძის 25 ა , 25 A Rafiel Agladze Street
Tbilisi
0119

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995322342201

Alerts

Be the first to know and let us send you an email when კოლეჯი მესამე სამედიცინო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to კოლეჯი მესამე სამედიცინო:

Shortcuts

Share

Category